წელიწადის ამ დროს და ამ დღეს კანუდოსში ლამაზი ზეიმი იციან... ჯერ დოლს ააბრაგუნებს გრეგორიო პაჩეკო და ამ დოლის ხმაზე თიხის ნედლ ქოხებს ტოვებენ მაღალი, ხმელი, ამაყი მიხვრა-მოხვრის მქონე ვაკეიროები... პატარა ეკლესიასთან მათ მენდეს მასიელი - კონსელეირო ელოდებათ: "ქრისტე აღსდგა!" - მიმართავს ის შეკრებილებს და ტუჩის კუთხეში ოდნავ, სულ ოდნავ შესამჩნევი ღიმილი უკრთის.

      "ჭეშმარიტად აღსდგა!" - პასუხობენ კანუდოსელები და წითლად შეღებილ კვერცხებს მაღლა სწევენ, მერე ერთმანეთს ეხვევიან და კვერცხებს უჭახუნებენ, მთელს დამტვრეულის პატრონს აძლევენ, დამტვრეულს თვითონ იტოვებენ, მერე ერთმანეთს სამჯერ კოცნიან...

 - ქრისტე აღსდგა, ჟოაო ბიძია! - ღიმილით უახლოვდება ჟოაო აბადოს დონ დიეგო და წინ გაშვერილ ხელში წითელი კვერცხი მოუჩანს.

 - ვინაა შენი ბიძია!.. - პირს განზე იბრუნებს ჟოაო, მერე ეტიკეტს მაინც არ არღვევს, - ჭეშმარიტად აღსდგა! - მაგრამ კვერცხს მაინც არ იღებს ჯიბიდან, ცხენს უმოწმებს უკანა ტორს, ვითომ ნალს ეჩალიჩება.

      მანუელო კოსტა ლაღი ჭენებით ბაზრობათა ქალაქში მიჭენაობს და დროდადრო აივანზე გადმომდგარ ბანოვანებს ქუდს უხდის:

 - ქრისტე აღსდგა, კოლომბინა! გილოცავ, როზეტტა! მომენატრე, პატრიცია!

 - იფ, იფ, ყმაწვილს დამიხედეთ, აღდგომასაც არ ისვენებს, ქალაქიდან ბრუნდება ბიჭი! - ისევ ბუზღუნებს ჟოაო კანუდოსს მობრუნებული კმაყოფილი მანუელოს დანახვაზე.

 - რას ერჩით, ჟოაო ბიძია, იქნება მართლაც დაქალებს მიულოცა აღდგომა? - მისი გაცეცხლებული სახის დანახვა თუ მოუნდა, გულუბრყვილოდ ეკითხება დონ დიეგო.

 - კი, კი, როგორ არა! დაქალი კი არა, ფოცხვერს არ გაუშვებს ტყეში! - ბრაზდება ჟოაო და გვიან ახსენდება: - ვინაა შენი ბიძია!

      ჩაფიქრებული მენდეს მასიელი კი მდინარის პირას დააბიჯებს, ტყეს გასცქერის და ფიქრობს.

      დომენიკო მდინარეში წელამდე შესულა,ნაპირისკენ უილაჯოდ მიცურავს, კი არ მიცურავს, წყალს მიაქვს, აი, გამოჩნდა ნაპირიც, აღდგომაა და ის აღდგომას ბრუნდება - ეს დომენიკოს ბავშვობისდროინდელი თამაშია, სადღაციდან დაბრუნება...

      ასე გათენდა აღდგომა კანუდოსში...

      მოდით, ჩამჭიდეთ ეგ უნდო ხელი და თიხის ქალაქი შემოვიაროთ...

      ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი ქალაქი, ოღონდ ხანდახან არ ვიცით ხოლმე...

      კანუდოსი აღდგომას ეგებება...

წიგნიდან: სამოსელი პირველი

ნახვა: 2385

ტეგები: Qwelly, ამონარიდი, აღდგომა, ბლოგი, დოჩანაშვილი, ლიტერატურა

ცისია: მაისი 4, 2013||5:32pm

:**

ლაშა: მაისი 4, 2013||8:14pm

ეს გენიალურია :*

მაპატიე რომ ვერ მოგწერე მაგნიტუს, გასული ვიყავი :(

diik kartozia: მაისი 8, 2013||6:55pm

"დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკოოოო!!! " 

Tamila Moshiashvili: სექტემბერი 4, 2013||1:23am

დიდი like :) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

უეინ დრედსკი და კორონავირუსი კანადაში

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2020.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Rapper Wayne Dreadski is A Viral Sensation on Spotify in Canada During Coronavirus Outbreak

Truth is Wayne Dreadski’s name echoes Canadian-bon hockey player Wayne Gretzky’s name thanks to which his music has been topping the Canadian charts.

Toronto, Canada (March 26, 2020) - Many know when it comes to the genre of rapping, there’s one name that has been making news for a while. Wayne Dreadski, thanks to his great work, has become…

გაგრძელება

კორონას რიცხვები, მსოფლიო ვირუსული ომიანობა და ერთობლივი ლოცვა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 27, 2020.
საათი: 11:36pm 0 კომენტარი

      კორონას ამბები, საერთო ლოცვა და დოლარის მაღალი ნიშნული - 3.2896. ნატოს მდივნის პოზიტიური შეფასებები ჩვენი ბრძოლის მეთოდებისა და კერძო ტესტები ან პირბადეები. კარგი ამბავიც არის - ორ კვირაში, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი შემცირებულია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 27 მარტი, 2020

      შიდა კორონა - ამ დროის მონაცემებით: საქართველოში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 83 და მათ შორის…

გაგრძელება

კახური მეტსახელების სახალისო კრებული

გამოაქვეყნა თამარი_მ.
თარიღი: მარტი 26, 2020.
საათი: 1:42am 0 კომენტარი

გაერთეთ )

1) რონალდო კოტე - ცოლი გაშორდა, ირინა ერქვა.

2) დიკაპრიო თამაზა - ტყეში დათვს გადაეყარა, გადარჩა.

3) გასხლული პეტრე - ცალი თვალი­, ცალი თირკმელი და ცალი ფილტვი არა აქვს.

4) ბარსელონა ქეთო - მაგისი ძროხა ყოველ წელს ხბოს იგებს.

5) მაესტრო ლევანა - მეზობელი ნაკვეთს ედავება სასამართლოში.

6) ჭორვილა გოგია - ვირი თეთრი ზოლებით შეუღებეს.

7) პრეზიდენტი ლეილა - ლამაზ წინდებს ქსოვს.

8) ჩურჩხელა გია - ბავშვობაში თეთრი ძაფი გადაეყლაპა.

9)…

გაგრძელება

კორონას ამბები და ბრძოლის მეთოდები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2020.
საათი: 11:00pm 3 კომენტარი

      დღეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, თუმცა მილოცვებიც კი გადაავიწყდა ქვეყანას - საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. გამორჩეული სიახლე არ გვქონია - ისევ კრონა, ახალი ინფიცირება, გარდაცვლილები და საპატრიარქოს მომდევნო განცხადება დისტანციაზე, წირვა-ლოცვაზე სიარულსა და ზიარებაზე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 25 მარტი, 2020

      ინფიცირება - საქართველოში…

გაგრძელება

Qwelly World

free counters