Qwelly, blog, positive, smile, ბედნიერება, ბლოგი, გაიღიმე, პოზიტივი, სიცილი, ქველი, ღიმილი

      გინდა ბედნიერი იყო და სხვებსაც მიანიჭო ბედნიერება? მაშინ გაუღიმე ცხოვრებას და ისიც გაგიღიმებს... დეპრესია??? ეგ მხოლოდ ზარმაცებს ემართებათ, ვისაც გაღიმება და ღიმილიანი ცხოვრება ეზარება... მხოლოდ გაიღიმე... გტკივა?... გაიღიმე და გაგივლის.....აჩუქე ღიმილი ყველას და ყოველივეს ამ სამყაროში... გაიღიმე ისე, როგორც მზე იჭყიტება ხოლმე ჩვენს ფანჯრებში, სიცოცხლის ხალისს გვმატებს და გვჩუქნის ნათელ დღეს, ისევე თბილად გაიღიმე, როგორც დედა უღიმის თავის ჩვილს, ისევე ხალისიანად და გულწრფელად, როგორც ბავშვი რაიმესგან აღტაცებული, თუნდაც მაიმუნივით დაიკრიჭე, ოღონდ გაიღიმე.... სიტუაციის შესაბამისად, ხანაც თბილად, ხანაც ნაზად, ხანაც ეშმაკურად ჩაიღიმე... ხანაც ბავშვურად იკისკისე... გაგაბრაზეს?... გააბრაზე?... შენც ადექი და გაუღიმე... ☺ მოიმშრალე ცრემლები და ცხოვრებას ღიმილიანი თვალებით შეხედე... მერე რა რომ გტკივა, მერე რა რომ ტირილი გინდა და გეზარება.... ისედაც ხანმოკლეა ცხოვრება.... არცერთი წამი არ დაკარგო ცრემლებზე... მუდამ გაიღიმე....გიყვარს და გინდა უყვარდე, მაგრამ ვერ უმხელ?.. მაშინ რაღას ელოდები!!!! გაუღმე და ისიც გაგიღიმებს...შენც მკითხველო,ერთი ღიმილი მესროლე და მეც გაგიღიმებ ☺ ♥

Qwelly, blog, positive, smile, ბედნიერება, ბლოგი, გაიღიმე, პოზიტივი, სიცილი, ქველი, ღიმილი

ნახვა: 1288

ტეგები: Qwelly, ბედნიერება, ბლოგი, პოზიტივი, სიცილი, ღიმილი

salome: იანვარი 3, 2016||11:05pm

ფუმფულ, ჩემს მოკლე თმებს რას ერჩი ნეტა? :^) :dd

ლაშა: იანვარი 3, 2016||11:32pm

ყველაზე მოკლე პასუხი იქნება - სიგრძეს ფუმფულა, სხვას რას უნდა ვერჩოდე :D აბა დაუკვირდი, ყველაზე საყვარელი ხომ ხარ? ესეიგი თმაც ყველაზე საყვარელი გაქვს, აქედან დასკვნა - გრძელი თმა უფრო მეტი საყვარლობის მატარებელია, ვიდრე მოკლე თმა. :D 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კორონასგან ჩაკეტილი სვანეთი და კანდიდატების ჭიდილი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 10, 2020.
საათი: 10:49pm 0 კომენტარი

      წინათ გასაჭირისა და შეჭირვების დროს ხალხი მთაში გარბოდა, ამჯერად ყველაზე მაღალი მთა ჩაიკეტა და იქიდან გამოქცევას ლამობენ. ის ორი კინკილა ტურისტიც კარანტინის ზონებში გადაიყვანეს - სვანეთში კორონას გავრცელებამ მისი ჩაკეტვა გამოიწვია. თბილისში კანდიდატებს ერთმანეთს აჯიბრებენ. ბაჩალიაშვილის საქმე ისევ პირადი ინფორმაციების გამომზეურებას მიყვება.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 10 აგვისტო, 2020

      კორონა მაღალ…

გაგრძელება

მელომანი დიასახლისის ალბომები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 9, 2020.
საათი: 11:38pm 2 კომენტარი

      კორონას ეპოქის შემოქმედება არ მგონია მსოფლიო კულტურის ისტორიასი ახალ რენესანსად შევიდეს, მაგრამ ეპიდემიების ისტორიაში ყველაზე არტისტულ ხანად ნამდვილად შევა. რამდენიმე კვირის წინ ალბომებზე დისტანციის დაცვა უკვე შევეხეთ - სოციალური დისტანცია ალბომებზე, ახლა კი ერთ საკარანტინე სასტუმროს ფოტოგრაფია უნდა შემოგთავაზოთ. ლონდონის ერთ გარეუბანში არის პატარა სასტუმრო, სიდმარ…

გაგრძელება

ქუჩების გამოცოცხლება - მთელი მსოფლიო ერთი სცენაა

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 8, 2020.
საათი: 7:46pm 3 კომენტარი

      მთელი დედამიწა სცენაა - ასეთი სლოგანი გაეშურა ანა ულმანი (Anna Ulman) ესპანეთის ქუჩებში და მარბელას სანაპიროებზე მოცეკვვავეების გადასაღებად. ცხადია, მოცეკვავეებიც თან გაიყოლა, მაგრამ სანახაობა შთამბეჭდავი გამოვიდა. ცეკვა როგორც სულის გამოძახილი, ანდა სულის მოძრაობა, ერთ-ერთი ყველაზე უფრო სახასიათო და გამომსახველობითი ხელოვნებაა, სწორედ ამიტომ ცეკვამ ქალაქები გამოაცოცხლა. ანას ობიექტივი ძირითადად ბალერინებსა და ბალერონებს დაეთმო,…

გაგრძელება

მეთორმეტე წელი აგვისტოს ომიდან

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 7, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      როგორც ტრადიციულად აგვისტოში ხდება - დღევანდელი დღე სრულად მიეძღვნა 2008 წლის ომს, გახსენებებს, ურთიერთ ბრალდებებს, ოკუპანტის ლანძღვას, მუქარას და თითის ქნევას, ევროპელების შეგულიანებასა და სიტყვიერ მხარდაჭერას.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 7 აგვისტო, 2020

      საკორონე ამბები - საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. მარინა ეზუგბაიას…

გაგრძელება

Qwelly World

free counters