ცნობილი მიუზიკლიდან, ფიროსმანი, ყველას კარგად გვახსოვს - კითხვაზე იყიდებოდა თუ არა მისი ფუნჯი, გენიოსმა ნიკალამ, მწარედ მიუგო - ჩემი ფუნჯი, არა, არ იყიდებაო! მაგრამ ყოველთვის როდია საჭირო ფუნჯი მხატვრობაში? დღევანდელი ჩვენი სახელოვნებო პოსტი მიუძღვნება სწორედ ისეთ ფერწერას, რომელიც ფერების სიუხვეს არ უჩივის, მაგრამ იქ სახატავი ფუნჯების ადგილი არ არის.
ცხადია, ამ სათაურის ქვეშ ერთ-ერთი უპირველესი მხატვარი უნდა დავასახელო ჯექსონ პოლოკი, რომელმაც, სწორედ პირველმა, აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის დამფუძნებელმა, გადაწყვიტა, რომ ფუნჯისთვის ხაზის გასმის ნაცვლად, მაპკურებლის ფუნქცია მიენიჭებინა და შემოქმედება კი არ დაეხატა, არამედ დაეპკურებინა. შეგიძლიათ ჯექსონ პოლოკის ვრცელი კოლექცია იხილეთ აქ.
ამავე კატეგორიაში გადიან თანამედროვეობის ის მხატვრები, რომელთაც ფუნჯის ნაცვლად, პირდაპირ, საღებავის კოლოფებიდან დაიწყეს მრავალფეროვანი პალიტრის წვეთ-წვეთად ჩამოსხმა საკუთარ მოლბერტებზე - ამ მიმდინარეობას ასევე მიზიდულობის კანონით იცნობენ - მხატვრობა გრავიტაცით.
პოლოკის კატეგორიიდან შორს რომ არ წავსულიყავი, მომდევნო ინოვატორებად ისინი მინდა დავასახელო, სახებავის ქილების გახსნაც რომ ეზარებათ და უბრალოდ ფერთა პალიტრაზე აკეთებენ აქცენს და მისი სიმკვრივისა თუ სითხელის გამოისობით ხატავენ საღებავისგან შემოთავაზებულ სიმეტრიებს.
კარგი „მალიარი“ კარგი მხატვარიაო, ამბობდნენ ინკები, მაგრამ არ მოუსმინეს. ინკები იქით იყოს და აქვე, გერმანაში, გასულ საუკუნის ერთ-ერთმა ცნობილმა, ვიზუალური მხატვრობის მიმდევარმა, გერჰარდ რიხტერმა მსოფლიოს ფერმწერებს ერთი ინოვაციური საშუალება წარუდგინა დასახატად, ან შეიძლება ასეც ითქვას - ნახატის ემოციის გადმოასცემად. მან ჯერ გააფერადა და შემდეგ, გაფერადებულს დიდი „შპატელი“ (ჩვენებურად ფოლადი ნიჩაბი) გადაატარა - გადაკაწრა.
რთულია ინოვაცია უწოდო მხატვრობას, რომელიც ერთ-ერთი პირველი ფორმა იყო კაცობრიობის დასაბამიდან - თითებით ნახატების შექმნა (შესაძლოა ერთ ან ორფეროვანის, მაგრამ მაინ ნახატების) ჯერ კიდევ პრე-ისტორიულ სამყაროში დაიწყეს, თუმცა მოდერნმა, თითებით მხატვრებს მაინც ინოვატორები უწოდა. შეგიძლიათ გაეცნოთ თითებით მხატვარს აირის სკოტს.
ცენტრალურ აზიაში ძალიან პოპულარულია და ალბათ, იქ საუკუნეების წინ დაიწყეს წყალზე ნახატების შექმნა და შემდეგ მათი გადატანა ტილოზე ან ქაღალზე. ამ მხატვრობას საკუთარი სახელიც აქვს - ებრუ. მოქმედება კი მარტივია - დაასხამ ფერებს წყალზე, აიღებ ნემსს და აძლევ ფორმას. შედეგები თვალწარმტაცია.
მას შემდეგ რაც ტატუირებამ მასობრივი ხასიათი მიიღო და ნამსიდან ფერთა მაღალი წნევით დასხმის ტექნოლოგიამდე გადმოვიდა, ზოგიერთმა მხატვარმა თქვა - რატომ არ შეიძლება წნევა ვარეგულიროთ და წყლის საღებავები, რომლებიც ასე მკვეთრ გამოსახულებას გვაძლევს, გამოვიყენოთ ისეთი ტილოების შესაქმნელად როგორიცაა ჯოკონდა, მზესუმზირები, ჟანა და სხვა. დიახ, ინვაციურ სტილებს შორის არის ჰაერის წნევის ფუნჯებიც.
ოპერაციულ სისტემას, რომელსაც ვინდოუსის სახელით ვიცნობთ პირველსავე ვერსიაში ჰქონდა ხატვის ფუნქცია. ცხადია, თანამედროვე სამყაროში იმ paint-ერმა საზრისი დაკარგა და არქივში მოისროლეს, მაგრამ ინოვაციური მხატვრობის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე ნიმუშად სწორედ ციფრული მხატვრობა გვევლინება.
ჯერ კიდევ 1960 წელს უშიო შიონარამ მოაწყო გამოფენა, სადაც თითოეულ ნახატს ძალიან ეტყობოდა ცემის კვალი. დიახ, თითქოს, ვიღაცამ სწორედ ნამუშევრებისთვის მოიცალა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა გამალებით ურტყამდა (ფოტოზე ღრმად მოხუცებული ოშიო ერთ-ერთ ბოლო ნამუშევარ ქმნის). უკვე 21-ე საუკუნეში, ომარ ჰასანმა, რომელიც მთელი ბავშვობა აუხდენლად ოცნებობდა კრივზე (ალბათ), გადაწყვიტა რომ მხატვარი გამოსულიყო, მაგრამ კრივის სიყვარული მაინც არ დაევიწყებინა, ამიტომ გაიხსენა რა ძველი იაპონელი შემოქმედი, თავადაც მიჰყო ხელი მხატვრობის ყველაზე უფრო სარელაქსაციო სახეობას - ბოქსმხატვრობას. საღებავის კოლოფებში ამოსვრილი ბოქსის ხელთათმანებით, გაჭიმული მოლბერტის დაღლამდე ცემის შემდეგ ომარი მშვიდად ტკბება ნაცემი ფერების მზერით.
ცხადია, მსოფლიო გამომგონებლებს ვერ მოითვლის, ამიტომ დღეისთვის ესენი იყოს. ხელოვნებით ტკბობისთვის კი გაწევრიანდით: ხელოვნება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 25, 2021.
საათი: 10:39pm
0 კომენტარი
1 Like
კოლაუ ნადირაძის ლექსის დღეა დღეს. დღე რომლითაც საბჭოთა კავშირმა ჩვენი სამწლიანი დამოუკიდებლობა წაიღო. იუნკერებისთვის პატივის მიგების დღეც არის და მემორიალებზე ყვავილების მიტანის, წუთიერი დუმილის და დამოუკიდებლობაზე ბრძნული ფრაზების დღეა. დღის მთავარი თემა კი მაინც დაპატიმრებული და გასაჩივრებაარიდებული მელიაა და ასევე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269800, ბოლო დღე-ღამეში - 362;…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 24, 2021.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
4 მოწონება
ქვეყანა ამოსუნთქვას იწყებს. რეგულაციები ნელ-ნელა მსუბუქდება - რესტორნები ბრუნდება, ტრანსპორტი ამუშავდება, სპორტ დარბაზებიც კი იფუნქციონირებენ და ა.შ. მედიაში მელიას ამბავი ჯერ კიდევ მეინსტრიმია. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269438, ბოლო დღე-ღამეში - 443; გამოჯანმრთელებული - 263257, ბოლო დღე-ღამეში - 461; გარდაცვლილი - 3463, ბოლო დღე-ღამეში - 6; კარანტინის რეჟიმში - 307. დოლარის ფასი ლარში - 3.3198.…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 23, 2021.
საათი: 11:00pm
3 კომენტარი
3 მოწონება
დღევანდელი ნიუსები საკმაოდ ვრცელი გამოდგა რადგან დილაადრიანად აჭრელდა მედია - გამთენიისას ნიკა მელია საკუთარ ოფისში დააკავეს. სპეცრაზმმა ის ჩაკეტილი კაბინეტში აიყვანა. ოპოზიცია ჭიდაობდა, მაგრამ დამარცხდა. დაანონსდა აქციები, იყო მსოფლიო შეშფოთებები და ჭკუის დარიგებები და მრავალი სხვა. მოკლედ, უკვე მერამდენე დღეა დღის მთავარი ამბავი მელიას გარშემო ტრიალებს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 268995, ბოლო დღე-ღამეში -…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 22, 2021.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
4 მოწონება
დღის მთავარი ამბავი ალბათ სხვა ვერც იქნებოდა - დღეს, პარლამენტმა კიდევ ერთი ახალი მთავრობა დაამტკიცა. აწ უკვე პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი მთავარობა წარადგინა და პარლამენტისგან თანხმობა მიიღო. ასევე, დღეს ოპოზიციის აქციები გაიმართა. თებერვლის მომდევნო დღეები ისევ ნალექიანი იქნებაო. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 268502, ბოლო დღე-ღამეში - 147; გამოჯანმრთელებული - 262244, ბოლო დღე-ღამეში - 607;…
© 2021 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია