სიცოცხლეში დააფასეთ,
სიცოცხლეში გვიყვარდეს.
თორემ, მკვდარს ჩვენი სიტყვები
არაფერში არ არგებს.
სიცოცხლეში მოეფერეთ,
სიცოცხლეში აკოცეთ.
მკვდარი უკვე ვეღარ იგრძნობს,
შუბლზე ტუჩს რომ დაადებ.
კაცი თურმე, როცა კვდება,
ყველას მაშინ გვიყვარდება.
სიცოცხლეში ხშირად ვამბობთ
ის არ არის, ვინც ჩვენ გვინდა,
ცოცხლები რომ ლექსს დაწერენ,
ცუდი ლექსი გვგონია,
რომ მოკვდება, მერე ვიტყვით
გენიოსის ხელია.
ცივები ვართ...
ბოღმები ვართ...
ჩვენზე წინ თუ ვინმე დგას,
სიცოცხლეში არ ვიტყვით და
თუ მოკვდება, ვტირივართ.
რატომ?..
რისთვის?..
ნუთუ არ გვსურს, ცოცხალი დავაფასოთ?..
როცა შექმნის ვინმე რამეს,
შეუქოთ, მოუწონოთ,
გავახაროთ,
ავატიროთ,
ბედნიერი გავხადოთ.
რომ მოკვდება
რაღად უნდა, ჩვენი ქება – დიდება, 
ის ხომ უკვე ვეღარ გვხედავს,
მხოლოდ ღმერთი სჭირდება.
მისი სული მაღლა იფრენს,
და ზემოდან დაგვცინებს,
უბადრუკებს, უმაქნისებს,
დაუნახავ ორპირებს.
პაპის – პაპით,
პაპის – პაპით
ასე იყო, გრძელდება,
ცოცხლებს ჩვენ ვერ ვაფასებთ,
მკვდარი უფრო გვჭირდება.
სიცოცხლეში დავაფასოთ,
სიცოცხლეში გვიყვარდეს.
თორემ, მკვდარს ჩვენი სიტყვები,
არაფერში არ არგებს.

ნახვა: 202

ტეგები: Qwelly, blog, იაკობიძე, კახა

შორენა კენჭოშვილი: აპრილი 2, 2014||12:28pm

კაცი თურმე, როცა კვდება, – ყველას მაშინ გვიყვარდება.
სიცოცხლეში ხშირად ვამბობთ –

ის არ არის, ვინც ჩვენ გვინდა,
ცოცხლები რომ ლექსს დაწერენ,
ცუდი ლექსი გვგონია,
რომ მოკვდება, მერე ვიტყვით –
გენიოსის ხელია.
ცივები ვართ...
ბოღმები ვართ...
ჩვენზე წინ თუ ვინმე დგას,
სიცოცხლეში არ ვიტყვით და –
თუ მოკვდება, ვტირივართ

tamo: აპრილი 2, 2014||12:41pm

აი  ძალიან  მაგარი  სიტყვებია, დღეს  სამწუხაროდ  ესეთ მდგომარეობაში  ვართ  ყველა !

mari: აპრილი 2, 2014||1:46pm

ეჰ ვის ესმის ამდენი... ნეტავ ყველა ასე ფიქრობდეს ))

თა _ მო: აპრილი 2, 2014||3:44pm

რეალობა, რომლის გამოსწორებასაც არ ვცდილობთ...

შორენა კენჭოშვილი: აპრილი 3, 2014||1:31pm

;( :(

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ფაუნა და კულინარია

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 11:08pm 1 კომენტარი

      ფოტომანიპულაციებმა შეიძლება ზებრაც კი შოკოლადივით გემრიელი გახადოს, მელიისგან ტოსტი მოგამზადებინოს და თაგვები ბაბუაწვერასავით გაგაფურცლინოს. ყოველშემთხვევაში, ყველა ეს იდეა რონალდ ონგს (Ronald…

გაგრძელება

უცხო ღიმილი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ჩემს პაწია მზეს ძალიან სიამოვნებს, როდესაც ჰამაკში ვარწევ ხოლმე, მაშინვე თვალებს მილულავს და ტკბილად…

გაგრძელება

გერმანული მოდელით შეთავაზებული აქციები და ისევ გატაცებული ექიმი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2019.
საათი: 11:03pm 1 კომენტარი

      ნოემბერი და რუსთაველზე აქციები მგონი ისეთ ტრადიციად დამკვიდრდება, მომავალ თაობებს რომ უნდა უთხრან - არ დავივიწყოთ ჩვენი ძირ-ძველი ტრადიციებიო და პერფორმანსებად შეიძლება შემოინახოს ისტორიამ. ფაქტია…

გაგრძელება

პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 14, 2019.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ერთ მნიშვნელოვნად დღის ყველა თემა ჯერ კიდევ ნიუსების მეინსტრიმია და ჯერ კიდევ აქციების მთავარი მიზეზია - პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა. ახლა პროტესტების დრო დადგა და ისევ კარვები, ისევ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters