ამერიკა ჩვენს გვერდითაა?! საუკუნისწინა დამოუკიდებლობა, ძალადობა და უმუშევრობა და სტრასბურგში მომჩივარი საქართველო

      ქვეყანა ტაატით მითის. ამბობენ, ვითარდებაო, თუმცა რა სად და როდის, ან როგორ ვითარდება ჯერ კარგად არ ჩანს. დღევანდელი დღეც არაფრით გამორჩეული იყო წინა დღეებისგან, მხოლოდ ის მოხდა რომ პრემიერი კვირიკაშვილი ამერიკას ეწვია, მოსამართლეების საქმე ისევ აშფოთებს ანა დოლიძეს, ნარკოპოლიტიკაზე ჩამოყალიბებული აზრი არ გვაქვს და რუსეთს ვუჩივით სტრასბურგში.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 21 მაისი, 2018 /

      სამარადჟამო მოსამართლეების ამბები - ანა დოლიძე - 40 მოსამართლის უვადოდ დანიშვნა კატასტროფა იქნება. ირაკლი კობახიძე - მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით ყველა პრინციპულ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია. ანა დოლიძე - მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე მომზადებული პროექტი ხარვეზიანია და დახვეწას საჭიროებს. ირაკლი კობახიძე - სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩოს განცხადებაში ის პრინციპებია ასახული, რომლითაც სამუშაო ჯგუფში ვმუშაობთ. გიორგი მიქაუტაძე - მოსამართლეთა დისციპლინური გადაცდომის სახეები კანონში უფრო მეტად დაკონკრეტდება. საია ანა დოლიძის სახელით სასამართლოში სარჩელს შეიტანს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს, შესაძლოა, თანამდებობრივი სარგო გაეზარდოთ. ანა დოლიძე იმედოვნებს, რომ მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი, რომლის წინააღმდეგაც სარჩელი შეიტანა, პროცესში მონაწილეობას "მშვიდად" მიიღებს. გიორგი მიქაუტაძე ანა დოლიძის სარჩელზე - კონკრეტული კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს არის სასამართლოს განსახილველი საქმე.

      პარლამენტი ნარკოპოლიტიკის ჰუმანურობასა და ლიბერალურობაზე - პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეთანხმება უახლოეს პერიოდში მიიღწევა. სოფო კილაძე - უნდა შევეცადოთ, ისეთი ნარკოპოლიტიკა გვქონდეს, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესებს მაქსიმალურად დააბალანსებს. სახალხო დამცველის მოადგილე ნარკოპოლიტიკაზე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი არ იყოს მიჩნეული სამართალდამრღვევად. დიმიტრი ხუნდაძე - ნარკომომხმარებლები პოლიციური ზედამხედველობიდან უნდა გადმოვიდნენ ჯანდაცვის სექტორში. აკაკი ზოიძის ინფორმაციით, ხვალ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელზეც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ნარკოპოლიტიკა იქნება. ოთარ კახიძე - “ქართული ოცნებისგან“ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით სწორ ხედვას და გადაწყვეტილებას არ ველოდები.

      კვირიკაშვილი ამერიკაში და ამერიკის ტრადიციული მხარდაჭერა - ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! - ქართულ-ამერიკული უთიერთობები - მიხეილ ჯანელიძე - მნიშვნელოვანია, რომ მაიკ პომპეოს სახელმწიფო მდივნის პოსტზე დანიშვნის შემდეგ მალევე იმართება ეს შეხვედრა. დავით ბაქრაძე - პრემიერის ვიზიტის ფარგლებში განიხილება ის საკითხები, რომელიც საქართველო-აშშ-ს სტრატეგიულ ხასიათს განაპირობებს. ლევან იზორია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. არჩილ თალაკვაძე - ინტერესი საპარლამენტო საქმიანობის მიმართ მაღალია და ამ მიმართულებით აშშ-ს მხრიდან მხარდაჭერა გაიზრდება. დავით ზალკალიანი - ვაშინგტონი თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე შსს-ს რეაგირებას დადებითად აფასებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა. გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს - მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას საქართველოში. გიორგი კვირიკაშვილი - ამ ეტაპზე ჩვენ უკვე მზად ვართ, მივაღწიოთ კიდევ უფრო შთამბეჭდავ პროგრესს უსაფრთხოების სფეროში ჩვენს ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობაში. გიორგი კვირიკაშვილი - აშშ-ის დახმარებით, საქართველო მსოფლიოში ინვესტირებისა და ბიზნესის წარმოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ქვეყანად იქცა. მაიკ პომპეო - ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას როგორც პარტნიორები, მეგობრები და ერთ დღეს, როგორც მოკავშირეებიც ნატოს ფარგლებში. ვეს მიტჩელმა ხაზი გაუსვა გიორგი კვირიკაშვილის პირად წვლილს იმ მნიშვნელოვანი რეფორმების წარმატებით განხორციელებაში, რომლებითაც საქართველო რეგიონში სამაგალითოა. მაიკ პომპეო - რუსეთის ძალისმიერი მეთოდებით საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრა ცალსახად არღვევს საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას. მაიკ პომპეო - აშშ მოუთმენლად ელის ერთ დღეს საქართველოს მიღებას ნატოს რიგებში.

      ასლოვანი დამოუკიდებლობის სამზადისები - 26 მაისს, წვევამდელების ფიცის დადების საზეიმო ცერემონია ერთდროულად 6 ადგილზე - თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში-ქოროღლის ციხესთან, გელათში და ბათუმში შედგება. 26 მაისი საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს წარმომადგენლობების ჩართულობით, მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. პრეზიდენტი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეზე 6 ქვეყნის და ევროკომისიის პრეზიდენტებს უმასპინძლებს. დიდ ბრიტანეთში ღონისძიება “საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე და უორდროპების მემკვიდრეობა“ გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებას 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისაკენ მოუწოდებს.

      სტატისტიკური კვლევები დასაქმებასა და ძალადობაზე - „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი - 2017 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2016 წელთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.9% შეადგინა. საქსტატი - 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს უმუშევრობის დონე რეგიონულ ჭრილში გაზრდილია თბილისში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და იმერეთში. ზურაბ ჭიაბერაშვილი - უმუშევრობის ზრდა “ქართული ოცნების” არასწორი პოლიტიკის შედეგია. „საქსტატის“ ინფორმაციით, უმუშევრობის დონე კაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში. IDFI - 2013-2018 წლებში ოჯახში ძალადობის საქმეებზე ყველაზე მეტი შემაკავებელი ორდერი პოლიციამ 2017 წელს გამოსცა. IDFI - 2013-2018 წლებში ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი ფაქტი თბილისში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში და კახეთში დაფიქსირდა. IDFI - 2017 წელს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 3599 ქალი და 497 კაცი გახდა.

      რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში მომჩივარი საქართველო - ირაკლი კობახიძე - მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ დაწყებული საქმე ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული იყოს. გია ვოლსკის აზრით, სტრასბურგის სასამართლოში აგვისტოს ომის საქმეზე, ქართული მხარის მიერ მტკიცებულებების თავმოყრა რეალურად 2013 წლიდან დაიწყო. სოფო კილაძე - ვფიქრობ, სტრასბურგში კიდევ ერთხელ უნდა დადასტურდეს, რომ საქართველოს ნაწილი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და დაირღვა ჩვენი მოქალაქეების უფლებები. ეკა ბესელია სტრასბურგის სასამართლოში სარჩელზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდება. ირაკლი სესიაშვილი - გარდა პოლიტიკური აღიარებისა, რომ საქმე გვაქვს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან, გვჭირდება ამ ფაქტის, მათ შორის სამართლებრივად დამტკიცება.

      ინტერნეტსიფრთხილე - ინტერნეტსივრცეში ონლაინ-რისკებისგან არასრულწლოვანთა დაცვის მიზნით, პარლამენტს სპეციალური კანონპროექტი წარედგინება.

      დამუქრებული ინგა გრიგოლია - ლონდა თოლორაია - მიღებულია ზომები, რათა ინგა გრიგოლიას უსაფრთხოება დაცული იქნას და ამის სრულ გარანტიას სამინისტრო იძლევა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის პირი დააკავა, რომელიც ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა. გია ვოლსკი - არ მეგულება ადამიანი საქართველოში, რომელიც ინგა გრიგოლიაზე ზეწოლას მოახდენს და წარმატებული იქნება ამ საკითხებში.

      პატრულის ახალი სახეობა - ქვეითი პატრული - თბილისის ქუჩებში მუშაობა ქვეითმა პატრულმა დაიწყო.

      ევროპიდან გამოგზავნილები - 4 თვის განმავლობაში ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნებიდან რეადმისიას საქართველოს 1 260 მოქალაქე დაექვემდებარა.

      პროკურორი პრეზიდენტი - თემურ ჯანაშიას ადვოკატი - პრეზიდენტი მარგველაშვილი აკეთებს პროკურატურის საქმეს და შეითავსა პროკურორის როლი. თემურ ჯანაშია - მარგველაშვილს არ აინტერესებს იმ ადამიანის ბედი, რომელიც ქვეყანას 20 წლის განმავლობაში ემსახურა - ვთვლი, რომ ასეთი მთავარსარდალი სირცხვილი იქნება.

      მიჩუმათებული დაზარალებულები - სახალხო დამცველის მოადგილე - 12 მაისის ღამეს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით ომბუდსმენის აპარატში ამ დრომდე არანაირი საჩივარი არ შესულა.

      ჩაგრული პატრიოტი - გიორგი გაბედავა - 17 მაისს უკანონოდ დამაკავეს, თუ არ გამოიძიებენ ამ საქმეს, მოვითხოვ, მთავრობა გადადგეს.

      შვილმკვდარი მამის გამოძიება - ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა პროკურატურას მირზა სუბელიანის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით მიმართავს.

      გარდაცვლილი ღირსების ორდენით - გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

      ლოცვა და სამორინე - სარფში მოსახლეობა სალოცავი ადგილების მიმდებარედ სამორინეების არსებობას აპროტესტებდა, რაც საკმაოდ დაძაბულ და ხმაურიან ვითარებაში მიმდინარეობდა.

      ათვისებული რაჭა - უწერაში მინიმუმ 5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და არანაკლებ 50-ადგილიანი ტურისტული კომპლექსი აშენდება. წყალტუბოში არანაკლებ 30 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

საზღვარგარეთულები:

      ბრიტანული ულტიმატუმები - ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტი ხელისუფლებას მოუწოდებს, კრემლთან დაკავშირებულ პირებს დამატებითი სანქციები დაუწესონ.

      ირანის პოლიტიკური კურსი - მაიკ პომპეო - თუ ირანი თავის პოლიტიკურ კურსს არ შეცვლის, აშშ ირანზე უპრეცედენტო ზეწოლას განახორციელებს.

      ვენესუელას არჩევნები - ვენესუელას საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის შეფასებით, ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურია.

      საელჩოები ისრაელში - პარაგვაი მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 211

ტეგები: qwellynews, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters