დღეს ისევ გაწვიმდა, შემოდგომაა და
რა გიკვირს, ფოთლებსაც დაეტყოთ სიყვითლე,
ახლა ისევ მოდის სევდა წარსულიდან
და ასე მგონია, ცოტაც და ვიყვირებ ...

სველ ასფალტს ეცემა ყვითელი ნათება,
ირეკლავს და თან შლის წვეთები ნაბიჯებს,
ქალაქში ბინდია, ქალაქში ღამდება,
ეს ფერთა სიმუქეც ვგრძნობ, როგორ მაგიჟებს ...

ვწკმუტუნებ წვიმაში გაწუწულ ლეკვივით
და თვალებს ვაცეცებ მზერებით სევდიანს,
დღეს ზეცა მგონია, ირეკლავს სახეებს,
ალბათ, ეს ფიქრებიც ბოლომდე შემშლიან ...

დღეს ისევ გაწვიმდა შემოდგომისფერად,
ვგრძნობ, როგორ მეცემა სხ-ეულ-ზე წვეთები,
მალე გათენდება ჩემი ფანჯრებიდან,
ამ დღესაც უბრალოდ, უაზროდშევხვდები ...

დღეს კი ... დღეს გაწვიმდა ...

ნახვა: 158

ტეგები: Qwelly, qwellyland, პოეზია, ქველი

ლაშა: ოქტომბერი 29, 2012||12:53am

ავტორი თავად ხატია ლეკიაშვილი??? :)

xatia lekiashvili: ოქტომბერი 30, 2012||11:13pm

ki ,chemi leqsia .

ლაშა: ოქტომბერი 30, 2012||11:19pm

მომეწონა... :) აბა ეს ნახე ეგებ დაინტერესდე >> http://www.qwelly.com/group/poetry

xatia lekiashvili: ოქტომბერი 31, 2012||1:10am

vnaxe da damainteresa .. )) cota xania rac shemogiertdit da nel nela albat yvelafershi gaverkvevi :) madloob )

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ფაუნა და კულინარია

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 11:08pm 1 კომენტარი

      ფოტომანიპულაციებმა შეიძლება ზებრაც კი შოკოლადივით გემრიელი გახადოს, მელიისგან ტოსტი მოგამზადებინოს და თაგვები ბაბუაწვერასავით გაგაფურცლინოს. ყოველშემთხვევაში, ყველა ეს იდეა რონალდ ონგს (Ronald…

გაგრძელება

უცხო ღიმილი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ჩემს პაწია მზეს ძალიან სიამოვნებს, როდესაც ჰამაკში ვარწევ ხოლმე, მაშინვე თვალებს მილულავს და ტკბილად…

გაგრძელება

გერმანული მოდელით შეთავაზებული აქციები და ისევ გატაცებული ექიმი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2019.
საათი: 11:03pm 1 კომენტარი

      ნოემბერი და რუსთაველზე აქციები მგონი ისეთ ტრადიციად დამკვიდრდება, მომავალ თაობებს რომ უნდა უთხრან - არ დავივიწყოთ ჩვენი ძირ-ძველი ტრადიციებიო და პერფორმანსებად შეიძლება შემოინახოს ისტორიამ. ფაქტია…

გაგრძელება

პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 14, 2019.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ერთ მნიშვნელოვნად დღის ყველა თემა ჯერ კიდევ ნიუსების მეინსტრიმია და ჯერ კიდევ აქციების მთავარი მიზეზია - პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა. ახლა პროტესტების დრო დადგა და ისევ კარვები, ისევ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters