იაკობ გოგებაშვილის წმინდანად კანონიზების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით

იაკობ გოგებაშვილის წმინდანად კანონიზების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით

 

იაკობ გოგებაშვილი, ყველა ქართველისთვის ახლობელი სახელი, იშვიათი პატივითაა შემკობილი. მისმა მთავარმა ნაშრომმა, ”დედაენამ”, დროის გამოცდას მეტნაკლებად გაუძლო და დღესაც რჩება ღირსეულ ძეგლად. მეტიც, ეს ძეგლი, მცირედით რედაქტირებული, ხელმეორედ იმკვიდრებს ადგილს ქართულ სკოლებში.

აღნიშნულის მიუხედავად, კვლავაც გვიწევს აუცილებელი და მკვეთრი ხაზგასმა იმაზე, რომ ამა თუ იმ პიროვნების წმინდანად კანონიზება მართლმადიდებელ ეკლესიაში, თვით კანონიზების სპეციფიკიდან გამომდინარე, ცალკე განსახილველი საკითხია და განეკუთვნება უცვალებელი დოგმატიკის სფეროს, რაზეც გავლენას ვერ ახდენს მოღვაწის საერო სახელგანთქმულობა, თუ ამ სახელგანთქმულობას წინ არ უძღვის და ყოვლითურთ არ მსჭვალავს მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის სავალდებულო ცხოვრების წესი, იგივე ცხონების წესი, რაც, გავიმეორებთ, ასე ფორმულირდება:

მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიზებული წმინდანი, უპირველესად და უმთავრესად, ნიმუში უნდა იყოს (და ყველა შემთხვევაში ასეა) ჭეშმარიტი სარწმუნოებრივი უზაკველობისა, მოღვაწეობითი თვითმარტვილობისა, დოგმატური უცთომელობისა, საკვირველთმოქმედებითი ღვთივმიმადლებულობისა და მართლმადიდებლური აღმსარებლობისადმი სრული თავდადებისა.

როგორც აკაკი წერეთელთან დაკავშირებით, ამჯერადაც მკაფიოდ მივუთითებთ, რომ იაკობ გოგებაშვილის ნამდვილი დამფასებლები და სულიერი მეგობრები ისინი არიან, რომლებიც არ ხელმძღვანელობენ კაცობრივი განსჯებით, ზრუნავენ ხსენებული მოღვაწის სულზე და წმინდანად კანონიზებას, საზოგადოდ, აღიქვამენ არა ამქვეყნიურ მოვლენად (რომ, ვთქვათ, მავანი ისურვებს, შესაფერის აქტიურობასაც გამოიჩენს და, თუ კარგად გაირჯება, ”მიაღწევს” მისთვის სასურველი პირის ”კანონიზებას”), არამედ საღვთო ყოვლადსამართლიანი გულმოწყალების გამოვლინებად, ზეციური ნების აღსრულებად, უდიდეს საკვირველებად, რაც, განგებულებისამებრ, ამასოფელსაც გაეცხადება (რომ ახალი წმინდანის სახით შევიძინოთ კიდევ ერთი დიდი მეოხი ღვთის წინაშე და ახოვანი მეწინამძღვრე ჩვენს სულიერ მორკინალობაში).

თუ რამ საღვთო ნიშანი არ მიგვიღია და, ამისდა მიუხედავად, მაინც დაისმის საკითხი მოღვაწის წმინდანად კანონიზებისა, ისღა დაგვრჩენია, თუნდაც კაცობრივი ძალისხმევით, გამოვიძიოთ კანონიზებადის აღმსარებლობის სიწმინდე, მართლმადიდებელი ეკლესიისა და მართლმადიდებლური სარწმუნოების შესახებ მის მიერ გამოთქმული შეხედულებების თანაშეზომადობა უცვალებელ დოგმატიკასთან (რადგან, საეკლესიო სწავლებით, სხვაგვარმადიდებელი ვერასოდეს დამკვიდრდება ცათა შინა სუფევაში) და, რაც აგრეთვე უაღრესად მნიშვნელოვანია, ქართველი ერის საეკლესიო წარსულის, მაცხოვნებელ რწმენაში საქართველოს წმინდანთა ღვთივმიმადლებული გაბრწყინებულობის შემეცნება-აღქმის ხარისხი ხსენებული პირის მოღვაწეობაში.

აღნიშნული თვალსაწიერიდან იაკობ გოგებაშვილის პუბლიკაციების შესწავლა, ვფიქრობთ, ამომწურავ მასალას გვაწვდის ხსენებული მოღვაწის მსოფლმხედველობრივი პოზიციის ადეკვატური შეფასებისთვის. აღვნიშნავთ, ამასთან, რომ ჩვენს წინაშე ამჯერად არ იკვეთება აუცილებლობა იაკობ გოგებაშვილის საკუთრივ ფილოსოფიურ-თეოლოგიური განსჯების ანალიზისა ორი მიზეზის გამო: (I) ამგვარი შინაარსობრივი დატვირთვის მატარებელი მსჯელობა-განხილვები მის ნაწერებში მინიმალურია; (II) მკვეთრად გამოხატული, სრულიად არაორაზროვანი შემფასებლობითი გამონათქვამების კვალობაზე, ფილოსოფიურ-თეოლოგიურ განსჯათა გარეშეც, ზედმიწევნით დგინდება ის, რაც ამ ეტაპზე უმთავრესია ჩვენთვის, კერძოდ: იაკობ გოგებაშვილის დამოკიდებულება მართლმადიდებელი ეკლესიისა და მართლმადიდებლური სარწმუნოებისადმი.

კვლავ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამის გარკვევას ვესწრაფვით არა განყენებულად, არა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება-მოღვაწეობის ზოგადი შესწავლის კუთხით (ამ სახის გამოკვლევები ხსენებული მოღვაწის შესახებ, რა თქმა უნდა, არსებობს და კვლავაც დაიწერება), არამედ - მხოლოდ მისი წმინდანად კანონიზების პერსპექტივაში. არავის აქვს უფლება (ცხადია, არც ჩვენ), ”მკსინვარედ” განაკანონოს ვინმე იმის გამო, რომ მას შესაძლოა თავისი აზრი ჰქონდეს (თუნდაც კატეგორიული) ეკლესიის, სარწმუნოების, ერის მნიშვნელობისა და დანიშნულების შესახებ. ასეთ საკითხებზე საკუთარი მოსაზრებები არაიშვიათად გამოუთქვამთ არა მხოლოდ ქრისტიანებს, არამედ სხვა სარწმუნოების აღმსარებლებსაც, ისევე როგორც ზოგადად სარწმუნოების უარმყოფელ ათეისტებს. ყოველი არააგრესიული აზრის, მოსაზრების ყურადღებით მოსმენა უნდა დავითმინოთ და, წმ. გრიგოლ ხანცთელისადმი თქმულისა არ იყოს, თუ რამ იმგვარს ვპოვებთ, რაც მისაღებია, მივიღოთ, ”ჯირკუალი” კი განვაგდოთ. ესაა ზოგადი ხედვა. მაგრამ როდესაც საქმე ეხება საკუთრივ მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანად კანონიზების ლიტურგიკულ საკითხს, ცხადია, გარდაუვალად აუცილებელია იმის გარკვევა, თუ როგორი იყო კანონიზებადი პირის დამოკიდებულება საკუთრივ მართლმადიდებელი ეკლესიისადმი. სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, განა თვით იმ პიროვნებისთვისვე არ იქნება შეურაცხმყოფელი, ძალადობრივად ”შეირაცხოს” იმ ეკლესიის წმინდანად, რომლისადმი მისი დამოკიდებულებაც, რბილად რომ ვთქვათ, კრიტიკული იყო?

უპირობოა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, პირველ რიგში, ხსენებული ეკლესიის უცთომელობასა და საღვთო მადლმოსილებას უნდა ცნობდეს, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდეს მის უწმინდეს ისტორიას, მთელი შეგნებით აღიარებდეს ხსენებული ეკლესიის განმაღმრთობელ-გამომხსნელობით ღვაწლს ქართველი ერის სულიერი ფერისცვალების ანუ ცხონების საქმეში და თაყვანს სცემდეს მის წიაღში გაბრწყინებულ სულიერ მნათობებს.

ეკლესიასთან დაკავშირებით იაკობ გოგებაშვილის მიერ გამოთქმული მყარი თვალსაზრისებიდან გამოიყოფა ხუთი უმთავრესი მომენტი:

(I) - ხსენებული მოღვაწე ფაქტობრივად უარყოფს საქართველოს ეკლესიის სამოციქულო დაფუძნებულობას, მიიჩნევს მას მხოლოდ IV -ში წარმოშობილად.

(II) - იაკობ გოგებაშვილისთვის სრულიად უცხოა ერთი წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ცნება, იგი საქართველოს ეკლესიას ყველგან, ყველა შემთხვევაში განიხილავს მხოლოდ როგორც ეროვნულ დაწესებულებას,რომელსაც, ავტორის რწმენით, IV ს-იდანვე ირგვლივ შემოსჯარვია მისდამი უაღრესად მტრულად განწყობილი სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები, როგორც მისი ეროვნულობის აღმოფხვრის მოწადინე უცხო, გარეგანი ძალები”.

(III) - ავტორს სწამს, აგრეთვე, სხვადასხვა აღმსარებლობათა სრული განურჩევლობა. მისთვის, კერძოდ, სომხური მონოფიზიტური სარწმუნოებაც მაღალი და წმინდაა”.

(IV) - ქართველი ერისთვის, მთელი მისი ისტოირის მანძილზე, იაკობ გოგებაშვილის ურყევი აზრით, ქრისტიანობამხოლოდ გარეგან აღმსარებლობად დარჩენილა, ოდნავადაც ვერ შეუღწევია მის სულში, ქართველებს რეალურად არასოდეს ჰქონიათ წმინდა წერილი.

(V) - იაკობ გოგებაშვილი არაერთგზის დაბეჯითებით მიუთითებს, რომ ეკლესიის მომავალი მის დემოკრატიზაციაშია, რაც ჯერ არჩევითი სისტემის დანერგვას გულისხმობს, საბოლოოდ კი - იდეალურს თავისუფლების სინდისისას”.

აღნიშნული ძირითადი პუნქტები შეიცავს ქვე-პუნქტებსაც, რომლებსაც, ვითარების სრული გარკვეულობიდან გამომდინარე, მხოლოდ გაკვრით შევეხებით. აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ ზემორე პუნქტები გვირგვინდება მეშვიდე პუნქტით, რაც გულისხმობს იაკობ გოგებაშვილის სრულიად მკაფიო დებულებას კონკრეტულად მართლმადიდებლობის შესახებ და რაც შესაბამის ადგილას იქნება სრულად ციტირებული.

დავიწყოთ პირველით, საქართველოს ეკლესიის (ავტორის თქმით: ქართული ეკლესიის ან ეროვნული ეკლესიის) დაარსების შესახებ უწყებით. იაკობ გოგებაშვილი მიუთითებს:

ქართულმა ეკლესიამ, რომელიც წარმოიშვა მეოთხე საუკუნის დასაწყისში, ქართველების მიერ მოციქულთასწორი ნინოსგან ქრისტიანობის მიღებისას, თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე განვლო სამი მთავარი პერიოდი:ანტიოქიური, ნაციონალური და რუსული (იაკობ გოგებაშვილი, ქართული ეკლესიის ბედის საკითხისათვის, რჩეული თხზულებანი, ტ. III, თბ. 1990, გვ. 89).

კიდევ:

აგერ თხუთმეტი საუკუნეა, რაც საქართველომ ქრისტეს სარწმუნოება მიიღო (მთავარნი საჭიროებანი სასულიერო წოდებისა, რჩეული თხზულებანი, ტ. III, თბ. 1990, გვ. 343).

ახლა ვნახოთ, რა იგულისხმება იმ სამ პერიოდში, იაკობ გოგებაშვილი რომ გამოყოფს.

პირველი პერიოდი ანუ ანტიოქიური, მისივე თქმით, სათავეს იღებს წმინდა ნინოს მოღვაწეობიდან. ჩვენ არ შევჩერდებით იმის განხილვაზე, თუ რას ნიშნავს ქართველი ქრისტიანისთვის საქართველოში ქრისტიანობის ისტორიის უძველესი და უწმინდესი ჟამი, თუმცა იაკობ გოგებაშვილი გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ეკლესია ამ დროს ანტიოქიის ეკლესიის მეტოქიონს წარმოადგენდა და არის რა ამ მოვლენით გულის სიღრმემდე აღშფოთებული, IV-V სს-ის ეპოქის საქართველოს ეკლესიას უკიდურესად უარყოფითი ტერმინებითახასიათებს, უწოდებს რა მას ბიუროკრატიულ-ჩინოვნიკურს. მოვუსმინოთ:

