პარლამენტის სამსჯავრო და ქართველი ესკობარის როლი, მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში, თავდაცვა და ჩილეს ეკლესიის გარდაქმნა

      მაისი თავის დღეებს ითვლის და ქვეყანაც ვითარდება მიმართულების გარეშე (ეს განვითარებაც ძალიან პირობითია). დღის მთავარი ამბები კი უკავშირდებოდა პარლამენტის წინაშე წარდგენილ შსს მინისტრს, რომელსაც ქვეყნის შიდამდგომარეობაზე ყველაფერი ჰკითხეს დეპუტატებმა და შავი პარასკევზეც დეტალურად ასაუბრეს (მერე კი ითქვა, რომ უფრო ბუნდოვანი იყო მისი გამოსვლა, ვიდრე დეტალური). ასევე, დღის სიხარული იყო 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენთან ჩატარება და სხვა ტოლ-სწორი ამბები.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 18 მაისი, 2018 /

      სიწმინდისა და თანასწორობას გადაყოლილი დღესასწაული 17 მაისს - მეტნაკლებად მშვიდობიანად ჩაიარა 17 მაისის მსვლელობებმა, მხოლოდ საღამოს, თანასწორობისთვის გამართულ აქციაზე, მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა - ახალგაზრდა მამაკაცმა, მეორე ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც მალევე დააკავეს - ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილეზე თავდასხმისთვის დაკავებული არასრულწლოვანი აღმოჩნდა. შსს-ს ინფორმაციით, პირი, რომელიც ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილეს ფიზიკურად გაუსწორდა, დაკავებული არ არის. ტრადიციულად აქტიური იყო ქართული მარში და დაკავებებიც არ აცდათ, მაგრამ მალევე გამოუშვეს - გიორგი გაბედავა, გია კორკოტაშვილი, გურამ ფალავანდიშვილი, ლევან ჩაჩუა და რამაზ გაგნიძე პოლიციის განყოფილებიდან გაათავისუფლეს. თემას ეხმიანება ფაშისტების მოძრაობაც - სუს-ში მოქმედმა თავისუფლების ქარტიის კომისიამ ფაშისტურ მოძრაობას წერილობითი გაფრთხილება გაუგზავნა. მამუკა მდინარაძე - სახელმწიფო აღკვეთს ყოველგვარ ძალადობას, რაც კანონის ფარგლებს გასცდება. მამა შალვა კეკელია - თუ ადამიანს უნდა იყოს ნარკომანი ან მამათმავალი, იყოს, არავინ ებრძვის მათ არჩევანს, მაგრამ ეკლესია ამაზე ვერ იქადაგებს.

      პარლამენტში წარდგენილი შსს მინისტრი და 12 მაისის ღამის საქმე - „ევროპულ საქართველოს“ შს მინისტრთან კითხვები, როგორც 12 მაისის მოვლენებთან, ასევე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ჰქონდა. ოთარ კახიძე - დანაშაულის უპრეცედენტო ზრდაა, რაც ძალიან აწუხებს საზოგადოებას, გვაინტერესებს რა ქმედით ღონისძიებას ატარებს შს სამინისტრო. გიორგი გახარია - სამწუხაროდ, პოლიცია ტექნოლოგიური დონით ჩამორჩება აღმოსავლეთ ევროპის ნორმებსაც, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ დანაშაულთან ბრძოლა იყოს უფრო ეფექტური. თბილისში ქვეითი პატრული დაიწყებს პატრულირებას. გიორგი გახარიას ინფორმაციით, ძირითადი მიმართულებები, სადაც სამინისტროს პრობლემები აქვს, ანალიტიკა და ტექნოლოგიებია. შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება. უბნის ინსპექტორები ახალი სახელითა და ახალი ფუნქციებით დაიწყებენ საქმიანობას. გიორგი გახარია - მინდა 12 მაისის ღონისძიებაში მონაწილე თითოეულ პოლიციელს მადლობა გადავუხადო. გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ კლუბებში ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებები აბსოლუტურად სწორი იყო. გიორგი გახარიას განცხადებით, 12 მაისს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები ქსელის გამოვლენის მხოლოდ დასაწყისია და ამაზე შსს ევროპელ პარტნიორებთან ერთად მუშაობს. გიორგი გახარია - ჩვენ დისკომფორტი შევუქმენით 70-100 ადამიანს, რომელიც კლუბში გართობისთვის ემზადებოდა, ბოდიშით, მაგრამ ეს იყო საჯარო ინტერესიდან გამომდინარე. გიორგი გახარიას შეფასებით, ღამის კლუბებში პოლიციის შესვლის დრო სწორად იყო შერჩეული. გიორგი გახარია - ადამიანის უფლებათა დაცვის გარეშე კრიმინალთან ბრძოლის ფასი არის ნული. გიორგი გახარია - ვერც ერთ ადამიანს ვერ მაჩვენებთ, ვისი თავიდანაც თმის ღერი მაინც ჩამოვარდა კლუბის შიგნით. ირაკლი მეზურნიშვილი შს მინისტრს - როდის შევძლებთ პოზიტიური სიგნალების ნახვას იმ რიგი მიმართულებით, სადაც კრიმინალი აშკარად გაზრდილია? ელენე ხოშტარია - გიორგი გახარიასგან პასუხი ვერ მივიღეთ, რატომ იყო საჭირო 12 მაისს ამდენი ადამიანის უფლების დარღვევა. ნათია მეზვრიშვილი - ვფიქრობ, დეპუტატები უნდა დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ კლუბებში ჩხრეკის ჩატარების სამართლებრივი საფუძველი არსებობდა. ლევან გოგიჩაიშვილი - ყველაფერს პასუხები თავად გიორგი გახარიამ გასცა, როდესაც აქციაზე გავიდა. სალომე სამადაშვილი - სრულიად გაუგებარი დარჩა, რატომ იყო აუცილებელი კლუბებში შესვლა. გიგა ბოკერიამ შს მინისტრს ჰკითხა, როგორ მოიქცევა, თუ პროპუტინული, ფაშისტური ძალები ბიძინა ივანიშვილს საფრთხეს შეუქმნიან. დიმიტრი ცქიტიშვილი - 12 მაისის მოქმედებებმა საკმაოდ სერიოზული ზიანი შეიძლება მოუტანოს ან მოუტანა კიდეც პოლიციის, როგორც სისტემის რეპუტაციის თვალსაზრისით. სალომე სამადაშვილი - კრიმინალურ დერეფნად გადაქცეული ქვეყანა, რომელმაც შეაწუხა უკვე ევროპა. ილია წულაია - ჩვენ ვნახეთ აქციაზე მისული შს მინისტრი, რომელსაც პროტესტზე შეკრებილი ხალხი 30 წამში ტაშს უკრავდა. რომან გოცირიძე გიორგი გახარიას - სად არის თქვენი ბოდიში? - პარლამენტში ბაქიბუქობდით და თურმე საბოდიშო არაფერი გქონიათ. კობა ლურსმანაშვილი - კატეგორიულად ვითხოვ, დაცული იყოს იმ საზოგადოების ინტერესები, რომლის ინტერესებიც ხშირად ითელება ნარკომანების, ნარკორეალიზატორების და "პიდარასტების" მიერ. გიგა ბოკერია უმრავლესობას - მტერთან ბრძოლა თქვენ არ გინდათ და ქლაბერები რომ შეიკრიბებიან, იქ რაინდები ხართ და ამ დარბაზშიც ომახიანად უტევთ, ყოჩაღ! გიორგი გახარია - ინტერნეტის გზით ნარკოტიკის გასაღება არის გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოს ძლიერი ქვეყნებისთვის. გიორგი გახარია - პარლამენტარები ზოგჯერ ისეთ ვალდებულებებს გვაკისრებენ, რაც არ არის პირდაპირ ჩვენი ვალდებულება. გიორგი გახარია - დღევანდელი კანონმდებლობა არც თუ ეფექტურია რადიკალურ-ფაშისტური იდენტობის მქონე ჯგუფებთან სამუშაოდ. შს მინისტრი - დანაშაულთან დაკავშირებული სტატისტიკა მაქსიმალურად ობიექტურია. გიორგი გახარია - 14-წლამდე ბავშვებში კრიმინალთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა გვაქვს. გიორგი გახარია - ჩვენი მიზანი იყო ეს ადამიანები დაგვეკავებინა გარეთ, რამეთუ კლუბში მხოლოდ ჩხრეკის განჩინება გვქონდა. გიორგი გახარია ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე - შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული დედის მიმართ და არა შვილის მიმართ, რომელიც სამწუხაროდ, ტრაგიკულად დაიღუპა. გიორგი გახარია - რადიკალიზაცია არის ყველაზე დიდი პრობლემა და ამასთან ბრძოლაში განსაკუთრებით, შსს უნდა იყოს მაქსიმალურად ფრთხილი. გიორგი გახარია - კლუბებში ჩანაწერების გაკეთებაში შსს-ს უცხოელი კოლეგები დაეხმარნენ. პროკურორის განმარტებით, კლუბებში ნარკოტიკების რეალიზაციის საქმის მთავარი მოწმის სასამართლოში დაკითხვის აუცილებლობა მისი ხანგრძლივი დროით საზღვარგარეთ გამგზავრების გამო დადგა. გიორგი გახარია - ალბათ რომ არ ყოფილიყო 13-14 მაისი, ცოტა სხვანაირად მოვიქცეოდით - უბრალოდ კარზე 17 მაისი გვედგა, რომელიც მხოლოდ მთავრობის გამოწვევა არ არის. შსს კლუბების საქმიანობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივას შეიმუშავებს. გიორგი გახარია უმცირესობას - თქვენი მხრიდანაც და ჩვენი მხრიდანაც დასავიწყებელია, 9 წლის უკან და 2003 წელს რა ხდებოდა. გიორგი გახარია - დღეს პოლიციაში არსებობს ეფექტურად მოქმედების გარკვეული კომპლექსი. გიორგი გახარია - პარასკევი საღამო გავუფუჭეთ ახალგაზრდებს, მაგრამ თუ კიდევ გვექნება მსგავსი კრიტიკული არჩევანი, ვალდებულები ვიქნებით, მოვიქცეთ მსგავსად. ადვოკატი კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის საქმის მთავარ მოწმეზე - მან განაცხადა, რომ არაა ოპერატიული მუშაკი და არის მშრომელი კაცი. გიორგი გახარია - იმ ახალგაზრდების ძალიან დიდ ნაწილს, რომელიც რუსთაველზე იყო გამოსული, არც ნარკოტიკების გავრცელებასთან და არც მოხმარებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ნუკრი ქანთარია ოპოზიციას - თქვენ გეგულებათ ესკობარი ან მისი რწმუნებული მაინც საქართველოში? - სერიალს რომ ვიღებდე, რომან გოცირიძეს შევთავაზებდი ამ როლს. გიორგი გახარია - სისტემა გახდა ჰუმანური, რაც არის პირველადი მიღწევა, მაგრამ სისტემა ვერ გახდა მოკლე დროში შესაბამისად ეფექტური. ოთარ კახიძე - ძალის ლეგიტიმური გამოყენება არის სახელმწიფოს ექსკლუზივი. ირაკლი კობახიძე - ცვლილებების ხედვა, რომელიც შს მინისტრმა წარმოადგინა, უზრუნველყოფს სამინისტროს ეფექტიანობის ამაღლებას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხარისხისა და კრიმინოგენური ვითარების გაუმჯობესებას. გიორგი გახარია - პოლიცია არ ეკუთვნის არც ერთ პარტიას - პოლიცია ეკუთვნის ამ ქვეყანას. გიორგი გახარია - 12 მაისის და შემდგომი დღეების ძირითადი მიღწევა არის ის, რომ პოლიციამ შეძლო მართლწესრიგის დაცვა ისე, რომ დაიმსახურა მოქალაქეების ნდობა.

      მერია ახლა და საგაზაფხულოდ - თბილისის მერია ახალგაზრდული ბანაკების და ლაშქრობების ორგანიზების მიზნით საპროექტო განაცხადების მიღებას იწყებს. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების ნაწილს საცხოვრებელი ფართები საბურთალოზე და დიდ დიღომში გადაეცემათ. ივლისში, თბილისში აღსაზრდელებს 40 საზაფხულო საბავშვო ბაღი მოემსახურება.

      თავდაცვა ქართულ-ამერიკულად - ლევან იზორია აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს შეხვდა. ვაზიანში აშშ-საქართველოს პროექტის - თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის დაწყებისა და საბრძოლო მომზადების ცენტრის გახსნის ცერემონიალი გაიმართება. აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური - EUCOM-ი მზადაა, საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატო-სთან თავსებადობას მომავალშიც აქტიურად შეუწყოს ხელი.

      დღეს ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა.

      საგარანტიო ფონდი - დიმიტრი ქუმსიშვილი - საგარანტიო ფონდის მუშაობისას პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდებში დასაქმების გაზრდა. მამუკა ბახტაძე - მცირე და საშუალო ბიზნესზე საგარანტიო ფონდებს ძალიან პოზიტიური გავლენა ექნება.

      მომავლის კარგი ანონსები - 2023 წელს მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს. გიორგი კვირიკაშვილი - თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობით ჩვენ ვჩნდებით ზამთრის სპორტის სახეობების, ზამთრის ტურიზმის მიმართულებების მსოფლიო რუკაზე. ბექა ოდიშარია - საერთაშორისო საზოგადოების თვალში საქართველო გამოიყურება იმდენად უსაფრთხო ქვეყნად, რომ მართლაც იმკვიდრებს ადგილს მსოფლიო სპორტის რუკაზე. თამარ ხულორდავა - 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში გამართვით არაჩვეულებრივი შანსი გვეძლევა მსოფლიოს უკეთ გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა. ლევან კობერიძე - მინდა საქართველოს და პირადად პრემიერს მივულოცო ეს დიდი გამარჯვება, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება. დიმიტრი ქუმსიშვილი - ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ 2023 წელს საქართველო თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურსა და სნოუბორდში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებაზე - ზამთრის სპორტის მიმართულებით ჩვენი ქვეყანა გამოჩნდა მსოფლიო რუკაზე. მიხეილ ყაველაშვილი - ვულოცავ მთლიანად საქართველოს და განსაკუთრებით ბაკურიანელებს და გუდაურელებს ამ უდიდეს გამარჯვებას. მამუკა მდინარაძე - 2023 წელს საქართველოში სნოუბორდისა და თხილამურის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაში პრემიერის როლი განსაკუთრებულია.

      ქართველი სუმოისტი ყველაფერს იგებს - ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

      განვითარება ონლაინში - მასწავლებლები პროფესიულ განვითარებას ონლაინ კურსების საშუალებით 2019 წლიდან შეძლებენ.

      განათლების სისტემის სტრატეგია - ლია გიგაური - საქართველოს განათლების სისტემის განვითარების სტრატეგიაში ფინური განათლების გარკვეული ელემენტები იქნება ინტეგრირებული. პრეზიდენტი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა.

      მარგველაშვილისა და პუტინის შეხვედრა - გრიგორი კარასინი - მოსკოვი არ გამორიცხავს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას, თუმცა ასეთ შეხვედრას მომზადება სჭირდება. გია ვოლსკი - გრიგორი კარასინის პასუხმაც დაგვარწმუნა იმაში, რომ გიორგი მარგველაშვილი არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს. სოფიო ქაცარავა - არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის შეხვედრა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ამ შეხვედრას კონკრეტული მიზანი ექნება.

საზღვარგარეთულები:

      რეგისტრაცია სხვაქვეყნურად - კოლუმბიის პრეზიდენტი - ვენესუელას პრეზიდენტი წინასაარჩევნოდ კოლუმბიელების ვენესუელელებად დარეგისტრირებას გეგმავს.

      პრეზიდენტის ხელფასი - დონალდ ტრამპი 2018 წლის პირველი კვარტლის ხელფასს, 100 000 აშშ დოლარს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს გადასცემს.

      ბერლუსკონის მზაობა - სილვიო ბერლუსკონი აცხადებს, რომ მზად არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდეს.

      ჩილეს ეკლესიის ცვლილება - ჩილელმა ეპისკოპოსებმა რომის პაპს ფრანცისკეს გადადგომის თხოვნით მიმართეს. „გვსურს განვაცხადოთ, რომ ყველა ეპისკოპოსი, რომელიც შეხვედრას დაესწრო, გადადგა. რომის პაპთან ერთად გვსურს სამართლიანობა აღვადგინოთ და გამოვასწოროთ შეცდომა და მიუყენებული ზიანი, რათა ახალი იმპულსი მივცეთ ეკლესიას ჩილეში“, - ნათქვამია ეპისკოპოსების განცხადებაში.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 208

ტეგები: qwellynews, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

George: მაისი 18, 2018||11:26pm

ნურასდროს დაგავიწყდებათ, რომ დებილების დიდი კონცეტრაცია შესაძლოა წარმატებული აღმოჩნდეს ! #qwellynews 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters