კანონით შეზღუდვის ხმაური, ბანკების სამი თვე და დახმარება-კომპენსაციები

      შეზღუდვები იხსნება, მაგრამ შეზღუდვები რჩება. მოკლედ, ნაწილობრივი შეზღუდვების კანონი წარადგინა დღეს დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში, პარლამენტმა ხმაურიანად, დაპირისპირებულად და ურთიერტკრიტიკით მოუსმინა მაგრამ საბოლოოდ მაინც დაამტკიცა. ეს ნაწილობრივი შეზღუდვები არავინ იცის როდემდე გაგრძელდება, ახლა უკვე კანონით ვიქნებით შეზღუდულები და არა დროებითი რეგულაციებით. ეს იყო დღის მეინსტრიმი. ასევე ბანკების დამატებითი 3 თვე პროცენტების გადასავადებლად და გახარიას საპარლამენტო ანონსი. პირდაპირი კორონა ცოტა იჩრდილება - სტატისტიკა ასეთია - საქართველოში: 721 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 485, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 154 201, გამოჯანმრთელებული - 2 055 691, გარდაცვლილი - 332 424, სამკურნალო - 2 821 381.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 21 მაისი, 2020

      კოვიდ მედიცინა - ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში საკარანტინო სივრციდან 2 ახალი პაციენტი მკურნალობს, რომლებიც სომხეთის მოქალაქეები არიან. მაკა სოლოღაშვილი - ბავშვებში არათუ რაიმე გართულება, კოვიდ-19-ის ძალიან მსუბუქი მიმდინარეობაა. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 8 ახალი პაციენტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა. მარინა ეზუგბაია - როცა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტს, რომელსაც სიმპტომები არა აქვს, 14 დღის შემდეგ ტესტირება უტარდება და პასუხი დადებითია, ამ პირიდან სხვა პირზე ინფექციის გადადება არ ხდება. დეპუტატები ექიმებს, ექთნებს, ეპიდემიოლოგებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც კოვიდინფექციის შეკავებაში მონაწილეობა მიიღო, ტაშით შეხვდნენ.

      საპატრიარქოს ტყეები - ნინო თანდილაშვილი „ტყის კოდექსზე“ - ვერ დაგეთანხმებით, რომ ჩვენ საპატრიარქოს ვინმეზე უპირატეს მდგომარეობაში ვაყენებთ. ინტერნეტში პეტიცია გამოჩნდა საპატრიარქოსთვის ტყეების გადაცემის უფლების საწინააღმდეგოდ. ზურაბ ჯაფარიძე საპატრიარქოსთან ბანერით „ღმერთის არ გწამთ?!“ მივიდა.

      ეკონომიკის მინისტრი და ფინანსების მომზადება - ნათია თურნავას განცხადებით, გურიაში ამერიკული ინვესტიციით 12 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური, „ბახვი1“ აშენდება. მზად ვართ, რომ პარლამენტში დიდი სიამოვნებით, ძალიან დეტალურად გავცეთ ყველა არსებულ კითხვას პასუხი. ნათია თურნავა არ აკონკრეტებს, როდის მოიხსნება ავტომობილით სამზე მეტი პირის გადაადგილების შეზღუდვა. არაფერი იქნება უცნაური იმაში, თუკი ქართული წესები შევთავაზეთ მსოფლიოს, რადან ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც უნიკალური მასობრივი კარანტინის გამოცდილება შეიქმნა. უცხოელი ტურისტები მოწყურებული არიან გავიდნენ ქვეყნიდან და დაისვენონ - საქართველო განიხილება, როგორც ერთ-ერთი უსაფრთხო ადგილი. საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი მაისის ბოლოდან ამოქმედდება და პროგრამაში, კომერციულ ბანკებთან ერთად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან. ირაკლი კოვზანაძე - ფინანსთა სამინისტროს კარგი ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად სჭირდება გარკვეული დრო, რომ კვალიფიციური და ზუსტი ანალიზები ჰქონდეს. ნათია თურნავა - საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის, იმიჯისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად ჩვენი რეგიონის უსაფრთხოება.

      შეზღუდვების კანონი - საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 23 მაისიდან მოიხსნება. რომან გოცირიძე შემზღუდავი ღონისძიებების შესახებ კანონპროექტზე - პარლამენტი უპასუხისმგებლოდ იქცევა და მთავრობისადმი უფლებების გადაბარებას ახდენს, რაც ხელისუფლების დანაწილების პრინციპს არღვევს. სოფო კილაძე შემზღუდავი ღონისძიებების შესახებ ცვლილებებზე - არსებობს გარკვეული საფრთხეები, მაგრამ პარლამენტი იმისთვის ვართ, რომ ყველანაირი რისკი დავაზღვიოთ. გიორგი გახარია - ჩვენ თხოვნით მივმართეთ პარლამენტს და იმედია, გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც აუცილებელია ჯანდაცვის სფეროსთვის, შენარჩუნდება. პრემიერი - ერთბაშად მოხსნა ის შეზღუდვები, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ ვირუსი ეფექტურად გვემართა, არის უბრალოდ უპასუხისმგებლო ნაბიჯი. გიგი წერეთელი შეზღუდვების შესახებ პროექტზე - კარგი იქნება, თუ ჯიუტად არ მიუდგებით, რომ „უმრავლესობა ვართ და გავიტანთ“. ირაკლი ჩიქოვანი - საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს 22 მაისის 00:00 საათამდე. ნატო ჩხეიძე დიმიტრი ხუნდაძეს - ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენს კანონპროექტში საზოგადოების ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის მხოლოდ ფორმა, ხოლო შინაარსი გარკვეულწილად პარლამენტის დისკვალიფიკაციაა? სერგო რატიანი შეზღუდვების შესახებ კანონპროექტზე - ნებისმიერ კანონპროექტზე ჩვენი მსჯელობის ნაცვლად, გახარია დაწერს დადგენილებას - ეს უკვე კონსტიტუციური გადატრიალებაა. ირაკლი კობახიძე - თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, 1-ელი ივლისისთვის ყველა შეზღუდვა საბოლოოდ მოიხსნება, გარდა პირბადისა. თამარ ჩუგოშვილი ხუნდაძეს - რისი შეზღუდვა გინდათ, რატომ არის ის რაღაც იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ფუნდამენტი უნდა დავარღვიოთ ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების გადანაწილების. გიგა ბოკერია - საგანგებო მდგომარეობის ნაცვლად შემოვიღოთ ტერმინი „საგანგებო ზომები“ და დავტოვოთ პარლამენტის კონტროლი. დიმიტრი ხუნდაძე - საუბარი არ არის იმაზე, რომ პარლამენტი გავაუქმოთ და სახლში წავედით, რა თქმა უნდა, პარლამენტი საზედამხედველო საქმიანობას იტოვებს. ნუკრი ქანთარია - ნუ შევასაღებთ საზოგადოებას ზღაპრებს, რომ კანონპროექტით დიქტატურა იბადება. ბექა ლილუაშვილი - უნდა გვქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რომ საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფომ შეძლოს გარკვეულ ნაწილში ეფექტიანი რეაგირება და საზოგადოების ვირუსისგან დაცვა. ილია ნაკაშიძე - ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს შეზღუდვები აუცილებელია. ანრი ოხანაშვილი - საზოგადოებას უნდა ვუთხრათ სიმართლე და ეს სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ მხოლოდ მინიმალური, თანაზომიერი კრიტერიუმების საფუძველზე ხდება გარკვეულ უფლებებში დროებითი შეზღუდვა და ჩარევა. პარლამენტმა შეზღუდვების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. სამადაშვილი ხუნდაძეს - ნოემბერში პარლამენტში დადგმული სპექტაკლის ლიდერს გენდოთ? ნაშვილი ხუნდაძის ინიციატივაზე - კოპოლას ცნობილ ფილმს ჰგავს ეს ყველაფერი.

      კომპესაციები და კოვიდ-დახმარებები - ივანე მაჭავარიანი - პირებს, რომლებსაც ხელფასი შეუწყდათ, თუმცა დამსაქმებელი ჯანმრთელობის დაზღვევის საფასურს უხდის, მათ კომპენსაციას ვაძლევთ. ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, საბანკო სესხები დამატებით სამი თვით იმ ფიზიკურ პირებსაც გადაუვადდებათ, რომლებსაც კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პერიოდში მკვეთდრად შეუმცირდათ შემოსავალი და გადახდის პრობლემა აქვთ. დიმიტრი ცქიტიშვილი - ჩვენ გვჭირდება უმუშევრად დარჩენილებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა და არა გამდიდრებული კომპანიებისთვის დამატებითი შემოსავლების გაცემა. ბექა ლილუაშვილის განცხადებით, მოქალაქეებისთვის, ვინც დაკარგა შემოსავლის წყარო, ან მისი შემოსავალი გაუარესდა, საბანკო სესხის 3-თვიანი გადავადების მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს. ვანო მაჭავარიანი - თვითდასაქმებულებმა რაღაცნაირად უნდა დაადასტურონ - თქვენ შეიძლება მითხრათ, რომ მღეროდით რესტორანში და თუ იმ რესტორანმა არ დამიდასტურა, რა უნდა გავაკეთოთ, ასე ვარიგოთ ფული? ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, საბანკო სესხების 3 - თვიანი გადავადებით ავტომატურად ისარგებლებენ ის პირები, ვინც 10 ივნისამდე სახელმწიფო დახმარების მიმღებთა ბაზაში იქნებიან. მისი თქმით, აღნიშნულ გადავადებას, სურვილის შემთხვევაში, მიიღებენ პირები, რომელთაც სამსახური დაკარგეს ან შემოსავალი შეუმცირდათ, ამ უკანასკნელთა იდენტიფიცირება კი ბანკების მხრიდან, პირის მიერ გარკვეული ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მოხდება. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოს 91 მილიონ ევროზე მეტი გამოუყო. დახმარების მიღებას სახელმწიფოსგან 78 000-ზე მეტი პირი ელოდება.

      პოსტკორონა ანუ გახარია პარლამენტში - გიორგი გახარია - მოვუწოდებ ყველა ბიზნესოპერატორს, რომელსაც მოუწია თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა, უფრო ეფექტურად ითანამშრომლოს შემოსავლების სამსახურთან, რამეთუ არ დაგვრჩეს დახმარების გარეშე არც ერთი მოქალაქე. პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე გავუგზავნე წერილი, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, მივიდეს პარლამენტში და ყველა აქტუალურ კითხვას უახლოეს დღეებში გასცეს პასუხი. პრემიერ-მინისტრი კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებულ ანგარიშს პარლამენტს 27 მაისს წარუდგენს. სალომე სამადაშვილი - მოქალაქეებისთვის, რომლებსაც დღემდე არც ერთი თეთრი არ მიუღიათ, საინტერესოა, გახარიასგან მოისმინონ სად წავიდა და როგორ გაიხარჯა ეს სახსრები. ლევან გოგიჩაიშვილი - ძალიან სერიოზული დღე იქნება, გიორგი გახარიასთან ბევრი კითხვაა.

      განათლება ვირტუალში - „ლელოს“ წევრების განცხადებით, მოსწავლეებს და სტუდენტებს ხელი არ მიუწვდებათ ინტერნეტზე და ჩამოშორებული არიან სასწავლო პროცესს. „UNICEF საქართველო“ მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით, განათლების სფეროში ბავშვებისა და ახალგაზრდების ინტერესებზე ორიენტირებულ რეფორმებს უმაღლეს შეფასებას აძლევს.

      ოპოზიცია დღის ამბებში - ირაკლი ოქრუაშვილი - გამოუშვით რურუა, მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები და მორჩება ეს ისტერია - მერე თუ გინდათ პოლიტკრიმინალები გვეძახეთ, გინდა აგენტები და ყაჩაღები. გია ვოლსკი - ოპოზიცია გოიმურია თუ სვეტური, ამას ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები გვიჩვენებს. გიგი წერეთელი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - თვითონ ამ საკითხის დაყენებაა გოიმური. აჭარაში სხვადასხვა ოპოზიციური პარტია გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვს. რომან გოცირიძე - ვანო მერაბიშვილის „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანებაზე საუბარი პარტიაში არ ყოფილა. სერგი კაპანაძე - ხელისუფლებამ ნათელი გზავნილი მიიღო - იმედს ვიტოვებთ, რომ საღი აზრი ეყოფათ და შეთანხმების მეორე ნაწილიც ბოლომდე შესრულდება. თინა ბოკუჩავა - სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ძალიან ცოტას, ძალიან დაგვიანებით, ძალიან უსამართლოდ და შერჩევით. სალომე სამადაშვილი - სანამ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება საპყრობილედან, ოპოზიციის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა ვერ მოხდება. სერგი კაპანაძის განცხადებით, პარტნიორები დაინტერესებული არიან 8 მარტის ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულებით. ჯაფარიძე მაჟორიტარობაზე: თუ ეგეთ გადაწყვეტილებას მივიღებ, ეს იქნება ვაკე.

      ოკუპაცია - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ. ოკუპირებული ცხინვალის „კგბ“ თბილისსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას „სამხრეთ ოსეთის" მოქალაქეებისთვის ბიოლოგიური ნიმუშების აღებაში ადანაშაულებს.

      მკურნალობა თურქეთში - თურქეთმა საქართველოდან სამკურნალოდ პაციენტების მიღება დაიწყო.

      დარღვევა - ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 79 ფაქტი გამოვლინდა.

      მართვის გამოცდა - 25 მაისიდან, მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდების ჩაბარების სერვისი იმ პირებისთვის აღდგება, რომელთაც ელექტრონული ჯავშანი განახორციელეს, თუმცა ვერ ისარგებლეს.

საზღვარგარეთულები:

      #PostCovid19: იტალიის პრემიერი - ყველაზე ცუდი უკან დავტოვეთ. სომხეთში ერთ დღეში კორონავირუსის 335 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში 24 საათში კორონავირუსის 8849 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 127 ადამიანი. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების ხელმძღვანელი - კოვიდ 19-ის გავრცელება სამხრეთ ნახევარსფეროში გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ აშშ-ს ახალი ტალღა შემოდგომა-ზამთარში დაატყდება. ნიკოლ ფაშინიანი - კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ჩვენი საქმე კარგად არ მიდის, ეს იმაზე სერიოზულია, ვიდრე წარმოვიდგენდით. ირანში კორონავირუსით 10 000-მდე ექიმი დაინფიცირდა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 118 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მედიის ინფორმაციით, რამზან კადიროვი, სავარაუდოდ, კორონავირუსით მოსკოვის საავადმყოფოში მოათავსეს.

      ოლიმპიადა - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი - ოლიმპიადის გამართვა 2021-ში უკანასკნელი ვარიანტია და აღარ გადაიდება.

      საბერძნეთი ტურისტულ სეზონს 15 ივნისს გახსნის

      უკრაინაში ერთიან საინვესტიციო ოფისს ლევან ვარშალომიძე უხელმძღვანელებს.

      ინდოეთსა და ბანგლადეშში ციკლონის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 82

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters