გლობალიზაცია

კურსი: სოციალური ცვლილებები

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი გოთუა

სტუდენტი: ქეთევან პოპიაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2019

      გლობალიზაცია თავის თავში მოიაზრებს ეკონომიკის, ვაჭრობისა და ფინანსური ურთიერთობების, შრომის გლობალიზაციას. გლობალიზაციის პროცესმა მთელი მსოფლიო მოიცვა და აქტიურად გრძელდება, ის არაერთგვაროვანი შედეგების მომტანია განვითარების მაღალ და დაბალ საფეხურზე მდგომი ქვეყნებისთვის და მათი მოქალაქეებისთვის. სწორედ ამის გამო, რომ გლობალიზაციის ზეგავლენები სხვადასხვანაირია, მის მიმართ ჩამოყალიბებული შეხედულებებიც განსხვავდება ერთმანეთისგან, არსებობს დადებითი და უარყოფითი მოსაზრებები მის შესახებ.

      პირველ რიგში ის რაც გლობალიზაციასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობას იწვევს არის ქვეყნებს შორის ურთიერთდამოკიდებულების საკითხი. კრიტიკოსების აზრით ქვეყნები კარგავენ ეროვნულობას და იძულებული არიან გაიზიარონ/გაიმეორონ სხვა ქვეყნების მიერ გადადგმული ნაბიჯები პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სფეროში, რასაც ხშირად არასახარბიელო შედეგები მოაქვს მათსავე მოქალაქეებისთვის. ხოლო მომხრეებს მიაჩნიათ, რომ გლობალიზაციის პროცესმა ხელი შეუწყო სხვადასხვა ეროვნული მთავრობების შეკავშირებას და მათ მისცათ საშუალება ერთმანეთის ინტერესებიდან გამომდინარე მიეღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რაც მხოლოდ და მხოლოდ წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნახსენები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან განვითარებადი ქვეყნები გამოთიშული არიან, რაც პირველ ნაკლად შეიძლება მივიჩნიოთ გლობალიზაციასთან მიმართებაში.

      რაც შეეხება ეკონომიკის გლობალიზაციას, აქ ერთერთ მთავარ მოვლენად შეგვიძლია ჩავთვალოთ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაარსება. მათი შექმნის მიზანი სუსტი ქვეყნების ფინანსური დახმარება და ვალუტის დასტაბილურება იყო. მას შემდეგ შექმნეს სახელმწიფოებმა მათი ეროვნული ვალუტა და განსაზღვრეს აშშ დოლართან მიმართებაში. ეკონომიკის გლობალიზაციის შედეგად გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა და ქვეყნებმა გახსნეს საზღვრები საერთაშორისო ინვესტიციებისთვის. თუმცა უარყოფითი შედეგები ამ პროცესმაც გამოიღო, ქვეყნები უფრო მეტად დამოკიდებული გახდნენ ერთმანეთზე, იმ გაგებით, რომ ერთი სახელმწიფოს ეკონომიკური მდგომარეობა გადამდები იყო სხვა მასთან შეკავშირებულ ქვეყნებზე. ასევე ის ქვეყნები, რომლებიც დახმარებას იღებდნენ ხშირად ეკონომიკურად გაუმართლებელ ნაბიჯებს დგამდნენ რაც მათ განვითარების მხრივ უფრო უკან წევდათ.

      გლობალიზაციის კიდევ ერთი თანმდევი პროცესია შრომის გლობალიზება, რაც საზღვრების გარეშე წარმოებამ, საწარმოების მობილურობამ და ამასთან მოსახლეობის მიგრაციამ გამოიწვია. ისეთ მსოფლიოში სადაც ერთ ქვეყანაში შეძენილი ნედლეულის მეორეში გადამუშავება ხდება, მესამეში და მეოთხეში პროდუქტად ქცევა და შეფუთვა, მეხუთეში გაყიდვა, ხოლო მეექვსეში ამ ყველაფრის კოორდნირიება, შეუძლებელია რაიმე „საშინაოდ“ ჩაითვალოს. შრომის გლობალიზაციის შედეგად მიგრაციას მოჰყვა არალეგალი მიგრანტების რიცხვის ზრდა, რაც არაერთ პრობლემას წარმოქმნის. ასევე განვითარებად ქვეყნებზე არც თუ ისე კარგ გავლენას ახდენს ეს პროცესები. განვითარებადი ქვეყნებიდან ხშირად ყიდულობენ განვითარებული ქვეყნები ნედლეულს დაბალ ფასად, მისგან შექმნილ პროდუქციას კი მაღალი ფასით ყიდიან იმავე განვითარებად ქვეყნებში, რაც მათ უფრო მეტად გაღარიებებას იწვევს და უფრო მეტად დამოკიდებულს ხდის მდიდარ ქვეყნებზე.

      გლობალიზაციას არაერთი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს, ერთის მხრივ სასურველია სახემწიფოებს შორის საერთო ინტერესების არსებობა და ერთიანი ძალებით, შეთანხმებულად მოქმედება უკეთესი მსოფლიოს შესაქმნელად, თუმცა მეორე მხრივ ამ გაერთიანებაში არ უნდა შედიოდნენ მხოლოდ განვითარებული ქვეყნები და განვითარებად ქვეყნებსაც უნდა ჰქონდეთ იგივე დონეზე გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება. გლობალიზაცია არ უნდა ითვლებოდეს მდიდარი ქვეყნების უფრო გამდიდრების და ღარიბი ქვეყნების უფრო გაღარიბების ხელშემწობ პროცესად.

გამოყენებული ლიტერატურა

ჟვანია ნინო, საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია, 2006

ნახვა: 19

ტეგები: განვითარება, გლობალიზაცია, თეორიები, ილიაუნი, ნეოლიბერალიზმი, პოლიტიკა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააქციო-საგამოძიებო ნიუსები, ბიძინა და მისი ოცნება, არჩევნები და მოსამართლეების რვიანი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 17, 2019.
საათი: 11:29pm 0 კომენტარი

      ვიდრე ზაფხულის სიცხე დაბრუნდებოდეს, მთავარ ამბებში ისევ ივნისია და ივნისის გამოძიებები, ასევე ქართული ოცნების ბათუმური შეკრება და სამართლის მაძიებელი მარადიული მოსამართლეების არჩევა - მრავალია…

გაგრძელება

თემიდას კლანი, გოგებაშვილის განათლება, გადამეტებული პოლიციელობანა და კალაძის ქალაქი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 16, 2019.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ტემპერატუა 20 ივნისის საქმეზე ჯერ კიდევ ინარჩუნებს ჩერნობილის გრადუსს - დაკავებების ორმხრივი სერია მიმდინარეობს პარალელური აქციებით. ასევე თბილისს აქვს ახალი ანონსები, ხოლო აზერბაიჯანს ახალი…

გაგრძელება

ზაფხულის განზოგება - ვლაქერნობა, დაკავებული პოლიციელები, გარეჯის პრობლემა და დედა ენა სკოლებში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 15, 2019.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

      შუა ზაფხულის შუა დღე - ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნა, ხოლო ამინდს რაც შეეხება საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელიო. ბარემ მომავალზე ვსაუბრობთ და ისიც ვთქვათ,…

გაგრძელება

ცოცხალი მინდორი

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივლისი 14, 2019.
საათი: 11:03pm 0 კომენტარი

      სიმწვანის სიურეალისტური გამოსახვა ჩვენს ყოველდღიურ, ცოცხალ გარემოში ემერიკ ჩანთიერის (Émeric Chantier) მორიგი გატაცებაა და თავისი სკულპტურები სწორედ ამ მიმართულებით არის წარმოდგენილი.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters