გახსოვთ ის ტბა? – ჰკითხა სოფიამ. მღელვარებისა და მოზღვავებული გრძნობებისაგან ხმა ჩაუწყდა, გული აუჩქროლდა, ყელი მტკივნეულად შეეკუმშა, სპაზმისაგან ტუჩები მოეკუმა, როდესაც თქვა „ტბა“. ეჩვენებოდა, რომ ბავშვი იყო, ტბის პირას დედ-მამის გვერდით იდგა და იხვებს პურს უყრიდა. ამავე დროს იყო ზრდასრული ქალი, რომელიც ტბის პირას მდგარი მშობლებისაკენ მიაბიჯებდა. ხელში თითქოს თავისი ცხოვრება ეჭირა, რომელიც უფრო და უფრო იბერებოდა, იზრდებოდა და მთელ მის ცხოვრებად იქცა. თავის ცხოვრებას მათ ფერხთით დადებდა და ეტყოდა: „აი, ნახეთ, რა ვუქენი! ნახეთ!“ მართლაც, როგორი ცხოვრება ჰქონდა? როგორი? სოფია ახლა პიტერს გვერდით იჯდა და კაბას ისწორებდა...
   რა აუტანელი ჩვევა აქვს: სულ ამ ჯაყვას აწვალებს, – გაიფიქრა სოფიამ, – მის გვერდით თავს ყველა თავქარიანად და სულელ ყბედად გრძნობს, საერთოდ არ შეცვლილა. მეც... – გაიფიქრა მან და ნემსი აიღო. იმ დედოფალს ჰგავდა, რომლის მცველებსაც ჩასძინებოდათ და სრულიად დაუცველი იყო (მისმა სტუმრობამ გააოცა და თავზარი დასცა). ყველას შეეძლო, დაენახა, როგორ იწვა ის კუნელის ძირას სრულიად მარტო. სოფიამ საშველად უხმო ყველაფერს, რასაც იქმოდა და რაც მოსწონდა. ქმარს, ელიზაბეთსა და საკუთარ თავსაც კი. პიტერი ძლივსღა ცნობდა სოფიას. სოფი მტრის დასამარცხებლად ყველაფერს იღონებდა...

ნახვა: 155

ტეგები: Qwelly, tba, ბლოგი, ტბა, ჩანაწერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კოვიდ 19-ის მილიონიანი პოპულაცია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 2, 2020.
საათი: 11:31pm 0 კომენტარი

      აპრილი კორონას თვე იქნება, უნდა ვიბრძოლოთ რომ მაისიც არ იყოს - ასეთია WHO-ს და საქართველოს მთავრობის მიდგომაც. მსოფლიო სტატისტიკა ~ 1M-ზე მეტი ინფირიცრებული, ~ 52K-მდე გარდაცვლილი, ~ 211K-მდე განკურნებული. ამჟამად აქტიური ~ 742K. საქართველოში - 134 შემთხვევა და 26 განკურნებული.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 2 აპრილი, 2020

      კორონავირუსის ქართული ამბები - მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში…

გაგრძელება

კორონას რიცხვები, 2 მლრდ ბიუჯეტიდან და მლოცველი მრევლი ეზოში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 1, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      აპრილი დადგაო და წვიმა-ქარი გაძლიერდაო - 3 აპრილამდე ასეა ნათქვამი წინაპართაგან. რაც შეეხება კორონას რიცხვებს ამ დროისთვის - დავიწყოთ საქართველოდან - 117 აღრიცხული შემთხვევა, აქედან 23 განკურნებული. მსოფლიოში - 918,126 და 193, 350 განკურნებული. ყველაზე მეტი, აქტიური პაციენტის ათეული: ამერიკა ~ 192k; იტალია ~ 81k; ესპანეთი ~ 70k; გერმანია ~ 57k; საფრანგეთი ~ 42k; ირანი ~ 29k; დიდი ბრიტანეთი ~ 27k; თურქეთი ~ 15k; შვეიცარია ~ 14k და ნიდერლანდები…

გაგრძელება

ჩიტების სახლი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: აპრილი 1, 2020.
საათი: 7:30pm 0 კომენტარი

      იმ დღეს მათი ჩხუბი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. უფრო შეხმატკბილებულ ძმაკაცებს ვერსად შეხვდებოდით, ბოლო ხანებში კიდევ უფრო დაუტკბნენ ერთმანეთს... თუ სადმე ახსენებდნენ შაშვის სახელს, იქ კაკაბიც უნდა ყოფილიყო, ანდა პირიქით. მგონი მამლების ჩხუბის გამო წაკამათდნენ, ერთი „ხტუნიას“ აქებდა, მეორე „ძიძგილას“. საუბედუროდ, სხვადასხვა ფალავნის თაყვანისმცემლები იყვნენ განუყრელი ძმაკაცები. თუმცა უწინ თურმე ორივე ერთ ფალავანს ეთაყვანებოდა, მაგრამ…

გაგრძელება

კომენდანტის საათამდე გამკაცრებული აკრძალვები, საეკლესიო ამბები და მსოფლიო ვირუსომი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 30, 2020.
საათი: 11:00pm 2 კომენტარი

      კორონანიუსი არის დღის, კვირის, თვის და ისე მიდის საქმე, წლი მთავარი ამბავი. სიახლე რიცხვებში - 100 ინფიცირებული და აქედან 20 გამოჯანმრთელებული, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ინფიცირებულთა რიცხვმა 770 K-ს გადააჭარბა, აქტიური შემთხვევები 570 K-ზე მეტი. დღეს ჩვენს ქვეყანასი თითქმის კომენდანტის საათი გამოცხადდა და რიგი შეზღუდვები დაწესდა და აკრძალვები გამკაცრდა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 30 მარტი, 2020

     …

გაგრძელება

Qwelly World

free counters