იწვა დივანზე ყველაფრისაგან განდგომილი და გათავისუფლებული. ის, რის არსებობასაც ასე ცხადად, მძაფრად გრძნობდა, თითქოს ფიზიკურ სახეს იღებდა. ცხოვრება ქუჩის ხმაურის, მზით გამთბარი მოჩურჩულე ნიავის სახით აღწევდა მის ოთახში და ფარდებს აფრიალებდა. პიტერს მისთვის რომ ეთქვა: „დიახ, დიახ, შენი შეხვედრები! რა აზრი აქვს შენს შეხვედრებს?“,  მხოლოდ ამის თქმას შეძლებდა (მაგრამ ამას ვერავინ გაიგებდა): „ეს ძღვენია, საჩუქარი“. ეს სიტყვები, რა თქმა უნდა, საშინლად ბუნდოვნად მოეჩვენებოდა პიტერს. ვინ იყო პიტერი, რომ ამბობდა, ცხოვრება ძალიან იოლიაო?! მას ხომ მუდამ შეუფერებელი ქალები უყვარდა! „და შენს სიყვარულს რა აზრი აქვს?“ ჰკითხავდა ივი მას. ივიმ იცოდა, რასაც უპასუხებდა ის: სიყვარული ისეთი რამაა, რისი გაგებაც ქალს არ შეუძლია. მაგრამ კაცს ძალუძს კი ამის გაგება? იცის, რა არის ცხოვრება? ივ. პიტერი და ჰიუ უმიზეზოდ, მხოლოდ მეგობრების გასახარებლად შეხვედრებს არასოდეს მოაწყობდნენ!
  ჰიუ მათ შორის ყველაზე დაკვირევებული იყო (პიტერზე რამდენიმე თვით უფროსიც, 22 აგვისტოს დაბ. დღე ქონდა) ამიტომ მისი რჩევა ყოველთვის გონივრულიც იყო, უკვე მერამდენედ უმეორებდა "გეშინოდეს იმის, ვინც შენს დარტყმას არ უპასუხა" პიტერს კი ასეთი გარემოცვა არასდროს აკლდა...  უფრო რომ დაჰკვირვებოდა ადამიანების სიტყვებსა (რა ზედაპირულად მსჯელობენ ისინი!) და თავის გონებას, საკუთარ გულში ჩაეხედა, რას ნიშნავდა მისთვის ის რაღაც, რასაც ცხოვრებას უწოდებდა? ო, ეს ძალიან რთულად ასახსნელი იყო. სამხრეთ კენსინგტონში, ბეისუოთერსა თუ მეიფერში მცხოვრები ადამიანების არსებობასაც კი მუდამ მძაფრად გრძნობდა. რა სამწუხარო იყო, რა დასანანი! ივის უნდოდა, უცნობი ადამიანები ერთმანეთისათვის გაეცნო და ამას მართლაც აკეთებდა. ის ნამდვილ ხელოვანს ჰგავდა. ეს ძღვენი, ნამდვილი საჩუქარი იყო. მაგრამ ვისთვის?...

ნახვა: 426

ტეგები: Qwelly, ბლოგი, სიზმარი

ლაშა: თებერვალი 19, 2016||8:46am
ალბათ კენსინგტონელებისთვის, მაგრამ რა მაგის პასუხია და სიზმრის მერე მართლა მალევე იღვიძებს ადამიანი. ჰმ!
Kakha: თებერვალი 19, 2016||11:13am

მთავარია ისტერია იქნეს აცილებული :D გამოღვიძებას კიდევ ეშველება რამე

ლაშა: თებერვალი 22, 2016||12:17am
კი ისტერიული გაღვიძება საშინელებაა ნამდვილად. მითუმეტეს როცა ცოტა გეძინა და გამოგაფხიზლებენ. :(

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კანონიერების გამოკვლევა, დაპირისპირება დმანისში და ბერობიდან განყენება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2021.
საათი: 11:16pm 0 კომენტარი

      უპირველესად გილოცავთ ღმრთისმშობლის შობას. დღის მთავარი პოლიტიკური ამბები კი უკავშირდება საარჩევნო დებატებს. დღეს მეინსტრიმში იყო ასევე სისხლიანი ბანერები, დმანისში არეულობა, ფარული ჩანაწერების კანონიერება თუ უკანონობა, მგზავრობა თბილისში და სივერაგე ოკუპაციაში. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1163 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 21 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

ბილბორდების ბედი, საიას სარჩელი და ფარული საქმის კომისია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      სანამ არჩევნები არ ჩატარდება, მოგვიწევს ასეთი ამბები ავიტანოთ - ჩანაწერები და მიყურადებები, კომპრომანტების გამოქვეყნება და მერე მათზე კომენტარები, ახალი გამოძიებები და ასე წრეზე სიარული. დღეს ბილბორდების თემაც აქტუალური იყო - ე.წ. სისხლიანი ბილბორდები. ასევე მეგის ქარდავა და საიას სარჩელი. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1099 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 20 სექტემბერი,…

გაგრძელება

თითებზე ასხმული ქალაქები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 19, 2021.
საათი: 10:24pm 1 კომენტარი

      დიდი ხანია ოქრომჭედელი არ ყოფილა ჩვენი ბლოგის სტუმარი. დღეს ოლა შეხტმანი (Ola Shekhtman) უნდა გავიცნოთ. ოლას უყვარს მოგზაურობა და მოგზაურობისას, ამა თუ იმ ქალაქის სუვენირების შეგროვება. ერთხელაც გადაწყვიტა რომ თავად შეექმნა მუდმივი თანამგზავრი სუვენირი. ქალაქში ჩასვლისას, ოლა ფართო პეიზაჟებს აკვირდება, სწავლობს, ხატავს და ერთ სიბრტყეზე გადააქვს. შემდეგ იწყება ყველაზე რთული. თითოეული მისი ბეჭედი ხელით არის დამუშავებული, დახერხილი,…

გაგრძელება

ექსტრადირების ამბავი, კოკაინი და მიყურადება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2021.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება კოვიდის მეხუთე ტალღაზე საუბარი და შესამზადებლად ვაქცინაციის წახალისება. დღის მთავარ ამბებში კვლავ საარჩევნო „სისუფთავეა“, ასევე ფარული ჩანაწერები ნელ-ნელა გამომზეურება მტყუან-მართლის გარკვევის პარალელურად. მეგის ქარდავას ექსტრადაცია განხორცილდება. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

Qwelly World

free counters