ძალიან ცხელი საღამო იყო. გაზეთების გამყიდველი ბიჭები დაატარებდნენ პლაკატებს, რომლებზეც უზარმაზარი, წითელი ასოებით ეწერა, რომ გვალვა იყო. ქუჩის წინ მოწნული სავარძლები დაედგათ. მამაკაცები სასმელს წრუპავდნენ და ეწეოდნენ. ყველა თავისთვის იჯდა. პიტერიც იქ ჩამოჯდა. შეიძლებოდა, გეფიქრა, რომ თბილისური დღე მხოლოდ ახლა იწყებოდა და იწვებოდა. დღე ჰგავდა იმ ადამიანს რომელიც შუახნიდან ახალგაზრდობას გადმოაბიჯებს, დღე იშორებდა მტვერს, სიცხეს, ფერებს. ახლა უფრო ნაკლები მანქანა მოძრაობდა,იმსი მიუხედავად რომ სულ საცობებია. სწრაფად მიმავალი მსუბუქი მანქანების სასიამოვნო ხმას სატვირთოების აუტანელი გრუხუნი ერთვოდა (ეს შებრუნებული ვერსიაა - აპებში სასიარულო ჯიპებით გადატენილი ქალაქში აქა იქ თუ შეხვდებით სედანს (პროვინციალური გემოვნება ყველაფერში ჩანს)). სკვერებში, ხის ხშირ ფოთლებში, უკვე თვალისმომჭრელი შუქი ელავდა. მე მივდივარ, თითქოს ამბობდა საღამო და უფრო და უფრო მქრქალდებოდა, ფერმკრთალდებოდა და ჭკნებოდა ქონგურების, შვერილების, სახლების, სასტუმროების, მაღაზიების თავზე. მე ვფერმკრთალდები, ამბობდა საღამო, მე ვქრები, მაგრამ ქალაქს მისი მოსმენა არ სურდა (ოდნავ პოეზიას მოვკიდე ხელი).

   ნუთუ დღეს ყველა სტუმრად ვახშმობდა? (ეპიზოდი ცივილური ადამიანის გონებიდან და ფიქრებიდან) დამხმარე სახლის კარს აღებდა, რათა გაეტარებინა დიდებული იერის მოხუცი ქალი, კარები იღებოდა და ქუჩებში გამოდიოდნენ მუმიებივით ფერად შალებში გახვეული ქალები. ქმრები მათ მანქანებში უცდიდნენ (დავალება ცოლებისგან ქონდათ და აბა არ მოიცდიდნენ?). ქურთუკებს ქარი უფრიალებდათ. ისმოდა მანქანების ხმა ან გუგუნი. პატარა უბანი ძალიან გავდა ოთახს რომელზეც ობობები დასრიალებდნენ. გრძნობდა, რომ ქუჩის ფარნებს მწერები ეხვეოდა. იმდენად ცხელოდა, რომ ხალხს შინ წასვლა აღარ სურდა. ყველანი ქუჩაში გამოფენილიყვნენ და მასლაათობდნენ.საქალაქო სასამართლოს კი მოსამართლე, სავარაუდოდ, გადამდგარი, თავისი სახლის კართან მშვიდად, თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი იჯდა. ალბათ, ქუთაისში მუშაობდა?. და ახალი ამბავიც უძველესი დამწერლობის ქვეყანა (მრავალნი ისე გაიხარებენ რომ ამ გახარებით რამდენიმე თვეში შეიძლება არსებობაც შევწყვიტოთ - აგვივარდეს თავში) - და მანქანებით (სიტყვა მანქანებში იგულისხმება ჯიპი, ისანიდან სანზონაში გასვლას რად უნდა რენჯ როვერი? თუ სურამიდან არ ხარ?).  გაგრძელება იქნება!

ნახვა: 183

ტეგები: Qwelly, ბლოგი, თბილისი, პოსტი, სასაამრთლო, სასტუმროები, ქალაქი, ჩანაწერი

ლაშა: ივლისი 26, 2016||12:53am

იჰა, ძლივს არ დავადგინე? ეს პიტერი თბილისში ცხოვრობს თურმე )) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

რა შორი ყოფილა შენამდე, თბილისო ანუ ისევ მარშრუტკები?!

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 29, 2021.
საათი: 11:30pm 2 კომენტარი

სკოლაში მათემატიკას კარგად ვსწავლობდი.

მეუბნებოდნენ, A წერტილიდან უმოკლესი მანძილი B წერტილამდე ტოლია, B წერტილიდან A წერტილამდე უმოკლესი მანძილისო.

® მარი კიური

      ის ჟურალისტი ხომ გახსოვთ, „სერჩის“ ცოდნას რომ გვამადლიდა? ჰოდა, რომ „დასერჩოთ“ მცხეთა, გუგლისავე აღწერილობაში ამოიკითხავთ - მცხეთა თბილისიდან დაშორებულია 20 კილომეტრით. ახლა,…

გაგრძელება

შუაშისტი გუმათელები, ქირურგია სასამართლოში და 2024-ში ევროკავშირში თან კი, თან არა!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2021.
საათი: 11:31pm 2 კომენტარი

      ჯერ-ჯერობით წრეზე დავდივართ, იგულისხმება ის რომ დღის ამბებში კვლავ ამნისტიის კანონპროექტი, მოსამართლეების დანიშვნა-არ დანიშნვა ისმის და მისთანები. დღეს ასევე გახარიას პარტიის ლოგო გამოჩნდა და ხვალი პრეზენტაციის ანონსები. გუშინ გუმათში დაკავებულების სასამართლოებიც ჩაინიშნა და პროტესტის ორჭოფობული გამოხმაურებებიც. ევროკავშირში გველიან, მაგრამ არ მიგვიღებენ. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.2779 ლარია.…

გაგრძელება

რიონელები გუმათთან საპროტესტო ყიჟინით, გაძვირებული გაზი და ამნისტიის დამტკიცბის დასაწყისი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 27, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      მაისი ბოლო ისევ აქტიური იქნება და ბუნებაც გააქტიურდება, როგორც ააონსებენ - წვიმები და ძლიერი ქარები გველის. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპარეზს - პარლამენტმა დღეს ამნისტიის კანონპროექტი ნახევრად დაამტკიცა, ასევე დღეს, პოლონელი კოლეგა ესტუმრა ჩვენს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. დღის მთავარი საინფორმაციო ამბავი მაინც რიონის მცველების შეუპოვარი პროტესტია, ამჯერად ისევ ხეობაში, გუმათთან. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს…

გაგრძელება

ჰესით პარალიზება შუაგულ თბილისში, ამნისტიის პოლიტიკური ამბები და მინსკი სკანდალში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 24, 2021.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

      თბილისი უქმებიდან მოყოლებული აქციების მთავარ ეპიცენტად იქცა, როგორც ადრე. ამჯერად აქციას პარტიებისგან არც ისე მოწონებული და დაფასებული მოძრაობა მართავს, რომელიც ჰესის წინააღმდეგ გაერთიანდა და ხელისუფლებას მოთხოვნებიც წაუყენა. დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს აქციებია, თბილისის პიკეტირება და პარალიზება - როგორც თავად აანონსებენ. საერთაშორისო სკანდალია მინსკში. ჩვენთან, ამინდები გაუარესდებაო იუწყებიან სინოპტიკოსები - 25 მაისს, დღის მეორე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters