1. შეისწავლეთ ოპონენტი და მისი აზრი. არ ამტკიცოთ, რომ თქვენ მართალი ხართ, თქვენი მოსაუბრე კი ცდება. შეეცადეთ საკუთარი თავი მის ადგილზე წარმოიდგინოთ, წარმოიდგინეთ – თუ როგორ მსჯელობს, რატომ არის ამ აზრზე. მას შემდეგ, რაც გაიგებთ მოწინააღმდეგეს, უფრო მეტი შესაძლებლობები გაგიჩნდებათ მისი რეპლიკების უკუსაგდებად.
  2. გაანალიზეთ თქვენი პოზიცია. თქვენ უნდა იცოდეთ რაში მდგომარეობს კამათის საგნის არსი და როგორი დამოკიდებულება გაქვთ იმასთან, რაც ხდება. კამათი კამათის გამო არ მიგიყვენთ არაფერ საქმიანთან. შეაფასეთ თქვენი არგუმენტირების სისტემა. იპოვეთ მასში სუსტი მხარეები და შეეცადეთ მისი გამყარება დამატებითი მოსაზრებებით.
  3. გამოიყვანეთ ოპონენტი წყობიდან. ამისთვის არ უპასუხოთ მთელ რეპლიკაზე მაშინვე, არამედ გამოყავით მისი ნაწილები, რომელიც უფრო წარმატებით შეგიძლიათ გააკრიტიკოთ. რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგე ეცდება დაამტკიცოს თქვენი არამართებულება და ის, რომ მხოლოდ ფრაზებს ეკიდებით. მაგრამ თუ თქვენი არგუმენტაცია ლოგიკური იქნება, ის თვითონ გიპასუხებთ თქვენ გამონათქვამებზე და ვერც შენიშნავს, თუ როგორ გამოვიდა თავისი პირვანდელი გამოსვლის ჩაროებიდან. როგორც კი გაიყვანთ ოპონენტს მისთვის არამყარ ნიადაგზე – გამარჯვება თქვენია.
  4. მოსაუბრის კრიტიკის დროს არ დაგავიწყდეთ თქვენი პოზიციის შესახებ. ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი პირველადი მიზანი თქვენი შეხედულების სისწორის დამტკიცება იყო. ოპონენტის პოზიციის სიმცდარე ამ პრინციპიდან უნდა გამომდინარეობდეს და არა პირიქით.
  5. მთლიანი ან ნაწილობრივი იგნორირება გაუკეთეთ მოწინააღმდეგიდან წამოსულ ინფორმაციას. თქვენ შეგიძლიათ გადაერთოთ, რაც ოპონენტს დააბნევს. წარმოიქმნება პაუზა, რომელსაც სწრაფად შეავსებთ თქვენი გამონათქვამებით. ამ ხერხს ხშირად ნუ მიმართავთ!
  6. მიუდექით თქვენს ოპონენტს პატივისცემით. მერე რა მოხდა რომ კამათობთ, ამაზე ხომ არ არის დამოკიდებული მისი პირადი თვისებები. არ არის საჭირო შეურაცყოფებზე გადასვალა და მის ნაკლოვანებებზე მითითება.

კამათი – ეს ხელოვნებაა.

ნახვა: 194

ტეგები: Qwelly, Qwellyblog, ბლოგი, კამათი, რჩევები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ფილმის სოციოლოგიური ანალიზი - პოლანსკის მდგმური

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 4:00pm 0 კომენტარი

ქეთევან პოპიაშვილი

მდგმური / THE TENANT

      რომან პოლანსკის ფილმი „მდგმური“, როლანდ ტოპორის ნაწარმოებზე დაყრდნობით, 1976 წელს საფრანგეთშია…

გაგრძელება

გველის და ადამის მსგავსება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - აღარასოდეს ვითამაშებ ადამთან, - ვეუბნები გველს, - ბევრჯერ გავებუტე და ისევ შევურიგდი, აწი აღარ…

გაგრძელება

განახლებული ხელოვნება

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2019.
საათი: 11:43pm 0 კომენტარი

      სიქსტის კაპელის მონახულების შემდეგ, მათი გაცოცხლება და რეალისტური სურათების შექმნა გადაწყვიტა. ტედზე მოხსენება სწორედ ამ ამბის თხრობით დაიწყო ახალგაზრდა სამხრეთ კორეელმა არტისტმა, მხატვარმა…

გაგრძელება

გველის ტყავი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 9, 2019.
საათი: 9:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ისევ შევესწარი (ვინ იცის, მერამდენედ), გველის ტყავის გამოცვლას. ასეთ დროს სხვა ყველაფერი მავიწყდება,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters