ზოგჯერ ალბათ უკეთესი იქნება მოზრდილები ბავშვებს თუ მივბაძავთ რადგან მათი თვალებით დანახული სამყარო ალბათ ძალიან განსხვავდება ჩვენი აღქმისგან ჩვენც ხომ ოდესღაც ბავშვები ვიყავით ჩვენი წარმოდგენა გვქონდა კარგზე და ცუდზე რაღაცეებს ჩვენი კრიტერიუმებით ვსაზღვრავდით ხშირად სულელურად მაგრამ სამაგიეროდ გულწრფელად როცა იზრდები რთულია ეს სისუფთავე შეინარჩუნო რადგან ადამიანებმა ჩვენთვითონ შევქმენით ისეთი გარემო და სისტემა სადაც ადამიანის ყოფა გაუსაძლისი გახდა

      სახარებაში წერია თუ არ იქნებით და მოიქცევით როგორც ბავშვები ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში ძმებ კარამაზოვებშიც ხომ ასეთ დარიგებას აძლევს ბერი ზოსიმე ალიოშას რომ გიყვარდეს ბავშვები

      ინტერნეტში გადავაწყდი ბავშვის წერილებს და მინდოდა ამ პოსტში მეჩვენებინა

  • ბიბლიაში რომ წერ “პირველად იყო სიტყვაო”, რომელი სიტყვა?
  • ღმერთო, მოდი დავმეგობრდეთ?
  • როგორ ცხოვრობ ცაში? საჭმელი გაქვს? რამე ხომ არ გჭირდება?
  • ადამიანები ისე იტანჯებიან დედამიწაზე… შენი ჯოჯოხეთი, ნუთუ, კიდე უფრო უარესია?
  • შენ, რა თქმა უნდა, მიყვარხარ, მაგრამ დედიკო და მამიკო მირჩევნია, ხომ არა უშავს?
  • თუ შეიძლება, მე ნუ მოვკვდები რა.
  • დედა რომ არ მყიდულობს ხოლმე გემრიელობებს, შენ კარნახობ ხოლმე ამას?
  • როგორაა, რომ, ყველაფერი უფლის ნებაა? ზაფხულიც, დედას ავადმყოფობაც, ომიც?
  • უფალო, რამდენი წლის ხარ?
  • დედამიწაზე რომ ისვრიან, შენთან არ ისმის ღმერთო?
  • ათეისტები გთხოვენ ხოლმე რამეს?
  • შენს სახლში მინდა სტუმრად მოსვლა. ასე ერთ კვირაში მეცლება.
  • სუპერმენად გადამაქციე. ახლა არ მითხრა, რომ უნდა ვივარჯიშო, ყოველ დღე ვირბინო, დილაობით გავკაჟდე. ეს ყველაფერი ისედაც მესმის მამაჩემისგან.

ნახვა: 217

ტეგები: Qwelly, ბავშვები, ბლოგი, მიმართვა, ღმერთი, შეკითხვა, წერილი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

თითებზე ასხმული ქალაქები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 19, 2021.
საათი: 10:24pm 1 კომენტარი

      დიდი ხანია ოქრომჭედელი არ ყოფილა ჩვენი ბლოგის სტუმარი. დღეს ოლა შეხტმანი (Ola Shekhtman) უნდა გავიცნოთ. ოლას უყვარს მოგზაურობა და მოგზაურობისას, ამა თუ იმ ქალაქის სუვენირების შეგროვება. ერთხელაც გადაწყვიტა რომ თავად შეექმნა მუდმივი თანამგზავრი სუვენირი. ქალაქში ჩასვლისას, ოლა ფართო პეიზაჟებს აკვირდება, სწავლობს, ხატავს და ერთ სიბრტყეზე გადააქვს. შემდეგ იწყება ყველაზე რთული. თითოეული მისი ბეჭედი ხელით არის დამუშავებული, დახერხილი,…

გაგრძელება

ექსტრადირების ამბავი, კოკაინი და მიყურადება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2021.
საათი: 11:26pm 1 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება კოვიდის მეხუთე ტალღაზე საუბარი და შესამზადებლად ვაქცინაციის წახალისება. დღის მთავარ ამბებში კვლავ საარჩევნო „სისუფთავეა“, ასევე ფარული ჩანაწერები ნელ-ნელა გამომზეურება მტყუან-მართლის გარკვევის პარალელურად. მეგის ქარდავას ექსტრადაცია განხორცილდება. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პროტესტები საარჩევნოდ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 16, 2021.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      როგორც ჩანს დაანონსებული წვიმები მხოლოდ ქობულეთს აუხდა მძიმედ - ძლიერმა წვიმამ სახლები დაიტბორა, რამდენიმე სოფელში კი მეწყრული პროცესები განვითარდა. ქვეყანაში ისევ მოსმენების ამბავია აქტუალური და კვლავ სუს მიმართ ისმის კითხვები და პროტსტები. ცხადია, ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება და მის გარშემო ტრიალებს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1141 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 16…

გაგრძელება

საარჩევნო ტრადიცია - მოსმენები, მიყურადებები და ჩანაწერების გამომზეურება, მერე კომენტარები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 15, 2021.
საათი: 10:30pm 1 კომენტარი

      გამოდარებას არ შეგარგებენ რა, ხვალ და ზეგ წვიმა და ძლიერი ქარი გველოდებაო. დღეს კი მეინსტრიმული აღმოჩნდა ჩვენი საარჩევნო ტრადიცია - ფარული მიყურადების, მოსმენოების, ჩანაწერების მოულოდნელი გამომზეურება და სკანდალ-სკანდალ ნიუსები. დღის მთავარი თემა სწორედ ეს იყო. მეორე მთავარი ამბავია მოახლოებული არჩევნები. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 15…

გაგრძელება

Qwelly World

free counters