ლანჩის შემდეგ ერთი საათი უნდა დაისვენო, თქვა მან და ოთახიდან გავიდა.
ის გამოუსწორებელი იყო! სიკვდილამდე გაუმეორებდა ლეოს: ლანჩის შემდეგ ერთი საათი უნდა დაისვენო, რადგან ეს ერთხელ ექიმმა ურჩია. ის გამოუსწორებელი იყო: მუდამ ზედმიწევნით ასრულებდა ექიმის რჩევებს. ასეთი საოცარი, ღვთაებრივი სისადავე და უბრალოება მასავით არავის ჰქონდა მიმადლებული. ის საქმიანი ადამიანი იყო და მუდამ წინ მიიწევდა, პიტერი და ლეო კი ჩხუბებში დროს უქმად კარგავდნენ. რიჩარდმა თემთა პალატაში თითქმის მიზანს მიაღწია. თავის თურქეთსა და ალბანელებზე ზრუნავდა. ლეო სოფაზე დააწვინა და ბუხრის თავზე ყვავილები დაუწყო, თავად კი წავიდა. ვიღაც კი იტყოდა: ლეო ძალიან ჩაფქრებულიაო. ლეოსთვის ეს ვარდები უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე თურქების პრობლემები. ტანჯული დევნილები სიცივით იხოცებოდნენ, სისასტიკისა და უსამართლობის მსხვერპლნი ხდებოდნენ (ბევრჯერ მოუსმენია, როგორ ლაპარაკობდა რიჩარდი ამ საკითხზე). თურქების (თუ ალბანელების?) პრობლემები არ აინტერესებდა.

    რიჩარდი უკვე თემთა პალატაში იყო, თავის კომიტეტში. ლეოს ყველა პრობლემა მოუგვარა და წავიდა. მაგრამ არა... სამწუხაროდ, ასე არ იყო. მან ვერ გაუგო ლეოს. ვერ გაიგო, რატომ არ სურდა ელი ჰენდერსონის წვეულებაზე დაპატიჟება. რაკი რიჩარდი ასე იჟინებდა, მაინც დაპატიჟებდა იმ ელი ჰენდერსონს. როცა ბალიში და პლედი მოუტანა, მორჩილად დაწვა. მაგრამ, მაგრამ... რაღაც არ ასვენებდა. ვერ ხვდებოდა, რატომ დასევდიანდა ასე? რატომ იყო ასე უსაზღვროდ სასოწარკვეთილი და უბედური?

   ეს ამბავი კარგა ხნის წინ მოხდა. იქნებ იმიტომ, რომ კილმანი და ელიზაბეთი ოთახში იყვნენ ჩაკეტილი? არა... ეს რეალობა იყო. ეს რაღაც უსიამოვნო შეგრძნება, ალბათ, ადრეც განუცდია. იქნებ ამ დილით პიტერმა რაღაც უთხრა? იქნებ მისმა სიტყვებმა უფრო გაუმწვავა ის სევდა და ტკივილი, რომელიც ლეომ მაშინ იგრძნო, როდესაც თავის ოთახში ქუდი მოიხადა? იქნებ რიჩარდმაც უთხრა რაღაც... პიტერმა და რიჩარდმა წვეულების გამო ძალზე უსამართლოდ დასცინეს! სწორედ ამიტომ გრძნობდა თავს ლეო ასე ცუდად! სწორედ ამიტომ!   

ნახვა: 430

ტეგები: Qwelly, ბლოგი, პოსტი, ჩანაწერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კანონიერების გამოკვლევა, დაპირისპირება დმანისში და ბერობიდან განყენება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2021.
საათი: 11:16pm 0 კომენტარი

      უპირველესად გილოცავთ ღმრთისმშობლის შობას. დღის მთავარი პოლიტიკური ამბები კი უკავშირდება საარჩევნო დებატებს. დღეს მეინსტრიმში იყო ასევე სისხლიანი ბანერები, დმანისში არეულობა, ფარული ჩანაწერების კანონიერება თუ უკანონობა, მგზავრობა თბილისში და სივერაგე ოკუპაციაში. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1163 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 21 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

ბილბორდების ბედი, საიას სარჩელი და ფარული საქმის კომისია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      სანამ არჩევნები არ ჩატარდება, მოგვიწევს ასეთი ამბები ავიტანოთ - ჩანაწერები და მიყურადებები, კომპრომანტების გამოქვეყნება და მერე მათზე კომენტარები, ახალი გამოძიებები და ასე წრეზე სიარული. დღეს ბილბორდების თემაც აქტუალური იყო - ე.წ. სისხლიანი ბილბორდები. ასევე მეგის ქარდავა და საიას სარჩელი. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1099 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 20 სექტემბერი,…

გაგრძელება

თითებზე ასხმული ქალაქები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 19, 2021.
საათი: 10:24pm 1 კომენტარი

      დიდი ხანია ოქრომჭედელი არ ყოფილა ჩვენი ბლოგის სტუმარი. დღეს ოლა შეხტმანი (Ola Shekhtman) უნდა გავიცნოთ. ოლას უყვარს მოგზაურობა და მოგზაურობისას, ამა თუ იმ ქალაქის სუვენირების შეგროვება. ერთხელაც გადაწყვიტა რომ თავად შეექმნა მუდმივი თანამგზავრი სუვენირი. ქალაქში ჩასვლისას, ოლა ფართო პეიზაჟებს აკვირდება, სწავლობს, ხატავს და ერთ სიბრტყეზე გადააქვს. შემდეგ იწყება ყველაზე რთული. თითოეული მისი ბეჭედი ხელით არის დამუშავებული, დახერხილი,…

გაგრძელება

ექსტრადირების ამბავი, კოკაინი და მიყურადება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2021.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება კოვიდის მეხუთე ტალღაზე საუბარი და შესამზადებლად ვაქცინაციის წახალისება. დღის მთავარ ამბებში კვლავ საარჩევნო „სისუფთავეა“, ასევე ფარული ჩანაწერები ნელ-ნელა გამომზეურება მტყუან-მართლის გარკვევის პარალელურად. მეგის ქარდავას ექსტრადაცია განხორცილდება. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

Qwelly World

free counters