იონე პეტრიწი

განმარტება პროკლე დიადოხოსის "ღვთისმეტყველების საფუძვლებისა"

   ჩვენ გვმართებს დიდი საღვთისმეტყველო თეორიების (ხედვათა) იდეის (გვარის) შეცნობა და წინასწარვე გაგება წინამდებარე წიგნის აზრისა, ამ წიგნის აზრი კი შემდეგს მოიცავს: პირველად - რათა წარმოაჩინოს ერთი, არის თუ არა (იგი) ერთი და სილოგიზმის (თანშესიტყვის) იძულებით დაასაბუთოს (აღმოაჩინოს) ეს მრავალსაქადაგო ერთი, რათა არ იქნას და არ მოხდეს ისე, რომ არაერთს ამბობდნენ და იზიარებდნენ ერთად,რადგან მყოფთა შორის მრავალი გვიქადაგის ერთყოფნას,მაგრამ ისინი არ არისნ  ერთი. ამიტომ ლოგიკის (სიტყვიერების) კანონების საშუალებით ეძიებს და პოვებს უზადო ერთის სიწმინდეს.

    მაშ ასე,სახეთა მოხმობით უფრო გაცხადდება ნათქვამი: რაც უნდა თქვა და აიღო შესამეცნებლად, იქნება ეს ცა, სული,გონება თუგინდ თვით ნამდვილმყოფიც,რომელსაც პირველ არსებად და პირველ შემადგენლად (შედგმულად) ვიტყვი, არც ერთი ამათგანი არ არის ერთი, რადგანაც ესეც და მისი ბუნებაცა და ნაწილებიც, რომელთაგანაცაა შედგენილი, არ არის უზადო და წმინდა ერთი, როგორც ეუბნებოდა პარმენიდე სოკრატეს, ამ აგებულთა და შედგენილთ ტევრსა და საცთურს უწოდებდა, ხოლო ფილოსოფოსს ლაკონიელ ძაღლს,რადგანაც  მრავალი რამაა რაც ერთობას იჩემებს და ერთობის პატივით წარმოგვიდგება და შემადგენელთა სიწვრილისა და სიხშირის (სიწლოითა და სიხშოითა) და მათი  გვარის უსხეულობის გამო მაგრამ ისინი ბუნებისაგან არიან თანაშეკრულნი და ნაწილებისაგან შემდგარნი,არც  არსებობასთან და არც შემადგენლობასთან ( შედგმულობასა თანა) არამედ მათზე მაღლა დგას( დაუზევდების).

   ხოლო ფილოსოფოსი ერთს ასაბუთებს (აღმოაჩენს) სიმრავლისა და ამ რიცხვთა დასაბამის  ერთის მაგალითად მოხმობით და „ორგანონის“ კანონისამებრ წარმოგვიჩენს, რომ ყოველ რიცხვზე უპირველესი არის ერთი.

   როგორც კი ამის დასაბუთებასა და ყოველი შეცდომილი წინააღმდეგისაგან (მბრძოლისაგან) უძრავად და ურყევად დაამკვიდრებს, შემდეგ იღებს ამ  დამტკიცებულსა და უცილობელ (უმხილებელ)დებულებას და სხვას, შემდგომს ასაბუთებს და ასე შემდეგ და შემდეგ, ყოველთვის იქცევა: პირველ დამტკიცებულთა საფუძვლად უდებს შემდგომს დასაბუთებას და ასე სრულყოფს, რათა ვითარცა სხეული,თავისი ნაწილებისაგან შედგეს და მიიღოს თავისი მთლიანობა(ყოვლობა)

   სათაური კი ამბობს: „პროკლე დიადოხოსის, პლატონური ფილოსოფოსის, ღვითისმეტყველების საფუძვლები“( კავშირნი  ღვთისმეტყველებითნი)

   რაც შეეხება ამ თავებს ისინი „ღვთისმეტყველების სტიქიებად“ იწოდება. „სტიქიო“ ეწოდება კავშირს და ამიტომ  აიღო კავშირი, როგორც ყველაფერზე უმარტივესი,რადგანაც ყოველ სწავლის დამწყებს პირველად  უმარტივესს ასწავლიან და შემდეგ - რთულს, მათგან შედგენილთ  როგორც მაგალითად: ასოთაგან სახელს, ხოლო სახელთა შემდეგ ზმნას(თქმას) და ამნს შემდეგ  წინადადებას (სიტყუას), რომელიც გვისწავლია „პერი ერმენიაში“ რადგანაც ყველა  შედგენილზე უწინარესი მარტივია, როგორიცაა მაგალითად ოთხი  საწყისი(კავშირნი): ცეცხლი, მიწა, წყალი და ჰაერი ამიტომ ამათი მაგალითით კავშირნი უწოდა როგორც საღვთისმეტყველო ხედვებში ყველაზე უმარტივესებს და მართლაც ერთის შეცნობაზე ადრე  რა უნდა  შეიმეცნოს მაძიებელმა? აი, ასე მარტივად დაადგინა და წარმოაჩინა წესი და რიგი (სარაი) რაც ჯაჭვია (ნათხზია) ყოველივესი: როგორიცაა გონება, სული,ბუნება,სხეული რომელთაგან თითოეულს თავის ადგილას განვმარტავთ შეწევნითა პირველისა სიტყვისა უფლისა ქრისტესითა.

   მაგრამ დავსძინოთ ცოტა რამ კითხვის შესახებაც, თუ როგორ უნდა ამ სასწავლო წიგნთა კითხვა: როგორც სოკრატეს შესახებ. ამბობენ კითხულობდაო სოკრატე, როგორც პატარა ბავშვები კითხულობენო და ისევ უბრუნდებოდაო წაკითხულს,რადგანაც საკთხავის არა მხოლოდ ფორმა(გვარი) უნდა დაიცვა არამედ ცოდნისა და უწყებისათვის,ანალიზისა და სინთეზისათვის საჭიროა უკან დაბრუნდე და ჩასწვდე მნიშვნელობას, წერტილიცა და სხვა ნიშნებიც(მძღვარნი) როგორიცაა ოქსია - მახვილი, ვარია, რაც მძიმეს ნიშნავს და პერსიპომეი, რომელიც  გარემოთხმულია და სხვა ყველა საჭიროა ვიხმაროთ გამოთქმისა და მეტყველებისას, რათა შეუმცდარ აზრს(უცდომელ გონებას) ჩავწვდეთ და ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ ხმამაღლა კითხვა ხელს უშლის გაგებას, რადგან ხმის ძგერა გაიტაცებს შემმეცნებელს(გამგონეს) და რომელიც სულია, ეს რაც შეეხება ამას.

    შემდეგ სათანადოა და კიდევ უფრო მეტად საჭირო, ცოდნა იმისა, რომ სხვა არის ძალი და მოქმედება სულისა და სხვა - გონებისა, ელინთა ენამზეობით ყველაფერს თავისი სახელი ქვია, შესაბამი თავისი არსებისა, ხოლო ჩვენთაგან არც მთარგმნელნი და არც სხვა ვინმე ჩაჰკვირვებია და ახლა მე უზომოდ მიშლის განმარტებას,რადგანაც ჩვენები ყოველივეს თანასწორად და ერთგვარად იტყვიან და გადმოსცემენ, ამიტომ ახლა მისმინე: სულისას დიანვია ეწოდება,გონებისას - ნოიმა , ხოლო შესამეცნებელსა და ზესთამდებარეს - ნოიტონი. ახლა კი ავიღოთ თითოეული ამათთაგანი და განვმარტოთ.

   პირველად მაშ სულისა, რომელიც არის დიანვია, ეს დიანვია არის არა მარტივი და შეუდგენელი შემეცნება( შუადგმელი გონება), არამედ  მიერგონებასავით თუ გინდ  მიდმოგონებასავით,რადგანაც სულის მიმოქცევაში(მიდმოობას შორის_ აქვს შემეცნების უნარი( ძალა გონებისაი),ოღონდ შედგენილი და არა მარტივი, როგორც გონებისა,რადგანაც შეიცავს ჰოსაც და  არასაც(არსსა და არას), განსჯისას, მაგალითად, როცა რამეს ვაპირებ,ვამბობ: გავაკეთო თუ არა და ამის შემდეგ ერთ რომელიმე აზრზე დავდგები: ავირჩევ ან არსს, ან არა არსს, ამის გამო ქვია მას შესაფერი სახელი: მიდმოგონება, ანუ  მიდმოგაგონება.

   „სულის აზროვნება“(მიდმოგაგონება) იმასა ჰგავს - ამბობ პორფირი, როცა კაცი ნაბიჯით მიდის და უცბად(მარტივად) კი არ აღმოჩნდება იქ, საითკენაც მიემართება არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ,თანდათან სრულყოფს  თავის გზას,ასევეა სულიც: ამისგან იმისკენ ნელ-ნელა მიდის მანამ,სანამ მთელ შესამეცნებელს არ  შემოსახავს და შემოიცავს და თავისგვარად არაქცევს ყოველივეს,რაც კი რამ არის, ხოლო რაც შეეხება გონებას, იგი მარტივად განეფინება: ისე როგორც  მზე  რომ ამოვა და მასთან ერთად მისი სხივებიც (შარავანდედიც) უჟამოდ და უძრავად ჰფარავენ ყველაფერს და ნელ-ნელა, თანდათანობით კი არ მიეფინებიან ასევე იხილავ გონების შემთხვევაშიც: სადაც გონებაა, იქვეა შემეცნებაც( გაგონებაც),რადგანაც გონებას თან ახლსავს შემეცნებაც(გაგონებაც), როგორც მზეს შარავამდედი.

   მაგრამ რაღაა ნოიტონი? ყოველი ნოიტონი აღემატება იმას, ვის მიმართაც იგი სანოიტოა,გესმის, რას ეწოდება ნოიტონი? შესამეცნებელს(გასაგონს ანუ საგონს). ახლა მისმინე: როგორც გაირკვა,სხვა არის განსჯა (მიდმოგონება) როცა სულის შესახებ ვლაპარაკობთ და სხვა - გაგონება, რაც გონების შესახებ ითქმის და აგრეთვე გავარკვიე ახლა კი წინ გვიდევს შეცნობა იმისა თუ რა არის ნოიტონი: ესაა შესამეცნებელი(საგონი ანუ გასაგონი) ყოველი შესამეცნებელი უმჯობრსია შემმეცნებელზე,რადგანაც შესამეცნებელი შემმეცნებელზე მაღლა დგას,რასაც მაგალითებით (სახეთა მიერ) ცხადვყოფთ: სულს გონება აღემატება, და სხვა არის მისი არსება და სხვა - სულისა: სული შემმეცნებელია,გონება კი შესამეცნებელი შემდეგ: გონებას  ნამდვილმყოფის  არსება აღემატება: ახლა გონება შემმეცნებელია და ნამდვილმყოფი- შესამეცნებელი: შემდეგ ნამდვილმყოფს საღმრთო და ერთებრივი რიცხვი აღემატება,რადგანაც ისინი სხვანი არიან და სხვა  არის ნამდვილმყოფის არსება: შემმეცნებელი არის ნამდვილმყოფი, შესამეცნებელი კი ზესთ არსებითი რიცხვი და შემდეგ შემმეცნებელი არიან ღვთაებრივი და ზესთარი ერთები(მხოლონი) მათგან შესამეცნებელი კი პირველი საზღვარი და პირველი  უსაზღვრობა ხოლო შესამეცნებელი - ყველასაგან ზესთამდებარე და შეუცნობელი(უცნაური) ერთი და კეთილობა,რომელსაც პატივის წადილმა მამად წოდება ჰკადრა.

   ყველა ესენი სათითაოდ თავ-თავისი წესისა და რიგის მიხედვით შემმეცნებელნიც არიან და შესამეცნებელნიც(გამგონენიც და გასაგონნიც), ამიტომ საჭიროა შევისწავლოთ და ვიცოდეთ, ყოველი შესამეცნებელი შემმეცნებელზე უმჯობესია, როგორც უფრო ღვთაებრივი.

   ამათ გარდა დამატებით კიდევ საჭიროა ცოდნა - გერსმის იცოდე რომ ყოველ არსებასა და გვამოვნებას მომდევნოთაგან შევიმეცნებთ(გავიგონებთ), ხოლო არსებათა მომდევნონი კი მათი ძალნი და მოქმედებანი არიან: როგორიცაა მოქმედება, ისეთივე იქნება შესაძლებლობა(ძალი) და როგორიცაა შესაძლებლობა(ძალი) იმგვარივე იქნება არსება.

   და კიდევ საჭიროა ვიცოდეთ, რომ ბუნებით პირველნი შემმეცნებელის ცნობიერებაში (გაგონებასა შორის გამგონისა) უკანასკნელნი არიან და ბუნებით შემდგომნი - პირველნი,ისეთივე როგორიცაა მაგალითად თითოეულის არსება და მოქმედება: რადგანაც არსება ბუნებით უპირველესია,მაგრამ  როცა რასმე ვიმეცნებთა ხოლმე (გავიგონებდეთ), უკანასკნელთაგან შევიმეცნებთ (გავიგონებთ) რომელნიც შესაძლებლობანი (ძალნი) და მოქმედებანია, ასე რომ როგორიცაა ძალი და მოქმედება რომელიმე და რაიმე არსებისა,მსგავსადვე გულისხმავყოფთ არსებასაც,რადგანაც ყოველი ძალი და მოქმედება მარტივი და შეუდგენელია, მისი არსებაც მარტივი და შეუდგენელი იქნება, ხოლო თუ მისი მოქმედება არ არის მარტივი, არც მისი არსება არ იქნება მარტივი, ისევე მაგალითად, როგორც სულისა და გონებისა, რადგანაც სულის შემეცნება, ანუ რაც იგივეა - მოქმედება, შედგენილია( შედგმულია) და მისი არსებაც არ არის მარტივია, როგორც ზემოთ გაირკვა.

   დაკვლავ:დაისწავლე, რომ სხვაგვარად ვახასიათებთ სულის ძალებსა და მოქმედებებს, სხვაგვარად გონებისა და სხვებრვ ვიტყვით იმ ერთსა ან კიდევ ერთთა შესახებ, სულზე მაშასადამე ვამბობთ რომ მის სიარულის მსგავსად ,თანდათან მატებით (აქვს მოქმედება): ან მიმღებია მოქმედებისა, ანდა  არა მარტოდენ შესაძლებლობაში არიან (ავქ იგი) როგორც ყმებსა და უსწავლელებს. რომელნიც მხოლოდ შესაზლებლობაში არიან (ფილოსოფოსნი) ხოლო ქმედითი გონებისგან უნაწილონი არიან, როგორც არისტოტელემ დაასაბუთა: რა ფილოსოფოსთა (უფილოსოფოსო) სულებს იგი მხოლოდ შესაძლებლობით (ძალად) და არა  მოქმედებით (ფილოსოფოსებად) მიიჩნევს, ხოლო მოქმედებით სულსა და გონებას მხოლოდ იმაში თვლის,რომელთაც იფილოსოფოსეს.

  შემდეგ: სხვა შესაძლებლობა და მოქმედება გონებისა, ისევე როგორც (მისი) არსებაც, რადგანაც (მას) მოქმედება არსებასთან ერთად თანდაყოლილად (თანწარდგომილად) და მარადაქვს; როგორც მზეს დისკოსთან ერთად მუდამ ახლავს სხივები (შარავანდედი), ამიტომაც გონებას თავის შესამეცნებელ საგანთან ერთად თანაარსებობს, ამიტომ გონება სხვა არა არის რა,თუ არა მარადიული შეცნობა, გაგება(გაგონება) და არა ისე,როგორც სული,ნელ-ნელა რომ ამატებდა და დაირთავდა შესამეცნებელთ (გასაგონთ) და ერთი შესამეცნებლიდან (გასაგონიდან) მეორეზე გადადიოდა, არამედ ერთდროულად( ერთბამადაა) გონებაც და მისი შემეცნების საგანიც (გასაგონიც).

   ხოლო ამ ერთს ვერც შემეცნებას მივაწერთ, იმიტომ რომ ყოველი შემმეცნებელი უმეცრებასთან არის დაკავშირებული და სურს გაგება  იმისა რაც არ გაუგია და შემეცნება  იმისა რაც არ შეუმეცნებია, ის დაზესთავებული ერთი კი ზევითაა(დაუზავდება) ცოდნაზეც და შემეცნებაზეც, რადგანაც რაღა უნდა შეიცნოს იმან, ცინც არაფრის უმეცარია? ანდა რაღა უნდა გაიგოს (გაიგონოს) იმან ვინც წარმოშვა: (წარმოაარსა) და შეამკო გონების არსება? და მერე გონება ყოველივეს შეიმეცნებს და მრავალს - მრავლად, ხოლო ერთი - მთელსა და თითოეულსაც ერთობრევად და გაუნაწილებლად,როგორც ადრევე გაირკვა,როდესაც ითქვა, რომ ყოველი შემმეცნებელი თავისი არსების შესაბამისად მოქმედებსო, ერთის მოქმედება კი  ერთებრივია და უზესთაესი ტავისი ზესთაობის შესაბამისად.

   აი ეს, მეტად საჭირო (რამ) ფრიად ცხადად გადმოიცა (დაიდვა).

ფილოსოფოსი ამბობს, რომ „ყოველი სიმრავლე როგორცმე ეზიარებაო ერთს“

   ჩვენ გვმართებს ბრძენთა აზრის განჭვრეტა, რომ ყოველი „სიმრავლე ერთს ეზიარება“ და თუ არა „ვნახოთო“ ამბობს იგი,  „რაოდენი შაუსაბამობა მოსდევს თან“ ამას იგი  მრავალკეცი აზრით გამოსცდის და ყოველმხრივ განხილვის შემდეგ მტკიცებით(აღმოსაჩენთა მიერ) აღჭურვილ იმავე პირველ თქმულის დანასკვის სახით დაამტკიცეს, რომ „ყოველი სიმრავლე ეზიარება ერთსა“ დაისწავლე, რომ ამ პირველ გამონათქვამს (სიტყვას) ქვია წინ ჩამოსაგდებელი სიტყვა, მაგალითად როცა იტყვი, მე ამას ვამბობ,შენ კი მოწონააღმდეგვ ამას არ ამბობს,მაშ  გამოაჩინოთ დასაბუთების კანონების საშუალებით: როგორც  სილოგიზმის (თანაშეიტყვის) იძულებითი კანონი ასაბუთებს, საწინააღმდეგო (დებულება) უკუიგდება უარყოფს (უკურღვევის) გზით.

   შემდეგ (ფილოსოფოფსი) ისევ იღებს პირველს, წინასწარ დაშვებულ დებულებას (წინჩამოსაგდებელ სიტყვას) და ეუბნება: მაშასადამე  ასეა, როგორც ახლა აქ ნახე,პირველიცა და დასასრულიც ერთნაირია, პირველს ეწოდება  პროვლიმა, რაც წინჩამოსაგდებელია, საშუალს - კატასკევი, რაც აგებას (დაკაზმვას) ნიშნავს რადგანაც ამ დასაბუთების საშუალებით საბუთდება (აღმოიჩინების) ყოველი  დასასაბუთებელი (აღმოსაჩენი), ასევე სხვა მაგალითებზეც ნახავ,მაგალითად თუ მკურნალი თავდაპირველად სენს არ გამოიცნობს, როგორ დაჰკაზმავს წამალს? აი ეს გამოსაცნობი პრობლემად ჩათვალე, ხოლო კატასკევი - დაკაზმად, რაც არის დასაბუთებისათვის საჭირო ელემენტების თხზვა და შემუშავება, ხოლო მესამეა - სვიმპერაზმა, რაც დანასკვია (თანგასავალი).

    აი მა მცირედით შემოისაზღვრება არისტოტელეს :ორგანონის“ კანონი, რომლის გარეშეც შეუძლებელია ლოგიკური გზით (სულისა მიერ იტყვიერისა) რისიმე შემეცნება (გაგონება) აი სქემაც, ანუ ნაკვეთსაც წარმოვადგენ.

   ამ პირველ საძღვარს ეწოდება პროტასი, საშუალოს კიდეთა შემკვრელი, ხოლო დასასრულს - სვიმპერაზმა, რომელიც  გამოსავალია (თანგასავალია) ორივე კიდურთაგან.

   აი,ასეთია ლოგიკის კანონები, შეისწავლე ისინი, ხედავ როგორ აღიარა „ცხოველის“ მეშვეობით კაცი არსებად? შეხედე თუ როგორ ხდება ყველანაირი ცნობა და ძიება საშუალოსაგან! იგი აერთებს და აზიარებს ორივე კიდურს.

   „ყოველი სიმრავლე ერთს ეზიარება“ და ჰგავს კიდეც, რადგანაც ყოველი მაზიარებელი მსგავსების გზით ეზიარება თავის საზიარებელს, ამიტომ ჰგავს სიმრავლე ერთს, ავიღოთ მაგალითად რომელიმე სიმრავლე, იყოს  თუნდაც ასე. გაიგე რომ მასში შემავალი  ყოველი რიცხვი და მხოლო, სათითაოდ  აღებული, ერთია და თვით გვარის შემქმნელი  (გჰუარმყოფელი), როგორიცაა ასობა -  ერთია რადგანაც ერთია მეასე რიცხვი, რომელმაც თავისში შემავალი ყოველი  ნაწილი თავის გვარეობაში გააერთიანა (თვის გუარყვნა), თვითონ ის მეასე ერთია  და ერთისგვარი, ხედავ თუ როგორ გადასცა ერთმა თავისი თვისება ყველას - ნაწილებსაც და თვით მთიელსაც კი? ნაწილად ის რიცხვები გაიაზრე, რომელთაგანც ასობა შედგება, ხოლო მთელად  -  თვით არსობის მხოლოობა.

    

ბიოგრაფია:

   იოანე პეტრიწი 11-12_ე საუკუნეების ქართველი ფილოსოფოსი, ნეოპლატონიკოსი(იოანე ფილოსოფოსს ჭიმჭიმელსაც უწოდებენ) ბიოგრაფიული ცნობები არ შემონახულა, მხოლოდ 18_ე საუკუნის მწიგნობარნი იუწყებიან, რომ იოანე პეტრიწი სამცხიდან იყო,დიდგვაროვანი ჩამომავლობისა,ახალგაზრდობაძში სწავლობდა კონსტანტინოპოლში, მანგანის აკადემიაში,სადაც მას ასწავლიდნენ ბიზანტიური რენესანსის წარმომადგენლები: მიქაელ ფსელოსი და იოანე იტალოსი, დავით აღმაშენებლის მოწვევით მოღვაწეობდა გელათის აკადემიაში. 

ბიბლიოგრაფია:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფილოსოფიის შესავალი.პირველი გამოცემა.

გამომცმელობა "მერიდიანი", თბილისი 2009წ.

ნახვა: 1130

ტეგები: Ioane, Qwellyაკადემია, არისტოტელე, ბუნება, განმარტება, იტალოსი, ნეოპლატონიზმი, ღვთისმეტყველება

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სამგანზომილებიანი ქარგვა

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2018.
საათი: 10:57pm 0 კომენტარი

      ხელსაქმის გაკვეთილები დიდი ხნის წინ შეამცირეს სასწავლო პროგრამიდან, მაგრამ მაინც მახსოვს - სწორედ ამ გაკვეთილებზე მქონდა ქარგვის საშუალება და მერე, დროდადრო, სახლშიც ვაგრძელებდი ამ საქმიანობას,…

გაგრძელება

ინაუგურაციის რეპეტიცია, რობაქიძის საქმის ბოლო, არჩევნების განსხვავებულობა და მოშიმშილე გამსახურდიები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 14, 2018.
საათი: 11:14pm 0 კომენტარი

      ხვალ უქმეები იწყება და ამ უქმეების ბოლოს ინაუგურაციაა და ახალი ქალი პრეზიდენტი გვეყოლება. იქამდე, დღეს გენერალური რეცეპტიცია გაიამრთა კახეთში. აასთანავე, დღესვე რობაქიძს საქმის დასკვნითი…

გაგრძელება

დამტკიცებული ბიუჯეტი, პრეზიდენტის კუდი, კარასინის სიჯიუტე, პენსიის დაგროვება და ბახალას განაჩენები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 13, 2018.
საათი: 10:30pm 2 კომენტარი

      ქართული ამბები განსაკუთრებულად რეიტინგულ ამბებს არ მოიცავდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 2019 წლის ბიუჯეტიც დამტკიცებული გვაქვს, ავად თუ კარგად ფული იქნება 2019-ში. დღეს პრეზიდენტი იყო აქტიური და…

გაგრძელება

სოციალური ფობიები

გამოაქვეყნა cisia_მ.
თარიღი: დეკემბერი 12, 2018.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

გამარჯობა, თუ აქ ხართ ადამიანები, ვისაც პირადი გამოცდილება ან პროფესიული გაქვთ ამ თემასთან დაკავშირებით, ძალიან მინდა თქვენთან საუბარი.

Qwelly World

free counters