პირველი - ანტიოქიური პერიოდი გრძელდებოდა [ას] წელიწადზე მეტს და ატარებდა წმინდა ბიუროკრატიულ, ჩინოვნიკურ ხასიათს. ქართული ეკლესიის მეთაური ინიშნებოდა გარეგანი ძალის, უცხო ხელისუფალის, ანტიოქიის პატრიარქის მიერ. ინიშნებოდა არა ქართველთაგან, არამედ ბერძენთაგან, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ქართულ მრევლთან. ეს გრძელდებოდა V საუკუნემდე (იაკობ გოგებაშვილი, ქართული ეკლესიის ბედის საკითხისათვის, რჩეული თხზულებანი, ტ. III, თბ. 1990, გვ. 89-90).

ხსენებულ ანტიოქიის პატრიარქში, უპირველესად, ცხადია იგულისხმება უდიდესი წმინდანი, საქართველოს ეკლესიის პირველმაკურთხეველი, წმ. ევსტათი ანტიოქიელი, რომლის შესახებაც წმ. არსენ იყალთოელი აღნიშნავს:

”ხოლო მჴურვალემან მან ტრფიალმან ღმრთის მსახურებისამან კოსტანტინე... მიუვლინა მათ (ქართველებს, ე.ჭ.)ევსტათი ანტიოქიელ პატრიაქი ფრიადითა პატივითა, კაცი სარწმუნოჲ და სიბრძნითა და ცხორებითა განშუენებული,რომელი ნათლითა მართლმადიდებლობისაჲთა ყოველსა სოფელსა ჰნათობდა,... ესე ფრიადითა ძღუნითა განმდიდრებული მასწავლელად სჯულისა და წესთა და მოძღურებად ღმრთისმეცნიერებისა მეფისა მიმართ ქართველთაჲსა მოივლინა. და ვითარცა შემოვიდა წმიდაჲ იგი პატრიაქი სანახებსა ქართლისასა, და თანა აქუნდეს ძელი ცხორებისაჲ და ხატი მაცხოვრისა და ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაჲ, მოეგება მეფე და მთავარნი მისნი და ყოველი სიმრავლე ქალაქისაჲ და ჯეროვნითა პატივითა დიდითა აღიყვანეს პალატად და მიიღეს კურთხევაჲ მეფემან და დედოფალმან და ყოველმან ერმან. ხოლო პატრიაქმან უბრძანა წინაგანმზადებად ნათლისღებისათჳს.მოვიდა ღირსი ნინოცა და მიიღო კურთხევაჲ პატრიაქისაგან და მანცა ითხოა ლოცვაჲ ჯეროვანი სიმდაბლით და ქადაგად და მოციქულად და სანატრელად უწოდა და მისცა წიგნი ელენე დედოფლისაჲ, მოწერილი ნეტარსა ნინოს თანა ყოვლადშუენიერი და შემკული და ბრწყინვალე, ქებათა და შესხმათა მიერ მახარებელად და მოციქულად წოდებითა, და ნაწილი ძელისა ცხორებისაჲ და ხატი ქრისტეს ღმრთისა ჩუენისაჲ და ყოვლადწმიდისა დედისა მისისაჲ, რომელნიცა წარმოეგზავნნეს დედოფალსა ელენეს ღირსისა ნინოჲსსა. ამის შემდგომად განჰმზადეს სანათლოჲ და ნათელ-იღეს მეფემან და დედოფალმან შვილითურთ მათით, და ყოველთა მთავართა მათთა და ურიცხუმან სიმრავლემან ერისამან სახელითა მამისათა და ძისაჲთა და სულისა წმიდისათა ჴელითა პატრიაქისაჲთა და შემდგომითი-შემდგომად ნათელს-იღებდეს ურიცხუნი სიმრავლენი წარმართთანი. ესე რაჲ იქმნა ამისა შემდგომად აკურთხნა ეკლესიანი იგი მათ მიერ აღშენებულნი და დაამყარნა საკურთხეველნი და ყო სატფურებაჲ და დაასხნა ჴელნი ღირსსა იოანეს მთავარეპისკოპოსად საყდარსა ზედა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისასა, და უკურთხნა მღდელნი და დიაკონნი, და მიუთხრნა მეფესა და ერსა განგრძნობილად სწავლანი საღმრთონი. და განიხარა მეფემან და ყოველმან სავსებამან მორწმუნეთა ერისამან და ჰმადლობდეს ღმერთსა” (ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი III, თბ. 1971, გვ. 36-37).

აი, ეს პიროვნება იწოდება იაკობ გოგებაშვილის მიერ წმინდა ბიუროკრატიულ-ჩინოვნიკური ეკლესიის წარმომადგენლად, გარეგან ძალადუცხო ხელისუფლად.

მაგრამ რა ხდება შემდეგში, მეხუთე საუკუნიდან?

იაკობ გოგებაშვილი განგვიმარტავს:

”ამ საუკუნეში ენერგიული ქართველი მეფის ვახტანგ გორგასლანის დროს, ქართლის ეკლესია ღებულობს ავტონომიას, ხოლო მისი ეპისკოპოსი - კათალიკოსის ტიტულს, მაგრამ ეს იყო ბიუროკრატიული, ჩინოვნიკური ავტონომია, რადგან ანტიოქიის პატრიარქმა დაიტოვა უფლება - თვითონვე შეერჩია და დაენიშნა კათალიკოსი, ხოლო კათალიკოსად მუდამ ბერძენი ინიშნებოდა. ამ ჩინოვნიკმა კათოლიკოსმა გაძლო ასი წელიწადი, მიუხედავად ქართველების ყველა ღონისძიებისა - მიეცათ მისთვის ცოცხალი, ნაციონალური ხასიათი” (იქვე, გვ. 89).

ავტორისთვის გარკვეული გამოცოცხლება საქართველოს ეკლესიაში შეიმჩნევა მხოლოდ VI -იდან, მისი თქმით,ადარნასე მეფის დროიდან:

”მხოლოდ მეექვსე საუკუნეში, მეფე ადარნასეს დროს, ქართულმა ეკლესიამ პირველად შეძლო მოეპოვებინა უფლება იმისა, რომ სათავეში ჰყოლოდა კათოლიკოსი, საქართველოს ნამდვილი შვილი. მხოლოდ ამ მომენტიდან იცვლება ანტიოქიური პერიოდი ნაციონალურით, ჩინოვნიკურ-უწყებრივი - არჩევნობითობით (დასახ. შრომა, გვ. 90).

ჩვენ, ცხადია, არ ვაპირებთ იაკობ გოგებაშვილთან პოლემიკაში შესვლას საქართველოს ეკლესიის ისტორიის ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით, ხაზს გავუსვამთ მხოლოდ იმას, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი არ შეიძლება აღნიშნული ეკლესიის უდიდეს და უმთავრეს მეტროპოლიათა (ანტიოქიის, კონსტანტინოპოლის) შესახებ საუბრობდეს უკიდურესად შეურაცხმყოფელი ტერმინებით. ავტორი, რომელიც გარკვეულწილად საზრდოობს ”ქართლის ცხოვრების” გვიანდელი აპოკრიფული ჩანართებით,[1] ისე გაშარჟებულად (თითქოსდა თვითმხილველურად) აგვიწერს ანტიოქიისა და კონსტანტინოპოლის უწმინდეს ეკლესიათა და მათ იერარქთა ”უკეთურ საქმეებს” გაეროვნულების გზაზე მდგომი საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომ მკითხველს ხსენებულ ეკლესიათა მიმართ ექმნება უაღრესად უარყოფითი დამოკიდებულება. მოვიტანთა საკმაოდ ვრცელ ციტატას:

”ქართული ეკლესიის უფლებები დამოუკიდებელი მმართველობის დარგში მოპოვებულ იქნა არა შუამდგომლობათა გზით ანტიოქიის პატრიარქის წინაშე, რომელიც მათ ჯიუტად უარყოფდა, არამედ, ასე ვთქვათ, ნახევრად რევოლუციური გზით. ... ანტიოქიის პატრიარქმა პროტესტი განაცხადა და მუქარა დაიწყო, მაგრამ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მას ურჩია, რომ დიდი უბედურების თავიდან აცილების მიზნით დაედასტუირებინა ავტონომია, რომელიც ფაქტიურად თვით ქართველებმა დაიწყეს. ანტიოქიის პატრიარქი იძულებული გახდა დათანხმებულიყო. იმავე პატრიარქს არაფრის გულისთვის არ უნდოდა ქართული ეკლესიისთვის მიეცა მირონის დამზადების ნება, მაგრამპატრიარქის ჯიუტობის გამო მოთმინებიდან გამოსულმა ქართველებმა თვითნებურად დაიწყეს მირონის დამზადება, მაშინ პატრიარქი, რომელსაც არ პლასტუნები ჰყავდა და არც დრაგუნები, დათმობაზე წავიდა. მთელს ამ ბრძოლაში დიდ როლს ასრულებდა ეკონომიკური მატერიალიზმი, რომელსაც წმინდა მამები სიტყვებით ასე გააფთრებით უარყოფენ, მაგრამ საქმით არანაკლებ სწამთ, ვიდრე ცოდვილ ეკონომისტებს. საქმე ისაა, რომ ანტიოქიის პატრიარქს საქართველოში ჰქონდა ვრცელი მამულები, რომლებიც სხვადასხვა დროს მას შესწირეს ქართველმა მეფეებმა და დიდებულებმა. ამ მამულებს მართავდა ანტიოქიელი იღუმენი, რომელიც პატრიარქს ყოველწლიურად დიდძალს ფულს უგზავნიდა. ქართველებთან ყოველგვარი მძაფრი შეტაკებისას პატრიარქს ეშინოდა ამ მამულების კონფისკაციისა და ეს შიში აიძულებდა მას დაედასტურებინა ქართველი სამღვდელოებისა და ქართველი მრევლის მიერ ჩადენილი წმინდა რევოლუციური აქტები (იაკობ გოგებაშვილი, ქართული ეკლესიის ბედის საკითხისათვის, რჩეული თხზულებანი, ტ. III, თბ. 1990, გვ. 89-90).

მოტანილი ციტატიდან გამაოგნებელია შემდეგი: იაკობ გოგებაშვილმა, როგორც ვხედავთ, კარგად იცის, რომ მის მიერ ნაგულისხმევი ანტიოქიელ-კონსტანტინოპოლელი პატრიარქები აღნიშნული ეპოქისა (VII-IX სს-ისა) არიანმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები (პირდაპირ ამბობს მათზე: წმინდა მამები), მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი უყოყმანოდ განუკუთვნებს მათ სრულ ზნეობრივ დაცემულობას, რადგან უკლებლივ ყველა მათგანი სინამდვილეში თურმე, ზემორე ციტატის კვალობაზე, მხოლოდ ანგარებით, ვერცხლისმოყვარეობითი ვნებით ყოფილა დაბრმავებული ანუ, რაც იგივეა, ყოფილა ყოველგვარ სიწმინდესა და ზნეობას მოკლებული. შესაბამისად, ავტორისთვის ამ იერარქთა წმინდანობა მართლმადიდებელი ეკლესიის გამონაგონად ჩანს და არა უტყუარ ფაქტად (მართლაც, როგორ შეიძლება, რომ ანგარებიანი და ვერცხლისმოყვარე ადამიანი წმინდანი იყოს?). ასეთი უმძიმესი ბრალდებანი ხსენებულ მოღვაწეთა მიმართ, გასაგებია, ვრცელდება ზოგადად მართლმადიდებელ ეკლესიაზე. მაგალითად, უაღრესად დამაფიქრებელია გამოთქმის განზოგადებული ფორმა მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთა მიმართ:

”მთელს ამ ბრძოლაში დიდ როლს ასრულებდა ეკონომიკური მატერიალიზმი, რომელსაც წმინდა მამები სიტყვებით ასე გააფთრებით უარყოფენ, მაგრამ საქმით არანაკლებ სწამთ, ვიდრე ცოდვილ ეკონომისტებს”.

დავუბრუნდეთ საქართველოს ეკლესიის ისტორიას:

იაკობ გოგებაშვილის მტკიცებით, ”არჩევითობის სისტემის შემოღებამ” გააცოცხლა აქამდე მკვდარი ქართული ეკლესია:

”თუ რა მკვდარ ორგანიზმს წარმოადგენდა ქართული ეკლესია ჩინოვნიკური, ბიუროკრატიული პერიოდის მთელ მანძილზე და როგორ გაცოცხლდა ეს ორგანიზმი, როგორ აღივსო ძალითა და ენერგიით არჩევნობითი სისტემის შემოღებისას, ამას ქვემოთ დავინახავთ” (იქვე, გვ. 90).

მართალია, მითითებულია, რომ ”ქართული ეკლესიის გაცოცხლება” ქვემოთ იქნებოდა ნაჩვენები, მაგრამ არც ამ სტატიაში და არც სხვაგან იაკობ გოგებაშვილი ამ მხარეს აღარ განავრცობს. მიუხედავად ამისა, დამოწმებული სიტყვებიც აბსოლუტურად ცხადად ადასტურებს, რომ, ავტორის სრული დარწმუნებულობით, წმინდა ნინოს მოღვაწეობიდან ვიდრე არჩევითობის სისტემის შემოღებამდე” ”ქართული ეკლესია ყოფილა მკვდარი ორგანიზმი”, რომელიც სწორედ არჩევითობის სისტემის შემოღებას” (და არა ღვთის მადლს) გაუცოცხლებია.

ერთი აბზაცის შემდეგ, იაკობ გოგებაშვილი გადადის ”ქართული ეკლესიის ახალი ფაზის”, რუსეთის ეკლესიის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების განხილვაზე. სრულიად პირუთვნელად უნდა ითქვას, რომ XIX ს-ის ვითარების ანალიზის დროს იაკობ გოგებაშვილი წამოჭრის არაერთ პრობლემას, თვალსაჩინოს ხდის არაერთ უმძიმეს ხარვეზს აღნიშნული ეპოქისას, რაც მკითხველის სრულ თანაგრძნობას იწვევს (ეს თემა უთუოდ მონოგრაფიული კვლევის საგანია), თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავთ იმასაც, რომ ყველაზე უფრო დამამწუხრებელმა ფაქტმაც კი არ უნდა დაგვაკარგინოს ობიექტურობის განცდა და არ უნდა მოგვდრიკოს საპირისპირო უკიდურესობისკენ, რაც, სამწუხაროდ, ხსენებული ეპოქის პრობლემებზე საუბრის დროსაც არაიშვიათად არის შესამჩნევი იაკობ გოგებაშვილის პუბლიკაციებში. ამჯერად ყურადღებას გავამახვილებთ მხოლოდ იმ ასპექტზე, რაც ცალკე პუნქტადაც აღვნიშნეთ ზემოთ და რაც უშუალოდ უკავშირდება ჩვენს მთავარ საკვლევს (ე.ი. იმას, თუ როგორია იაკობ გოგებაშვილის, როგორც მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიზებადი პირის, დამოკიდებულება ხსენებული მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, ამ ეკლესიის დოგმატური მოძღვრებისადმი). მოცემულ შემთხვევაში ვგულისხმობთ, კერძოდ, სხვა აღმსარებლობათა შეფასების საკითხს.

ცნობილია, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ერესად ანუ მწვალებლობად რაცხს და უპირობოდ განკვეთს მისგან დოგმატურად განსხვავებულ უკლებლივ ყველა აღმსარებლობასა და სარწმუნოებას. ანათემირებულ აღმსარებლობათა შორისაა მონოფიზიტური ცრუსარწმუნოებაც, რასაც საუკუნეთა განმავლობაში ერთგულად იცავდა და იცავს სომხეთის ეკლესია. ჩვენ, ცხადია, არ ვგულისხმობთ იმას, რომ სომეხ მორწმუნეთა და მათ იერარქთა საქმიანობაში შეუძლებელი იყოს რაიმე ღირსეულის დანახვა, რაც კი ამქვეყნიურ, ყოფით მხარეებს შეეხება. მართლაც, დასაფასებელია მათი უწრფელესი სიყვარული საკუთარი ქვეყნისადმი, ერთიმეორის გატანის განსაკუთრებული თვისება, უაღრესი მოფრთხილება ეროვნული სიმდიდრეებისა და სხვა, მაგრამ ჭეშმარიტების (მართლმადიდებლური სარწმუნოების) გადასახედიდან, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ყოველივე ეს სრულიად ფუჭია, რადგან სომხეთის ეკლესია მოკლებულია სულიერ სიცოცხლეს, განვრდომილია

ნახვა: 355

ტეგები: qwellynews, ბლოგი, კანონიზაცია

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters