ზაფხულიაო და ერთადერთი ვისაც მუშაობა არ ეზარებათ, მერობის კანდიდატები არიან, ისიც განა იმიტომ რომ არ ეზარებათ, უბრალოდ არჩევნებში გამარჯვება სურთ. მაგრამ ვერც მათი ჩართვები თუ მცირე ფაფხური ქმნის ნიუს-ამინდს. სამაგიეროდ, ამინდის ტემპერატურა გვამძიმებს რაც უარესია, მომდევნო დღეების განმავლობაში თბილისში ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელიო. მოკლედ, კვირის ბოლოს გვაქვს ის, რაც გვაქვს:
ამერიკული დახმარებები გრძელდება, ცხადია სიტყვიერი - კონგრესმენი ჯო უილსონი - ჩვენ განვიხილავთ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხს, რომელიც იმუშავებს ვიცე-პრეზიდენტის ოფისთან და პრეზიდენტ ტრამპთან.
აკი ვახსენე მერობი კანდიდატები - კახა კალაძე - პირობას გაძლევთ, რომ თბილისში ე.წ. ურბანული გენოციდი დასრულდება. დავით უსუფაშვილის პარტიამ დღეს თბილისის მერობის კანდიდატი წარმოადგინა - თენგიზ შერგელაშვილი. ამას გარდა - დავით უსუფაშვილი - საპრეზიდენტო არჩევნებში სერიოზული ამბიცია გვექნება, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება გვაქვს დაგეგმილი. „სახალხო თვითმმართველობის“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ კახა კალაძის „ხრუშჩოვკების“ პროექტი თბილისის გენერალურ გეგმასთან წინააღმდეგობაში მოდის. ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, თბილისის მერია ”სითი პარკის” ჩანაცვლებას ახალი კომპანიით გეგმავს. თენგიზ შერგელაშვილი - თბილისში ჩვენ გვჭირდება წესრიგი და მოქალაქეებზე ორიენტირებული ხელისუფლება.
ამჟამინდელი მერიც აკეთებს რაღაცას - დავით ნარმანია - ჩვენ ვმუშაობთ რეალურ საქმეებზე და არ ვხდებით “ნაციონალური მოძრაობის” შოუს მონაწილეები. თემასთან ახლოსაა, თორემ ისე რავიცი ვინ ეკითხება - მამუკა გამყრელიძე ოპოზიციურ სპექტრს ხელისუფლების შესაცვლელად გაერთიანებისკენ მოუწოდებს. დავით ნარმანია - 600 თანამშრომელი, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებამ დაგვავალდებულა მოგვეხსნა შტატიდან და გადაგვეყვანა შტატგარეშეებად, კანონის დაცვით გადავნიშნეთ. და ექსპერტულ მოსაზრებებსაც ამბობს, მსუბუქი ანალიტიკით - დავით ნარმანიას შეფასებით, პრეზიდენტსა და ”ქართული ოცნებას” შორის აზრთა სხვადასხვაობა „დემოკრატიული პროცესის მანიშნებელია“.
ოპოზიცია ერთიანდება - ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო - ახალი საქართველო“, „ახალი ერთობა საქართველოსთვის“, „ევროპელი დემოკრატები“ და „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ და პროდასავლურ ძალებს პრაიმერის გზით მერობის კანდიდატის არჩევისკენ მოუწოდებს. გიორგი ვაშაძე - მივმართავ ზაალ უდუმაშვილს, ელენე ხოშტარიას, ალეკო ელისაშვილს, გავერთიანდეთ, გამოვავლინოთ ვინ არის ყველაზე ძლიერი კანდიდატი. პაატა დავითაია - ყველა კვლევამ აჩვენა, რომ ოპოზიციურ კანდიდატებს ჯამში უფრო მეტი ხმა აქვთ, ვიდრე სახელისუფლებო კანდიდატს. სევდია უგრეხელიძე მერობის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერის ჩატარების იდეას მიესალმება. ბოლომდე ვერ გაერთიანდება ოპოზიცია - ნინო ბურჯანაძე - გრიგოლ ვაშაძეს არ დაავიწყდეს, რუსული პასპორტი ძალიან დიდხანს რომ ედო ჯიბეში.
ტრიბუნის გამოყენების წესები! - დავით უსუფაშვილი - ვისაც პარლამენტის ტრიბუნაზე ასვლის საშუალება ეძლევა, დეპუტატია თუ მოწვეული სტუმარი, საკუთარი აზრის თავისუფლებად გამოთქმის უფლება აქვს.
საინტერესო შეხვედრა იქნებოდა აშკარად - რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის სხდომა გაიმართა.
ახლა პოლონეთის აყვავება იწყება თუ მხოლოდ სტუმრობა? მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში ჩავიდა. პოლონეთის სასაზღვრო სამსახურში არ აკეთებენ კომენტარს, რომელი საბუთით შევიდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში. მთავარმა პროკურატურამ პოლონეთს მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მიმართა.
აგვისტო მტკივნეული გახდა 9 წლის წინ, ამიტომ ყოველ აგვისტოს აკრავს იმ ომის ნისლი - ფატუ ბენსუდა - აგვისტოს ომის გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს - პროკურორის ოფისის პერსონალი ხშირად გადის საველე სამუშაოებზე, როგორც საქართველოში, ასევე სხვაგან. ფატუ ბენსუდა რუსეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ თანამშრომლობისკენ მოუწოდებს და მოსკოვში და ცხინვალში გამგზავრების მზადყოფნას გამოთქვამს.
თემის გაგრძელება - აგვისტოს ომის 9 წლისთავთან დაკავშირებით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ე.წ. საზღვარს დროებით ჩაკეტავს.
კიდევ ერთი თემა რომელსაც ზაფხული არ შველის - თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დეკანოზი გიორგი მამალაძე დაიკითხა. დაკითხვის დაწყებამდე - პროკურორი - მოლოდინი გვაქვს, რომ ბრალდებული გიორგი მამალაძე დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთხელ შეცვლის ჩვენებას. მიხეილ რამიშვილი - მამა გიორგი მამალაძის ჩვენებით დადასტურდება, რომ არანაირი მკვლელობის მომზადებას ადგილი არ ჰქონია. ხუთსაათიანი დაკითხვის მერე, უფრო კარგი რამეები თქვეს - აი, ნიუსიც - ადვოკატი - დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკავების ნაცვლად გაიტაცეს. პროკურორის განცხადებით, ბრალდებას შეუძლია დაასკვნას, რომ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება კიდევ შეცვალა. მიხეილ რამიშვილი - თუ მოსამართლე იქნება დამოუკიდებელი და არ დაემსგავსება გარკვეულ სასულიერო პირებს, მაშინ გამამართლებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.
საპატრიარქო ამჯერად რუსეთუმეობაში ლატენტურად ადანაშაულეს ტაბულამ და მისთანებმა - დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი უარყოფს, რომ რუსი დეპუტატი არტიომ კავენიოვი საქართველოში საპატრიარქოს მოწვევით იმყოფება.
ჩვენს მიწებს ყიდულობენ, ჩვენს ღვინოს სვამენ და ქვეყნის დასაცავად მარტო შეშფოთებას გამოთქვამენ - იანვარ-ივლისში მსოფლიოს 44 ქვეყანაში 38,3 მლნ ბოთლია ექსპორტირებული.
ზაზას თასი მოაქვს - საქართველოში პირველად, ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონთა თასს ჩამოიტანს. სანამ ზაზა თასს ჩამოიტანს, აქაც გვაქვს კარგი ამბები - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ლატვიას მოუგო და ფინალში გავიდა.
დოლარი გავიხსენოთ - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3910 ლარი გახდა.
ჯანმრთელი კვერცხები - კვერცხის 60 ნიმუშის ლაბორატორიული კვლევისას დარღვევა არც ერთში გამოვლინდა.
და დასასრულს ორი ტრაგიკული ამბავი, ორი გარდაცვლილი ახალგაზრდა - ერთი მამაკაცი ავღანეთში დაიღუპა, მეორე, გოგონა კი GEM FEST-ზე.
საზღვარგარეთულები:
მულტიმილიარდელების ქალაქში, მულტიმილიონერების სახლებშიც ჩნდება ხანძარი - დუბაიში, ცათამბჯენიდან, სადაც ხანძარი გაჩნდა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა .
ამერიკაშიც არის ნიუსი - დონალდ ტრამპი - ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ყველაზე სახიფათო დონეზეა - ამისთვის მადლობა კონგრესს ეკუთვნის. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი - აშშ-რუსეთის ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ჯონ მაკკეინი ტრამპს - მადლობა შეგიძლიათ პუტინს გადაუხადოთ ჩვენს დემოკრატიაზე და მეზობლებზე თავდასხმისთვის. დიმიტრი პესკოვი - კრემლი აშშ-რუსეთის ურთიერთობების სახიფათოდ დაბალ ნიშნულზე ყოფნის შესახებ დონალდ ტრამპის შეფასებას ეთანხმება. სტოლტენბერგი - ცივი ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი დაძაბული ურთიერთობა არ გვქონია.
The Telegraph - ყატარში 2022 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების საქმეზე, გამოძიება შესაძლოა ნიკოლა სარკოზით დაინტერესდეს.
ევროკავშირში რუსეთის ელჩი - ევროკავშირს არ მოსწონს სანქციების შესახებ ამერიკული კანონი, რომელიც, მათ შორის რუსეთს ეხება.
რას არ გაიგებ, HBO გაძარცვეს - მეშვიდე სეზონის მეოთხე სერია იქამდე გაავრცელეს ინტერნეტში, ვიდრე ტელევიზიით უჩვენებდნენ - ჰაკერებმა HBO-ს სერვერებიდან 1.5 ტერაბაიტის ინფორმაცია მოიპოვეს, მაგრამ აქამდე მხოლოდ სცენარები გაავრცელეს, დღეს კი დაბალი ხარისხის მე-4 სერია. სერიის სატელევიზიო პრემიერამდე გავრცელება არ არის პირველი შემთხვევა HBO-სთვის. მე-5 სეზონის პირველი ოთხი სერიაც პრემიერამდე იყო გავრცელებული.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
ქვეყნიდან უპასპარტოდ არც უშვებენ, სხვა ქვეყანაში შეშვებაზე ზედმეტია საუბარი : ვისაც უმგზავრია - იცის !
თუკი, ეჭვს არ შევიტანთ ჯერ ამერიკის, ხოლო შემდეგ პოლონეთის კანონმორჩილებაში, გამოდის საზღვრები უკანონოდ გადაუკვეთავს - ანუ გამოპარულა და მერე ევროკავშირში შემოპარულა. ჰმ, ეს კიდევ უარესი ამ ქვეყნებისთვის.
კომენტარი
Welcome to
Qwelly
მარტი 4, 2023 6pm_დან მარტი 31, 2023 7pm_მდე – New York City
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა alicesandra_მ.
თარიღი: მარტი 27, 2023.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Das Spiel wird auf Paramount+ gestreamt und wird auch im lokalen Fernsehen in Portland auf FOX 12 PLUS ausgestrahlt Fussball Trikots online kaufen . Nach ihrer Teilnahme an einem Vorbereitungsturnier, bei dem Cheftrainer Mike Norris die Möglichkeit hatte, in drei verschiedenen Spielen mehrere Spieler einzusetzen, ist das Portland-Team nun gut auf die kommende reguläre Saison vorbereitet. Die Siege des Teams gegen Louisville und die USWNT U-23 sowie ihre Niederlage gegen OL Reign haben…
გაგრძელება
გამოაქვეყნა dakunlee_მ.
თარიღი: მარტი 26, 2023.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When Rocket League is taking part with Formula 1 or James Bond, it makes sense because the focal point (as a minimum partly) is on Rocket League Items cars. However, whilst Psyonix pronounces a new partnership with the WWE, you surely have to take a more in-depth appearance.
Sure, with Knockout, we have at the least one mode in Rocket League in which you can grab your warring parties and knock them out of the arena. But I can not think about any more parallels to wrestling. Anyway,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 24, 2023.
საათი: 11:24pm
0 კომენტარი
2 მოწონება
მძიმე კვირის მძიმე დასასრული პოლიტიკურ ველზეც. მძიმე სანიკიძემ ჯერ იყოდა მძიმე გინება გამოუწერა პრემიერს, შემდეგ კი თავადაც არანაკლები გინება და ცემა-ტყეპა იგემა. ასეთია ჩვენი პოლიტიკური ელიტის სახე უმაღლესი ტრიბუნებიდან. დღის მთავარი თემაც ეს იყო - პრემიერის საპარლამენტო გამოსვლა და პასუხებით კინკლაობა, მერე ჩხუბები, მერე საგარე საქმეთა მინისტრების ბლოკები - ჩვენის პარლამენტში და გერმანიისა უმაღლეს შეხვედრებში და ა.შ. დღეს 1 აშშ დოლარის…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 23, 2023.
საათი: 4:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
© 2023 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია