ის მარტო იჯდა. წამოდგა. პატარა მაგიდებს ეჯახებოდა და ბარბაცებდა. ვიღაც დაეწია და დავიწყებული პაკეტი მიაწოდა. გზა აებნა. მის წინ ინდოეთში გასაგზავნად გამზადებული სკივრები ეწყო. საკანცელარიო ნივთებს ათვალიერებდა. ათასგვარი სურნელი ტრიალებდა.ბარბაცებდა. სარკეში ჩაიხედა. ქუდი ოდნავ გვერდზე მოჰქცეოდა და გაწითლებულიყო. როგორც იქნა, ქუჩაში გააღწია.
   მის წინ ძველი მუხის ხე აღმართულიყო.(რეფორმებს მალე შეეწირება) შუა ქალაქში, მანქანებით სავსე, ხმაურიან ქუჩაში, პარკით ხელდამშვენებული კილმანი გაბედულად გაიჭრა წინ. მიემართებოდა სააბატოსაკენ... ხელი სახეზე აიფარა. ის იჯდა იმ ადამიანების გვერდით, რომლებმაც მასავით აქ შეაფარეს თავი. როდესაც ერთმანეთისგან ესოდენ განსხვავებული მიზნები სახეზე ხელს იფარებდნენ, თითქოს არც სოციალური სტატუსი და არც სქესი ჰქონდათ, მაგრამ როდესაც სახეს კვლავ გამოაჩენდნენ, ხდებოდნენ ინგლისელი ბურჟუები, რომლებიც ტაძრების წინაშე თავს მდაბლად ხრიდნენ.
   გრეის სახეზე ხელი ისევ აეფარებინა. ხან სრულიად მარტო რჩებოდა, ხან კი გარს უამრავი ადამიანი ეხვია. ეკლესიიდან გადიოდნენ, მაგრამ მათ ნაცვლად სხვები შემოდიოდნენ. ხალხი აქეთ-იქით იხედებოდა, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან დააბიჯებდა. (უცნობი ჯარისკაცის საფლავი სულ ცოტა ხნის წინ დაიდგა ამ ეკლესიასთან, ომი რამდენიმე თვის უკან დამთავრდა (დამარცხებით(სამოტივაციო ბგერები უკვე დარხეულიყო))) კილმანს თითები თვალებთან მიეტანა და ამ ორმაგ სიბნელეში ცდილობდა, ამაღლებულიყო ამ ამაო ქვეყნიერებაზე, გადაევიწყებინა სხვადასხვაგვარი ლამაზი ნივთები. უნდოდა, გათავისუფლებულიყო სიძულვილისაგან ( ძმა შეტაკების დროს დაკარგა (უმცროსი სპენსერი)). თითები უკანკალებდა. თითქოს იბრძოდა. სხვები ვერაფერს ხედავდნენ, თავისუფლად მიუყვებოდნენ მიმავალ ვიწრო ბილიკს. პენსიაზე გასული მისტერ ფლეჩერი, რომელიც ოდესღაც ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა, მსიტერ გორემი, ცნობილი ადვოკატის ქვრივი, საუბარი დაასრულეს, სკამის საზურგეებს მიეყრდნენ და სასიამოვნო მუსიკას მიუგდეს ყური. მათ დაინახეს გასასვლელთან მჯდარი კილმანი, რომელიც ჩაფიქრებული იყო. მათ ჯერ კიდევ ვერ გადაელახათ თავიანთი მიწიერი სამყაროს ზღურბლი. თანაგრძნობით განიმსჭვალნენ იმ სულის მიმართ, რომელიც მათ გვერდით იყო. ის იყო სული, ეფემერული არსება... სამყაროში უამრავი ადამიანია, კარგები ცოტანი დავრჩით...

*გაგრძელება*

ნახვა: 730

ტეგები: Qwelly, ადვოკატი, ბლოგი, პოსტი, ჩანაწერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

რა შორი ყოფილა შენამდე, თბილისო ანუ ისევ მარშრუტკები?!

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 29, 2021.
საათი: 11:30pm 2 კომენტარი

სკოლაში მათემატიკას კარგად ვსწავლობდი.

მეუბნებოდნენ, A წერტილიდან უმოკლესი მანძილი B წერტილამდე ტოლია, B წერტილიდან A წერტილამდე უმოკლესი მანძილისო.

® მარი კიური

      ის ჟურალისტი ხომ გახსოვთ, „სერჩის“ ცოდნას რომ გვამადლიდა? ჰოდა, რომ „დასერჩოთ“ მცხეთა, გუგლისავე აღწერილობაში ამოიკითხავთ - მცხეთა თბილისიდან დაშორებულია 20 კილომეტრით. ახლა,…

გაგრძელება

შუაშისტი გუმათელები, ქირურგია სასამართლოში და 2024-ში ევროკავშირში თან კი, თან არა!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2021.
საათი: 11:31pm 2 კომენტარი

      ჯერ-ჯერობით წრეზე დავდივართ, იგულისხმება ის რომ დღის ამბებში კვლავ ამნისტიის კანონპროექტი, მოსამართლეების დანიშვნა-არ დანიშნვა ისმის და მისთანები. დღეს ასევე გახარიას პარტიის ლოგო გამოჩნდა და ხვალი პრეზენტაციის ანონსები. გუშინ გუმათში დაკავებულების სასამართლოებიც ჩაინიშნა და პროტესტის ორჭოფობული გამოხმაურებებიც. ევროკავშირში გველიან, მაგრამ არ მიგვიღებენ. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.2779 ლარია.…

გაგრძელება

რიონელები გუმათთან საპროტესტო ყიჟინით, გაძვირებული გაზი და ამნისტიის დამტკიცბის დასაწყისი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 27, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      მაისი ბოლო ისევ აქტიური იქნება და ბუნებაც გააქტიურდება, როგორც ააონსებენ - წვიმები და ძლიერი ქარები გველის. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპარეზს - პარლამენტმა დღეს ამნისტიის კანონპროექტი ნახევრად დაამტკიცა, ასევე დღეს, პოლონელი კოლეგა ესტუმრა ჩვენს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. დღის მთავარი საინფორმაციო ამბავი მაინც რიონის მცველების შეუპოვარი პროტესტია, ამჯერად ისევ ხეობაში, გუმათთან. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს…

გაგრძელება

ჰესით პარალიზება შუაგულ თბილისში, ამნისტიის პოლიტიკური ამბები და მინსკი სკანდალში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 24, 2021.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

      თბილისი უქმებიდან მოყოლებული აქციების მთავარ ეპიცენტად იქცა, როგორც ადრე. ამჯერად აქციას პარტიებისგან არც ისე მოწონებული და დაფასებული მოძრაობა მართავს, რომელიც ჰესის წინააღმდეგ გაერთიანდა და ხელისუფლებას მოთხოვნებიც წაუყენა. დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს აქციებია, თბილისის პიკეტირება და პარალიზება - როგორც თავად აანონსებენ. საერთაშორისო სკანდალია მინსკში. ჩვენთან, ამინდები გაუარესდებაო იუწყებიან სინოპტიკოსები - 25 მაისს, დღის მეორე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters