ჟურნალისტი გატაცება, საპატრიარქოს განცხადება და ბავშვთა დაცვა

      პირველი ივნისთან, ზაფხულის შემოსვლის გარდა, სხვადასხვა ზეიმები და დღესასწაულებიც ასოცირდება. დღეს, საქართველოში, საქართველოს გაქრისტიანების დასაწყისი, კაბადოკიელი ქალწულის, ნინოს შემოსვლა აღინიშნება, გავრცელებული სახელით: ნინოობა, ხოლო მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველოც, ასევე დღეს აღნიშნავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ორივე ამ დღესასწაულს ჰქონდა აღნიშვნები - პირველი ეკლესია, მეორე საერო ცხოვრებაში, თუმცა ჩვენი ნიუსები უფრო პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სამართლის და სხვა მომიჯნავე სფეროებს შეეხება.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /1 ივნისი, 2017/

      გუშინდელი საპატრიარქოს და აზერბაიჯანის მოქალაქის ამბავი არ ცხრება დღესაც. დავიწყოთ პირველით:

      ტექსტის უცვლელად გთავაზობთ საპატრიარქოს განცხადებას, რომელიც დღეს გამოქვეყნდა მათ ოფიციალურ ვებ-გვერზე:

ბატონ ედიშერ ქარჩავას ბოლოდროინდელი განცხადებები საქართველოს საპატრიარქოსთან არ იყო შეთანხმებული.

მის მიერ განმარტებული მიზეზი ასეთი ქმედებისა არის სერიოზული, მაგრამ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება და საჯარო სივრცეში პირადი ინიციატივით წარმოჩენა არასწორია.
ის ფაქტი, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევასა და წმინდა სინოდის მოწოდებებს არღვევს და ნებართვის გარეშე სატელევიზიო გამოსვლებს არ ერიდება, ცალკე განსჯის საგანია, მაგრამ ასეთი ქცევა გამამართლებელი არ არის არავისთვის, მათ შორის, არც ბატონი ედიშერისთვის, რის გამოც იგი იქნა გაფრთხილებული.

მოვუწოდებთ ყველას, პირადი ინიციატივებისაგან შეიკავონ თავი.

      და აქვე, გუშინდელი დღის მეორე ხმაურიანი ამბავი, აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. იან კელი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე - ბრალდებები არის შემაშფოთებელი, ველოდებით დამატებით ინფორმაციას მთავრობისგან. ჩვენებიც ამბობენ ორიოდ სიტყვას - ალექსანდრე ჯეჯელავა - დაზუსტდა, რომ აფგან მუხთარლი ნამდვილად ჟურნალისტია - გუშინ არასწორი ინფორმაცია მქონდა. ვანო ზარდიაშვილი - აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნები უადგილოა. თავად, აფგან მუხთარლის განცხადებით, მისი გატაცება საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების ერთობლივი მუშაობის შედეგია, რაზეც პასუხი ერთობლივად უნდა აგონ. მინისტრი მღებრიშვილი - ალბათობა, იმისა რომ ადამიანმა მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს საზღვარი დაბალია, მაგრამ არსებობს - აზერბაიჯანელი კოლეგების განცხადებით, მუხთარლის შემთხვევაში მსგავს ფაქტთან გვაქვს საქმე, ასევე მინისტრი, აფგან მუხთარლის დაკავებაში ქართული სამართალდამცავი სტრუქტურების მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას მათი დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს. სუს-თან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს და მონაწილეები ვახტანგ გომელაურთან შეხვედრას მოითხოვენ. სახალხო დამცველი - უჩა ნანუაშვილი - ჟურნალისტი თბილისის ცენტრიდან იკარგება და მეზობელ სახელმწიფოში აღმოჩნდება, ასეთი პრეცედენტი ათწლეულებში ერთხელ ხდება. რომან გოცირიძე მუხთარლის საქმეზე - ორი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი უნდა გადადგეს თანამდებობიდან, ვიღაც უნდა დაისაჯოს. ადვოკატი - მუხთარლის საქმე ჩვენი სამართალდამცავების შავი ლაქაა, რასაც გამოსწორება უნდა და არა აზერბაიჯანელების მიერ გაკეთებული განცხადებების გამეორება.

