ასე რომ არა, არა ერთგზის და არა ორგზის, არცა რამდენიმეჯერ, არამედ თითქმის მარადჟამს ტრიალებს ხალხში ერთი და იგივე შეხედულებები. ეს გახლავთ ერთ ერთი ონდოელის გამონათქვამი (ნათესავით და ტომით), შესაძლოა ემპირიულ მომენტებზეა დამყარებული ეს გამონათქვამი, ფრიად საფუძვლიანი დაკვირვებებია, რადგანაც თურმე მომხდარა იმ ხანად ერთ ირლანდიელ ფილოსოფოს გაუხსნია დეადი დუქანი და იქვე ტყავის ბაზრობაც.

   2 აპრილი. დღეს ჩავძახეთ მცურავი სატელეგრაფო მავთულების შუა რაიონის მეთვალყურე მაგნიტურ კატარღას. ვიცი, ამ სახის ტელეგრაფის შექმნილ ჰორზეს ზღვაში მავთულების გაყვანა ზღაპარი ეგონა, დღეს კი ვერ მივმხვდარვართ, რა არის აქ ძნელი? ქვეყანა ასეა მოწყობილი. Tempora mutantur (დრო იცვლება) ეტრუსკის ციტირება მიხდება და მაპატიე. ატლანტიკის (ხანდახან ატლანდიტის, რომელიც სულ დაძირულია გაურკვეველ ადგილას) ტელეგრაფი რომ არ გვქონდეს, რაღა გვეშველებოდა? (ხანდახან ინდოელი მოაზროვნე მეუბნება, ძველი ზედსართავი სახელიაო ატლანტიკური, მგონი ამ საბრალომ სულ აუშვა გონებრივი აღვირები). დავამუხრუჭეთ რამდენიმე წუთით და კატარღას ჩავეკითხეთ. სხვადასხვა ცინცხალ ამბებთან ერთად ესეც გვითხრეს, თურმე აფრიკაში (ცენტრალურში) ახალ საბანანო ქარხანას ხსნიან; გადავიხედოთ უკან რამდენიმე ათწლეულით, და ამ დროს ორივე მხარეს, ევროპასა და აიშეაში სასიკეთო საქმეს შედგომია ჟამიანობა. მართლაცდა, უნდა ითქვას, ვიდრე არ გააცისკროვნა ფილოსოფია ჰუმანიზმმა, ქვეყნიერებას შავსვიანობად მიაჩნდა ომი და ჟამი. გაგონილი გექნება, თურმე ძველ საფილოსოფოსო "ტაძრებში" ხალხი იხვეწებოდა. მეტი აღარ იწვნიოს კაცობრიობამ ომი და უბედურებაო, მალე მოეღოსო ბოლო ამ ბოროტებას დიახ, გაოცებული ვარ, ამა საქმეებით რა მადლი უნდა მოესხათ ჩვენს მოაზროვნეთ? ასე გონებადახშულები როგორ იყვნენ და ვეღარ ხვდებოდნენ, თუ რარიგ წაადგებოდა სულ რაღაც მილიარდი პიროვნების "გადასახლება" მასას!, არ მესმის პაციფისტების საერთოდ. (პირველი ნაწილი მგონება ფრონდიტან მეორე შინ დაბრუნებიდან)...

   3 აპრილი. ცოტა მოვიწყინეთ მე და ჩემმა მოაზროვნემ და იქვე ბაღის მხარეს კაფეში დავჯექით...

ნახვა: 179

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ჩანაწერი

ლაშა: ნოემბერი 21, 2016||4:26pm
საბანანო ქარხნის დირექტორი რომ იყო იქნებოდა ბედნიერება ))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ტყის კოდექსის დამტკიცება, რურუა კონსტიტუციის მეტერი, კორონას ახალი კლასტერები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 1, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ყველაზე თბილი სეზონი ქრისტიანული ზეიმით და ბავშვთა დღით დაიწყო და ალბათ ყველაზე ლოგიკური გადასვლაა ზაფხულის სეზონზე. ცხადია დღი მთავარი ამბები ასეთი ხალისიანი და ბედნიერი არ ყოფილა. დავიწყოთ საამინდო ამბებით - ივნისის პირველი ხუთეული წვიმიანი, თუმცა ცხელ-თბილი იქნებაო. ჩვენთან კორონას ახალი კლასტერები ვლინდება, მაგრამ აკრძალვები მაინც მცირდება - მეტიც, რესტორნები ამუშავდნენ. ტყის კოდექსიც დაამტკიცეს და რურუას პატიმრობა წყვეტს ახლა…

გაგრძელება

დაბარებული პრემიერის ვრცელი გამოსვლა, ლუგარის რუსული რევიზია და გამოხმაურებები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2020.
საათი: 11:00pm 2 კომენტარი

      გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს! დამოუკიდებლობის დღე გადაგორდა თუ არა, კვირის მთავარ ამბად იქცა პრემიერ მინისტრის საპარლამენტო სტუმრობა. ბოლო ორი დღეა ყველა სიახლე ამ სტუმრობის გარშემო იტრიალებდა, რომ არა ჩრდილო მეზობელი და მეორე მთავარი თემა - ლუგარის ლაბორატორიის რუსეთული ჩაკირკიტება. კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 738 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 573, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 929 312, გამოჯანმრთელებული -…

გაგრძელება

დამოუკიდებლობიდან 102-ე წელი!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 10:53pm 2 კომენტარი

      წვიმები წვიმებს მისდევენ მიდიან, მაგრამ ამ სიმღერის გაგრძელება არ გამოვა, რადგან დღეიდან, დაპირებისამებრ გამოიდარა. ახლა მთავარი ამბავი - კორონა უკან დაიხიე! საქართველო დამოუკიდებელია! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თვის ბოლომდე კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 732 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 537, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 643 071, გამოჯანმრთელებული - 2 408 433, გარდაცვლილი - 349 940, სამკურნალო - 2 990…

გაგრძელება

ჩალის ლუდი

გამოაქვეყნა CSCCA_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Animal Crossing New Horizons has been loved by players since its initial release. Players can cultivate and maintain ideal villages on desert islands. In the game, players no longer need to be disturbed by epidemics and can also obtain a considerable number of Animal Crossing Bells in new ways. Players can make handicrafts by shopping. In addition, players can also plant fruit trees to obtain fruit outside the island at a very low price of 500 ACNH Bells. Like the real world, players also…

გაგრძელება

Qwelly World

free counters