3 წლის დავითმა იცის, რომ ჩემი ლეპტოპი მისთვის "აკრძალული ხილია". ის მუდამ ჩემი სახლიდან გასვლის მომენტს ელოდება. როგორც კი მისი მხედველობის არეს მოვშორდები, ჩემს ოთახში შევარდება და იწყებს "მუშაობას":)

ბუნებრივია ყოველდღე უამრავი "სამუშაო" აქვს. მაგალითად, დღეს იმდენი იმუშავა, რომ ძლივს ჩავრთე "გადაღლილი" ლეპტოპი :)) სამწუხაროა, რომ გაცნობიერებულად სჩადის ამას, მაგრამ აბა ბავშვს რა უნდა მოსთხოვო, როცა დიდებიც ანალოგიურად ვიქცევით. :))

ყველაზე სასაცილო დავითის რეაქციაა, როცა ფაქტზე წავასწრებ. სახლში ვბრუნდები და მისაღებ ოთახში არ დამხვდა.

პირველი ვარიანტი

ამ დროს ვეძახი:

- დათო!

დათო მორბის, ხელებს აწვალებს და ჩემთვის გაუგებარ ბგერებს გამოსცემს (თავის მართლებას რომ ჰგავს ისეთს:)

მეორე ვარიანტი.

სახლში დავბრუნდი და მისაღებ ოთახში არ დამხვდა. შეგნებულად არ ვეძახი. შევდივარ ჩემს ოთახში. პატარა დავითი მოკალათებულა ჩემს საწერ მაგიდასთან და კლავიატურაზე მთელი ძალით ურტყამს ხელებს. თუკი დარტყმის შემდეგ ეკრანზე რამე მისთვის საინტერესო გამოსახულება გამოჩნდება იცინის. აი ასე, მაგალითად: Delete --> Are you sure you want to move this folder to the recycle bin--> yes მხოლოდ ამის შემდეგ:

-დათო! დაბნეულობისა და მოულოდნელობისაგან შემკრთალი ბავშვი სკამიდან ყირავდება და ჩქარი ტემპით ტოვებს ანექსირებულ ტერიტორიას, მე კი ვუბრუნდები დისლოკაციის ადგილს.

 

პ.ს. ჩემი საწყალი დათუჩა ♥ ♥ 

ნახვა: 197

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დღიური

ცისია: მარტი 22, 2014||2:13am

პაწააწინა.... მგონია როომ ამ ბავშვს რაღაცეების უფლება როომ მისცე ასე არ გაგიინადგუურებს ლეპტოპს .. ამიტოომ მიეცი უფლება ჩარჩოოები სენ დაუუწესე 

salome: მარტი 22, 2014||2:18am

ცისია, ეს ბავშვი მძიმე შემთხვევაა, ის არ ცნობს არანაირ ჩარჩოებს )))) თანაც, რაღაცების უფლებას მეც ვაძლევ ხოლმე. მაგალითად, როცა ჩემთვის რაღაცებს ვაკეთებ, გვერდით ვსვამ და უყურებს ამ პროცესს :D :D :D :D
კაი, მთლად მასეთი ბოროტიც არ ვარ, მულტფილმებს ვურთავ, მაგრამ სამწუხაროდ ბოლომდე ყურება არ შეუძლია და ერთი სული აქვს კლავიატურას ეცეს. :D :D :D

Tamila Moshiashvili: მარტი 22, 2014||8:38pm

რა საყვარელი ვინმე გყოლია სახლში :* გაგართობს და გაგახალისებს კაცს :) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ბილბორდების ბედი, საიას სარჩელი და ფარული საქმის კომისია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2021.
საათი: 11:20pm 0 კომენტარი

      სანამ არჩევნები არ ჩატარდება, მოგვიწევს ასეთი ამბები ავიტანოთ - ჩანაწერები და მიყურადებები, კომპრომანტების გამოქვეყნება და მერე მათზე კომენტარები, ახალი გამოძიებები და ასე წრეზე სიარული. დღეს ბილბორდების თემაც აქტუალური იყო - ე.წ. სისხლიანი ბილბორდები. ასევე მეგის ქარდავა და საიას სარჩელი. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1099 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 20 სექტემბერი,…

გაგრძელება

თითებზე ასხმული ქალაქები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 19, 2021.
საათი: 10:24pm 1 კომენტარი

      დიდი ხანია ოქრომჭედელი არ ყოფილა ჩვენი ბლოგის სტუმარი. დღეს ოლა შეხტმანი (Ola Shekhtman) უნდა გავიცნოთ. ოლას უყვარს მოგზაურობა და მოგზაურობისას, ამა თუ იმ ქალაქის სუვენირების შეგროვება. ერთხელაც გადაწყვიტა რომ თავად შეექმნა მუდმივი თანამგზავრი სუვენირი. ქალაქში ჩასვლისას, ოლა ფართო პეიზაჟებს აკვირდება, სწავლობს, ხატავს და ერთ სიბრტყეზე გადააქვს. შემდეგ იწყება ყველაზე რთული. თითოეული მისი ბეჭედი ხელით არის დამუშავებული, დახერხილი,…

გაგრძელება

ექსტრადირების ამბავი, კოკაინი და მიყურადება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2021.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება კოვიდის მეხუთე ტალღაზე საუბარი და შესამზადებლად ვაქცინაციის წახალისება. დღის მთავარ ამბებში კვლავ საარჩევნო „სისუფთავეა“, ასევე ფარული ჩანაწერები ნელ-ნელა გამომზეურება მტყუან-მართლის გარკვევის პარალელურად. მეგის ქარდავას ექსტრადაცია განხორცილდება. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პროტესტები საარჩევნოდ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 16, 2021.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      როგორც ჩანს დაანონსებული წვიმები მხოლოდ ქობულეთს აუხდა მძიმედ - ძლიერმა წვიმამ სახლები დაიტბორა, რამდენიმე სოფელში კი მეწყრული პროცესები განვითარდა. ქვეყანაში ისევ მოსმენების ამბავია აქტუალური და კვლავ სუს მიმართ ისმის კითხვები და პროტსტები. ცხადია, ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება და მის გარშემო ტრიალებს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1141 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 16…

გაგრძელება

Qwelly World

free counters