      პარლამენტს სახელმწიფო აუდიტის ყოველწლიური ანგარიში წარედგინა. აუდიტმა საბოლოო შედეგი დადო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური - 2016 წელს ჩატარებული შემოწმებების ფარგლებში გამოვლენილი დარღვევების საერთო მოცულობამ 71 მილიონი ლარი შეადგინა.

      „ნაციონალური მოძრაობა“ შს მინისტრის და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვს, ხოლო, „ევროპული საქართველო“ ამ ადამიანების პარლამენტში მისვლას.

      ვიდრე გადადგებიან, სუს-ის შეფასებით, ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულზე სამართლებრივი დევნის შეწყვეტა არის უკიდურესად ნეგატიური და ცალსახად ცინიკური. ეკა ბესელია - სუს-ის უფროსის და შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნაზე - ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნებაა და ამ ოცნებით ვერ ვივლით.

      ქართველ ახალგაზრდებს, საშინლად არ უნდათ ჯარში წასვლა - ირაკლი სესიაშვილი - სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით ერთი წლის განმავლობაში, თვითდაზიანების 1500-2000 შემთხვევა ფიქსირდება.

      ვემადლიერებით იაპონიასაც - მიხეილ ჯანელიძე - საქართველო მადლიერია იმ ფინანსური და ტექნიკური დახმარების, რაც იაპონიამ გაუწია. შეგახსენებთ, მიხეილ ჯანელიძემ ტოკიოში ვიზიტისას, საქართველოსა და იაპონიას შორის მაღალი ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

      მოსამართლეები სამართლის აღსრულებას აღარ „სურვილობენ“: ასოციაცია „მოსამართლეთა ერთობა“ თბილისისა და რაიონული სასამართლოების კიდევ რამდენიმე მოსამართლემ დატოვა.

      ძალიან წყნარი კაცია ეს: ზაზა პაპუაშვილის აზრით, ქუჩაში შეკრებებით გამოწვეული ხმაურიც დასჯადი უნდა გახდეს.

      ბავშვთა დაცვის დღეს, შესანიშნავი შედეგი დადო ერთ-ერთმა კვლევამ: „კვლევის მიხედვით, საქართველოში შეძენილი 10 სათამაშოდან 9-ში მავნე ნივთიერება აღმოჩნდა!“. კვევები, რომელთაც არავინ ენდობა, მაგრამ მაინც ატარებენ: CRRC-საქართველო - ბავშვის ფიზიკური დასჯის რომელიმე ფორმა გამოკითხულთა 18 პროცენტისთვის მისაღებია.

      ჯერ არ დამიწერია, მაგრამ არსებობს კიბერ-ბოროტება (ლურჯი ვეშაპის სახელით), რომელზეც დღეს ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა - არანაირი თამაში არ არის, ეს არის ბავშვების თვითდაზიანება.

თითოხაზიანი ამბები:

      იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩატარდება

      "ცენტრ-პოინტის" საქმის განხილვა დაცვის მხარის შუამდგომლობით 13 ივნისამდე გადაიდო.

      „ელ ცენტროში“ მომხდარი ინციდენტის გამო მიხეილ ჩოხელმა თანამდებობა დატოვა.

      ფონდი „იავნანა“ანტი-სტიგმა კამპანიას „დაინახე ყველაფერი“ უერთდება.

      გიორგი მღებრიშვილი ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა.

      ქუთაისში ავტორალში ჩემპიონატი გაიმართა.

უცხოეთის ამბები:

      პაველ კლიმკინი - უკრაინამ რუსეთის ენერგეტიკულ აგრესიაზე გაიმარჯვა. ვახსენეთ მეზობლები და ბარემ ერთიც: მოლდოვის საქმეთა საგმიროთა, (თუ გახსოვთ წინა დღეების ნიუსები), რუსეთმაც ზუსტად ანალოგიურად უპასუხა: რუსეთში მოლდოვას საელჩოს ხუთი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. რუსეთმა ქვეყნიდან ორი ესტონელი დიპლომატიც გააძევა.

      ისევ რუსეთის თემა: რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში, სადაც ”სამხრეთ ოსეთის” დანაყოფებიც იმყოფებოდნენ, განგაში გამოცხადდა.

      დონალდ ტრამპი - არაკეთილსინდისიერი ჰილარი კლინტონი არჩევნებში დამარცხებაში ყველას ადანაშაულებს თავის თავის გარდა.

      თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 147

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივნისი, ნიუსები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The second part about the DL shedding boils down

გამოაქვეყნა Megaomgchen_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2020.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The second part about the DL shedding boils down to each snap basically being a coin flip between OL and DL and we notice those awful pitches more because they technically shouldn't be occurring but they sadly do. It wraps around to Madden 20 coins the bad coding and how OL/DL interactions have not been updated in a couple of years. Even the folks working on Madden nfl have confessed that they do not understand how they work because it's code in addition to legacy code and it is sadly…

გაგრძელება

ფეხბურთელის იდუმალი გარდაცვალება და პრემიერის ვრცელი გამოსვლა პარლამენტში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 26, 2020.
საათი: 11:05pm 12 კომენტარი

      პრემიერის პარლამენტში მისვლა, ყოველთვის დღის მეისნტრიმული ამბავია და დღესაც ასე იყო - მთელი დღე, ყველა მედიასაშუალება სწორედ პრემიერის გამოსვლის გარშემო საუბრობდა, წერდა და გადმოსცემდა. ამასთანავე, ბოლო დღეების ყველაზე გაურკვეველი და მძიმე საქმე - ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 26 ივნისი, 2020

      კოვიდჯორჯია - მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდ 19-ით…

გაგრძელება

ნამდვილი მეთევზე

გამოაქვეყნა ბექა ხოჯავა_მ.
თარიღი: ივნისი 25, 2020.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

      თევზაობა არ არის ჰობი, ეს ავადმყოფობაა. ნამდვილი მეთევზე იმით იცნობა, როგორ ჰყვება. თუ ექვსგირვანქიანი წვერას აღწერისას ფეხზე წამოდგა, ხელები გაშალა და ოთახის მთელ სიგრძეზე გადახტა, არ ყოფილა ნამდვილი მეთევზე, მაგრამ თუ მღელვარებისგან ხმა უწყდება, ცრემლი სდის და მთელ ტანში ჟრუანტელი უვლის - ჩვენიანია. ნამდვილი მეთევზეები მარტონი არიან თავიანთ ავადმყოფობასთან, როგორც ჩინელები - ოპიუმის ჩიბუხთან. მზისა და ქაშაყის ქერცლიდან არეკლილი სინათლის…

გაგრძელება

არეული ამინდი, არეული ოპოზიცია, არეული ახალგაზრდები და გადარეული კორონა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 24, 2020.
საათი: 11:00pm 2 კომენტარი

      პრემიერის მადლობით დაიწყო დღე - ამჯერად, მადლობა ლუგარის ლაბორატორიას და მის მკვლევარებს გადაუხადა. დღის მთავარი ამბავი სწორედ ესაა და მასთან ერთად, ცხადია კორონა ვირუსიც. გახმაურებულია ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების იდუმალი საქმე, სადაც შესაძლო დანაშაულებებზე მიუთითებენ მოწმეები, ასევე ოპოზიციაში მაჟორიტარების გაყოფის თემა და ლიდერად მოვლენილი რურუა და მის გარშემო ეპისტოლარული ჟანრი. ცხადია, გაბუნიას საქმეც არ მიჩქმალულა. ამინდს რაც…

გაგრძელება

Qwelly World

free counters