ბრძოლის ველის განვრცობა | Qwelly | blog | diary

  12 პარასკევ საღამოს კოლეგამ მეგობრულ ვახშამზე მიმიწვია. ოცდაათამდე მაინც ვიყავით, ოცდახუთიდან ორმოც წლამდე საშუალო რგოლის მოსამსახურენი. ერთიც ვნახოთ და ერთ ერთმა სტუმარმა ცეკვა დაიწყო. აუ, რას იმანჭებოდა! ერთი ხანობა, ადგილზე ცმუკავდა, მერე ვერაფერი რომ ვეღარ მოიფიქრა, ისევ ჩაცმა ამჯობინა. ეს გოგო, ჩვეულებრივ, მამაკაცებს ერიდებოდა. მით უფრო გაუგებარი იყო მისი იმდღევანდელი ოინი. მეოთხე ჭიქა არაყი რომ ვხუხე, ვიგრძენი, საქმე კარგად ვერ იყო, ტახტისკენ წავლასლასდი და კედელთან მიყრილ მუთაქებზე გავიშოტე. ცოტა ხანიც და ტახტზე ორი გოგო ჩამოჯდა საჟღურტულოდ. ლამაზები არ ეთქმოდათ, სამსახურშიც უჩინარები იყვნენ. აი, ისეთები, ერთად რომ სადილობენ და შიგადაშიგ რაღაც წიგნებს კითხულობენ იმის თაობაზე, თუ როგორ უვითარდებათ ბავშვებს მეტყველება, ჰოდა, ეგეთი რაღაცები. დაქალები ჭორაობდნენ. დღეს ერთი ქალი მოვიდა სამსახურში, ისეთი მოკლე ქვედატანი ეცვა, ფეხებს ვერ უფარავდა. მერედა, იცით, რას ამბობდნენ? ძალიანაც კარგი, ეგრეც უნდა იყოსო. ჩემს თავს ზემოთ, კედელზე, ჭორიკნების სილუეტები ჩინური ჩრდილებივით ისახებოდა. ასე მეგონა, მათი ხმა რაიმე წმინდა ნივთიდან იღვრებოდა. საქმე ის იყო, რომ სულ მთლად მოვიშალე, სხვა არაფერი. თხუთმეტი წუთი კიდევ ილაქლაქეს. აქაოდა, როგორც მოგვეხუშტურება, ისე ჩავიცვამთო, კაცების დასაბმელად კი არა მაინცდამაინცო, ისე, სასიამოვნოდ, ასე გვევასებაო და იქითურ-აქეთური. ფემინიზმის სულთაბრძოლას ვესწრებოდი, პირდაპირ. მგონი, კიდეც ხმამაღლა წამომცდა „ფემინიზმის სულთაბრძოლა“. იმათ მაინც არაფერი გაუგიათ. ის გოგო მართლაც რომ თვალში შეგეჩხირებოდა. რაღა ბევრი გავაგრძელო და ჩვენი განყოფილების უფროსმაც, ლამის იყო, შარვალში ჩაისველა. ქალების ბაასის დასასრულს ვეღარ მოვესწარი. ჩამეძინა. რაღაც საშინელება მესიზმრა. ერთი-ორი ძეხვივით პუტკუნა ქალი, ხელგაყრილი, ჩვენი განყოფილების დერეფანში იდგა, ფეხებს მაღლა ყრიდა და თავგადაკლული მღეროდა: „თუ ნახევრად შიშველი დავიარები, სულ არ გაწონებ, მერწმუნე, თავს, ისე, უბრალოდ, დილიხორი მაქვს!“ ის მინი ქვედატანიანი გოგო კარებში იდგა, მაგრამ, ახლა, შავი, კოჭებამდე კაბა ეცვა, იდუმალი და სადა. მომღერლებს მიშტერებოდა და იცინოდა. მხარზე უზარმაზარი თუთიყუში ეჯდა, ჩვენი განყოფილების გამგის ზუსტი ასლი. დროდადრო გოგო გამოზომილი, კარგად გავარჯიშებული მოძრაობით მუცელზე ხელს უსვამდა და ბუმბულს უწეწავდა. თვალი რომ გავახილე, წამსვე ვიაზრე, რომ ძილში იატაკის რბილ საფარზე ამომიღია რაც კი მივირთვი. საღამო მთავრდებოდა. მერე წამოვდექი და ვცადე სახლში წავსულიყავი. სწორედ მაშინ შევამჩნიე, რომ მანქანის გასაღები დავთესე.

*გაგრძელება*

ნახვა: 1226

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ბრძოლა, ველი, ჩანაწერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 14, 2019.
საათი: 11:14pm 0 კომენტარი

      ერთ მნიშვნელოვნად დღის ყველა თემა ჯერ კიდევ ნიუსების მეინსტრიმია და ჯერ კიდევ აქციების მთავარი მიზეზია - პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა. ახლა პროტესტების დრო დადგა და ისევ კარვები, ისევ…

გაგრძელება

პროპორციული სისტემის დაპირისპირება, ბიუჯეტის დეტალები და დაბრუნებული მინისტრი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 13, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      როგორც ჩანს მთელი კვირა მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საპარლამენტო განხილვები უნდა ვისმინოთ, ცხადია ერთმანეთის ლანძღვის, გინებისა და ცემა-ტყეპის ფონზე, როგორც პოზიცია-ოპოზიციაში, ასევე…

გაგრძელება

პროპორციული სისტემის ნაცვლად, პროპორციული გინება პარლამენტში და ომი აღმოსავლეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 12, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      როცა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებაა, მაშინ დიდი ხმაური იქნებაო - ძველი ქართული, საპარლამენტო ანდაზაა. ხმაური კი იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ ცემა-ტყებაში გადაიზარდა და საკანონმდებლო ორგანო…

გაგრძელება

გირჩის მავნებლობა ანუ ბოროტებამ თავი ვერ დამალა

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 12, 2019.
საათი: 10:17pm 3 კომენტარი

      მოდი ვნახოთ, რა იყო, ან თუ არ იყო, როგორ იყო, მაგრამ ერთი კია - ღვთის უკეთესი რა უნდა ყოფილიყო?!

      მაგრამ მაინც, ერთი გიორგიც იყო. გიორგი დაიბადა თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, შედარებით…

გაგრძელება

Qwelly World

free counters