ვეცადე სათაური დამემსგავსებინა ყვითელი პრესის გარეკანზე განთავსებულ სათაურს, რადგან ვხვდები, რომ ჩვენს ქვეყანაში კიდევ დიდი ხნის განმავლობაშ იქნება მომგებიანი, როცა მკითხველს არათუ აცნობ სიახლეს, არამედ ჯერ კითხვას უსვამ.

ახლა რაშია საქმე, როგორც ერთი ჯერარდაარსებული, მაგრამ უკვე პრესტიჟული ჟურნალი "მიზოგინია Times" იტყობინება, მალე საქართველოში ჯარში ქალების გაწვევა სავალდებულო გახდება. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს 20 დან 35 წლამდე კდემამოსილ, მანდილმოსილ, პირსინგმოსილ თუ ნებისმიერ სხვარამმოსილ ქალბატონების ჯარში გაწვევას, მთავარია როგორმე დადგინდეს რომ მათი სქესი ნამდვილად არის Female (მდედრობითი).

შესაძლოა ერთობ იუმორისტული და დეზინფორმაციული პოსტი მოგეჩვენოთ, მაგრამ როდესაც არგუმენტებს ჩამოვთვლი თუ რატომ უნდა დაუჭიროთ ამ კანონპროექტს მხარი, ეგებ მართლაც დაფიქრდეს უცნაურ შენობას შეფარებული დეპუტატთა კოლექტივი და რომელიმემ პარლამენტის სხდომაზეც გაიტანოს ჩემი შეთავაზება.

რატომ ქალები ჯარში?

  • ჯარგამოვლილი ქალების დაჩაგვრა ქართველ "მამაკაცებს" გაუჭირდებათ, რადგან ერთს ისეთ უთაქებენ მეორე აღარ დასჭირდეთ. (მოგეხსენებათ ქალები უფრო შრომისმოყვარეები და "ამტანები" არიან, შესაბამისად მათი მომზადების დონე და "მუსკულებიც" უფრო მაღალი იქნება)
  • ჯარგამოვლილი ქალი გაცილებით შრომისმოყვარე, გამბედავი, მიზანდასახული და წარმატებული იქნება, ვიდრე ჯარგარეთ დარჩენილი ქალი.
  • ქალებსაც ექნებათ შესაძლებლობა "ვაინი ბილეთი" აიღონ და ესოდენ მომრავლებულ დაცვის სამსახურთაგან რომელიმეში იმუშაონ.
  • საბოლოოდ აღდგება გენდერული თანასწორობა და ქალი აღარ იქნება არც სუსტი სქესის წარმოამდგენელი, არც უნივერსიტეტში შესატან საბუთთა სიაში დააკლებენ ზემოხსენებულ "ვაინი ბილეთს" ან მასთან გათანაბრებულ საბუთს (სააღრიცხვოსაც მოსთხოვენ) და მასაც ექნება საშუალება ითხოვოს "ფორმა 26".
  • ამიერიდან ქალებსაც ეცოდინებათ იარაღის დაშლა-აწყობა!
  • ამიერიდან სუფრასთან ქალებიც მოიგონებენ ჯარის ამბების, ეყოლებათ ჯარის დაქალები, გაჩნდება ახალი მეტსახელები და სახლში ექნებათ ჯარიდან წამოღებული "ხებე".
  • ...

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ კანონპროექტში არის მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც ქალს ათავისუფლებს ჯარისგან.

20-35 წლამდე ნებისმიერ ქალბატონს სახელმწიფოს წინაშე ჰმართებს, მოიხადოს მასზედ დაკისრებული სამხედრო ვალდებულებები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ქალბატონებს სახლში ჰყავთ 12 წლამდე ასაკის შვილი. დიახ ქალბატონებო, თუ თქვენ სახლში გყავთ 12 წლამდე ასაკის ადამიანი (საკუთარი შვილი, ნაშვილები ან ნებისმიერი) რომელზეც მეურვეობა გეკისრებათ, თქვენ ჯარისგან თავისუფალი ხართ.

ვფიქრობთ ეს დამატება ქვეყანაში დემოგრაფიულ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს და ცოტა სოციალურსაც, რადგან ჯარის შიშით ქალბატონები შვილებს გააჩენენ, ან ბავშვთა სახლებიდან აიყვანენ - ქვეყანას ორივე აწყობს.

დიდი სიამოვნებით მივიღებ დამატებით შემოთავაზებებს კანონპროექტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, ასევე შეგიძლიათ ჩემ მიერ ჩამოთვლილ არგუმენტებს შეჰმატოთ, ან კონტრარგუმენტები მომახსენოთ კომენტარებში.

• წინა კანონპროექტი თბილისის მერიისთვის - დაიბანე, თორემ დაგბანთ!

P.S. News განკუთვნილია იუმორშერჩენილი ადამიანებისთვის!

ნახვა: 3010

ტეგები: Qwelly, გენდერი, დეზინფორმაცია, კანონპროექტი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters