სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ - აფხაზეთის მიტროპოლიტი - უწმინდესი და უნეტარესი ილია II

პატრიარქები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II

      ერში - ირაკლი გიორგის ძე შიოლაშვილი დაიბადა - 1933 წლის 4 იანვარი, ქ. ორჯონიკიძე (1991 წლიდან - ვლადიკავკაზი).

  1952 წელს დაამთავრა ქ. ვლადიკავკასის №22 საშუალო სკოლა.

  1952-1956 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო სემინარია.

  1956-1960 - მოსკოვის სასულიერო აკადემია.

  1957 წლის 16 აპრილი - ბერად აღკვეცა. 24 წლის ასაკში 1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს - პატრიარქ მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში სასულიერო აკადემიიის II კურსის სტუდენტი ბერად აღკვეცეს. ბერად აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ და ბერს სახელად ილია უწოდა. იმავე 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკონი ილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმიდეს ალექსი I მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად.

  1959 წლის 10 მაისი - მღვდლად კურთხევა.

  1960-1963 - ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური. 1960 წლის 19 დეკემბერი - იღუმენის წოდება. 1961 წლის 16 სექტემბერი - არქიმანდრიტის წოდება.

  1963 წლის 26 აგვისტო - ბათუმ-შემოქმედელი ეპისკოპოსი, სრულიად საქართველოს კთოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი.

  1963-1970 - მცხეთის სამოძღვრო-საღვთისმეტყველო სასწავლებლის დირექტორი.

  1970-1972 - მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი.

  1967 წლის 1 სექტემბერი - ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი.

  1969 წლის 15 მაისი - მიტროპოლიტის წოდება.

  1972 - მეორე პანაღია.

  1975 - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვარი.

  1977 წლის 23 დეკემბერი - XII ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.

1977 წლის 25 დეკემბერს შედგა ახლადარჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია.

  1978-1983 - ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი.

  1997 - კრიტის სასულიერო აკადემიის საპატიო წევრი.

  1997 - გაეროს ორარსებელი ინფირსტიზაცის საერთშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი.

  1998 - ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიის ღვთისმეტყველების დოქტორი.

ნახვა: 566

ტეგები: Qwelly, პატრიარქები, პატრიარქი, საქართველო

George: მაისი 3, 2012||9:50am
Kaha , da uwmindesisi foto ar gaqvs ? :))
George: მაისი 3, 2012||9:56am

Vsio ) aris foto ! )) didi madloba ! 

ლაშა: მარტი 20, 2013||1:25am

ინტერნეტში არ იყო ბატონო გიორგი და :D 

ლაშა: იანვარი 4, 2017||2:41am

84 წლის იუბილეს მივულოცავ ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილს! 

პატრიარქის, ილია II-ს დაბადების დღე ხომ 25 დეკემბერსაა, ხოლო ილიას დაბადების დღე 16 აპრილს და წელს, სწორე ამ დღიდან (ბერად აღკვეციდან) 60 წელი უსრულდება. ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე მას! 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კიდევ უფრო შორს

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 22, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      რაკი ერთხელ გაექცნენ ერთმანეთს, აღარც შეჩერებულან სიზმარი და ცხადი. სულ უფრო და უფრო შორს გარბიან,…

გაგრძელება

მქარგავი ფუტკრები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 20, 2019.
საათი: 3:19pm 1 კომენტარი

      ამჯერად ერთობლივი თანამშრომლობა უნდა გაგიზიაროთ. როგორც წესი ფუტკრებს არ სჭირდებათ დამატებით დახმარება იმისთვის, რომ ოჯახები შექმნან, სახლები აიშენონ, თაფლი მოაგროვონ და გამოიკვებონ ახალ…

გაგრძელება

სამეფო გვირგვინის მტრედი

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 19, 2019.
საათი: 10:21pm 5 კომენტარი

      როგორც წესი, ჩემი ბლოგი, ხელოვანებს, შემოქმედებს და მისთანათ ეძღვნება ხოლმე (რა თქმა უნდა, გამონაკლისი პოსტებიც არსებობს). დღეს არ დავარღვევ ამ ტრადიციას და ამჯერად უზენაეს შემოქმედს და…

გაგრძელება

ფილმის სოციოლოგიური ანალიზი - პოლანსკის მდგმური

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 4:00pm 7 კომენტარი

ქეთევან პოპიაშვილი

მდგმური / THE TENANT

      რომან პოლანსკის ფილმი „მდგმური“, როლანდ ტოპორის ნაწარმოებზე დაყრდნობით, 1976 წელს საფრანგეთშია…

გაგრძელება

Qwelly World

free counters