ეს გახლავთ ირენა სანდლერი - პოლონელი ქალი, რომელმაც 2500 ებრაელი ბავშვი საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა.

მეორე მსოფლიო ომის დროს მან ვარშავის გეტოში ექთნად დაიწყო მუშაობა (მეორე ვერსიით კი სანტენიკის შემდუღებლად). ხელსაწყოების ჩანთით მას გეტოდან ჩვილი ბავშვები გამოჰყავდა. ცოტა უფრო მოზრდილებისთვის კი სატვირთო საბარგულში ტომარა ჰქონდა. ირენეს მუდამ თან ახლდა ძაღლი, რომელიც დაგეშილი ჰყავდა და აყეფებდა, როდესაც გერმანელი გუშაგებით გარშემორტყმულ ბანაკის ჭიშკარში შედიოდა. ჯარისკაცები გაავებულ ცხოველს არ ეკარებოდნენ, მისი ყეფა კი პატარების ხმებს ფარავდა. ამ გზით ირენემ გეტოდან გამოიყვანა და სიკვდილს 2500 ბავშვი გადაარჩინა.

1943 წელს ირენა დაასმინეს. ნაცისტებმა ამხილეს და უმოწყალოდ სცემეს. მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს თუმცა ჯალათი, რომელიც ბოლო გზაზე მიაცილებდა მოსყიდული იყო, მან ქალი საკნიდან გააპარა. ოფიციალურ მონაცემებში ის დახვრეტილად ჩაიწერა. ეს კეთილშობილი ქალი ომის ბოლომდე იმალებოდა, მაგრამ ქველმოქმედებას მაინც განაგრძობდა.

ირენას ყველა გადარჩენილი ბავშვის სია ჰქონდა, რომელსაც საგულდაგულოდ ინახავდა შუშის ქილაში და თავისი ეზოს ბოლოს, ხის ძირში ჰქონდა დამარხული. ომის შემდეგ შეეცადა მოეძებნა მშობლები და შვილებთან დაეკავშირებინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მშობლების უმეტესობას სიცოცხლე გაზის კამერებში დაესრულებინა. ბავშვები, რომლებიც მან გადაარჩინა, ან გაშვილებული იყვნენ, ან ბავშვთა სახლებში იზრდებოდნენ.

1965 წელს ისრაელის სახელმწიფო მუზეუმმა მას ,,მსოფლიო ხალხთა წინამძღოლის” წოდება მიანიჭა. 2007 წელს კი მიენიჭა ,,თეთრი არწივის“ ორდენი.

ნახვა: 191

ტეგები: IrenaSendler, Qwelly, ბლოგი, სიკეთე, ქველმოქმედება

ლაშა: დეკემბერი 27, 2012||6:47pm

აქსიოს!!!  

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აუტანელი ადამი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2019.
საათი: 2:30pm 1 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ადამი სულ მთლად აუტანელი გახდა. არ შეუძლია, მშვიდად და აუჩქარებლად ისეირნოს სამოთხის ბაღში. გამუდმებით…

გაგრძელება

შეწყალება როგორც დანაშაული, აქციების აღნიშვნა თვეგამოშვებით, ექსტრადირება რუსეთში და მილოცვა ხაჯიმბას

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2019.
საათი: 9:43pm 0 კომენტარი

      შემოდგომას ისე არაფერი უხდება, როგორც ფოთოლცვენა, ამინდის გაუარესება რომელიც უკვე გვიწყინასწარმეტყველეს სინოპტიკოსებმა - 22 სექტემბრიდანო და რა თქმა უნდა, ცხელ-ცხელი აქციები. მალე აქციების…

გაგრძელება

დასკვნები ცუდ განვითარებაზე და მოწყალება შეწყალების გარეშე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 11:04pm 0 კომენტარი

      ისევ აცივდა, ისევ გაწვიმდა და ვინ იცის როდემდე გაგრძელდება. როგორც იტყობინებიან, საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დღეს კი, ვიდრე წვიმა შეგვაწუხებდა, დღის…

გაგრძელება

ადამი და ყვავილების გვირგვინი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      არა, არ შეუძლია სხვანაირად. არაფერს შეგარჩენს, აუცილებლად წასართმევად გამოგენთება, თუნდაც არაფრად…

გაგრძელება

Qwelly World

free counters