ჰო ასე იცის, გათენდება მერე ისევ დაღამდება, დღე დღეს მიყვება წყებად და წლებად, მერე კიდევ საუკუნეში გადადიან და უკან იტოვებენ ყველაფერს ადამიანებს, გრძნობებს, ემოციებს, ბუნებაც იცვლება. ფეხს კარგად უწყობს ბუნება დროის დინებას. იცვლება გარემოც, იცვლებიან ადამიანებიც. არა კი არ იცვლებიან ცვლიან დამოკიდებულებებს და შეხედულებებს, მიზნებს ერთმანეთში ანაცვლებენ და ......

      და მიისწრეფიან ამ მიზნისკენ! არ ვიც, არ ვიც, ვისი რა მიზანი იყო ან რა არის მომავალში მაგრამ ჩემი მიზანი არ ყოფილა ვინმეს გულის ტკენა ან ვინმეს წყენინება უბრალოდ ხდება ყველაფერი ხდება ცხოვრებაში და ჩვენც პასუხი უნდა ვაგოთ ყველაფერ იმაზე რასაც ჩვენ ვამობთ, ვმოქმედებთ და ასე შემდეგ....

      ვზივარ და ვფიქრობ არც ისე დიდი დროა 24 წელი მაგრამ ზოგისთვის ეს საუკუნეა ზოგისთვის წამი, მე მაინც წამად ვერ ჩავთვლი ვერც საუკუნედ მაგრმ მაინც წლებია!!! დასაწყისი ცხოვრების და მისი გაგრძეელების, მომავლისკენ თუ მიღმიერ სამყაროსკენ...

      არ ვიცი რატომ ამეკვიატნენ ფიქრები და გამიტაცეს, მაქროლებენ წარსულში ხოდა მეც მივყვები ფიქრთა დინებას. შევეწინააღმდეგო? არა და არა!!! რთულიაა. თან მაშინ თუ რაღაცით სიამოვნებასაც იღებ უფრო ძნელია. ხოდა მეც მოვყვები. ალბათ იქეთ ბავშობის იმ ეტაპიდან საიდანაც სამყაროს აღქმა დავიწყეე. წლებს ვერ ვალაგებ კარგად, მაგრაამ მახსოვს ბავშობაში დედის გარეშე ვერსად ვრჩებოდი, არსად მივდიოდი მის გარეშე და კალთაზე ვყავდი გამოკერებული. პირველად როცა დედის გარეშე მომიწა ყოფნა მაშინ მეოთხე კლასში ვიყავი ეს იყო პერიოდი ყველაზე საშინელი, მძაფრად მახსოვს ის დღეეები რომელიც რამდენიმე თვედ გადაიქცა. ვერ ვჭამდი, ვერ ვსვავდი, ვიყავი გაკვეთილებზე, მაგრამ სულ სხვა სამყაროში ვიმზირებოდი. სახლში მხოლოდ ერთ ოთახში ვიყავი და ხმის გაცემაც არ მინდოდა არავისთან. სხვები წუხდნენ და ეგონათ რამე დავადება შემეყარა სანამ დედა არ ვნახე ვერ მიხვდნენ რა მჭირდა...

      პირველი ჩემს მეხსიერებაში მოხუცებული ტასო ბებოა. ძალიან პატარა ქალი იყო. სიბერისგან ხელები უკანკალებდა, მახსოვს პირველად ჩვენ სოფლის წყაროს წყალზე შევხვდი, დედასთან ერთად. პირველად მაშინ ჩავხედე სიბერეს თვალებში ოღონდ ეს ჩემი არ იყო სხვისი იყოო და მიკვირდა რატომ იყო ასე ეს ქალი ასეთი შეხედულების. ის იყო ღრმად მოხუცებული ქალი სახე ნაოჭებს დაეღარა. ტანით პატარა ქალი იყო, წელში მოხრილი და ხელები უკანკალებდა, პატარა სახე, შავი, წვრილი და ღრმა თვალები ახლაც როცა ამბობენ შავი თვალებიო ის თვალები მახსენდება ტასო ბებოს ფერის თვალები. კეთილი გამოხედვა და ღიმილიანი სახე. დედას ვკითხე რატომ არის ეს ქალი ასეთი? მითხრა ეს სიბერეა! ეს ყველას ეხება მასაც, მეც და შენც შეგეხება როცა გაიზრდები. წლების მერე ყველას გვეხება. ამიხსნა მაგრამ ვერაფერი გამეგო რატომ უნდა დავმსგავსებოდი ტასო ბებოს.

      პირველად დალოცვაც მისგან მოვისმინე, არ ვიცი ალბათ ეს დამამახსოვრდა ყველაზე მეტად. იმდენად პატარა ვიყავი რომ წყაროს წყლიდან წყლის წაღებაში ვერ დავეხმარე თუმცა მიხაროდა როცა მას დედა დაეხმარა, ჰოდა აქედან ტასო ბებო სამუდაომოდ დამამახსოვრდა თავისი მოხუცებულობით კეთილი და ტკბილი სიტყვით. მახსოვს ყველას ლოცავდა ყველა გამლელს ქუჩაში თუმცა როგორც ყველა ადმიანი ტასო ბებოც მიიცვალა, ამ სამყაროდან გავიდა.

      ჰო კიდევ მახსენდება პირველად როცა სიკვდილს შევეხე. ეს იყო ახლობლის მაშინ ყველამ ეზოში მიმატოვა და იქით გაიქცენე სადაც მიცვალებულის სახლი იყო. მთელი სოფელი ზარდაცემული იყო იმ კაცის სიკვდილით. მაშინ გავიგე რას ნიშნავდა სიკვდილი. მთელ სოფელს ძაძა ემოსაა, ხოდა ახლა რომ ვიხსენებ ამ ყველაფერს ისიც მახსენდება რომ მას მერე როცა ვიღაც სოფელში გარდაიცვლებოდა გარდაცვლილის ოჯახში ვერ შევდიოდი, მითუმეტეს გარდაცვლილის ახლობლისგან მოწვდილ ხელით შეხებულ ხილსაც კი ვერ ვიღებდი. ეგ კი არა და დედის მხრიდან ვიცოდი რომ ბაბუა არ მყავდა ხოდა ვერც ბებიაჩემის ხელიდან ვერ ვჭამდი საჭმელს როცა პატარა ვიყავი მაშინ ეს ბავშვური ფობია იყო. არ ვიცი რისი მეშინოდა ალბათ სიკვდილის? რომელიც ყველა ადამიანს ეხება? ალბათ...

      ჰო კიდევ მახსენდება ის რომ ზამთარში მე და ჩემი ძმა ხელი-ხელ ჩაჭიდებულები როგორ ვციგაობდით და ტყუპისცალივით ყველგან რომ დავყვებოდი. მახსოვს ზამთარში ციგას რომ ვერ ვერეოდი ჩემ ციგასაც ის მოათრევდა. ყინულზე დაცემისგან ცხვირი გვქონდა გატეხილი. (ამის მერეა რომ ის პატარა ცხვირი ახლა ამხელა მადევს ხინკალივით :D) ხელები გადაქერცლილი და ყინვისგან გაყინული. მშობლების ძახილი სახში შესვლაზე და ჩვენ კიდე ჯიუტად დაღამებამდე გარეთ სრიალიით თავს ვიკლავდით, საღამოს სახში შესვლა, თბილი ოთახი, ღუმელი გაგუზგუზებული და ლამპის შუქი. ენერგეტიკის მინისტრი თუ კარგ ხასიეთზე იყოოო დენითაც გაგვახარებდა ხოლმე და ზოგჯერ ისიც თამაშობდა ჩვენს სიხარულზე და წუხილზეე დენის თამაშივით. მეც გამიღიმა ბედმა და 90-იან წლების დასაწყისში დავიბადე

      მახსოვს ჩემი ძმა როგორ სცემა თავისმა თანატოლელმა ბიჭმა ვტიროდი ვერაფერს გავხდებოდი დიდი იყო უცებ გავიქეცი სახში შევვარდი დანა ავიღე და მოკვლით ვემუქრებოდიი ეზოს ბოლოს დედას შევეჩეხე და მან გადამარჩინა არა და დანის ხელა არ ვიყავი. ოჯახში პატარა მე ვიყავი სხვები მახასიათებენ ფუმფულა საყვარელი იყავიო და ბუტია კიდე. ხოდა ჩემი და-ძმა თუ რამეს გააფუჭებდნენ მე მაბრალებდნენ მეც ფუმფულა და საყვარელი ხმას არ ვიღებდი, პატარა რომ ვიყავი მშველოდა ზოგჯერ კი ვერც ეგ და დასჯითაც დავჯილვარ...

      ჩემი და ამ ასაკში არ მახსენდება ვერ ვიხსენებ ბავშობას მასთან გატარებულს უფრო სკოლის პერიოდიდან მახსენდება. ის დიდი არის ჩემზე და როგორც მასწავლებელი ისე იყო ჩემთვის სახში. მათემათიკის აზრზე არ ვიყავი მახსოვს როგორ მასწავლიდაა განტოლებებს და მთელ მათემათიკის ფილოსოფიას.

      გამახსენდა პირველი კლასი მერე მეოთხე კლასი სკოლის გამოცვლა დმანისისი მე-3 ე საჯარო სკოლა. ჩემი კლასელები ახლაც მახსოვს ყველა თუ არა უმეტესობა, სახელი და გვარებიც კი მახსოვს, ყველაზე ცელქი მოუსვენარი პაატა ფილფანი და ყველაზე წყნარი და უწყინარი მარმელი, მარმელიზე ერთი ისტორია გამახსენდა სამწუხარო ამბავი იყო. ახლა არ ვიცი იმედი მაქვს მასთან ყველაფერი კარგად არის. ნანა ბალახაძე ნინო ხუციშვილი და ჩემს უკან მჯდომი ხატია ზვიადაური, აღარ გავაგრძელებ კიდევ ბევრის სახელი და გვარის ჩამოწერას...

      შემდეგ ისევ ძველ სკოლას დავუბრუნდი და ჩვეული რიტმით გავაგრძელე გზა პატარობიდან დიდობისკენ. ბევრი დაცემა და ადგომა ამ გზაზე მაგრამ მაინც ადგომა წინ სვლა და გაკაფვა ყოველდღიური ერთფეროვნების, მოწყენის, სიხარულის, იმედისა და ყოველგვარი შეგრძნებების, გარემოსი სადაც ვიყავი.მეათე კლასი ისევ ახალი სკოლის გამოცვლა და ახალი მეგობრები ბევრი არ ვიყავით კლასში მაგრამ სულ ცოტანი შემომრჩნენ ისიც ძირითადად ბიჭები, გოგოები გამითხოვდნენ ხოდა დავრჩი ბიჭებთან ერთად.

      მეთორმეტე კლასი ისევ ახალი სკოლა იმ შვბედითი 08 08 2008 წლის მერე ახალი გარემო, ახალი სკოლა, მასწავლებლები, მოსწავლები. აქაც გამიმართლა და ძალიან კარგი გარემო დამხვდა მასწავლებლები ყველა მახსოვს განსაკუთრებით ქართულის მათემათიკის და ხელოვნების. კლასელებიც კარგი მყავდა ახლაც ხშირად თუ არა იშვიათად მაინც ვახერხებ მათ მოკითხვას და მიხარია რომ კარგი მესმის მათი მხრიდან აქ კლასში გოგოები ვჭარბობდით აქაც გოგოები თითქმის ყველა გათხოვდა.

      ხოდა როგორც გოგოები გავათხოვე ბიჭებსაც ცოლებს მოვაყვანინებ და მეც მათი ბედნიერება გამახარებს და სულ ასე სიახარულში ვიქნებით.

      ამ შემოდგომით მეგობარი გოგო რომ გაგვითხოვდა ბიჭებს მივულოცე, თან გული მწყდებოდა რადგენ მე მარტო დავრჩი ბიჭებთან და ისე ხშირად ვეღარ ვიქნებოდით ერთად, ეს ჩემი პატარა გულის ტკივილი მათაც გავანდე და დამამშვიდეს იუმორით არაუშავს შენ დღეიდან ჩვენთვის გრძელთმიანი ნაზი ბიჭი ხარო ხოდა ისევ ისე ერთად ყველგან ვიქნებითო მთაშიც, ბარშიც, კარვებითაც და ფეხითაც.მიხარია მე მათი თავი და ძალიან ძალიან მიყვარს მე ისინი <3 <3

      სკოლის მერე იყო თოიძე და იქ შეძენილი მეგობრებიი უკვე წლებია მოვდივართ ერთად ხელი-ხელ ჩაჭიდებულები ეს სულ სხვა გარემოა, სულ სხვა მეგობრები, ახალი დადებითი და არცერთი დღე მათთან ერთად უარყოფითი არ მახსენდება, მაგრამ ყველაზე დიდი მონატრება ჯგუფიდან მაინც ლევანისიაა და ნათიასი ჩვენგან შორს არიან და უკვე წლები იყო გასული არ გვყავდნენ ნანახიი. ეს 5 წლის მონატრებაც დავიკმაყოფილეთ ამ წელს.

      თოიძის მერე სემინარია-აკადემია ეს სულ სხვა რაღაც იყო. ახალი მეტედ საინტერესო, მეტად მნიშვნელოვანი თავსი ყველაფრით. მახსოვს პირველი დღე 1500 ბავშვით გადატენილი აუდიტორია და წლის ბოლოს უკვე შეცოტავებულიი და 4 წლის მერე კი სულ რაღაც 300 ბავშვამდე ალბათ არც ვიყავით.

      ყველა ძლიერი ლექტორი ჩვენთან იყო, ყველა საგნის ალბათ 15 მდე საგანს გავდიოდით ნაკლები არა თუ მეტი არ იყო. მახსენდება მერებ ვაჩნაძის ლექციები, ხვთისო ზარიძის, ელენე შუბლაძის, თეიმურაზ თათარაშვილის, სოსო ფარულავასი, მამა ალექსის, სოფიკო გოგოჩაშვილის, ნათია ფრუიძის, გიორგი არავიაშვილის, მამა გიორგის შაშვიაშვილის, მამა გიორგი წეროძის, ლელა ტყეშელაშვილის, ქალბატონი რუსიკოს სმაწუხაროდ გვარი არ მახსოვს კი არა სტუდენტობის დროსაც არ ვიცოდიი :) და ბოლოს გემრიელ ლუკმას ბოლოს შემოვიტოვებ ჩემთვის და არამარტო ჩემთვის უსაყვარლესი ლექტორი ნანა გოგიჩაშვილის ეს ლექტორები თავიანთი ლექციებით მეტად დამახსოვრდნენ, განსხვავებული სტილი ქონდათ ლექციის კითხვის და აუდიტორიის მართვის და დღემდე გამომყვნენ მე ისინი...

      იყო ლექციების გაცდენაც, სიზარმაცეც და გამოცდებზე შიში. განსაკუთრებით ორი ლექტორის მამა თეიმურაზის და ბატონი ღვთისოსი. იყვნენ ჯგუფელებიც და არიან კიდეც ისინი ვინც მეტად აქტიურად იყვნენ ჩემთან და მე მათთან ძალიან საყვარელი და დადებითი ადამიანები შემომრჩნენ აქედან ერთს ვხედავ თითქმის ყოველდღიურად სხვებს კი დიდი მონატრებით და მოთმინებით ველოდები იმ დღემდე სანამ არ შევხვდებით ერთმანეთს. მენატრებიან თან ძალიან <3 <3

      სემინარიის მერე სხვადასხვა წვრილმანები ბევრი იმედ გაცურება და წარუმატებლობა მაგრამ იმედიანდ და პოზიტიურად მივალ.

      ჩემი ეკაა ჩემი დოიჩ მასწავლებელი :D :* ვაბრაზებ მაგრამ მაინც ვუყვარვარ ვიცი ჩვენ საერთოო კარგი მეგობრებიც გვყავს ჩვენი ინდოელი მეგობრებიი არ ვიცი რატომ აქვთ ქართველებს ინდოელებზე ცუდი წარმოდგენა, მაგრამ ძალიან თბილები და საყვარლები არიან ნუ მე ვისაც ვიცნობ ისინი ნამდვილად მასეთები არიან.

      ჰო კიდევ მახსენდება ჩემი ინგლისურის მასწავლებელი აბიტურიენტობის პერიოდში გავიცანი სამი თვე ვემზადებოდი ძალიან ძლიერია როგორც პედაგოგი ასევე ადამიანი, სამი თვის მერე წლები გავიდა და ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე ისევ შევხმიანებოდი სამწუხაროდ არც ტელეფონის ნომერი მქონდა და აღარც ახალი მისამართი მახსოვდა იქ სულ ერთხელ ვიყავი ახალ მისამართზე ნამყოფი, მაგრამ მივენდე ინტუიციას და გავუყევი ვაკეში ერთერთ ქუჩას. მივაგენი როგორც იქნაა, სწორი ორიენტაციით მივლია და მას მერე ჩვენ გადავეჯაჭვეთ, უკვე წლებია მოვდივართ და დავნათესავდებით საცაა ცოტა დროში გაგვეწელა, მაგრამ არაუშავს მოგვარებადიაა ეგეც. გუშინწინ ვნახე დიდი ხნის უნახავი მყავდა, ხოდა ტკბილად ვისაუბრეთ მოვუყევით ერთმანეთის ამბები მე სათქმელი დიდი არაფერი მქონდა, არაფერი იცვლება ჩემთან. ნინისთან შეცვლილა რაღაცეები, მაგრამ იმედიანად არის, მახარებს მე მისი ეს იმედიანობაა და პოზიტიურობა. გუშინ კიდევ დავრწმუნდი რომ ჩემი ნინო იმაზე ძლიერია ვიდრე ჩანს და მას გონიაა ის ძალიან მაგარი ადამიანი და ძალიან ძლერი ყველაფრით. ჰოდა გუშინწინდელამა ჩვენმა საუბარამ დამაფიქრა ყველაფერზე.

      ალბათ ამ ფიქრებთან და მოგონებებეთან ბოდიალი მისი ბრალია.

      დღეს კიდევ მეტად დავფიქრდი ადამიანებზე ჩემზე, ჩემს გარშემო მყოფებზე, ჩვენს საქმიანობაზე, ჩვენს თავის გატანაზე, ცხოვრებაში და უკიდეგანი სამყაროში ადგილის დამკვიდრებაზე, ჩვენს გრძნობებზე, შეხედულებებზე, რწმენაზე, მსოფლმხედველობაზე, ყოველგვარ ადამიანურობაზე, ადამიანების მიზნებზე და მათ საშვალებაზე, ხშირ შემთხვევაში ზღვარ გადადასულობაზე ადამიანობიდან. ორი დღეა აკვიატებად მექცა გქცევაა სადმე სადაც იმ ყველაფერს არ მოვისმენ რაც მესმის აქ. რასაც ვხედავ ქუჩაში, მეტროში, ავტობუსში, მარშუტკაში და ასე შემდეგ.....

      ბავშობაში ვერ წარმოვიდგენდი ასეთ სამყაროს. ადამიანების ასეთ სისასტიკეს, ყველაფერი ზღაპრის დასასრულივით მეგონა რომ კეთილი ადამიანები და სიკეთე ყოველთვის იმარჯვებდა. არა ბოროტება ახალა ისე მძაფრობს რომ სიკეთის არსებობის ნაკლებად ჯერა. ესა სწორედ სიკეთის არარსებობა. ეხლაც ვცდილობ ის ვარდისფერი სათვალე არ მოვიხსნა ბავშობაში რომ მეკეთა. დაცემისას სათვალე თუ მომძვრა სახიდან და რეალურ ფერებში დავინახე ყველაფერი, ისევ ვცდილობ მალე წამოდგომას და სათვალეების კარგად მორგებას რომ ეს რეალური მუქი ფერები აღარ დავინახო ირგვლივ...

      თუმცა მაინც ვერსად გავექცევი.

      არის რაღაცეები რაც გამოვტოვე და არ დავწერე მაგ ყველაფრისთვის არ ვარ ჯერ მზად მალე მაგასაც გამოვფენ სიტყვებად ფურცლების დიდ დარბაზში. ხოდა მერე ამ დარბაზში დიდი აუდიტორიის წინაშე წარვსდგები ჩემი გმირებით. ჩემი დადებითი და უარყობითი პერსონაჟბით. დავიპყრობთ და შევეჯობრებით მე და ფურცლები ერთმანეთს მე უფრო მეტი მექნება სათქმელი თუ მას უფრო მეტი ექნება თავისუფალი ადგილი. ალბათ მერე დაიცლება შინაგანი მე. აეხსნება რაღაცეებს ბორკილები და თავისუფლებაც შეაღწევს სადღაც იქ ბნელეთში, სადაც კარგახანი ვჩქმალავ და ვმალავ, ვკლავ და ვახრჩობ წარსულში.

      ამ წარსულს იცი როგორ ვუტრიალეებ? ქურდი რომ საგანძურს მალავს ოთახში დარაჯობს არავინ მოპაროს და თან მისი ქურდობაც არ გამჟღავნდეს.

      კიდე გამახსენდა ერთერთი ფსიქოლოგიური ტესტი წარმოსახვის უნარის პრობლემა გამოიკვეთა თითქოს. არა!!! მე მინდოდა მასე ყოფილიყოო. ჩავკეტე ის ყველაფერი რაზეც არ მინდოდა საუბარი არ ვვარ ჯერ მზად მაგისთვის ჯერ ადრეაა თუმცა ეგეც მალე იქნება... ;) ;) :*

ნახვა: 431

ტეგები: Qwelly, Qwellyland, გაქროლება, მოგონება, მოგონებები, წარსული, წლები

ლაშა: მარტი 4, 2016||12:34am
ფიქრებმა ზოგჯერ ისე იციან გატაცება, თავზე გადათენებ ბნელ ღამეს.
ხინკლის ცხვირს არ დავკვირვებივარ - საინტერესოა. ყინულის მავნებლობა.
გათხოვებაზე გამახსენდა - დროა უკვე, არ არის დრო?
გამიხარდა შენი გაცნობა - დავოლოდოთ მომდევნო გამოთავისუფლებას. :))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

გაუმჭვირვალე ფულის პრობლემა ქართულ საზოგადოებაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2024.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters