ცის თაღი იძროდა მისი ნაბიჯებიდან, ელვას აკვესებდა ჯიღა თვალებით, ფართოდ განტოტვილი რქებით კი თითქოს მთელ სამყაროს შესდგომოდა დედაბოძად.

      აზავერი მოდისო, დაურბენდა ეს ძახილი ცის ბინადრებს, ისინიც დიდის ამბით მოემზადებოდნენ მის დასახვედრად. ფარშევანგი მაშინვე კუდს გაშლიდა, რათა საზეიმო ელფერი მიეცა სასურველი სტუმრის მობრძანებისთვის. მგელიც უკუდგებოდა, ოღონდ აშკარად გამომწვევი ნაპერწკლები უხტოდნენ თვალებში. გველი განზე გასრიალდებოდა, ემანდ უნებურად ფლოქვებით არ გადამთელოსო... სწორედაც რომ უნებურად, თორემ ყველამ კარგად უწყოდა, თუ რაოდენ თვინიერი იყო ბუნებით აზავერი. ოდნავი წყენაც არავის ახსოვდა მისგან. თან წესრიგის დიდი მოყვარულიც გახლდათ, მთელი ზეციური მარაქა ერთხმად ადასტურებდა ამას. ამიტომ სულაც არაა გასაკვირი ის დიდი კრძალვა და რიდი, რითაც ცის ბინადარნი ეგებებოდნენ აზავერს,

      თუმცაღა, იყო ცის ბინადართაგან ერთი არსება, რომელიც დიდად არ ეპუებოდა... უფრო მეტიც, არაფრად დაგიდევდათ აზავერის მობრძანებას (გამონაკლისები ყველგან არსებობს, არც ზეცაა ამ მხრივ გამონაკლისი). თავქეიფას ეძახდნენ და ამართლებდა კიდეც ამ სახელს. დინჯად რას მიქვია, მეტნაკლებად წესიერად გავლილი ის ჯერ არავის ენახა. მუდამ დარბოდა, დახტოდა, ყირაზე გადადიოდა, თან ნაირფერად ნისლოვან ფარდებს დააფრიალებდა, და ვაი მას, ვისაც ის ამ ნარფერადი ფარდებით თვალთხედვას დაუბურავდა, ნაბიჯის გადადგმის უნარს კარგავდნენ, უგერგილოდ იწყებდნენ ბორძიკს ზეციურ ბილიკზე და ამით თავქეიფა ძალინ კარგად ერთობოდა.

      რამდენი ფათერაკი გამოიწვია ამ ნაიფერებმა, ვინ ჩამოთვლის. სწორედ მათი ბრალი იყო, ტყუპებმა ერთმანეთი რომ დაკარგეს... ვინ იცის, რამდენ ხანს იხეტიალეს მარტოდმარტო, სანამ ხელახლა იპოვიდნენ ერთმანეთს. ნაირფერებით თვალაბმულმა მერწყულმაც წაიბორძიკა და წყალი დაეღვარა, სურით თან რომ დაატარებდა. იძულებული გახდა, დედამიწაზე დაშვებულოყო სურის ასავსებად, ეს კი სულაც არ გახლავთ იოლი საქმე. არავის არ უნდა მოხვდეს თვალში ზეციურ არსებათა სტუმრობა, როგორც ზეციური წესრიგი ღაღადებს. მერწყულს დიდხანს მოუწია ლოდინი, სანამ სურის ასავსებად მარჯვე დროს იხელთებდა. ამის მერე ოქროს თევზი ამოიღო მიზანში თავქეიფამ, დიდხანს უტრიალა ირგვლივ თავისი განუყრელი ნაირფერებით აღჭურვილმა. ოქროს თევზი მეტისმეტად სხარტი აღმოჩნდა, ყოველთვის მარჯვედ უსხლტებოდა თავქეიფას ოინებს. ბოლოს თავქეიფამ ისე ჩაასქელა ფერადი ღრუბლები, ოქროს თევზმა გზა ვეღარ გაიკვლია და როგორც ბადეში, ისე გაიხლართა ბერენიკეს თმებში. არავინ იცის, იქ სანამდე დარჩებოდა,,დელფინს რომ არ ეშველა მისთვის (დელფინის საოცარი ალღო ხომ ყველასთვის ცნობილია...) ყორანისთვისაც მოიცალა თავქეიფამ, შავი წერტილივით რომ აჩნდა ზეციურ ბილიკს... სულ ერთიანად აუჭრელა ღამესავით ჩაშავებული ფრთები, ლამის სამოთხის ჩიტს დაამსგავსა, მათი ერთმანეთისგან გარჩევა შეუძლებელი იყო. გამოვიდა, რომ ყორანი საერთოდ გაქრა, ამ დროს კი ორი სამოთხის ჩიტი ეჯიბრებოდა ერთმანეთს ბუმბულის ნაირფერადებით. ამით კარგა ხანს გაერთო თავქეიფა, მის გარდა ხომ არავინ იცოდა, თუ სად გაქრა ყორანი, ყოველ შემთხვევაში რაღაც ხნის მანძილზე, სანამ ფერები თვითონვე არ ჩამოსცილდებოდნენ ფრთებიდან. ამის მერე კი, წამითაც არ შეუსვენია, თავქეიფამ კუდგაშლილ ფარშევანგს მიაშურა, ნაირფერი ნისლების ფარდები ისეთნაირად შემოავლო მის ირგვლივ, ვერ გაიგებდი,

      სად იყო კუდი და სად თვითონ ფარშევანგი. ეს ვეღარც ფარშევანგმა გაიგო, მეტად მკვეთრი ხმა აღმოხდა გაბრაზებულს, თავქეიფა კი სიცილით კვდებოდა, როცა ფარშევანგი ერთ ადგილას გაოცებული ტრიალებდა საკუთარ კუდის ძებნაში. ოჰ, აღარ ვიცი, რომელი რთი გვიხსენო თავქეიფას ოინებიდან. მათ ჩამოთვლას რომ მივყვე, ალბათ ვერასოდეს დავასრულებ.

      ერთხელ კი აი რა მოხდა; ირემს და მის ნუკრს გადაეყარა თავქეიფა, თანაც ისეთ დროს, როდესაც ნუკრი ძუძუს წოვდა.

      აქ შეიძლება ვინმე გაოცდეს, ირემი როგორ აღმოჩნდა ციურ ბილიკებზე, ირმის თანავარსკვლავედი ხომ არ არსებობსო. მათ გასაგონად მინდა ვთქვა, უამრავი ისეთი თანავარსკვლავედია ზეცაში, რომელთა შესახებ არც კი გვსმენია... უბრალოდ ძალიან შორს არიან და არ ჩანან ჩვენი დედამიწიდან.

      ერთი სიტყვით, გადაეყარა თავქეიფა ირემს და მის ნუკრს, ძუძუს წოვით გართულს. თვინიერად იდგნენ დედაშვილი, რაიმე ფარსაგს არსაიდან ელოდნენ. თავქეიფა აბა რისი თავქეიფა იქნებოდა, ასეთი შემთხვევისთვის გვერდი აევლო, მას ხომ სწორედ ერთად მყოფთა დაშორიშორება ანიჭებდა უდიდეს სიამოვნებას. მაშინვე მოიმარჯვა ნაირფერადი ნისლოვანი ფარდები, ფართოდ გაშალა და სწორედ დედაშვილს შორის ააფრიალა, თვალები აუბა ერთსაც და მეორესაც. ირემი ოდნავადაც არ შემკრთალა, კარგად იცოდა თავქეიფას ფანდები, ისიც იცოდა, ნისლოვან ფარდებს როგორ უნდა დახვედროდა. მან მხოლოდ თავი მიატრიალა თავისი ნუკრისკენ, ისე რომ ადგილიდან არ დაძრულა. მაგრამ ნუკრს არ ჰქონდა ამდენი ცოდნა, ამიტომ ძალიან დაფრთხა, თავი ანება ძუძუს წოვას და ისკუპა, რათა გარიდებოდა ამ ფერად ნიაღვარს. ისკუპა სრულიად გაუაზრებლად, არც კი იცოდა, საით... სწორედ ამიტომ ირემი ვეღარ მიწვდა თავის ნუკრს.

      ირემმა მაშინვე ისკუპა, ძებნა დაუწყო ნუკრს, მაგრამ აბა რას დაინახავდა იმ ფერადოვან ნიაღვარში. თავის მხრივ ნუკრიც დამფრთხალი დარბოდა აქეთიქით, ცდილობდა მიეგნო მშობელი დედისთვის და სანატრელი ჯიქანისთვის, საიდანაც ისევ მოსჩქეფდა რძის ნაკადი, ციურ ბილიკზე იღვრებოდა. ამ სურათს შეჰყურებდა თავქეიფა და ჩვეულებისამებრ სიცილით იჭაჭებოდა, მართლაც კარგი ოინი გამოუვიდა...

      ირემს და მის ნუკრს ნამდვილად არ სცხელოდათ სასაცილოდ, მოჯადოებულებივით ტრიალებდნენ ფერადოვანი ნისლების ნიაღვარში, ირმის ფართო ნახტომებს ნუკრის შედარებით მოკრძალებული ნახტომები ენაცვლებოდნენ, ვერა და ვერ პოულობდნენ ერთმანეთს, და აჰა, როგორც იქნა, აღმოჩნდნენ ერთმანეთის ახლოს. ამ დროისთვის ფერადოვანი ღრუბელი შედარებთ გაიცრიცა, და მათ შეძლეს ერთმანეთის დანახვა. ნუკრმა კვლავ განაგრძო ძუძუს წოვა, დედა ირემიც მშვიდად გაირინდა.

      ეს არ გამოჰპარვია თავქეიფას.

      -დრო იხელთეთ, არა?-- გუნებაში ჩაეცინა. კვლავ ფართოდ გაშალა ფერადოვანი ღრუბლები, ააფრიალა დედაშვილს შორის. ისევ დაფრთხა ნუკრი, განზე ისკუპა, ირემმა ვერც ახლა მოასწრო მისი შეჩერება. კვლავ იწყეს ერთმანეთის ძიება დედაშვილმა ფერადოვანი ღრუბლების მორევში, წინანდელზე მეტად გაუჭირდათ, მათი ნახტომები კიდევ უფრო დაშორდნენ ერთმანეთს, თავქარიანმა მეტისმეტად ჩაამუქა ფერადების ნიაღვარი, რათა ერთმანეთი ვეთარ ეპოვათ. თუმცა ბოლოს მაინც შეძლეს თითქოსდა შეუძლებელი, კვლავ იპოვეს ერთმანეთი. ნუკრმა კვლავ მოავლო პირი ჯიქანს, საკმაო რძე დაიღვარა მისგან, თუმცა მისი სამყოფი მაინც დრჩენილიყო.

      არც ეს გამორჩენია თავქარიანს. სიცილი დააყარა დედაშვილს, თქვენ მე არ მიცნობთ, თქვა და კვლავ დაბურა მათ ირგვლივ ყველაფერი ფერადი ღრუბლებით, და ამ ღრუბლებმაც ჰქმნეს თავისი, კვლავ დააშორეს ერთმანეთს დედაშვილი.

      ასე კარგა ხანს გაგრძელდა, აქეთიქით აწყდებოდა დედაშვილი ციურ ბილიკებზე, ერთმანეთის ძიებას არასოდეს წყვეტდნენ, რაც არ უნდა ჩასქელებულიყო ნაირფერები მათ ირგვლივ. იპოვნიდნენ თუ არა ერთმანეთს, თავქეიფა მაშინვე ჩაერეოდა საქმეში, ერთმანეთისგან გაჰყრიდა ირემს და მის ნუკრს, და სიცილით კვდებოდა, როცა დედაშვილი კვლავ უთავბოლოდ იწყებდა ტრიალს ერთმანეთის ძებნაში, ირმის ჯიქნიდან კი განუწყვეტლივ მოჩქეფდა რძის ნაკადი. ამ ნაკადიდან რამდენიმე წვეთი თუ ერგებოდა ნუკრს, როდესაც ცოტა ხნით მოახერხებდა ჯიქანისთვის პირის მოვლებას. უმეტესი წილი რძისა ციურ ბილიკზე იღვრებოდა.

      და არავინ იცის, რითი დამთავრდებოდა ეს ყველაფერი, აზავერი რომ არ გამოჩენილიყო.

      მოდიოდა აზავერი. როგორც იტყვიან, მთელი ცის თაღი თან მოჰქონდა. კრძალვით ეგებებოდნენ ცის ბინადარნი, აზავერიც მდაბლად თავს უხრიდა მათ, ჯიღა თვალებსაც ფხიზლად ავლებდა, რა არის ყოველივე წესზე და რიგზე ყოფილიყო. თავქეიფასაც გადაეყარა ამ მიმოსვლისას, თავქეიფა აბა რისი თავქეიფა იქნებოდა, ასეთი შემთხვევა ხელიდან გაეშვა, მან მაშინვე დაბურა აზავერის სავალი ბილიკი ფერადი ნისლებით. ოდნავადაც არ გაკვირვებია აზავერს, უწინაც არაერთხელ ენახა თავქეიფას ცეტობა, ოღონდ ეს იყო, უფრო გაიმახვილა ჯიღა თვალები, რათა ნაირფერი ბურუსი მზერით გაერღვია. ფლოქვებსაც შედარებით დინჯად ადგამდა, შემთხვევით ვინმე არ მომყვეს ფეხქვეშო.

      თავქეიფა კი ისევ ისე დაჰქროდა თავის ფერად ღრუბლებთან ერთად, თან ძალიან მხიარულობდა.

      ალბათ ახლაც მშვიდობიანად დაშორდებოდნენ ერთმანეთს აზავერი და თავქეიფა, როგორც უწინ არაერთხელ მომხდარა. თავქეიფა ფერადოვანი ღრუბლების ჰამაკზე მოატყუებდა თვალს, რათა გამოღვიძებისთანავე ისევ შედგომოდა თავის ოინებს. აზავერი კი იმ უშორეს ციურ კუნძულს მიაშურებდა, სამყაროს უკიდურეს წერტილში რომ სუფევს, და სადაც ერთმანეთს ხვდება ცისა და მიწის სავალი გზები. მაგრამ ამჯერად ასე არ მომხდარა.

      რაღაც უჩვეულო ინიშნა აზავერმა თავქეიფას ქცევაში, მეტისმეტად გალაღებული ეჩვენა იგი. ნეტავი ასე რა უხარიაო, თვალი მიადევნა, ფერადი ღრუბლები ერთმანეთში ირეოდნენ, ხან ჩასქელდებოდნენ, ხანაც იცრიცებოდნენ, და აზავერმა თვალი მოჰკრა ირემს, ფართო ნახტომებით რომ აწყდებოდა აქეთიქით, დიდი წუხილი ედგა თვალებში.

      - ნეტავი ირემი რაღამ შეაწუხა?- გაოცებით იკითხა აზავერმა, უფრო საგანგებოდ გაიმახვილა თვალი, და აჰა, ნუკრიც დაინახა, ზეციურ ბილიკზე მიმორბოდა დამფრთხალი და თვალცრემლიანი. ზედ დატანებაზე თავქეიფას ხმამაღალი სიცილხარხარიც მოესმა, რომელიც რა ხანია ტკბებოდა დედაშვილის ტანჯვა წამებით, ეს სეირი იყო მისთვის.

      აზავერი იმ წამსვე მიხვდა ყველაფერს, ბევრიც არ უფიქრია, მაშინვე ისკუპა, თავქეიფას წინ აღიმართა.

      - უმწეოთა ტანჯვით ერთობი? - დაიქუხა აზავერმა, მაღლა აღმართა ფლოქვი და თავქეიფამ გონს მოსვლაც ვერ მოასწრო, ისე აღმოჩნდა ცის თაღზე მილურსმული. ნაირფერი ღრუბლებიც მაშინვე გაიფანტნენ, სადღაც სამყაროს ჯურღმულებში ჩაიკარგნენ.

      თვალს ფერადი ნისლი აღარ უბურავდათ, და დედაშვილმა დაინახა ერთმანეთი. რამდენიმე ნახტომიც და ისევ ერთად იყვნენ. ნუკრი ჩააფრინდა ჯიქანს, კიდევ დარჩენილიყო მასში მისი სამყოფი რძე. დანაყრდა ნუკრი, ახლა უკვე თავის ნებისაებრ ააშორა პირი ჯიქანს. ირემმა მოიღერა კისერი, მიეფერა თავის ნაშიერს და მერე ერთად გასწიეს დედაშვილმა ციურ ბილიკზე. მშვიდად მიაბიჯებდნენ თეთრი ფერის ნაკვალევზე, რომელიც მთელი ცის თაღზე გადაჭიმულიყო. ეს გახლდათ ირმის ჯიქანიდან დაღვრილი რძე. მთელი ცის თაღი ნახტომებით გადაიარეს ირემმა და ნუკრმა ერთმანეთის ძებნისას, ირმის ჯიქნიდან დაღვრილი რძის ნაკვალევიც მთელ ცარგვალს გადასწვდა. დღეისდღეობით მას ირმის ნახტომი ჰქვია.

      თავქეიფა კი დარჩა მილურსმული ცის თაღზე. რამდენიც არ ეცადა, ადგილიდან ვერა და ვერ დაიძრა, ბოლოს და ბოლოს მიხვდა, საუკუნოდ იყო ცის თაღზე მიჯაჭველი.

      - ნაირფერები მაინც დამიბრუნე, - შეეხვეწა თავქეიფა აზავერს. - რა იქნება ჩემი ყოფა უიმათოდ.

      ამაზე უარი აღარ უთქვამს აზავერს, თავქეიფა ისედაც საკმარისად დაისაჯაო, ასე გადაწყვიტა. ოდნავ შეარხია ფართოდ განტოტვილი რქები, რომლებმაც ალმასებივით გაიბრწყინეს. მაშინვე ყველა მხრიდან დაიძრნენ ნაირფერი ნისლები, მილურსმულ თავქეიფას მიაშურეს და მის ირგვლილ დალაგდნენ. თავქეიფა ძველებურად გაბრწყინდა ჩრდილოეთის ციალით გარემოსილი... ასე ეწოდა მოგვიანებით ნაირფერ ნისლებს, და ეს დიდი ნუგეშია თავქეიფასთვის, შეურიგდა თავის ყოფას, აღარასოდეს უცდია დგილიდან დაძვრა. მისი სახელი „თავქეიფა“ დავიწყებას მიეცა, დღეისდღეობით მას პოლარულ ვარსკვლავს ეძახიან.

     

     

     

      - ნაირფერები მაინც დამიბრუნე, - შეეხვეწა თავქეიფა აზავერს. - რა იქნება ჩემი ყოფა უიმათოდ.

      ამაზე უარი აღარ უთქვამს აზავერს, თავქეიფა ისედაც საკმარისად დაისაჯაო, ასე გადაწყვიტა. ოდნავ შეარხია ფართოდ განტოტვილი რქები, რომლებმაც ალმასებივით გაიბრწყინეს. მაშინვე ყველა მხრიდან დაიძრნენ ნაირფერი ნისლები, მილურსმულ თავქეიფას მიაშურეს და მის ირგვლილ დალაგდნენ. თავქეიფა ძველებურად გაბრწყინდა ჩრდილოეთის ციალით გარემოსილი... ასე ეწოდა მოგვიანებით ნაირფერ ნისლებს, და ეს დიდი ნუგეშია თავქეიფასთვის, შეურიგდა თავის ყოფას, აღარასოდეს უცდია დგილიდან დაძვრა. მისი სახელი ‘’თავქეიფა’’ დავიწყებას მიეცა, დღეისდღეობით მას პოლარულ ვარსკვლავს ეძახიან.

ნახვა: 956

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ზღაპარი, ლეგენდა, მოთხრობა, ნახტომი, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A new action arrangement has accustomed

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მარტი 15, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The New Apple PvP arenas are able here, calm with a avant-garde PvP rewards clue with its clandestine rewards, development, and adopted money to New World Gold collect

A new action arrangement has accustomed in MMORPG New World, all concentrated all-around PvP. As promised at the New Apple roadmap, The New Apple PvP arenas and the casting new PvP rewards tune, which offers accurate rewards for accustomed out a block of participant-on-participant brawling.

The new Amphitheatre…

გაგრძელება

When And the way to use LUV Life NAD+ health supplements

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 12, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი







NAD+ dietary supplements are appropriate for most of us at most moments. This compound participates in many physiological pursuits, making it universally useful.



Although it’s a perfectly-rounded therapy, NAD+ does relate to some wellness conditions. Folks generally look for it out to handle or reduce:



Fatigue and lower focus

Anxiety and extreme pressure

Despair or even a very low temper

Pores and skin problems like…

გაგრძელება

ოსკარის 2024 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 11, 2024.
საათი: 11:01am 0 კომენტარი

ოსკარი 2024 სრული სია

      11 მარტი კინომოყვარულთა და ამერიკული კინოს ხელოვანთა ზეიმით დაიწყო. რა თქმა უნდა ამერიკაში, კალიფორნიაში, ლოს ანჯელესში და დოლბის თეატრში. ოსკარების რიგით 96-ე დაჯილდოებას წელს ჯიმი კიმელი უძღვებოდა. მოულოდნელობებით სავსე ოსკარი იყო და არ ვიცოდით ვინ აიღებდაო, მასეც ვერ ვიტყვით, რადგან ნოლანმა ბომბასავით ფილმი…

გაგრძელება

A Guide to personal enhancement

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 10, 2024.
საათი: 3:43pm 0 კომენტარი







You can find times I awaken and just go in the every day motions. I make coffee then sit down at my Pc for per day of work. I’ll typically workout, walk the canines, make supper. Then, go through, observe a present, head to bed. The next day? Awaken and do all of it another time.



Specifically at the height of the pandemic, it began to come to feel like vicious monotony. Our lives seemingly stalled in bumper-to-bumper site visitors. It feels like goals, aims, and…

გაგრძელება

Qwelly World

free counters