utopia | უტოპია | იდეოლოგია | qwelly

      წიგნი (იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი იდეოლოგიები) სოციალური უტოპიაა. შეიძლება ზოგი არ დაეთანხმოს და თქვას, რომ ის უფრო ანტიუტოპიაა. მაგრამ ამ რომანის ტიპოლოგია მაინც მკითხველისათვის არის მინდობილი. თუმცა, თუკი სოციალური უტოპია აღწერს: ა) შეუძლებელ ვითარებას; ბ) ვითარებას, როდესაც მოგვარებულია ჩვენს გარემოში არსებული გადაუჭრელი პრობლემები, მაშინ "ნაკრძალი" უფრო უტოპია გამოდის. წიგნი იწყება საპროტესტო დემონსტრაციის აღწერით, რომელიც ნელ-ნელა "პოგრომში" გადაიზრდება. მოქმედება ლაპიჰაგენიაში (გამოგონილი სახელი, რომელიც ერთი მხრივ, გულივერის მოგზაურობას, ხოლო მეორე მხრივ, დანიურ სოციალიზმს და კოპენჰაგენის განაპირას მდებარე ქრისტიანიას გვაგონებს) ხდება. როგორც წესია, მოდის პოლიცია და ზედმეტად აქტიურ ტიპებს აპატიმრებს. პოლიციას მოჰყვებიან სარემონტო ბრიგადები, ისინი იწყებენ დამტვრეულის აღდგენას და ა.შ. შემდეგი სიუჟეტი ბინაში ვითარდება, სადაც თინეიჯერები შეკრებილან. აღწერილი მოქმედება ცოტათი თუ განსხვავდება კერუაკის 1945 წელს დაწერილი რომანის სცენებისგან.

      შემდეგი მოხუცების დიალოგია, სადაც ისინი ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ კმაყოფილებას, რომ "აქ" გადაწყვიტეს მოსვლა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ. რომ არა ეს ფრაზა და მათი რამდენიმე წინადადება ახალგაზრდობაში მიღებულ გადწყვეტილებაზე, სრული შთაბეჭდილება იქმნება, რომ ისინი მოხუცებულთა კეთილმოწყობილ თავშესაფარში იმყოფებიან. ლაპარაკია სხვა ქალაქში გადასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე კაცს უნდა, ქალი კი ეწინააღმდეგება. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი დიალოგია. კაცის არგუმენტები შემდეგია: უსაფრთხოება, მომავლის იმედი, შანსი – გაზარდონ ბავშვები როგორც უნდათ, დროის დიდი ნაწილი დაუთმონ მათ და ასე შემდეგ. ქალი კი ეუბნება: "ეს გარედან ჩანს ასე, თორემ ხომ ვიცით, რომ იქ გადასულებს ერთმანეთი ძალიან მალე ბეზრდებათ". ამ არგუმენტს ქალი ამატებს უმიზნო და გამოწვევების გარეშე ცხოვრების უინტერესობას, რაზეც კაცი პასუხობს, რომ არ არსებობს ცხოვრება გამოწვევების გარეშე. ამის პასუხად ქალის რეპლიკით "რა, საპროტესტო ლოზუნგის მოფიქრებას გულისხმობ თუ ქილერობას?" ეს სცენა მთავრდება.

      რამდენიმე ათეული ასეთი რუტინული, ნაცნობი სცენაა აღწერილი. შეიძლება ზოგიერთი რუტინული არც არის. მაგრამ ყოველ სცენაში არის მცირე გაურკვევლობა "გადასვლასთან" ან "სადღაც ყოფნასთან" დაკავშირებით. ასევე, არის რამდენიმე სცენა, სადაც "დაბრუნებაზე" და ამ დაბრუნების სირთულეებზეა ლაპარაკი. აღწერილი ვითარებები ოდნავ ცხადი ხდება საპარლამენტო დებატების აღწერისას, რომელიც რეზერვაციის გაუქმებას ეხება. "დახურვის" მომხრეების არგუმენტია, რომ რეზერვაციაში ყოფნის მსურველების რიცხვი იზრდება, "გარეთ" მყოფებისა კი მცირდება, რასაც უპირისპირდება სტატისტიკით დასაბუთებული მოსაზრება, რომ რეზერვაცია ჯერაც დადებითად მოქმედებს ეკონომიკის განვითარებაზე და ქვეყნის ბედნიერების ინდექსზე. შემდეგი სცენაა გაკვეთილი სკოლაში, სადაც საზოგადოების მოწყობაზეა ლაპარაკი. ირკვევა, რომ ლაპიჰაგენში არსებობს რეზერვაცია, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადავიდეს საცხოვრებლად და უზრუნველად გაატაროს იქ მთელი სიცოცხლე. ერთადერთი, რაც იქ გადასვლის მსურველებს ევალებათ, სოციალური მოძრაობის წარმოებაა. ბუნდოვანია, რას ნიშნავს ეს ვალდებულება. ცხადია, რომ რეზერვაცია რაღაც დიდი "ჰაიდ-პარკის" მსგავსია, ოღონდ, საკუთარი ("გარედან" შესული, მაგრამ მაინც) ეკონომიკით და სოციალური სტრუქტურით.

      საინტერესოა ამ ქვეყნის სასკოლო განათლების სტრუქტურა: ბავშვები ერთსა და იმავე სკოლებში დადიან სკოლები ყველგანაა, როგორც რეზერვაციაში, ასევე, მის გარეთ. სასწავლო გეგმა უნიფიცირებულია. სკოლის დამთავრების შემდეგ მოზარდი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას სად უნდა ცხოვრება. თუმცა, როგორც წესი, ამ გადაწყვეტილებას ლაპიჰაგენის მცხოვრებლები 30 წლამდე არ იღებენ. შემდეგი სცენა ისევ დემონსტრაციაა. ოღონდ პოლიციელების თვალით დანახული. ორი მაღალჩინოსნის საუბრიდან ირკვევა, რომ ეს "ისევ" რეზერვაციიდან გამოსული ტალღაა, რომ ამ ბოლო დროს "რაღაც იმატა" ამ გამოსვლებმა და რომ პოლიცია ნელ-ნელა, მართალია, ჯერჯერობით შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც კონტროლს კარგავს. მთელ წიგნში ასეთი ნახევრად ბუნდოვანი აღწერები და მინიშნებებია. ჩანს, რეზერვაცია შექმნილია სოციალური მოძრაობებისათვის, რომელშიც სოციალურად აქტიური ხალხი ცხოვრობს, ხოლო რეზერვაციის გარეთ მოსახლეობა სხვა "ჩვეულებრივი" საქმეებითაა დაკავებული. ჩანს ისიც, რომ რაღაც პერიოდი ეს რეზერვაცია წარმატებით ფუნქციონირებდა როგორც შიგნით, ასევე გარეთ. ბოლო დროს კი დაიწყო "გარეთ" გამოხეთქვა და არსებული წესრიგი შეირყა.

      საინტერესოა რეზერვაციის შიგნით და გარეთ არსებული წესები: მაგალითად, შიგნით ყველაფერია დაშვებული – მკვლელობების ჩათვლით, ოღონდ, მკვლელმა სასამართლოზე უნდა დაასაბუთოს, რომ ეს მკვლელობა (ან, ნებისმიერი დარღვევა/დანაშაული) იდეოლოგიური მოსაზრებითაა ჩადენილი და არა გრძნობის ან ანგარების გამო. თუკი მკვლელმა (კანონდამრღვევმა) ეს დაასაბუთა, მას ათავისუფლებენ, თუ არადა (რეზერვაციის მოსამართლეებს დოქტორის ორი ხარისხი აქვთ – სოციალურ მეცნიერებებსა და იურისპრუდენციაში), რეზერვაციის გარეთ სამართალდამცავებს გადასცემენ და მათ "ჩვეულებრივი" კანონებით ასამართლებენ. რეზერვაციაში თავიანთი გმირები და ანტიგმირები ჰყავთ. მაგ., ერთ-ერთი გმირია 70 წლის ანდრე, რომელმაც 23 კაცი მოკლა, მაგრამ ყველა სასამართლოზე დაასაბუთა, რომ ეს მკვლელობა იდეოლოგიური შეუთავსებლობის შედეგი იყო. ცხადია, ინტელექტუალობა რეზერვაციაში თვითგადარჩენის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ანტიგმირები კი ისინი არიან, ვინც ჩაიდინა მკვლელობა და ვერ დაასაბუთა მისი იდეოლოგიურობა, ვინც გადასცეს რეზერვაციის გარეთ სამართალდამცავებს. ისინი ლაპიჰაგენიას ისტორიაში მოღალატეების და უბრალოდ "სულელების" სახელით არიან ცნობილი. საინტერესოა ერთ-ერთი ანტიგმირის შვილის ფსიქოლოგიური პორტრეტი, რომლიც ცდილობს, გმირი გახდეს – ჩაიდინოს მკვლელობა. საბოლოოდ, მას ეს არ გამოსდის. ცხადი ხდება, რომ მისთვის იდეოლოგიები ვერა და ვერ გახდა შეგრძნების წყარო. უფრო პირიქითაა. საბოლოოდ, ის თავის შეყვარებულთან ერთად ტოვებს ლაპიჰაგენიას. თუმცა, მისი შეყვარებული ბოლო მომენტში უარს ამობობს "გასვლაზე" და რეზერვაციაში ბრუნდება. სენტიმენტალური და ზედმეტად იდეოლოგიური სცენაა. წიგნში მისი არარსებობით ტექსტი არაფერს დაკარგავდა.

      ამ წიგნის წაკითხვა ნამდვილად ღირს. რაღაცით ის გვაგონებს "იურული პერიოდის პარკს", თუმცა, ამავე დროს, შეიძლება აღვიქვათ, როგორც პაროდია თანამედროვე დემოკრატიებზე; პაროდია იმ ზღვარზე, რომელიც გავლებულია გამოხატვის თავისუფლებასა და სახელმწიფოს უსაფრთხოებას შორის. მაგრამ, ამავე დროს, ეს წიგნი უფრო ღრმა პრობლემასაც ეხება. პირობითად ამ პრობლემას ინტელექტუალობის ფასი შეიძლება დავარქვათ. წიგნში მთავარი შეკითხვაა: სანამდე უნდა და შეიძლება გავყვეთ შინაგანი სამყაროს შენარჩუნების გზას? ეს კითხვა ძალიან პოპულარული იყო XX საუკუნის 60-იან წლებში.

ნახვა: 214

ტეგები: diary, post, qwelly, ბლოგი, დღიური, იდეოლოგია, სტატია, ჩანაწერი

Ann: ოქტომბერი 3, 2015||10:42pm

ფოტო ისე მომწონს დანარჩენი არ მაინტერესებს :))

Kakha: ოქტომბერი 3, 2015||10:57pm

ანა უტოპიური ფოტოები მოგწონს? )) კი მაგარი რაღაცაა :D 

Ann: ოქტომბერი 3, 2015||11:00pm

ასე გამოდის Kakha :D:D

Kakha: ოქტომბერი 3, 2015||11:01pm

გიწონებ არჩევანს :DD მეც მომწონს :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

გველის ტყავი გველის მაგივრად

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ნოემბერი 21, 2019.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ერთხელ ყვავილოვან მდელოზე დავსეირნობდით მე და ჩემი პაწია მზეები. მე მათ ვასწავლიდი, თუ როგორ უნდა…

გაგრძელება

ობიექტური სასამართლოს მოლოდინის ხმაური, ექიმი საოკუპაციო ტყვეობაში და რეფინანსირება და თბილისი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2019.
საათი: 11:44pm 0 კომენტარი

      სასამართლო საინფორმაციო ობიექტივის ფოკუსში იყო. ბევრ საქმეს შორის, რომელიც დღეს იმართებოდა, განსაკუთრებით აქტუალური და ხმაურიანი იყო, მოლოდინისამებრ, 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა სასამართლო.…

გაგრძელება

კვლევა ცხელ კვალზე, აქციის შედეგები და დაკავებულების სასამართლო, ექიმი ოკუპაციურ ტყვეობაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 19, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      პიკეტირების, ბოქლომების, ქვიშებისა და შეშის აქციები არ აპირებენ დასრულებას, თუმცა სამუშაო კვირა უფრო მშვიდი და ნაკლებ ხმაურიანი გამოდგა, როგორც მოსალოდნელი იყო, პრინიპში. მაგრამ ამ სიჩუმეში,…

გაგრძელება

პარლამენტის პიკეტირება და კარვობანა რუსთაველზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 18, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      კვირით დაწყებული აქციები ორშაბათსაც გაგრძელდა და პიკეტირებული პარლამენტი სპეცრაზმით გათავისუფლდა - ცხადია დღის მთავარი თემა ეს იყო და რა თქმა უნდა, ახსენებდნენ პრორუსობისა და რუსეთუმეობის…

გაგრძელება

Qwelly World

free counters