ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)

      გამაწბილა ოქროს ნიღაბმა, თანაც როგორ... ერთი სიტყვა რაა, ერთი სიტყვითაც არ უხსენებია ოქრო, არა და არა. ამაოდ გამოვბასრე ყურები, იქნებ რამე წამოცდეს თავისი საიდუმლოების შესახებ-მეთქი. ლაპარაკით საკმაოდ საინტერესოდ ილაპარაკა, სხვა ნიღბებს არაფერში ჩამორჩენია... რა კარგად გამოიხმო კვაზარი ჩვენი ყოფიერების უშორესი წერტილიდან... მაგრამ ერთი მითხარით, რაზე მჭირდებოდა ეს ყველაფერი? მე ოქროს ჩავუსაფრდი, მშვენიერ, მზისფერ მეტალს, ოქროს შესახებ უნდა მელაპარაკოს ოქროს ნიღაბი...

      ნიღბების ყიჟინამ გამომაფხიზლა ფიქრებიდან. აჰა, მორჩნენ თავიანთ ბავშვურ ჟივილ-ხივილს, ახლა ჩემგან მოითხოვენ სიტყვის თქმას. ამჯერად კიდევ უფრო უსიამოვნო მეჩვენა მათი მომთხოვნი ტონი, მეც ამომეღო ხმა, რაიმეთი შევხმიანებოდი ზღვიდან ამომავალ მხეცს. სულ უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა ეს ყველაფერი ჩემთვის, თავს ლამის დამნაშავედ ვგრძნობდი მათ წინაშე, ვერაფერი რომ ვერ ვთქვი მთელი ამ ხნის მანძილზე... ცალკე იმასაც მეშინოდა, ვაითუ ოქროს ნიღაბმა საბაბად გამოიყენოს ჩემი მდუმარება და არც იმან მითხრას რაიმე-მეთქი, არ გამიმჟღავნოს თავისი საიდუმლო. ბოლოს და ბოლოს, იქნებ მართლა მეთქვა რაიმე, მაგრამ რა ვთქვა, რა? ჩემს თავში ნამდვილი ქაოსია. დრო-სივრცის უფართოესი რკალი... ვარსკვლავების სიმაღლე, ზღვიდან ამომავალი მხეცი... ეს ყველაფერი დომხალივით ირევა ერთმანეთში, და ამ დომხალში ვერაფერს ვხედავ ხელჩასაჭიდს, ანუ ისეთს, სათქმელად რომ ღირდეს.

      ერთი შემთხვევა ამოტივტივდა ამ ქაოსიდან (ალბათ მეტისმეტი შეჭირვების გამო); მთვარის დაბნელებას შევყურებდით მეზობლები, საერთო აივანზე მოვიყარეთ თავი... თუმცა, წინასწარ არ ვიცოდით, მთვარის დაბნელება თუ იყო მოსალოდნელი, შემთხვევით გავხდით ამ მოვლენის მოწმენი, იგი მოგვიანებით გაირკვა... (რა არეულ-დარეულად მახსენდება ყველაფერი... აკი ვთქვი, ჩემს თავში ნამდვილი ქაოსია). წყნარი ღამე იყო, უქარო. ცას თხელი ნისლი ეფინა. ეს ნისლი ალაგ-ალაგ შესქელდებოდა, ღრუბლის კოშტებს ქმნიდა, რომლებიც ზანტად ინაცვლებდნენ ადგილს. ხანდახან სულაც ჩერდებოდნენ, თითქოს ცას მიელურსმებოდნენ ხოლმე. სავსე მთვარე კაშკაშებდა. თხელი ნისლი მთვარის კაშკაშს ვერაფერს აკლებდა, ანდა თითქმის ვერაფერს. სულ ოდნავ ამქრქალებდა მხოლოდ. მთვარის მნათი დისკო სრულიად უნაკლოდ, მკაფიოდ ჩანდა, მისი გარშემოწერილობა ოდნავადაც არ იდღაბნებოდა ნისლში გახვევისას. მაგრამ აი, თუ ღრუბლის კოშტი წამოეწეოდა მთვარეს, ის უკვე ახერხებდა მუქი ჩრდილი გამოესახა მის გაბადრულ სახეზე, გარშემოწერილობას ჩამოაჭრიდა ხოლმე... ზანტად, აუჩქარებლად ხდებოდა ეს ყველაფერი.

      ვდგევართ აივანზე, ვმუსაიფობთ ათას წვრილმანზე... და უცბად ერთერთმა ჩვენთაგანმა (სტუმარი იყო ჩემი კარის მეზობლის) თქვა, მთვარის დაბნელება იწყებაო.

      ყველამ მთვარეს შევხედეთ, ისევ ისე კაშკაშებს, ოღონდ აი, ნაპირი თითქოს სულ ოდნავ ჩამოჭრილი აქვს... ჩრდილი აფენია პატარა, და ეს ჩრდილი სხვა არაფერია, თუ არა ღრუბლის კოშტი... ნამდვილად ასეა; მთვარე ერთიანად გახვეულა თხელ ნისლში, შედარებით შესქელებული კოშტები ირგვლივ დარიალებენ. ერთერთი კოშტი მის ნაპირს ოდნავ გაეკარა, ესაა სულ, რა შუაშია აქ მთვარის დაბნელება...

      ამ აზრის ვიყავით ყველანი, იმ უცხო სტუმარმა კი (მახსოვს; თხელი აღნაგობისა იყო, მხრებზე გაცრეცილი ლაბადა მოეგდო) დაიჟინა, ნამდვილად მთვარის დაბნელებააო. ჩვენ ჩვენსაზე ვიდექით, მთელი სამეზობლო; ღრუბელი წამოეპარა მთვარეს, ნაპირი ოდნავ ჩამოაჭრა. გადაივლის ღრუბელი, ჩრდილიც გაქრება, მთვარის მთლიანობა აღდგება...

      ის უცხო სტუმარი კი, ნამდვილად მთვარის დაბნელებააო, გაიძახოდა. თანაც რა თავდაჯერებული იყო... ამან გამაკვირვა უწინარეს ყოვლისა, ოდნავი დაეჭვებაც კი არ ისმოდა მის ხმაში. თითქოს ხელისგულზე ედო მთვარის დისკო და ისე დაჰყურებდა. ის ღრუბლის კოშტიც რომ არ იძროდა ადგილიდან... თითქოს ცას მიელურსმაო. თუმცა ალბათ, ისიც დაიძვრებოდა ცოტა ხანში, ისიც გადაივლიდა სხვა კოშტებივით.

      ვდგევართ, შევყურებთ მთვარეს, იმ უცხო სტუმრის საოცარი თავდაჯერებით მონუსხულნი. მთვარე კაშკაშებს, თხელი ნისლით ოდნავ გამქრქალებული. ღრუბლის კოშტი კი არა და არ იცვლის ადგილს. ისევ იქაა, პაწია ჩრდილს აფენს მთვარის მნათ დისკოს, და ეს ჩრდილი თითქოს იზრდება... ვითომ? რაღაც არ მგონია... ჰო, ნამდვილად იზრდება... თუმცა ღრუბლის კოშტიც ხომ შეიძლება გაიზარდოს, ნისლი იხვევა და სქელდება... არა, არ ჰგავს ეს მთვარის დაბნელებას.

      - მთვარის დაბნელებაა, - ისმის სრულიად შეუვალი, თავდაჯერებული ხმა.

      ერთი სიტყვით, უცხო სტუმარი გამოდგა მართალი, ბევრი რომ არ გავაგრძელო. მართლა დაბნელდა მთვარე. ჯერ განახევრდა... მინდა გითხრათ, ჩვენ ამ დროს ჯერ კიდევ ეჭვი გვეპარებოდა; ღრუბლის ჩრდილმაც შეიძლება გაანახევროს მთვარე, მსგავსი სურათის მოწმენიც ვყოფილვართ... მაგრამ როდესაც ვიწრო მანათობელ რკალად იქცა მთვარე, მაშინ კი ხმა აღარ ამოგვეღებოდა. არც გვითქვამს რაიმე, ჩუმად შევყურებდით, თუ როგორ დაფარა დედამიწის ჩრდილმა ნამგლისებური ვიწრო რკალიც. გარკვეული ხნის მერე ჩრდილი ისევ დაიძრა ადგილიდან და ახლა უკვე საწინააღმდეგო მხარეს გამოჩნდა მანათობელი რკალი. ახლა კი საბოლოოდ ვირწმუნეთ ყველამ, რომ ნამდვილად მთვარის დაბნელებას შევყურებდით და არა ღრუბლის კოშტის ჩრდილს, ქარის სიზანტის წყალობით ცაზე მილურსმულს.

      არადა, როგორ ჰგავდნენ ერთმანეთს, როგორ ჰგავდნენ (ღრუბლის კოშტის და დედამიწის ჩრდილებზე გეუბნებით), ამ დროს კი სრულიად სხვადასხვანი იყვნენ... სად ღრუბლის კოშტის ჩრდილი და სად მთელი დედამიწის ჩრდილი.... მათი შედარებაც კი არ შეიძლება. ისინი სხვადასხვანი არიან, როგორც ზომებით და წარმომავლობით (ღრუბლის კოშტის ჩრდილს ლამის მუშტისხელა ღრუბელი ქმნის, დედამიწის ჩრილს თვით დედამიწა), ასევე სივრცეში განფენილობის მიმართულებით (ღრუბლის კოშტის ჩრდილი მთვარიდან დედამიწისკენაა მომართული, დედამიწის ჩრდილი კი პირიქით, დედამიწიდან მთვარისკენ). მიუხედავად ამ ყველაფრისა, სრულიად შეუძლებელი იყო მათი ერთმანეთისგან გამორჩევა, რაიმე განმასხვავებელი ნიშნის მოძებნა დროის გარკვეული მონაკვეთის მანძილზე. აკი ვერც შევძელით, სანამ მთვარემ თავისი სავიზიტო ბარათი, ვიწრო მნათი ნამგალი არ გადაგვიშალა თვალწინ.

      მე ვკითხე იმ უცხო სტუმარს გაოცებულმა; როგორ გამოიცანი მთვარის დაბნელება, როდესაც ღრუბლის კოშტები ასე თავგამოდებით ცდილობდნენ ჩვენთვის კვალის დაბნევას. დაგვიბნიეს კიდეც კვალი, თავგზაც აგვიბნიეს, ყველას, შენს გარდა... მითხარი, ეს როგორ მოახერხე, როგორ შესძელი შეუძლებელი...

      არ ვიციო, მითხრა. როგორც კი შევხედე მთვარეს, მაშინვე მივხვდი, რაღაც სხვა ჩრდილი რომ ეფინა. მასში დედამიწის ჩრდილი ამოვიცანი, მაგრამ როგორ და რანაირად, ვერაფერს გეტყვიო.

      და ახლა, როცა ნიღბები საყვედურებს სეტყვასავით მაყრიდნენ თავზე ჩემი შეუპოვარი მდუმარების გამო (ეს სიტყვა სწორედ ოქროს ნიღაბს ეკუთვნის, რაც ძალიან ცუდად მენიშნა...), გულით ვინატრე იმ უცხო სტუმრის ხედვის მსგავსი ნიჭი. აი მაშინ ნამდვილად მეშველებოდა, შევძლებდი რაიმე საინტერესო დამენახა. ისეთ უცნაურობებსაც გამოვამზეურებდი, რაღაცა რაღაცას რომ ჰგავს, ამ დროს კი სრულიად სხვადასხვანი არიან. სამწუხაროდ, ასეთი ნიჭი არ მოუმადლებია ჩემთვის განგებას, არც დრო-სივრცის უფართოეს რკალზე გადაბიჯება შემიძლია, ვარსკვლავებამდე ვერ ავმაღლდები. რა ვიღონო?

      იმ უცხო სტუმრის ლანდი დამიდგა თვალწინ, მთვარის დაბნელება რომ გამოიცნო. იგი დუმდა ამჯერად. თვითონვე უნდა მეშველა თავისთვის, მაგრამ რანაირად...

      რაც იქნება, იქნება; რაც ენაზე მომადგება, იმით დავიწყებ.

      მივიღე ეს გადაწყვეტილება, დავაპირე კიდეც მისი სისრულეში მოყვანა (ამასობაში ნიღბებიც მორჩნენ აღტაცებულ ჟივილ-ხივილს, მზის ნიღბის სიტყვით გამოწვეულს), რომ უცებ დაიჭექა, მაგრამ რა დაიჭექა; რა თქმა უნდა ჭექა-ქუხილის ღმერთი იყო, აბა სხვა ვინ იქნებოდა ასეთი ომახიანი ხმის პატრონი.

      უცბად გამახსენდა, რომ კარგა ხანია, მისი როხროხი აღარ გამეგონა. ბოლოსთვის შემოინახა სათქმელი, ალბათ მეტი შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით, მაგრამ ეს რაა? სადღაც სხვაგან გაუტია... მე იმის თქმა მინდა, რომ ზღვიდან ამომავალი მხეცის შესახებ არ ლაპარაკობს. შვიდი ანგელოზი ახსენა შვიდი თასით. ნიღბები აშკარად გაოცებულები დარჩნენ, მათ შორის მეც...

      თუმცა რომ ვთქვა, უკმაყოფილო დავრჩი-მეთქი, არ ვიქნები მართალი. პირიქით, ძალიანაც მესიამოვნა მისი, ასე ვთქვათ, უბოდიშო საქციელი. ნიღბების თავდასხმას გადამარჩინა, ამას რა სჯობდა... მზად ვიყავი მისთვის მომესმინა, რაზედაც არ უნდა ელაპარაკა. ნიღბები, როგორც აღმოჩნდა, ასე არ ფიქრობდნენ.

      - ჩვენ ხომ ზღვიდან ამომავალი მხეცის შესახებ ვლაპარაკობთ, - შეახსენა ორსახა ნიღაბმა ჭექაქუხილის ღმერთს.

      - მე გაუწყეთ, როცა მხეცმა ზღვიდან ამოსვლა დაიწყო. მის შესახებ სხვა სათქმელი არ მაქვს. შვიდი ანგელოზის შესახებ უნდა ვილაპარაკო.

      - სხვა დროისთვის იყოს, - არ უთმობდა ორსახა ნიღაბი. მან იმთავითვე მკვეთრი პოზიცია დაიკავა (ასე ვთქვათ), ზედ აუზის კიდეზე აისვეტა, ვერცხლისფერ გამოცხადებას დაემსგავსა, სივრცეში ორმაგად გამჟღავნებულს... ჭექაქუხილის ღმერთი ზუსტად მის საპირისპირო მხარეს იდგა, აუზის მეორე კიდეში.

      დანარჩენი ნიღბებიც ახმაურდნენ, ყველა ორსახა ნიღაბს მიემხრო, შვიდი ანგელოზის შესახებ სხვა დროს ვისაუბროთო, ასეთი სურვილი ყველამ ერთხმად გამოთქვა.

      მაგრამ აბა, რას გააწყობდნენ ჭექა-ქუხილის ღმერთთან? მან ისე აუწია ხმას, ლამის მართლა ჭექა-ქუხილის ხორცშესხმულ განსახიერებად იქცა. ნიღბებსაც რაღა დარჩენოდათ, მიჩუმდნენ, დაუთმეს ასპარეზი ჭექა-ქუხილის ღმერთს, თავმომწონეობით ცნობილს საყოველთაოდ. „არაფერს ერიდება, ოღონდ როგორმე თავი გამოიჩინოს“, ბუტბუტებდნენ ნიღბები.

      ასე და ამგვარად, გააგრძელა ჭექა-ქუხილის ღმერთმა ლაპარაკი მრისხანების შვიდი თასის და შვიდი ანგელოზის შესახებ. ორსახა ნიღაბი გამუდმებით კრიჭაში ედგა, ყოველ წამს შეკითხვებს აძლევდა, ასე რომ მათმა საუბარმა დიალოგის სახე მიიღო. ასეთნაირად იძია შური ორსახა ნიღაბმა, თავისას რომ ვერ მიაღწია, უკან ვერაფრით ვერ დაახევინა ამ მეტად თავმომწონე ღმერთს.

      ჰო, მართლა, ჭრელი ბურთი არ დამავიწყდეს... უნდა ითქვას, ის მეტისმეტად უცნაურად იქცეოდა. ჯერ იყო და ტალღისებურად იწყო რწევა, როცა ჭექა-ქუხილის ღმერთი ახორხოცდა. აუზში წყალი დაიტალღა, პაწია წრიული ტალღები წარმოიქმნენ, რაც ჭექა-ქუხილის ღმერთის როხროხმა გამოიწვია. მაგრამ მერე, ბურთმა ტრიალი იწყო, და აღარც გაჩერებულა, სანამ ჭექა-ქუხილის ღმერთი ლაპარაკობდა. აუჩქარებლად ბრუნავდა, თანაბარზომიერად გვაჩვენებდა ხან ერთ, ხან მეორე მხარეს, ერთიმეორეზე მშვენიერს... ჭრელი ბურთი ხომ დედამიწას განასახიერებდა, უფრო მშვენიერი ცთომილი კი ძალზე ძნელი წარმოსადგენია.

      ...და რა თქმა უნდა, ვარსკვლავების უცნაური საქციელიც უნდა აღვნიშნო. ჯერ თითქოს უთავბოლოდ იწყეს ხეტიალი. ერთმანეთში აირივნენ ფრინველების გუნდივით... მერე იმ გუნდიდან შვიდი ბრწყინვალე ვარსკვლავი გამოეყო, ჭექა-ქუხილის ღმერთისკენ გამოემართნენ, თავზე ბრწყინვალე ჯიღასავით დაადგნენ, პეწი და დიდება შემატეს ისედაც შთამბეჭდავი შესახედაობის მქონე ღმერთს.

     

ღვთის მძვინვარების შვიდი თასი

      „გავიგონე ტაძრიდან დიდი ხმა, რომელიც ეუბნებოდა შვიდ ანგელოზს; წადით და დედამიწაზე გადაღვარეთ ღვთის მძვინვარების შვიდი თასი“.

      ო, როგორ მოუხდა ჭექა-ქუხილის ღმერთის მგრგვინავი ხმა ამ ცეცხლოვან სიტყვებს... ამ ზომამდე შთამბეჭდავნი არასოდეს მომჩვენებია ისინი. ცხადია, ყელა ასე ფიქრობდა, ნიღბები მონუსხულებივით გაირინდნენ. ორსახა ნიღაბმა ხელებიც კი გაშალა მლოცველივით.

      - რას გვამცნობენ ეს სიტყვები? - იკითხა ორსახა ნიღაბმა. ხმა ოდნავ უკანკალებდა ამ მეტად მგრძნობიარე ნიღაბს.

      - მოაწია ჟამმა, გაცხადდა ღმერთის მრისხანება! აი ამას გვამცნობენ.

      მიწყდა გრუხუნი, ჭექა-ქუხილის ღმერთი რამდენიმე წამით გაჩუმდა. ელოდა, კიდევ ხომ არ მკითხავენ რაიმესო. ხმა არავის გაუღია, კვლავ მონუსხულებივით დუმდნენ ნიღბები, მათ შორის მეც... და საერთოდ, თავი ანტიკურ თეატრში გეგონებოდა.

      - განაგრძე, - ჩაილაპარაკა ბოლოს ორსახა ნიღაბმა. ჩანს, ძალა მოეკრიბა, ხმა აღარ უკანკალებდა.

ნახვა: 151

ტეგები: Qwelly, ამონარიდი, ბლოგი, მოხრობა, ნიღაბი, ოქრო, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters