დავიწყებული იდეა

აწმყო, შობილი წარსულისაგან

       (პროსპექტი) მე-4 საუკუნის 30-იან წლებში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა საქართველოში. აქედან იწყება ქართული მწიგნობრობის ისტორიაც. მართალია, „ქართლის ცხოვრება“ გვაუწყებს, რომ ქართული დამწერლობა ძველი წელთაღრიცხვით მე-3 ასწლეულში შეიქმნაო, მაგრამ ჯერჯერობით ამის უშუალოდ დამადასტურებელი დოკუმენტი არ აღმოჩენილა. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში, ახლა კი იმას მივხედოთ, რაც არსებობს და რაც ხელთ გვაქვს.
რაკი ქართული მწერლობის წარმოქმნა ქრისტიანობის წყალობით მოხდა, ბუნებრივია, რომ პირველი ლიტერატურული თხზულებანი ჰაგიოგრაფიის ჟანრს ეკუთვნის. თითქმის ექვსი საუკუნის მანძილზე ქართული მწერლობა სუფთა საეკლესიო ხასიათს ატარებს. მწერლები ორი - ჰაგიოგრაფიით და ჰიმნოგრაფიით - არიან გატაცებული. ერთი მხრივ, იწერება ქრისტიან წმიდანთა და წამებულთა ცხოვრება, და, მეორე მხრივ, ქრისტესა და ღმრთისმშობლის სადიდებელი საგალობლები.
ამ პერიოდში შეიქმნა იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“ - პირველი ქართული მოთხრობა, რომლითაც იწყება ჩვენი სიტყვაკაზმული ლიტერატურის ისტორია, ანონიმის „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“, იოანე საბანისძის „აბოს წამება“, ბასილ ზარზმელის „სერაპიონის ცხოვრება და მოქალაქეობა“, გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ და სხვანი მრავალნი. ამ პერიოდშივე მოღვაწეობდნენ ჰიმნოგრაფოსებიც: იოანე მინჩხი, იოანე მტბევარი, მიქაელ მოდრეკილი და სხვანი, დიდნი თუ მცირენი, რომელთაც მტკიცე საფუძველი ჩაუყარეს ქართულ სალექსო კულტურას.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პერიოდში ქართული კულტურის ცენტრები ჩნდება უცხოეთშიც, კერძოდ, პალესტინაში, სინას მთასა და საბერძნეთში, ათონზე. მიმდინარეობს აქტიური მთარგმნელობითი საქმიანობა. თუ, ერთი მხრით, ქართული მწერლობა მდიდრდება ბერძენი, არაბი, ასური, სომეხი მოღვაწეების ნააზრევით, მეორე მხრით, ქართულ აზრს ეცნობიან უცხოელები.
       საერთო ქრისტიანული მოძღვრების საფუძველზე ქართულ სასულიერო მწერლობაში მუშავდება წარმოდგენა ადამიანზე და მის დანიშნულებაზე. ამქვეყნიური არსებობა, წუთისოფელში ყოფნა მომზადებაა იმქვეყნიური არსებობისათვის, ზესთასოფელში ცხოვრებისათვის. ეს აზრი ყველაზე მკაფიოდ გამოთქმულია „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“, სადაც უდიდეს ადამიანურ სიქველედ მიჩნეულია შრომა და არა განყენებული ჭვრეტა ღმერთისა. ღმერთმა ჩანერგა ადამიანში შემოქმედის სული. იგი კაცმა შრომით უნდა გამოხატოს, უდაბნოს სამოთხედ ქცევით უნდა გამოავლინოს.
მე-12 საუკუნეში, სასულიერო მწერლობის გვერდით, თანდათანობით ჩნდება საერო მწერლობაც. ამ ორი სახის მწერლობის გარდამავალ თუ შემაერთებელ ხიდად ისახება დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“. ეს ჰიმნი საძირკველს უყრის ქართულ ჰუმანიზმს. „გალობანი სინანულისანში“ ადამიანი გარკვეული იდეის გამომხატველი სქემა არ არის. იგი სისხლითა და ხორცით სავსე არსებაა. არც ცოდვაა მისთვის უცხო და არც - მადლი. ჰიმნში ადამიანის არსებას წარმართავს მიწიერი ტკივილი და ზეციური ლტოლვა.
ქართული საერო მწერლობის უმაღლესი გამოვლენა „ვეფხისტყაოსანია“. ამ რთული და მრავალპლანიანი ნაწარმოების სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას იძლევიან მკვლევარები. მაგრამ უპირატესად უნდა მივუთითო იმას, რომ „ვეფხისტყაოსანით“ ქართულ მწერლობაში შემოვიდა სრულიად ახალი ტიპის ადამიანი - ავთანდილი. იგი ახერხებს თავის არსებაში თანაბრად და უკონფლიქტოდ შეათავსოს სულიერება და ხორციელება. სულიერება არ ართმევს მას ქმედების უნარს, არ ხდის მხოლოდ მჭვრეტელად, ხოლო ხორციელება ერთი წუთითაც არ ავიწყებს ადამიანის ზნეობრივ დანიშნულებას - სიყვარულით განახორციელოს ამ ქვეყნად კეთილის სუფევა.
       თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ვეფხისტყაოსანმა“ ქართული სახარების მნიშვნელობა შეიძინა, ხოლო მისი ავტორი - შოთა რუსთაველი - ქართველთათვის იმავე როლს ასრულებს, რასაც დანტე იტალიელებისათვის ან სერვანტესი - ესპანელებისათვის.
მწერლობის ამგვარი აღორძინების შემდეგ სავალალო მდგომარეობა იქმნება. მე-13 საუკუნეში მონღოლთა შემოსევის შედეგად ემხობა საქართველოს სამეფო. პოლიტიკურ-სამხედრო კრახს კულტურული მარცხიც მოჰყვა. თითქმის ოთხი საუკუნის მანძილზე, მე-13-დან მე-17-მდე, ჩვენში არაფერი დაწერილა. ყოველ შემთხვევაში, მწერლობის ერთი ფურცელიც არ მოგვეპოვება. ეს ქართული მწერლობის შავი ხანაა. ამგვარი კულტურული კატასტროფის ახსნა არ შეიძლება მხოლოდ ომებითა და შემოსევებით, თუნდაც ისეთი სასტიკით, როგორიც იყო თემურლენგის ლაშქრობანი. მისაგნებია და მოსაძებნი უფრო ღრმა შინაგანი მიზეზი.
მე-17 საუკუნეში ხელახლა ცოცხლდება ქართული მწერლობა, რის გამოც აღორძინების, განახლების ხანად მონათლეს. მე-17-18 საუკუნეების მწერლობიდან განსაკუთრებულ ყურადღებას სამი კაცი იპყრობს - სულხან-საბა ორბელიანი, დავით გურამიშვილი და ალექსანდრე ამილახვარი. ს. ს. ორბელიანი, მწერლობის გვერდით, დიპლომატიურ საქმიანობასაც ეწეოდა. ვახტანგ VI დავალებით იგი ევროპაში მოგზაურობს. ეძებს მოკავშირესა და დამხმარეს თურქული და სპარსული აგრესიის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, მისმა მისიამ უშედეგოდ ჩაიარა. ევროპამ გულგრილად და უგულისყუროდ შეხედა საქართველოს ბედს. მაგრამ ამ მოგზაურობამ, კულტურის თვალსაზრისით, კეთილი ნაყოფი გამოიღო. ს. ს. ორბელიანმა განმანათლებლობის ეპოქის იდეები შემოიტანა საქართველოში.
       ჩვენში განმანათლებლობის ტიპიური წარმომადგენელი დ. გურამიშვილია. მის შემოქმედებაში განათლების კულტი სუფევს. მაგრამ არის ძირეული განსხვავებაც. თუ ევროპული განმანათლებლობა რელიგიას სკეპტიკურად უყურებდა და ათეიზმს ეტრფოდა, დ. გურამიშვილი რელიგიურობას ათავსებს განმანათლებლობასთან. მისთვის რწმენა ხელს არ უშლის ცოდნას. განსაკუთრებით მძლავრად ევროპეიზმის გავლენა იგრძნობა ალ. ამილახვარის შემოქმედებაში. მისი „ბრძენი აღმოსავლეთისა“ დაწერილია მონტესკიეს „კანონთა სულის“ გავლენით. დ. გურამიშვილისა და ალ. ამილახვარის შემოქმედება (აგრეთვე ი. ბატონიშვილის „კალმასობა“) მოწმობს იმას, რომ მაჰმადიანურ ჩიხში მოქცეული ქართული აზროვნება თავს აღწევს იზოლაციას და თავისუფლდება. ამის წყალობაა ის, რომ მე-19 საუკუნის მწერლობა, განსაკუთრებით პოეზია (ალ. ჭავჭავაძე, გრ. ორბელიანი, ვ. ორბელიანი, ნ. ბარათაშვილი), არსებითად თავისუფალია აღმოსავლური მოტივებისაგან.
        ჩვეულებრივ მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის პოეტებს იმ ლიტერატურულ მიმართულებას მიაკუთვნებენ, რომელსაც რომანტიზმს უწოდებენ. მართლაც, მათი პოეზიის ფიქრის საგანია პიროვნების თავისუფლება, ბუნების ტრფობა, სიყვარული. ემატება აგრეთვე ეროვნულ თავისუფლებაზე ჩივილი, რამეთუ საქართველო იმ დროს კოლონიური ქვეყანაა. მაგრამ ქართველ რომანტიკოსებს არ ახასიათებთ ირონიულობა, რაც, საერთოდ, ნიშანდობლივი იყო ამ მიმართულების მწერლებისათვის (მაგალითად, გერმანელი რომანტიკოსებისათვის). საერთოდ უნდა ითქვას, რომ ირონიულობა ქართულ პოეზიაში გვიან, მე-20 საუკუნეში გაჩნდება (ჯერ ქართველი სიმბოლისტები, დღეს კი - ტ. ჭანტურია, ვ. ჯავახაძე და სხვა). მიუხედავად იმისა, რომ მეთვრამეტე საუკუნეშიაც და მეცხრამეტეშიც არსებობდა მძაფრი სატირული პოეზია (ბესიკი, ილ. ჭავჭავაძე, აკ. წერეთელი).
        მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის მწერლობა - ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი და სხვანი - ძირითადად ერთი პრობლემის - თავისუფლების - გარშემო მსჯელობს. მაგრამ თავისუფლება განიხილება კომპლექსურად - პიროვნული, ეროვნული, სოციალური თვალსაზრისით. შეუძლებელია პიროვნული თავისუფლება, თუ ადამიანი არ არის თავისუფალი ეროვნულად და სოციალურად.
არ იქნებოდა სიმართლე, თუ არ ვიტყოდით იმასაც, რომ უკვე მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ილია ჭავჭავაძეს შემოაქვს როგორც სოციალური („ოთარაანთ ქვრივი“), ისე ფსიქოლოგიური გაუცხოების („სახრჩობელაზე“) საკითხები. ამით იგი გზას უკაფავს მე-19 საუკუნის ბოლო და მე-20 ასწლეულის პირველი მეოთხედის მწერლობას. სოციალური გაუცხოების პრობლემა ფართოდ და ღრმად დაისმის ჯერ დავით კლდიაშვილის შემოქმედებაში, შემდეგ კი - ნიკო ლორთქიფანიძის („დანგრეული ბუდეები“), მიხეილ ჯავახიშვილის („ჯაყოს ხიზნები“), კონსტანტინე გამსახურდიას („მთვარის მოტაცება“) პროზაულ თხზულებებში.
        ფსიქოლოგიური გაუცხოების ფართო პანორამას გვიხატავს ვაჟა-ფშაველა თავის პოემებში. ვაჟას პროტაგონისტი მოქცეულია ორ სიმართლეს შორის - პიროვნების სიმართლესა და საზოგადოების სიმართლეს შორის. ეს ორი სიმართლე არ თანხვდება ერთმანეთს, ვერ ეთვისება ერთმანეთს, რის გამოც პიროვნება მოკვეთილია საზოგადოებისაგან. იგი მარტოა. მარტოობაა მისი ხორციელი დაღუპვის მიზეზი, მაგრამ, ამავე დროს, იგია (მარტოობა) მისი ძალაც და სულიერი გამარჯვების საფუძველიც. ვაჟასთან პიროვნება ყოველთვის მართალია, რამეთუ იგია შემოქმედებითი საწყისის მატარებელი, ხოლო მტყუანია საზოგადოება, რადგან იგი ცხოვრებისეული რუტინის დამცველია.

ნახვა: 464

ტეგები: Qwelly, blog, ბლოგი, ჩანაწერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მოჯანსაღებული კორონა და თითქმის დამეგობრებული ოპოზიცია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2020.
საათი: 10:54pm 0 კომენტარი

      გასული კვირა 90 ათასის ფარგლებში დავასრულეთ - დღევანდელი მონაცემი კი 100 000-ს გასცდა - ცხადია, როგორც მიხვდით ეს კორონას ამბავია. დღის მთავარი თემა კლავ პანდემიამ ჩაიგდო ხელთ. ორდღიანი გამომზეურება წვიმით შეიცვლებაო ამბობენ და ხვალ და ზეგ, ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. კორონა ვირუსის ქართულ-მოქალაქეობრივი სტატისტიკა - 111818 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 92215, გარდაცვლილი - 1051, კარანტინში - 2102. დოლარი 3.3193 ლარი…

გაგრძელება

პარკიპელაგი - მოტივტივე კუნძულები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 22, 2020.
საათი: 10:52pm 0 კომენტარი

      მთელს მსოფლიოში, უამრავი კუნძულია, რომლის ყიდვაც შეგიძლია და დასახლება, მაგრამ ზოგჯერ გამოუსაგარი და შეუძლებელი ხდება კუნძულზე ცხოვრება. ოცნებების ასასრულებლა კი კოპენჰაგენში ხელოვნური კუნძულები შექმნეს, რომელსაც სადაც გინდა იქ წაიღებ. მოტივტივე კუნძულების პარკი სულ მალე გაიხსნება კოპენჰაგენის ნავსადგურში. დანიურმა კომპანიამ, სტუდიო ფოკსტროტმა (Studio Fokstrot) და ავსტრალიელმა არქიტექტორმა მარშალ ბლეჩერმა (Marshall Blecher) მოიფიქრეს…

გაგრძელება

პოპულარობა ტერორიზმით, მეორე ტური და ელჩობა ოპოზიციაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2020.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

      ერთ კვირაში შემოდგომაც მიილევა. მიწურულს კი თოვლმა გაამშვენა წითელი ფოთლების ფრენა და ნარნარი. კორონასგან მიყენებული ლეტალური ზიანი არ კლებულობს, ინფიცირებულების რაოდენობაც იზრდება. ხვალ ისევ არჩევნებია და ოპოზიცია ისევ უარზეა. ტერორიზმი კი უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ვირუსი სტატისტიკა - 96860 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 77932, გარდაცვლილი - 894, კარანტინში - 2226. დოლარი 3.3073 ლარი ღირს.

საქართველოს და მსოფლიოს…

გაგრძელება

არჩევნები უკორიდოროდ იქნება, დღგ დაბრუნდება და თოვლიც უფრო მოიმატებს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 19, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      პირველი თოვლით დავსაჩუქრდით ნოემბერში - თბილისში უკვე ჩამოთოვა, ჯერ მხოლოდ წავკისსა და წყნეთში, მაგრამ ალბათ მალე რუსთაველზეც მოთოვს. იქამდე კი აქციებით დაიფარება ეს ქუჩა - ამას პროგნოზირებენ ოპოზიციონერები. იცოდით რომ კეთილდღეობით ვცხოვრობთ? - საქართველომ 2020 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“ შეფასების 100%-იანი შკალიდან 61.8% მიიღო და სარეიტინგო პოზიცია 53-ე ადგილზე შეინარჩუნა. ვირუსი სტატისტიკა - 93092 კოვიდ დადასტურებული, აქედან…

გაგრძელება

Qwelly World

free counters