Der, Heidegger, Kunstwerkes, Martin, Qwelly, Ursprung, des, დასაბამი, ექსკლუზივი, მარტინ, მარტინ ჰაიდეგერი, haidegeri, xelovneba, dasabami xelovnebis qmnilebisa დასაბამი ხელოვნების ქმნილებისა, მეტაფიზიკა, მუნყოფიერება, ფილოსოფია, ქმნილებისა, ხელოვნების, ჰაიდეგერი

დასაბამი ხელოვნების ქმნილებისა

      დასაბამი აქ იმას ქვია, საიდანაც და რისი მეოხებითაც საგანი არის ის რაც ის არის. მას რაც რაღაც არის, როგორც ის არის, ჩვენ არსებას ვეტყვით. რაღაცის დასაბამი არის მისი არსების წარმომავლობა. შეკითხვა ხელოვნების ქმნილების დასაბამზე კითხულობს მისი არსების წარმომავლობის თაობაზე. ჩვეულებრივი წარმოდგენის თანახმად ქმნილება (Werk) წარმოდგენა ხელოვანის საქმიანობიდან და ამ საქმიანობის შედეგად, მაგრამ რისი მეოხებით და საიდან არის ხელოვანი ის რაც ის არის? ქმნილების მეოხებით რადგაც ოსტატს ქმნილება წარმოაჩენსო შემდეგს მოასწავებს: მხოლოდ ქმნილება აძლევს დასაბამს ხელოვანს ვიტარცა ხელოვნების ოსტატს. ხელოვანი არის ქმნილების დასაბამი. ქმნილება არის ხელოვანის დასაბამი ისინი ერთი მეორის გარეშე არ არსებობენ, მაგრამ ცალ-ცალკე ვერც ქმნილება წარმოშობს ხელოვანს და ვერც ხელოვანი ქმნილებას. ხელოვანი და ქმნილება, თითოეული შინაგანად და მათს უერთიერთმიმართებაში მესამის მეოხებით არსებობენ; შესაძლოა ეს მესამე ხელოვნება, პირველიც კი არის, რადგან სწორედ ხელოვნებაა ის საიდანაც ხელოვანს და ხელოვნების ქმნილებას ტავიანთი სახელები მიუღიათ.

      მართალია აუცილებლობითააა განსაზღვრული ის რომ ხელოვანი სხვა სახითაა ქმნილების დასაბამი ვიდრე ქმნილება არის დასაბამი ხელოვნებისაა, მაგრამ ასევე უეჭველია ისიც რომ კიდეც უფრო განსხვავებული სახიტ თვითონ ხელოვნებაა ერტისა და იმავე დროს როგორც ხელოვანის ისე ქმნილების დასაბამი, მარგამ საერთოდ ძალუძს კი ხელოვნებას იყოს დასაბამი? სად ჰგიებს და როგორ ჰგიებს ხელოვნება? იგი რომ ცარიელი სიტყვაა რომელსაც არაფერი ნამდვილი არარ შეესატყვისება.

      ხელოვნება შეიძლება ჩაითვალოს კრებითს წარმოსდგენად რომელშიც შეგვაქვს ყოველივე ის რასაც მხოლოდ ხელოვნებისმიერი სინამდვილე აქვს: ქმნილებები და ხელოვანები. სიტყვა ხელოვნებას იქნებ უფრო მეტი რარაცის აღვნიშვნაც აკისრია, ვიდრე ეს არის კრებიტი წარმოდგენა მარგამ ის რაც ამ სიტყვაში იგულისხმება ასეთ მეტი რამის აღმნიშვნელად ყოფნას, ისევ ხელოვანტა და ქმნილებათა სინამვილის საფუძველზე თუ შეიძლება, ან ეგების საქმე პირიქითაა? ქმნილება და ხელოვანი ხომ არ ჰგიებენ მხოლოდ იმდენად,მ რამდენადაც არსებობს ხელოვნება, ვიტარცა მატი დასაბამი? არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ გადაიჭრება ეს საკითხი, ხელოვნების ქმნილების დასაბამზე კითხვა მაინც ხელოვნების არსების შესახებ შეკიტხვად გადაიქცერვა. მიუხედავად იმისა, რომ გადაუჭრელია საკითხი იმის თაობაზე თუ საერთოდ რა არის ხელოვნება და როგორია იგი, ჩვენ მაინც შევეცდებით ხელოვნების არსება იქ მოვძებნოთ სადაც იგი უეჭველად ნამდვილად მეუფებს ხელოვნება დაუნჯებულია ხელოვნების ქმნილებაში. მაგრამ რა არის ხელოვნების ქმნილება და როგორ არსებობს იგი? თუ რა არის ხელოვნება ეს ქმნილებიდან უნდა დავასკვნათ ხოლო ქმნილება რა რის ამის წვდომას ჩვენ მხოლოდ ხელოვნების არსებიდან შევძლებთ. ყველა ადვილად ამჩნევს რომ წრეში ვტრიალებთ ჩვეულებრივი განსჯა ამ წრის თავიდან მოცილებას მოითხოვს რადგან იგი ლოგიკის წინაშე სცოდავს. ფიქრობენ რომ ხელოვნების რაობის გამოყვანა შესაძლებელია არსებული (Vorhanden) ხელოვნების ქმნილებეთა შედარებითი განხილვის გზითო, მაგრამ რამ უნდა დაგვარწმუნოს იმაში რომ ასეთ განხილვას ნამდვილად უდევს საფუძვლად ხელოვნების ქმნილებანი, თუკი წინასწარ არ ვიცით რა არის ხელოვნება? ხელოვნების არსება ისევე არ მიიღება არსებული ხელოვნების ქმნილებათა ნიშნების შეგროვების შედეგად, როგორც იგი არ მოითხოვება უფრო მაღალ ცნებათაგან გამოყვანის გზით; ვინაიდან ამ გამოყვანასაც იმტავითვე უკვე მხედველობაში აქვს ის განსაზღვრებანი რომელინიც საკმარისი უნდა აღმოჩნდეს იმისათვის რათა წარმოგვიდგინოს ის რასაც წინდაწინვე მივიჩნევდით ხელოვნების ქმნილებად, მაშასადამე ერთნაირად შეუძლებელია როგორც ის რომ არსებულთაგან შერჩეულ იქნეს ქმნილებები ასევე ისიც რომ ისნი ძირითად დებულებათაგან გამოვიყვანოთ ასეთ რამის ჩადენა ტავის მოყუება იქნებოდა. ამრიგან ჩვენ უნდა შევასრულოთ წრიულო სვლა, ეს არც შეჭირვებაა და არც ნაკლი, თუ ვიგულისხმებთ რომ აზროვნება ხელობაა მაშინ ამ გზაზე შედგომა აზროვნების სიმტკიცეს მოასწავებს მასზედ დადგომა კი მის დღესასწაულს. წრე არის არა მხოლოდ მთავარი ნაბიჯი ქმნილებიდან ხელოვნებისაკენ ან ხელოვნებიდან ქმნილებისაკენ არამედ ყველა კერძო ნაბიჯიც რომლეიც წარდგომასაც ვცდით ამ წრეში ტრიალებს.

      ხელოვვნების არსების საპოვნელად, რომელიც დასტურ დაუნჯებულია ქმნილებაში ჩვენ მოვძებნით ნამდვილ ქმნილებებს და თვით მას გამოვიკითხავთ რა არის და როგორ არის თვ ითონ. ხელოვნების ქმნილებები ყველასათვის ცნობილია ხუროთმოძღვრების და სახვითი ხელოვნების ქმნილებათა ნახვა შეიძლებასაზოგადოებრივ მოედნებზე, ეკლესიებში და საცხოვრებელი სახლების კედლებზე, კოლექციებსა და გამოფენებზე განლაგებულია სხვადასხვა ეპოქებისა და ხალხების ხელოვნების ქმნილებანი, თუ ქმნილებებს მათი ხელშეუხები სინამდვილის მიხედვით განვიხილავთ და ჩვენის მხრივ არაფერს მოვარგებთ, მაშინ აღმოჩნდება რომ ისინიც ისე ბუნებრივად არსებობენ (Vorhanden) როგორც ყველა სხვა ნივთი. სურათი ჰკიდია კედელზე როგორც სანადირო თოფი ან ქუდი, მაგ: ვან გოგის ის ნახატი რომელიც გლეხის ერთ წყვილ ყელიან წაღს გამოსახავს გამოფენიდან გამოფენაზე მოგზაურობს, ქმნილებებს ისევე გზავნიან როგორც რურის ქვანახშირსა და შვარცვალდის მერქან, ლაშქრობის დროს ჰოლდერლინის ჰიმნები ზუსტად ისევე ჩაალაგეს ზურგჩანთაში როგორც კარტოფილი სარდაფში, ყველა ქმნილებას აქვს ეს ნივთური Dinghafte. რანი იქნებოდნენ ისინი ამის გარეშე? მარგამ ჩვენ მართლაცდა გვეჩოთირება ქმნილებაზე ეს საკმაოდ უხეში და ზერელე შეხედულება, ქმნილებაზე ამგვარი წარმოდგენები შეიძლება კიდეც ამოძრავებდეს მუზეუმებსა ან საექსპედიციო კანტორათა დამლაგებელ ქალებს, ჩვენ კი საჭიროა ქმნილებები იმგვარად მივიღოთ რაგვარადაც ისინი იმათ ხვდებათ ვინაც მათ განცდის და მათით ტკბება გამოთქმული ესტეტიკური განცდაც კი გვერდს უქცევს ხელოვნების ქმნილების ნივთურს. ხუროთმოძღვრული ქმნილებაში არის ქვისეული. ხის ჩუქურთმაში მერქნისეული ნახატში ფერისეული, ენობრივ ქმნილებაში ბგერისეული მუსიკალურ ქმნილებაში მჟღერი მივთური ისე ურყევადაა ხელოვნების ქმნილებაში რომ უფრორე ის უნდა გვეთქვა რომ ხუროთმოძღვრული ქმნილება არისო ქვიშაში, ხის ჩუქურთმა მერქანში; ნახატი ფერში; ენობრივი ქმნილება ბგერაში ; მუსიკალური ქმნილება მჟღერში. ეს ხომ თავისთავად ცხადი რამეებია შემოგვედავებიან, დიახაც მაგრამ რა არის ეს თავისთავად ცხადი ნივთური ხელოვნების ქმნილებაში? ეს ეგების ფუჭი და თავგზაამბნევია ამის გამოკითხვა, რადგან ხელოვნების ქმნილება კიდეც რაღაც არის ნივთიერ ნივთურისა? ეს სხვა რაღაც, რომელიც მასში არის, ქმნის ხელოვნებისეულს, მარტალია ხელოვნების ქმნილება არის გაკეთებული ნივთი მაგრამ იგი რაღაც უფრო მეტს ამბობს, ვიდრე თითონ შიშველი ნივთი allo agreyei.

      ქმნილება საყოველთაოდ ცნობილს ხდის სხვას, მას ამჟღავნებს; იგი ალეგორიაა, გაკეთებულ ნივთს ხელოვნების ქმნილებაში კიდევ რაღაც სხვა ერწყმის, შერწყმას ბერძნულად ქვია Symballein. ქმნილება არის სიმბობლო ალეგორია და სიმბოლო იძლევა იმ წარმოდგენიტს ჩარჩოებს რომლის თავლსაწიერშიც ოდითგანვე ტრიალებს ხელოვნების ქმნილების დახასიათება, ნივთური არის ხელოვნების ქმნილებაში მხოლოდ და მხოლოდ ის ერტი რარაც რაც ეწევა სხვის გამომჟღავნებას ამ სხვას შერწყმის ხშირად გვგონია რომ ნივტური თითქოსდა ის საძირკველი იყოს რომლშიც და რომლეზეც დაშენებულია სხვა და საკუთრივი და ნივტიერი ხელოვნების ქმნილებისა განა ის არაა, რასაც თვითონ ხელოვანი თვისის ხელობით აკეთებს? ჩვენ გვეწადა ხელოვნების ქმნილების უშუალო და სრული სინამდვილის წვდომა ვინაიდან მხოლოდ ამგვარად ვნახავთ მასში ნამდვილ ხელოვნებასაც, ამისათვის აუცილებელია საკმარისი სიცხადიტ ვიცოდეთ თუ რა არის ნივთი მხოლოდ მაშინ შევძლებთ იმის თქმას ხელოვნების ქმნილება ნივტია, ოღონდ ისეტი ნივთი რომელსაც სხვა რარაც ერწყმის თუ იგი საერთოდ სხვა რაღაცა არის და არა ნივთი.

მარტინ ჰაიდეგერი

ბიბლიოგრაფია:

დასაბამი ხელოვნების ქმნილებისა. თბილისი.1992წ.

"გონი"

ნახვა: 4005

ტეგები: Qwelly, მეტაფიზიკა, მუნყოფიერება, ფილოსოფია, ჰაიდეგერი

ლაშა: ივლისი 13, 2013||10:31pm

ჰოოოოოოოო... ამას ღამით ჩავუჯდეთ :D 

Kakha: ივლისი 13, 2013||10:37pm

კაი, მე მცალია და მერე განხილვა მოვუწყოთ ჰაიდეგერს:D:D:P

ლაშა: ივლისი 13, 2013||11:20pm

თანახმა ვარ ადმინუს :) :D ოღონდ დამავიწყდა დროის გარემოება - ხვალ! :D ხვალ ღამით, თორემ ხვალ დილით ისევ წირვაა ხომ იცი :P :D

Kakha: ივლისი 14, 2013||1:13am

Ok ლაშიუს სეკუნდუს ადმინუს:D:D

ia gelitashvili: თებერვალი 8, 2015||12:53am

ჰაიდეგერის წერილი ჰუმანიზმის შესახებ ხომ არ გაქვთ?

Kakha: ივლისი 5, 2015||9:30am

მარტინ ჰაიდეგერის წერილი ჰუმანიზმის შესახებ და "ნიცშეს სიტყვა ღმერთი მოკვდა" ჯერ ელექტრონული სახით არ არის ))

ლაშა: ივლისი 5, 2015||2:25pm

მაგისთვის ჯერ ვერ მოიცალა ქართულმა ინტელექტუალურმა ელიტამ, უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვთ. ((

Kakha: სექტემბერი 28, 2015||10:57pm

მწარე პასუხი მაქვს მაგაზე, რამდენიმე საუკუნე კიდევ ვერ მოიცლის :D 

papuna: იანვარი 11, 2017||12:44pm

აუ მთლიანი ტექსტი არავის გაქვთ? ან ვაფსჰე სადმე დეევს ელ ვერსია?

თამაზი: თებერვალი 26, 2017||1:19pm

მე ეს მაინტერესებს, რა აზრით ლაპარაკობენ, რომ ჰაიდეგერი მეტაფიზიკის კატეგორიული უარმყოფელი იყო? თუ ეს რეალურად ძველ მეტაფიზიკას ხომ არ ეხება მხოლოდ, რადგან თავად არ ამბობდა, ჩემი ფილოსოფია ღმერთის მოლოდინიაო?!...

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Final Fantasy

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: დეკემბერი 3, 2021.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

As Final Fantasy XIV surges in popularity during the summer months, millions of players who booked the expansion will try to log in to an already crowded server. The game developer warned of the impending overcrowding in a letter to the community. Although the current server has been optimized for a large number of new players and returning players, the lack of available hardware means that new worlds cannot be opened to accommodate a large number of players.

What the company has done…

გაგრძელება

სასამართლო, პარლამენტი და განათლების სისტემური მომავალი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 1, 2021.
საათი: 11:40pm 1 კომენტარი

      ეს ზამთარიც მოვიდა და არც ისე ცივი პირველი დღე გვქონდა. ნიუსებში მთავარი იყო კოვიდ საქართველო, განათლების მინისტრი პარლამენტში და მისი ვრცელი გამოსვლა თავისი კომენტარებით, ცხადია აქტუალურია მიშა, სასამართლო ბედი და პარლამენტის დაკომპლექტების კანონებიც. დოლარის ღირებულება - 3.1279 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 1 დეკემბერი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, დეკემბერი

     …

გაგრძელება

ასოცირებული შეხვედრები და ბარიერები მომავალი არჩევნებისთვის

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2021.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ხვალ ბევრი ჯარიმა დაიწერება ალბათ, რადგან მწვანე პასპორტები იწყებს ამოქმედებას. რაც შეეხება დღევანდელ დღეს - შემოდგომაც მიიწურა და ხვალიდან ზამთრის სიცივეებს შევეგებებით. ქვეყნის შიგნით მიშა კვლავ აქტუალურია, ქვეყნის გარეთ კი პრემიერი ღარიბაშვილი და მისი „ასოცირებული“ შეხვედრები. ასევე 2024-ის არჩევნების ბარიერები და სხვა. დოლარის ღირებულება - 3.1179 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები…

გაგრძელება

სამი გზა - კლასიკა გამარჯვებისკენ

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2021.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Final Fantasy XIV players have many things to do in the game, such as completing a wonderful storyline, participating in PvP and so on. At the same time, they also have a decent quality of life, and this requires players to have some FFXIV Gil to embark on a journey in this fantastic land. FFXIV Gil is the currency in Final Fantasy XIV. Just like the British Pound or Japanese Yen, FFXIV Gil is the basis for all legal transactions in Final Fantasy XIV.

FFXIV Gil has too many functions,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters