ჟან პოლ სარტრი

       ჟ.პ. სარტრი (1905) ფრანგი ფილოსოფოსია,სარტრიმ განიცადა ჰუსერლისა და განსაკუთრებით ჰაიდეგერის გავლენა. ცნობილი ესეისტი და დრამატურგი, 1940-1941 წწ. ტყვედ იყო გერმანიაში. შემდეგ აქტიურად იბრძოდა ნაცისტების წინააღმდეგ, 1945წ დაარსა „Les Temps Modernes”.

   იშვიათია ფილოსოფოსი,რომელიც ისეთივე პოპულარობით სარგებლობდეს დასავლეთში,როგორც ჟ.პ. სარტრი,ეგზისტენციალიზმი რომელიც მეოცე საუკუნის ოციან წლებში წარმოიშვა,შეიძლება ითქვას რომ მისი წყალობით ხელახლა აღორძინდა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თანამედროვე ფილოსოფიის ცენტრში მოექცა,ეგზისტენციალიზმის გავრცელებული გაგება იმდენადაა სარტრის ფილოსოფიისაგან დამოკიდებული,რომ ვეღარ მოიცავს ეგზისტენციალიზმის მამამთავართა, იასპერსია და ჰაიდეგერის მოძღვრებებს, ამიტომ იყო ჰადეგერმა უარი თქვა ამ მიმართულებებზე.

   სარტრის არაჩვეულებრივი პოპულარობის მიზეზი იყო ის რომ მან ყველაზე ნათლად და ყველაზე დაუფარავად დააყენა თანამედროვე კაცობრიობის ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული პრობლემა, პრობლემა თავისუფლებისა და პასუხისმგებლობისა, სარტრმა ამ საკითხს მოაცალა ყოველი ილუზიური თუ ნამდვილი შემამსუბუქებელი გარემოებანი,ღმერთი იქნებოდა ეს,საზოგადოებრივი მდგომარეობა თუ არაცნობიერი,ამით სარტრმა მართალია საკითხის პოზიტიური გადაჭრის გზა მოიღრა,მაგრამ საძიებელი საკითხის მნიშვნელობა,ლირთულე და სიდიეადე ყველაზე ნათლად დაანახვა თანამედროვე ადამიანს,მისი დრამები და რომანები,მისი ესეები და ფილოსოფიური თხზულებანი ერთი ძირითადი აზრის გარშემო ტრიალებენ:ადამიანი ვერ იქნება და რაც მთავარია ადამიანი მუდამ თითონ ირჩევს,არ არსებობს ადამიანის არჩევანის მადეტერმინებელი ე.ი. მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი, არ არსებობს არავითარი ღირებულება,რომელიც ადამიანს გზას უჩვენებდეს,როგორც მასზე მაღლა მდგომი და მისგან დამოუკიდებელი, ყოველი ღირებულების,ყოველი მიხნის შემქმნელი და საზომი თვით ადამიანია,თუ ფროიდი,რომლის გავლენას სარტრი აღიარებდა,წერდა რომ კოპერნიკისა და დარვინის შემდეგ მან მესამემ შელახა ადამიანის პატივმოყვარეობა,სარტრს შუძლია თქვას რომ მისი ფილოსოფია მეოთხე და ყველაზე დიდი შეძრწუნებაა ამ პატივმოყვარეობის,ანუ იმთავითვე გარანტირებულ სიდიადეზე პრეტენზიის, ეგზისტენციალიზმი არავითარ არაცნობიერ თავშესაფარს არ უტოვებს ადამიანს, ეგზისტენციალური ფსიქოანალიზისათვის ფსიქიკურისა და ცნობიერების გავრცელების არე ერთმანეთს ფარავს,ადამიანი ყველაფერს ცნობიერად აკეთებს,ცნობიერად ირჩევს,ის ვერაფერს დააბრალებს ვერც „ძალაუფლებისკენ სწრაფვას“ (ნიცშე) და ვერც ლიბიდოს(ფროიდი).

    ერთადერთი უპირობო აუცილებლობა,რომელიც ადამიანს მიეყენება და მასზე მაღლა დგას ,ესაა ამორჩევის აუცილებლობა,თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის აუცილებლობა, ადამიანი ირჩევს მაშინაც, როცა თავს იკავებს ამორჩევისგან,ამ დროს  ის თავშეკავებას  ირჩევს, ადამიანი თავისუფალია მაშინაც როცა იგი მონაა, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს  რომ მან მონობა აირჩია და არა იმირომ როიმ პასუხისმგებელია იმისათვის, მეტიც ადამიანი პასუხისმგებელია არა  მარტო თავისთავისსათვის, თავისუფლება გულისხმობს პასუხისმგებლობას ყველასთვის  და ყველაფრისათვის, რასთანაც კი რაიმე მიმართება გვაქვს, ეს საბოლოო ანგარიშში არის მთელი კაცობრიობა,მთელი სამყარო,ადამიანის  სამყაროში  არსებობს; ეს სხვებთან ერთად არსებობა,თანარსია  მისთვის,ისევე როგორც პასუხისმგებლობა ყველასთვის,მთელი ეს ვალდებულებანი აწევს ადამიანს,იმიტომ რომ იგი ადამიანია-თავისუფალია,ნათელია თუ რა  უზომოდ ძნელია იყო ადამიანი,თუ რა მძიმე ტვირთია არსებობა,ამიტომ წერდა სარტრი:ადამიანი დაწყევლილია თავისუფლებით.

 სარტრი ფიქრობს რომ სწორედ და მხოლოდ თავისუფლება,ანუ საკუთარი არსების შქმნის უნარი განასხვავებს ადამიანს ყველა სხვა ობიექტივისაგან სამყაროში,დანის,სახლის,გზის არსება წინასწარაა დადგენილი გამკეთებლის მიერ,მისი არსებობა წინასწარ დეტერმინირებულია,მათ ამ წინასწარდადგენილი გეგმის გადახვევა არ შეუძლიათ.  თუ ღმერთი ქმნის სამყაროს და ადამიანს თავისი იდეის მიხედვით, მაშინ ეს იდეაა არსება,სამყარო და ადამიანის  არსებობა მხოლოდ განხორციელებაა მისი, სარტრის აზრით,საბოლოო ანგარიშში ამავე როლს ასრულებდა ადამიანის ზოგადი იდეის (კანტი),მსოფლიო სულის(ჰეგელი) თუ ისტორიული აუცილებლობის დაშვება. ამ საკითხში მთელი ტრადიციული ფილოსოფიისაგან გასამიჯნავად სარტრი აყენებს დებულებას:“ადამიანის არსებობა წინ უსწრებს მის არსებას“  ეს დებულება ადამიანის თავისუფლებასა და პასუხისმგებლობის შესახებ სარტრის შეხედულების ტრადიციულ ტერმინებში გამოთქმაა,

   სარტრი ადამიანს იღებს აბსტრაქტულად, მისი გამოსავალია საერთოდ ადამიანის ფაქტობრიობა და მისი მოწყვეტა ყოფიერებისაგან, ის არ იშველიებს ტექნიკის ადამიანზე ბატონობის ფაქტს ან სამყაროს თერმული სიკვდილის თეორიას. ადამიანის ბუნება მისთვის უცვლელია, გაუცხოება ანუ იმის განცდა,რომ მე სხვებისა და  ჩემ თვალშიც დაკარგული მაქვს უკანონოდ მითვისებული ბრწყინვალება,მისი აზრით გაცნობიერებულია უკვე ბიბლიაში დაცემული ადამის მაგალითზე.

   სარტრის ფილოსოფიური და მხატვრული შემოქმედების განვითარება პირობითად შეიძლება სამ პერიოდად დაიყოს: პირველი პერიოდი გრძელდება 1936-დან 1942 წლამდე, მეორე  1942_დან 1952 წლამდე,მესამე 1952_დან, აქ ერთი პერიოდის პრინციპი მომდევნოში  კი არ უარი9ყოფა,არამედ აუცილებელ შემადგენელ მომენტად შედის მასში,პირველ პერიოდში სარტრი პრინციპულად არალს არაფერს ქმნის ტრადიციასთან შედარებით, ლიტერატურაში იგი ფრანც კაფკას თვალთახედვის არეს არ სცილდება,ადამიაური არსებობის უაზრობისა და აუტანლობის პასიური განცდის პოზიციაზე დგას,ფილოსოფიაში კი ფენომენოლოგიური მეთოდით ამუშავებს ცნობიერების და პიროვნების სხვადასხვა ასპექტებს,მეორე პერიოდი იწყება მაშინ,როცა სარტრს სიტუაციამ მიუთითა გამოსავალზე და არსებობა უპიროვნო უაზრობის მაგიერ სავსებით განსაზღვრულ უარყოფით ღირებულებად წარმოუდგა ფაშიზმის სახით,ეს პერიოდი  იწყება იქ სადაც როკანტენის („გულყრა“ 19367) ადგილას ორესტი (:ბუზები“ 1942) დგება ორესტი იმასვე ხედავს,რასაც როკანტენი მაგრამ სამარცხვინო სინამდვილეს ბრძოლას უცხადებს,სარტრის როგორც მოაზროვნისა და ხელოვანის სპეციფიკა ამ პერიოდში გამოაშკარავდა. ამ დროს დაიწერა მისი ძირითადი შრომა „ყოფიერება და არარა“ (1943) და აგრეთვე მისი ყველაზე პოპულარული ნაშრომი „ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია“ (1946) მესამე პერიოდის აუცილებლობა გამოიწვია სარტრის მსოფხედველობის შინაგანმა სიძნელეებმა,ადამიანის უპირობო თავისუფლება,ცხოვრების საზრისისა და ღირებულების მხოლოდ არჩევანზე დამყარება დადებითი და უარყოფით ღირებულებას შორის საზღვრის წაშლით იმუქრებოდა. სარტრი  იძულებული გახდა სუბიექტურის დარდა სხვა ფაქტორიც ეძებნა,სარტრმა ისტორიულ მატერიალიზმს მიმართა,რომლიც მისი აზრით,მართალია ცალმხრივია,რადგან პიროვნების როლს უარყოფს ისტორიაში,მაგრამ სარტრის თეორიასთან კავშირში დაზღვეული იქნება ამ  ნაკლისაგან, ამ „კავშირის“  დაფუძნებისადმია მიძღვნილი სარტრის ნაშრომი „დიალექტიკური გონების კრიტიკა“ (1960) ამგვარ კავშირში „ისტორიულმა მატერიალიზმმა“ მისტიკური სახე მიიღო, ეს იყო უკანდახევა, ადამიანის თავისუფლების და პასუხისმგებლობის  შემამსუბუქებელი ფაქტორების.

   მარტრის მოღვაწეობის პირველ ჰუმანისტურ პერიოდში ცნობიერება და საერთოდ ადამიანური სამყარო გაგებულია,როგორც არარა, რომელიც უპირისპირდება ყოფიერებას,ადამიანურ არსებობას არ შუძლია აიცილოს შემთხვევითად,გადაგდებულად უმიზეზოდ არსებულის მდგომარეობა,ამ მდგომარეობის  აცილება შეიძლება მხოლოდ სიკვდილით,რომელიც ყოფიერებაში ე.ი. უპიროვნო,არადიფირენცირებულ მდგომარეობაში დაბრუნების ერთადერთი გზაა,სარტრის მოძღვრების ამ მხარეში ალბათ უფრო მართებული იქნებოდა უნივერსალური ტელეოლოგიზმის და ყოფიერებისა და ცნობიერების კორელაციის გავრცელებული იდეალისტური დებულებების უარყოფა დაგვენახა, ე.ი. ის რომ ადამიანი და მისი სამყარო არაა უნივერსუმის მიზანი და არც აუცილებელი ნაწილი,როგორც ეს ჰაიდეგერთანაა. იგი შეიძლება არ იყოს და ამიტომ როცა არის,როცა არსებობს,თავისი არსებობის გამართელბას თავის გარეთ არ უნდა ეძებდეს,სხვაგვარად გაუგებარი იქნებოდა ის უდიდესი მნიშვნელობა,რომელსაც სარტრი  ცნობიერებას ანიჭებს,საერთო პესიმისტური შეხედულება ადამიანზე სარტრისათვის კი არ გამორიცხავს,არამედ მოითხოვ აქტიურ მოქმედებას და საკუთარი,ადამიანისთვის შესაფერისი არსებობის შექმნას, ეს განსხვავება საერთოდ ადამიანურ არსებობის უსაფუძვლობასა და ადამიანურ სამყაროს შიგნით აზრისა და ღირებულებებისათვის ბრძოლას შორის ნათლად გამოჩნდა სარტრის მოღვაწეობის მეორე პერიოდში.

   აქ ყველაფერი მიმართულია იმის  ნათელსაყოფად ან იმის დასასაბუთებლად რომ ადამინმა შეგნებულად აიღოს თავის ხელში საკუთარი არსებობის პასუხისმგებლობა,თუ ადამიანი თვალს გაუსწორებს საკუთარ მდგომარეობას, დაინახავს რომ ეს მდგომარეობა მართალია აუტანელია,მაგრამ მისივე შექმნილია და მასზეა დამოკიდებული მისი გარდაქმნა, სარტრი იმდენად შურიგებელია თავის მოთხოვნაში, რომ პიროვნების დასახასიათებისათვის უარყოფს განუხორციელებელი შესაძლებლობის მნიშვნელობას, ასევე წარსულ დამსახურებას და ხელში მომენტალური პიროვნება რჩება სარტრი უფლებას არ აძლევს ადამიანს შეიმსუბუქოს პასუხისმგებლობა.

   სარტრი ხშირად მიუთითებდა ჰაიდეგერზე როგორც თანამოაზრეზე,სარტრი იყენებს ჰაიდეგერის შედეგებს, იყენებს მის ტერმინოლოგიასაც,მაგრამ  მათ შორის არსებითი განსხვავებაცაა. სარტრისათვის თუ ღმერთის უარყოფა ნიშნავს ადამიანის გათავისუფლებას,მის დამყარებას მხოლოდ საკტარ თავზე,ჰაიდეგერისათვის ღმერთის უარყოფა ნიშნავს არსებულის უარყოფა უფრო ღრმა საფუძვლის ძიება,რომელიც ადამიანს და მის სამყაროს „გარეთთა“ და მისი განმსაზღვრელია, ამიტომაა რომ ღვთისმეტყველები ჰაიდეგერს ემხრობიან.

   სარტრის ფილოსოფია, არის  ჰაიდეგერის პრობლემატიკის ადამიანური სამყაროს სფეროთი შემოფარგვლა, იგი ყველა კითხვაზე აქ ეძებს პასუხს,თუ ვინმეა დღეს  ანტროფოლოგიის,არა როგორც ერთ-ერთი ფილოსოფიური დისციპლინის,არამედ როგორც ფილოსოფიის გასაღებისა და იმავე დროს საბოლოო საფუძვლის დამცველი, ეს სარტრია. მისთვის ადამიანისა და მის სამყაროს დარეშე არავიტარი  განსაზღრულობა და არავითარი განმსაზღვრელი არ არსებობს, ამ სამყაროს გასაღები თვით ადამიანშია, მის მიმართებაში საკუთარ მომავალთან,ჰაიდეგერისათვის ყოფიერება. სარტრი ხაზს უსვავს ადამიანის პასუხისმგებლობას, მაგრამ ეკარგება აუცილებლობა, ჰაიდეგერი კი ყოფიერების განმსაზღვრელ როლზე მითითებით კარგავს ადამიანის თავისუფლებას. სარტრისათვის სამყაროს გარეთ გასვლა მხოლოდ ახალი სამაყაროს შექმნას ნიშნავს, ადამინურ  სამყაროს,როგორც ცნობიერების მაარარავებელი შემოქმედების პროდუქტის იქით მხოლოდ უპიროვნო  არადიფერნცირებული არსია,რომელსაც არაფრად სჭირდება და არც აინტერესებს ცნობიერება და მისი სამყარო, სარტრისა და ჰაიდეგერის განსხვავება ალბათ ყველაზე უკეთ ჩანს იმ დებულებაში, რომლის მიხედვიტაც ადამიანში ეგზისტეცია წინ უსწრებს ესენციას ანუ არსებობა წინ უსწრებს არსებას, ეს დებულება სარტრმა  1946წ. წამოაყენა როგორც ეგზისტენციალისტთა საერთო პრინციპი, ჰაიდეგერს სრული უფლება ჰქონდა უარეყო საკუთარი ფილოსოფიის  ასეთი ახსნა. დებულება რომელიც ჰაიდეგერმა 1927 წელს წამოაყენა თავის ძირითად შრომაში „მუნყოფიერების“ „არსება“ მას ეგზისტენცში  ძევს, პრინციპულად განასხვავებდა სარტრის დებულებისგან, ამ ორ დებულებაში არცერთი ცნება არაა ერთნაირად გაგებული. სარტრის აზრით ადამიანის მოქმედება, მისი არსებობა (ეგზისტენცი) მისი არსების ერთადერთი საფუძველია, მას არ წამს განუხორციელებელი შესაძლებლობა, ზუსტად რომ ითქვას საერთოდ აღებული ეგზისტენცი დროში კი არ უსწრებს წინ არსებას, ესენციას არამედ ისინი უერთმანეთოდ არ არსებობენ.

   ჰაიდეგერის დებულება მუნყოფიერების ე.ი. ადამიანის არსებად ეგზისტენცის ყოფნის შესახებ,იმაზე ლაპარაკობს,რომ ადამიანისათვის არსებითია ყოფიერებასთან მიმართება და ყოფიერების გაგება განმსაზღვრელია ადამინისა და მთელი სინამდვილისსათვის აბსოლუტურად განსხვავებული გაგებითაა აღებული,ტრადიციულად იგი აღნიშნავდა არსებობას და მისთვის ჰაიდეგერს აქვს ეგზისტენცისაგან განსხვავებული ტერმინი (existential). ჰაიდეგერი აღნიშნავდა რომ მისი დებულება არაა ეგზისტენცისა და ესენციის დამოკიდებულების ტრადიციული გაგების უბრალო შებრუნება. ესაა პოზიტიური დებულება იმის შესახებ, თუ  რა უნდა მივიჩნიოთ ადამიანის არსებად და იგი ასეთად ეგზისტენცს მიიჩნევს ისევე როგორც მაგალითად ჩვენ ადამიანის არსებას მანქანის აწყობაში ვხედავთ, ჰაიდეგერის აზრით სარტრის დებულება ტრადიციული ე.ი. მეტაფიზიკური ფილოსოფიის მიერ ესენცია ეგგზისტენციის დამოკიდებულების გაგების შებრუნება და მეტაფიზიკური დებულების  შებრუნებით მხოლოდ მეტაფიზიკური დებულება მიიღება. ჰაიდეგერი სარტრს(ჰუსერლის ჩათვლით) მეტაფიზიკოსად თვლის და საკუთარი ფილოსოფია პრინციპულად განსხვავებული ბუნების მქონედ მიაჩნია. მისთვის „ყოველი ჰუმანიზმი მეტაფიზიკურია, ყოველი მეტაფიზიკა ჰუმანისტური“ თავის ფილოსოფიას ჰაიდეგერი  ანტიჰუმანიზმს უწოდებს,ანტიმეტაფიზიკურის აზრით.

   სარტრის წამოწყება უნივერსუმში ადამიანის ადგილისა და შესაძლებლობის გასარკვევად ორმხრივ შეიძლება იქნეს შეფასებული და ორივე მხრივ უარყოფითად,ერთია ადამიანური სამყაროსა და ყოფიერების მიმართება,მეორე ცნობიერებისა და პიროვნების საკუთარ სფეროში მოქმედების საზრისის და მიმართულების საკითხი. ადამიანდ ყოფნა, ცნობიერების ანუ თავისუფლებისა და არჩევანის  საყრდენს ვერ ნახავს, თვით ადამიანურ სამყაროში კი არ არსებობს არავითარი ობიექტური კანონი ან საყოველთაო ღირებულება,რომელიც მიმართულების მიცემად ან შეფასების საზომად გამოდგება.

ბიბლიოგრაფია:

ბ.ბაქრაძე. ეგზისტენციალიზმი ფრანგულ ლიტერატურაში.1961წ.

მ.ბაქრაძე. სარტრის ფილოსოფიური კონცეფციის ძირითადი დებულებები.1964წ.

XX_ე საუკუნის ფილოსოფია.1970. მეცნიერება.

*ჟან-პოლ სარტრი - ჰეროსტრატე*

 

ნახვა: 2398

ტეგები: Qwelly, ანთროპოლოგია, სარტრი, ფილოსოფია, ყოფიერება

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The 2-0 Cardinals will be focusing on the Jaguars

გამოაქვეყნა Weiweismart_მ.
თარიღი: ოქტომბერი 26, 2021.
საათი: 5:15am 0 კომენტარი



The Madden series has had mixed reviews in recent years, with critics acquiescing to the long-standing complaints of hardcore fans and casual players. EA has begun to introduce new features and game modes to Madden to emphasize the …

გაგრძელება

სიენას ფოტოკონკურსის გამარჯვებულები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 24, 2021.
საათი: 10:52pm 0 კომენტარი

      სილამაზე სუბიექტურია. მართალია ყველას თავისებურად ესმის ის, მაგრამ მსოფლიოში არაერთი კონკურსი ტარდება რომელიც სხვადასხვა სილამაზეს გამოავლენს. საბოლოოდ, ჟიური ირჩევს ერთს, მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს რომ საზოგადოება ამ არჩევანს გახდის მისთვის მოსაწონს. სიენას საერთაშორისო ფოტო დაჯილდოება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული ფოტოდაჯილდოებაა. ათასობით ფოტო იღებს მონაწილეობას და გამარჯვებლები 11 სხვადასხვა კატეგორიაში ჯილდოვდებიან.…

გაგრძელება

ხმელი ფოთოლი მარადისობად

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 23, 2021.
საათი: 10:02pm 0 კომენტარი

      ხელოვნების თანამედროვე ნიმუშები ძვირადღირებული პროდუქციისგან არ იქმნება - ბუნებას უკეთ უნდა ვაკვირდებოდეთ. ამ სიტყვების ავტორი მე არ ვარ, ის ესპანელ ხელოვან ლორა დალა ვეკიას (Laura Dalla Vecchia) ეკუთვნის. დიახ, პირდაპირი მნიშვნელობით ბუნების ნაჩუქარ ფოთლებს იყენებს მოლბერტებად. არსად არ დადის და არაფერის ეძებს - უბრალოდ მიწაზე იყურება და ჩამოცვენილ ფოთლებს, ბუმბულებს აგროვებს. მისი არტი, სწორედ ამ ხმელ ფოთლებზე იქმნება - ქარგას.…

გაგრძელება

ელდერ სქროლის ონლაინ შესაძლებლობები

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: ოქტომბერი 22, 2021.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Elder Scrolls Online has been very popular among players in recent years, so we have introduced in detail some methods to help players play Elder Scrolls Online better. If you are interested, let's take a look!

First of all, during the game, we recommend that players keep active skills at hand, which means they need to put them on the quick selection bar. This is particularly useful because it gives players the opportunity to use these active skills in battle and maximize them. In…

გაგრძელება

Qwelly World

free counters