სახეების ცვლილება მმართველობაში, პარლამენტის გამოძიება, სასამართო, აღიარებული მეზღვაურობა და დაჭრილი ქუჩის ბიჭი

      სიცხეებმა უსაშველოდ მოიმატეს და დედაქალაქის მიკროავტობუსებს უკვე დაევალათ მგზავრების გაგრილება. დღეს მეზღვაურთა დღეც აღნიშნეს და აქეს და ადიდეს, დაპირდნენ სახელმწიფო ფლოტის შექმნასაც. ამას გარა, დღეს გამოძიების ახალი დეტალებიც გახდა ცნობილი (ხორავას ქუჩის საქმიდან) და ცხელი ორშაბათის საღამოს, მომღერალი ირაკლი ნოზაძე დაჭრეს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 25 ივნისი, 2018 /

      სახეები გუნდში - ირაკლი კობახიძე - ახალ სახეებზე გუნდში მსჯელობა გრძელდება. არჩილ თალაკვაძე - ჩვენ გვჭირდება მცირე, ძალიან ოპერატიული მთავრობა, რომელიც სწრაფ გადაწყვეტილებებს იღებს. დავით ჭიჭინაძე - მმართველ გუნდში ყველაზე მეტი კითხვა განათლება-კულტურის სამინისტროების შერწყმამ გამოიწვია. დავით ჭიჭინაძე - დიახ, თეა წულუკიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ანრი ოხანაშვილი დავით ჭიჭინაძის პოზიციას თეა წულუკიანის მიერ იუსტიციის მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ, არ იზიარებს. ლია მუხაშავრია - თეა წულუკიანი პირადი ურთიერთობებით ახერხებს სკამის შენარჩუნებას. გია ხუხაშვილი - თეა წულუკიანი ხდება განხეთქილების ვაშლი, ღირსეული ადამიანი ამ ვითარებაში თვითონ უნდა მიდიოდეს თანამდებობიდან. მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებს მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე წარადგენს. რომან გოცირიძე - თუ წულუკიანი მინისტრად დარჩა, ოპოზიციისთვის კარგი იქნება - ამაზე კარგი საჩუქრის გაკეთება არჩევნების წინ მმართველ გუნდს არ შეუძლია. გია ვოლსკი - ვფიქრობ, ახალი მთავრობა ეფექტური იქნება და ვადამდელი არჩევნების საკითხი დღის წესრიგში არ დადგება. კახა კალაძის განცხადებით, მამუკა ბახტაძეს შავ ჯიპებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა აქვს, რომელიც სამთავრობო ავტოპარკს სასიკეთოდ შეცვლის.

      ქადაკება კვირას - მეუფე შიო - სამწუხაროა, რომ მასმედიაში და სოციალურ ქსელებში ვეხებით დიდ უსიყვარულობას, სისასტიკეს, დაუსაბუთებელ ბრალდებებს, უხეშობას, გინებას.

      კანონები და პარლამენტის ამბები - კანონს, რომლის საფუძველზეც მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხორციელდება, ვადა 2019 წლის 1-ელ იანვრამდე უგრძელდება. პარლამენტმა, შესაძლოა, “შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონი მიიღოს.

      ხორავას საქმე - პარლამენტის საგამოძიებო კომისია დღეს შსს-ს წარმომადგენელს და ხორავას ქუჩის საქმის პროკურორს გამოკითხავს. მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორი - საგამოძიებო კომისიას და დაზარალებულებს სრულყოფილად გავცემ პასუხს კითხვებზე. ნინო ლომჯარია - შსს-ს გამოძიების მაქსიმალური შედეგი უნდა იყოს ის, რომ დაადგინოს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის ვინაობა. შსს-ს წარმომადგენელი - ხორავას ქუჩაზე ფარდულის დემონტაჟის გადაწყვეტილება მოსახლეობამ გამოძიებისგან დამოუკიდებლად მიიღო. პროკურორი ზვიად ფხაკაძე - მირზა სუბელიანთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. პროკურორის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე შერიგებულ ახალგაზრდებს შორის ხელახალი კონფლიქტი დავით სარალიძესა და გ.ჯ-ს შორის შელაპარაკებით დაიწყო. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი - შესაბამისი ლოკაციებიდან, რაც მნიშვნელოვანი იყო, გამოძიებამ სისხლის ყველა ნიმუში აიღო. შსს-ს წარმომადგენელი - ხორავას ქუჩაზე მომხდარზე დაიკითხა ყველა, ვისაც რაიმე ღირებული ინფორმაცია გააჩნდა. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიგა ბოკერიასა და ზვიად ფხაკაძეს შორის შელაპარაკება მოხდა. ოთარ კახიძე პროკურორს - როდესაც ორი პირი სარალიძეს დანას ურტყამს, ხოლო კალანდიას ის ხელით ყავს გაკავებული, არის თუ არა ეს მკვლელობაში თანამონაწილეობა? პროკურორის შეფასებით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში მიხეილ კალანდიას თანამონაწილეობა არ იკვეთება. პროკურორ ზვიად ფხაკაძის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე ფარდულის დაშლის ფაქტზე შსს-ში გამოძიება მიმდინარეობს. მამუკა მდინარაძე მოზარდების მკვლელობის საქმეზე - იყო კითხვები, რომლებზეც პროკურორმა და შს სამინისტროს წარმომადგენელმა ამომწურავი პასუხები ვერ გასცეს. პროკურორი - ზაზა სარალიძეს ნებისმიერ დროს ჰქონდა ჩემთან კომუნიკაცია როგორც პირადად, ასევე ადვოკატთან ერთად. ზვიად ფხაკაძე - მირზა სუბელიანი იყო დაცვის მხარის მოწმე, შესაბამისად, მისი დაკითხვა შესაძლოა აღქმულიყო, როგორც მოწმეზე ზეწოლა. ზვიად ფხაკაძე - დანაშაულის დამადასტურებელი გარემოებები არ გამოვლენილა იმ ორ პირთან მიმართებაში, ვიზეც ზაზა სარალიძე მიუთითებს. კაპიტანი ანზორ დიასამიძე - პრემიერის ნათქვამი მომეწონა და გამიხარდა კიდეც, რომ მთავრობა ფლოტის აღორძინებას გეგმავს. ზვიად ფხაკაძე - ნიკოლოზ ვაჩეიშვილი არ დაიკითხა, რადგან არ ფლობდა დეტალურ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სერგი კაპანაძე - გამოიკვეთა გარემოებები, რომელიც მიუთითებს, რომ მ.კ.-ს მიმართ შესაძლოა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით.

      სვეტის პრობლემები - კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მენაშენეები კახა კალაძეს შეხვდნენ. კახა კალაძე - კომპანია "სვეტის" დაზარალებულებს ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ. უვადო მოსამართლის თანამდებობაზე 7 კანდიდატი გამწესდა. კახა კალაძე სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დაზარალებულებს კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერასა და მშენებლობის გასაგრძელებლად ნებართვების დაჩქარებულ ვადაში გაცემას დაჰპირდა.

      თბილისში სოსისის, სარდელის, "სუჯუკის", და სხვა ძეხვეულის ფალსიფიცირების ფაქტები გამოვლინდა, ამოღებულია ცხენის ხორციც.

      გაიგრილეთ მგზავრობა! - „თბილისის მიკროავტობუსი“ მგზავრებს მოუწოდებს, მიკროავტობუსში მძღოლების მიერ კონდენციონერების ჩაურთველობის შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკონ.

      სასამართლო სისტემა - ანა დოლიძე - კარგ იურისტს, ადვოკატს, პროკურორს, მეცნიერს სასამართლო სისტემაში მოხვედრის მწირი შანსი აქვს. ანა დოლიძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაკვებულია იმით, რომ მაქსიმალურად მოთოკონ ჩემი და ნაზი ჯანეზაშვილის აქტიურობა. უვადო მოსამართლის თანამდებობაზე 7 კანდიდატი გამწესდა. გიორგი მიქაუტაძე - ძალიან ღირსეული მოსამართლეები გამწესდნენ უვადოდ.

      მეზღვაურთა დღე - მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, საგარეო უწყების წარმომადგენელმა მეზღვაურების საკონსულო დახმარების საკითხებზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა. მამუკა ბახტაძე - სამწუხაროდ, ერთ დროს ძლიერი ქართული ფლოტის გემები ჯართის ფასად გაიყიდა, მაგრამ დღეს ეს გემები სხვა სახელმწიფოების დროშის ქვეშ ცურავს. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და წევრები მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრნენ. ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა. გიორგი ჩერქეზიშვილი - საქართველო საზღვაო ქვეყანაა და საზღვაო სერვისების განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გიორგი ჩერქეზიშვილი - გერმანიის მიერ საქართველოში გაცემული საზღვაო დიპლომების აღიარება მოხდება. კაპიტანი ანზორ დიასამიძე - პრემიერის ნათქვამი მომეწონა და გამიხარდა კიდეც, რომ მთავრობა ფლოტის აღორძინებას გეგმავს.

      უბედური შემთხვევა წეროვანში, ავტომაგისტრალზე - თვითმხილველის ინფორმაციით, წეროვანში, ტრაილერის მძღოლს, სავარაუდოდ, ჩაეძინა, რის გამოც მიკროავტობუსს უკნიდან დაეჯახა.

      დაჭრილი ვარსკვლავი - "ქუჩის ბიჭების" მომღერალი ირაკლი ნოზაძე დაჭრეს. პაატა ხაჩიძე - ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მეზობლების ინფორმაციით, ირაკლი ნოზაძე სავარაუდოდ ორმა გოგომ დაჭრა. მეგობრები არ ფლობენ ინფორმაციას, თუ ვინ დაჭრა ირაკლი ნოზაძე, თუმცა ვარაუდობენ, რომ ისინი ნოზაძისთვის უცხოები არ იყვნენ. ექიმის ინფორმაციით, მომღერალი ირაკლი ნოზაძე კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს.

საზღვარგარეთულები:

      უიარაღო სირია - ბაშარ ასადი - სირიას ქიმიური იარაღი არ აქვს.

      ტიტანების შეხვედრა - Kronen Zeitung - ვენაში ტრამპისა და პუტინის შეხვედრისთვის ემზადებიან. იენს სტოლტენბერგი - პუტინსა და ტრამპს შორის შესაძლო შეხვედრა რუსეთთან მიმართებაში ნატო-ს პოლიტიკას შეესაბამება.

      ევროპული კრიზისი - ემანუელ მაკრონი - ევროპა პოლიტიკურ კრიზისს განიცდის.

      სკამი აუქციონზე - თურქეთის პრემიერი - არჩევნების შემდეგ ჩემს სავარძელს აუქციონზე გავიტან. თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 52 %-ით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი - საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიამ გაიმარჯვა. გიორგი მარგველაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მუხარემ ინჯე - ბატონო ერდოღანო, ნუ იქცევით ისე, თითქოს პარტიის ხელმძღვანელი ბრძანდებით, თქვენ ქვეყნის ყველა მოქალაქის პრეზიდენტი ხართ. რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხმა საქართველოში მცხოვრები თურქი ამომრჩევლების 36,2 %-მა მისცა, მის კონკურენტ მუხარემ ინჯეს კი - 49,3 %-მა.

      ტრამპის შეუპოვრობა - დონალდ ტრამპი - აშშ-ში არალეგალურად ჩამოსულები დაუყოვნებლივ უნდა დავაბრუნოთ იქ, საიდანაც ჩამოვიდნენ.

      თავდაცვა ერთობით, ევროპულ-ნატოურად - ფედერიკა მოგერინი – ევროკავშირი და ნატო თავდაცვის სფეროში ერთობლივ თანამშრომლობას გააძლიერებენ. ევროკავშირის ექვსი ქვეყანა კიბერსაფრთხეებზე სწრაფი რეაგირების ძალების შექმნაზე შეთანხმებას მოაწერს ხელს

      მასპინძლობა დაკარგული ევროპა - პოლონეთის პრემიერი - ევროპა ყველა მიგრანტს ვერ მიიღებს.

      იტალიური კონკრეტულობა - იტალიის შს მინისტრი - რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უსარგებლო და ზიანის მომტანია, წერტილი.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 257

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივნისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters