მსჯელობა

 

 

   მსჯელობა  არის ცნება მის განკარგულებაში როგორც განმასხვავებელი მიმართება  თავისი მომენტებისა, რომლებიც დადგენილია როგორც თავისთვის არსებულნი და ამავე დროს, იგივეობრივი არიან თავის თავთან და არა ერთმანეთთან.

  შენიშნვა: როდესაც მსჯელობაზე ლაპარაკობენ ჩვეულებრივად გულისხმობენ კიდურების, სუბიექტისა და პრედიკატის  დამოუკიდებლობას:  რომ სუბიექტი არის ნივთი ან თვითმყოფი განსაზღვრება თავისთვის, პრედიკატიც აგრეთვე ზოგადი განსაზღვრებაა, რომელიც ამ სუბიექტს გარეთ იმყოფება, ვთქვათ, ჩემს თავში, ხოლო შემდეგ მე პრედიკატს ვუერთებ სუბიექტს და ამრიგად ვადგენთ მსჯელობას , მაგრამ რადგან „არის“ გამოთქვამს პრედიკატს სუბიექტის შესახებ, ამიტომ ეს გარეგანი, სუბიექტური  დაყვანა  დაქვემდებარება კვლავ მოიხსნება და მსჯელობა მიიღება როგორც  საგნის  განსაზღვრება, სიტყვა Urtil_ის (მსჯელობა,სჯა,თავდაპირველი ნაწილი) ეტიმოლოგიური მნიშვნელობა ჩვენს დროში ღრმა არის და გამოხატავს ცნების ერთიანობას როგორც თავდაპირვე; დანაწილებას რასაც ნამდვილად წარმოადგენს მსჯელობა.

   აბსტრაქტული მსჯელობაა წინადადება: ერთეული არის ზოგადი; ესენი ისეთი განსაზღვრებებია რომელთაც ერთმანეთის მიმართ, უპირველეს ყოვლისა  აქეთ   სუბიექტი  და პრედიკატი, როდესაცცნების მომენტები აღებულია მათს უშუალო განსაზღვრულობაში  ან პირველ აბსტრაქციაში( წინადადებანი:  „განსაკუთრებული არის  ზოგადი“  და ერთეული  არის განსაკუთრებული”  შეადგენე მსჯელობის შემდგომ განსაზღვრებას). დაკვირვებულობის საოცარ უქონლობად უნდა ვაღიაროთ ის გარემოება, რომ ლოგიკებში ჩვენ ვერ ვიპოვით იმ ფაქტის აღნიშვნას, რომ  თითოეული არის ზოგადი ან კიდევ  უფრო გარკვეულად : „სუბიექტი  არის პრედიკატი“ (მაგ. „ღმერთი არის აბსოლუტური გონი“) რასაკვირველია განსაზღვრანი: ერთეულობა და ზოგადობა, სუბიექტი და პრედიკატი აგრეთვე განსხვავებულნიც არიან  მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ეს არ სპობს იმ სრულიად ზოგად ფაქტს რომ ყოველი მსჯელობა ამ განსაზღვრებებს გამოხატავს როგორც იგივურს.

     კოპულა áრის“ ცნების იმ ბუნებიდან წარმოსდგება, რომ თავის გაუცხოებაში (in seiner Entausserung-თავის გაგარეგანებაში) თავისი თავის იგავურია ერთეული და ზოგადი, როგორც  მისი მომენტები, ისეთი განსაზღვრულობანია, რომლებიც არ შეიძლება იზოლირებულ იქნენ. რეფლექსიის წინანდელ განსაზღვრებებ თავიან ურთიერთდამოკიდებულებაში აქვთ აგრეთვე მიმართება ერთმანეთთან, მაგრამ მათი კავშირი არის მხოლოდ „ქონა“ (აქვთ) და არა ”ყოფნა“  როგორც  ასე დადგენილი იგივეობა, ანუ ზოგადობა, ამიტომ პირველად ჯერ მსჯელობა არის ცნების ჭეშმარიტი განსაკუთრებულობა  რადგან მსჯელობა არის ცნების განსაზღვრულობა ანუ განსხვავება, მაგრამ რომელიც ზოგადობად რჩება მაინც.

    მსჯელობა ჩვეულებრივ განიხილება როგორც ცნებათა სა სახელდობრ როგორც სხვადასხვაგვარ ხნებათა შეერთება. ამ გაგებაში სწორი ისაა, რომცნება უეჭველად მსჯელობის წინამძღვარს ქმნის და მსჯელობაშჳ განსხვავების ფორმით გამოდის. პირიქით სწორი არაა ლაპარაკი „სხვადასხვაგვარ ცნებათა“ შესახებ, რადგან ცნება როგორც ასეთი, თუმცა იგი კონკრეტულია, მაინც თავისი ბუნებით არსებითად ერთია, მომენტები რომლებსაც იგი შეიცავს არ უნდა განვიხილოთ როგორც განსხვავებული სახეები  ასევე შემცდარია რაკი მსჯელობის მხარეთა დაკავშირების შესახებ, რადგან როდესაც დაკავშირებაზე ლაპარაკობენ, დაკავშირებული წევრები გაიაზრება აგრეთვე ამ დაკავშირების გარეშე თავისთვის არსებულადაც. ამ გაგების გარეგანი ხასიათი შემდეგ კიდევ უფრო ნათლად მჟღავნდება მაშინ  როდესაც მსჯელობის შესახებ ამბობენ: იგი იმის წყალობით ხორციელდება რომ სუბიექტს პრედიკატი მიეწერაბაო; ამ ფროს სუბიექტი გარეთ თავისთვის არსებულად ითვლება, პრედიკატი კი-ჩვენს თავში მყოფად, მაგრამ ამ წარმოდგენას ეწინააღმდეგება უკვე კოპულა „არის“ როდესაც ჩვენ ვამბობთ: „ეს ვარდი არის წითელი“ ამ „ეს ნახატი ლამაზია“ ამით ოსაა თქმული რომ ჩვენ კი არ  გავხადეთ გარედან წითელი, ან ჩვენ კიარ ვაიძულეთ გარედან ნახატი ლამაზი ყოფილიყო, არამედ იგი ამ საგანთა საკუთარ განსაზღვრებას შეადგენს, ფორმალურ ლოგიკაში მსჯელობის შესახებ ჩვეულებრივ გავრცელებული გაგების შემდგომი ნაკლი კიდევ ის არის რომ მის მიხედვით მსჯელობა საერთოდ მხოლოდ  რაღაც  შემთხვევითს  წარმოადგენს და არ მტკიცდება წინსვლა ცნებიდან მსჯელობისაკენ.  მაგრამ ცნება როგორც ეს განსჯა ჰგონია, არამედ პირიქით როგორც უსასრულო ფორმა მთლიანად ქმედითია, თითქოს ყოველი ცხოველმყოფელობის punctum saliens არის, და მაშსადამე თავის თავსგანასხვავებს თავისი თავისაგან; ეს ცნების საკუთარი მოქმედებით დადგენილი მისი დაყოფა თავისი მომენტების განსხვავებად არის მსჯელობა, რომლის მნიშვნელობაც ამიტომ გაგებული უნდა იქნეს, როგორც ცნების განკერძოება (die Besonderung) მართალია ცნება თავისთავად  უკვე განსაკუთრებულია, მაგრამ ცნებაში როგორც ასეთში განსაკუთრებული ჯერ კიდევ არაა დადგენილი , არამედ გამჭვირვალე ერთიანობაშია ზოგადთან, ასე მაგალითად, როგორც ადრე შევნიშნეთ თუმცა მცენარის ჩანასახი უკვე შეიცავს ფესვების,ტოტების ფითლების და სხვ. სახით განსაკუთრებულს, მარგამ ეს განსაკუთრებული ჯერჯერობით არსებობს მხოლოდ თავისთავად  და  დადგინდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩანასახი გაიშლება რაც განხილული უნდა იქნეს როგორც მცენარის მსჯელობა, ეს მაგალითი შემდეგ იმისათვისაც შეიძება გამოგვადგეს რათა ცხადი გახდეს, რომ არც ცნება და არც მსჯელობა მარტო ჩვენს თავში არაა მოთავსებული ანდა მხოლოდ ჩვენს მიერ არ შეიდგინება, ცნება არის ის რაც თვით ნივთებში იმყოფება რითაც  ისინი არიან ის რაც არიან და საგნის შემეცნება ამრიგად ნიშნავს მისი ცნების შეცნობას, შემდეგ როდესაც გადავდივართ საგნის განხილვაზე, ჩვენი სუბიექტური მოქმედება კიარ მიაწერს საგანს ამა თუ იმ პრედიკატს, არამედ ჩვენს საგანს განვიხილავთ მისი ცნების მიერ დადგენილ განსაზღვრულობაში.

   მსჯელობას ჩვეულებრივად იღებენ  სუბიექტური  აზრით, როგორც  ოპერაციასა  და ფორმას, რომელიც გვხვდება მხოლოდ თვითცნობიერ  აზროვნებაში, მაგრამ ეს განსხვავება ჯერ კიდევ არ არსებობს ლოგიკურში, მსჯელობა აღებული უნდა იქნეს იმ სრული ზოგადი აზრით რომ ყველა ნივთი არის მსჯელობა ე.ი. ისინი ერთეულები  არიან, რომლებსაც თავის თავში აქვთ რაღაც ზოგადობა ან შინაგანი ბუნება, ანუ ისნი არიან ისეთი ზოგადობა, რომელიც  გაერთინებულია (განცალკევებულია) ზოგადობა და ერთეულობა მათში განსხვავებულია, მაგრამ იმავე დროს იგივურია.

მსჯელობის თვალსაზრისი სასრულობაა, და ნივთთა  სასრულობა  ამ თვალსაზრისით იმით გამოიხატება, რომ ისინი რაღაც მსჯელობას წარმოადგენენ(Urteil-სიტყვასიტყვით ნიშნავს „თავდაპირველ ნაწილს“) და თუმცა მათი მუნარსი (Dasein) და მათი ზოგადი ბუნება (მათი სხეული და მათი სული) შეერთებულია ერთმანეთთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ნივთები არარა იქნებოდა ეს მათი მომენტები მაინც ერთმანეთისგან უკვე განსხავებული არიან საერთოდ ერთმანეთს ეთიშებიან.

ნახვა: 540

ტეგები: Qwelly, მეტაფიზიკა, ჰეგელი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

დამოუკიდებლობიდან 102-ე წელი!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 10:53pm 1 კომენტარი

      წვიმები წვიმებს მისდევენ მიდიან, მაგრამ ამ სიმღერის გაგრძელება არ გამოვა, რადგან დღეიდან, დაპირებისამებრ გამოიდარა. ახლა მთავარი ამბავი - კორონა უკან დაიხიე! საქართველო დამოუკიდებელია! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თვის ბოლომდე კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 732 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 537, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 643 071, გამოჯანმრთელებული - 2 408 433, გარდაცვლილი - 349 940, სამკურნალო - 2 990…

გაგრძელება

ჩალის ლუდი

გამოაქვეყნა CSCCA_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Animal Crossing New Horizons has been loved by players since its initial release. Players can cultivate and maintain ideal villages on desert islands. In the game, players no longer need to be disturbed by epidemics and can also obtain a considerable number of Animal Crossing Bells in new ways. Players can make handicrafts by shopping. In addition, players can also plant fruit trees to obtain fruit outside the island at a very low price of 500 ACNH Bells. Like the real world, players also…

გაგრძელება

რწმენის ფერადი ადგილები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: მაისი 24, 2020.
საათი: 9:19pm 1 კომენტარი

      მეჩეთების ფერადოვნებასა და სიჭრელეზე სტატიები არ აკლია ინტერნეტს, მაგრამ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო. ვიდრე პირდაპირ ნახვას შეძლებთ, იქამდე სჯობს კარგი ფოტოგრაფის კარგი ფოტოხელოვნება იპოვოთ - ფატემ ჰოსეინ აღაი (Fatemeh Hosein Aghaei) მეჩეთების სილამაზესა და მრავალფეროვნებას ირანში დაჰყვება. ისპაჰანი ამ მხრივ გამორჩეული ქალაქია ამიტომ ფოტოების უმრავლესობა სწორედ ამ ქალაქიდანაა. სპარსული კულტურა და აღმოსავლური ფერები დღევანდელი…

გაგრძელება

ბოლო კორონასებური წყნარი საღამო და ტყეების საპატრიარქოს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 22, 2020.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

      დღის ყველა ამბავი საღამოს სიგრილემ გადაფარა და თორმეტი საათის მოლოდინმა, რომლის შემდეგ კვლავ გაიგონებთ ქუჩებში ავტომობილების ხმას. იქამდე კი ისიამოვნეთ. დღის მთავარია ამბები სწორედ ამ შეზღუდვების მოხსნა-დატოვებას ეხებოდა და პროექტის მესამე მოსმენით დამტკიცებას, რეზიდენტისგან ხელმოწრას და საბოლოოდ გაკანონებას. ხმაურიანი გამოდგა საპატრიარქოს ბალანსზე ეკლესიების გადაფორმების გამარტივებული წესებიც და პრემიერსაც, თავის მხრივ, აქტიური დღე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters