ვინ გადაურჩა წარღვნას (გაგრძელება)

კიდობანი

      რაღაცას შეეჯახა ნოე, სიკვდილის მომლოდინე. თვალიც არ გაუხელია, აღარაფრის დანახვა აღარ უნდოდა სანახევროდ გრძნობამიხდილს, თვლემის მსგავს ყოფაში ჩაძირულს.

      ცოტა ხნით დააშორა დინებამ იმ რაღაცას, მერე ისევ მიაგდო. ნოეს მოეჩვენა, კედელს შევეჯახეო, ძლივს გაახილა ნისლჩამდგარი თვალები. ხედავს, მაღალი კედელი ადგას თავზე, ლამის ნახევარ ცას ფარავს თვალსაწიერისგან, ისე დიდია და ფართო ეს კედელი.

      თვლემა უკვალოდ გაქრა, ნოემ თვალი ფართოდ ჭყიტა, დაკვირვებით შეათვალიერა უცნაური კედელი. მგონი კიდობანს შევეჯახეო, იეჭვა.

      უბიძგა რუმბს, კედელს გაჰყვა, მალე კუთხეს მიადგა. თურმე მართლა კიდობანს შეჯახებია.

      წამში დაავიწყდა ნოეს, სიკვდილს რომ ელოდა, იმედი დაუბრუნდა, სიცოცხლის, გადარჩენის იმედი. ღონეც მოეცა, განაგრძო კიდობნის თვალიერება, ხელი მოუსვა წყალს, გაჰყვა იმ მეორე კედელს, გულში ფიქრობდა, იქნებ რაიმე კიბის მსგავსი დავინახოო, როგორმე ზევით ავიდეო. თუ არადა, შევეხმიანები კიდობნის მკვიდრთ, რაიმე მისაშველონო.

      აუხდა სანატრელი, სულ მალე გადააწყდა თოკის კიბეს. მაშინვე დაებღაუჭა ნოე თოკის კიბეს. უწინარეს ყოვლისა, რუმბი გამოაბა მასზე თოკის ნაწყვეტით, დინებამ არ წამართვასო. მხოლოდ ამის მერე იწყო კიბეზე ასვლა. შეჰყურებდა საკუთარ ხელებს, მცენარის კანგაცლილ ფესვებს რომ ჰგავდნენ. ხედავდა, თუ როგორ ებღაუჭებოდნენ ისინი დაჭიმულ თოკს, გრძნობით კი ვერაფერს გრძნობდა. „უნდა ამიყვანოთ ამ კიბეზე“, უბრძანა ნოემ საკუთარ გრძნობადაკარგულ კიდურებს, მათაც აღასრულეს ეს ბრძანება დიდი ჭაპანწყვეტის მერე. ჭეშმარიტად, სასწაული ხელეწიფება ჯერ მიმქრალ, მერე კი ხელახლა შობილ იმედს.

      როცა თოკის კიბე დასრულდა, ნოე ხის მოაჯირზე აღმოჩნდა. ჩახტომისათვის ძალა აღარ ეყო, ფუთასავით ჩავარდა სადღაც დაბლა...

      ისევ წყალში ხომ არ გადავვარდიო, ნოეს თავში დაცეცხლა... არა, მშრალ ადგილას დაეცა, ხის მშრალ იატაკზე. რამდენიმე წამით გაუნძრევლად იწვა, უძნელდებოდა დაეჯერებინა, რომ ბოლოს და ბოლოს თავი დააღწია საძულველ წყალს. ნელნელა წამოიწია, მიმოიხედა. ფართოდ გაშლილი ხის ბანი დაინახა თვალის ერთი გადავლებით. ბანს მომრგვალებული სახურავი იფარავდა წვიმისაგან, ირგვლივ მოაჯირი ერტყა. მოაჯირს გადმოღმა სრული სიმშრალე სუფევდა, ლამის ყოველ ნაბიჯზე ლამაზი ჭრელი ხალიჩები ეფინა. მოაჯირს გადაღმა კი... არა, იქით გახედვა ნოეს აღარ უნდოდა, სათქმელედაც კი ძნელია, როგორ მოაძულა თავი მღვრიე წყალმა...

      უწინარეს ყოვლისა, წყლით გაჯერებული მწყემსური ტყაპუჭი მოიცილა ნოემ, გვერდზე მიაგდო, მოაჯირთან ახლოს. ტყაპუჭის ირგვლივ მაშინვე წყლის გუბე დადგა. გადაადგა ორიოდე ნაბიჯი, მუხლები უცახცახებდა, ხომ არ მეჩვენება ეს ყველაფერიო, ფიქრობდა. უჭირდა ბოლომდე დაეჯერებინა საკუთარი ბედნიერება. ეს რას მოესწრო, მშრალ ადგილას დააბიჯებდა... არა, ამის დაჯერება ჯერ კიდევ არ შეეძლო.

      უცბად რაღაც ხმა შემოესმა, ადამიანისას ჰგავდა. ნოემ თვალები დააცეცა, ხედავს, ვიღაცა მიწოლილა მოაჯირთან ახლოს, ჭრელ ფარდაგზე. ნოესკენ მიუპყრია გაფითრებული სახე.

      - ტიკი, - თქვა იმ ვიღაცამ, თან ნოეს არ აცილებდა მიმქრალ მზერას.

      - რომელი ტიკი, რაზე ამბობ, - ძლივს დასძრა ნოემ გახევებული ენა.

      - ტიკი, - ისევ გაიმეორა ვიღაცამ. ჩანდა, ლაპარაკი უჭირდა, ტკივილისგან ეხმიჭებოდა გაფითრებული სახე.

      არ ვიცი, რაზე მელაპარაკებიო, უნდოდა ეთქვა ნოეს, მაგრამ ვეღარა თქვა, საშინლად დაუმძიმდა სხეული, ფეხებში თითქოს ტყვია ჩაასხესო. მოცელილივით დაეცა ძირს. რაღაც ერთ წამში მთელი სხეულით შეიგრძნო სანეტარო სიმშრალე და წაიღო კიდეც ძილქუშმა.

გამოღვიძება

      ნოემ თვალები გაახილა.

      ციურ მნათობთა კრებული დაინახა, ლურჯი ცის თაღზე მიმობნეული. სხვების ფრქვევით ნათობდა მზის ოქროსფერი დისკო. შორიახლოს მთვარის გალწობილი ნამგალი მოჩანდა. მათ ირგვლივ ვარსკვლავები ციმციმებდნენ და აჭყეტდნენ თვალებს.

      ნამდვილად სამოთხეში ვარო, გაივლო გულში ნოემ. გვერდიგვერდ ნათობენ მზე და მთვარე, ვასრკვლავები მათ შეჰხარიან. სამოთხე სწორედ ასე წარმომედგინაო.

      ამ დიდებულ, მშვენიერ სანახაობას თან ერთვოდა საამო განცდები, ერთიანად რომ დაუფლებოდა ნოეს. სიმშრალეში სუფევდა მისი მრავალტანჯული სხეული. ასეთ ნეტარებას სამოთხის გარდა ვერაფერი მოჰგვრიდა. იწვა გაუნძრევლად, ნახევრად თვალმილულული სიამით უჭვრეტდა ციურ ვარსკვლავთა კრებულს.

      უცბად მამლის ყივილი შემოესმა, რაც მეტად უცნაურად ეჩვენა. მაშინვე წამოჯდა, თვალები მოისრისა, მიიხედ-მოიხედა. ნელნელა ყველაფერი გაახსენდა ფართო ბანის დანახვისას. ჰო, ეს ხომ კიდობანია, თავისი ნავტიკით, ანუ რუმბით რომ მიადგა. აგერ თოკის კიბეც. რა დიდი წვალებით აფოფხდა მასზე... ცხვრის ტყაპუჭიც იქვე გდია, ხის მოაჯირთან. მოაჯირს მიღმა მღვრიე წყლით გადავსებული შორეთი ილანდება.

      წვიმის ხმა ახლაღა ჩაესმა ბურანიდან გამორკვეულს, წვეთები განუწყვეტლივ შხაპუნობდნენ კიდობნის სახურავზე... ციურ მნათობთა კრებულიც სწორედ სახურავზე იყო მიხატული.

      ო, რა დიდი ბედნიერება იყო, რომ ეს მშვენივრად მოხატული სახურავი ერთ წვეთ წყალსაც არ ატარებდა... ამას მაშინვე საგანგებო ყურადღება მიაქცია სიმშრალეს დანატრებულმა ნოემ... წვიმის წვეთები მომრგვალებულ თაღზე მოწანწკარებდნენ და კიდობნის მიღმა ერთვოდნენ ავად მობუყბუყე, მღვრიე წყალს. იქვე საკბილოც აღმოაჩინა; ჭრელ ხალიჩაზე ხონჩით იდო პური... ნამდვილი, გამომცხვარი პური და არა ქვასავით მაგარი ხმიადი, რომელსაც ვერაფერსს დააკლებდი, თუ წყალში არ დაალბობდი წინასწარ. მიიღო ნოემ პური... ასე ეგონა, ნექტას ვეზიარე პირდაპირ ღმერთის ხელიდანო. დანაყრდა, თავი კიდევ უფრო მხნედ იგრძნო, აღარაფერი აწუხებდა. ხელფეხი ჩვეულ მოყვანილობას იბრუნებდა, აღარ ჰგავდა მცენარის კანგაცლილ ფესვებს. სველი ტყაპუჭი აღარ ამძიმებდა, არ ჭყაპუნებდა ყოველ გატოკებაზე. ხის მოაჯიხს მიღმა დარჩა საძულველი მღვრიე წყალი. სანატრელი სიმშრალე სუფევდა ირგვლივ. მშრალი იყო ჭრელი ხალიჩა, რომელზედაც ასე გულიანად გამოიძინა...რა სიამოვნებით გაისეირნა ნოემ კიდობნის ფართო ბანზე, სულით ხორცამდე ტკბებოდა სანეტარო სიმშრალით. რას წარმოიდგენდა უწინ, თუ ასე გაახარებდა ასეთი უბრალო რამ, მშრალი საყრდენი ფეხქვეშ.

      უცბად შედგა, რაღაცას ფუთასავით შეხვეულს დაადგა თავზე. დახედა, ადამიანის სახე გაარჩია, ერთიანად მიწისფერი. ცხადად ჩანდა, მკვდარი უნდა ყოფილიყო... ამან ნოე საბოლოოდ გამოაფხიზლა, თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, სანეტარო ბურანიც წამში გაქრა, თავის ყოფას ჩაუფიქრდა. როგორი ამბავია; უკითხავად აფოფხდა სრულიად უცხო კიდობანზე, კარგად გამოიძინა, უმასპინძლა საკუთარ თავს, აგერ კიდევ მკვდარი. მგონი სწორედ ამან მითხრა ისე ერთდაერთი სიტყვა „ტიკი“, სანამ სულს უფალს მიაბარებდა.

      - ჰეი, ვინა ხართ, სადა ხართ! - დაიძახა ნოემ, თან დაეჭვებით იხედებოდა აქეთ-იქით. გული მღელვარებით და შიშით უძგერდა, ვინ იცის, რა თვალით შემხედავენ ამ კიდობნის მკვიდრნიო. რა მოუვათ თავში, იქნებ ისევ წყალში გადამიძახონო. ყველაზე მეტად სწორედ ეს აფრთხობდა, ისევ წყალში გადაგდებას აქვე სიკვდილი მირჩევნიაო, ფიქრობდა. ადამიანთაგან არავინ გამოეხმაურა ნოეს ძახილს. მხოლოდ მამლის ყივილი გაისმა, რომელსაც თან ქათმების კრიახიც ერთვოდა.

      - გამოდით, თუ სადმე ხართ აქ ვიღაცა მომკვდარა, - ისევ დაიძახა ნოემ, ცოტა ხნის შემდეგ.

      არც ახლა შეხმიანებია ვინმე.

      ნოემ თავი მოიქექა, სასიამოვნოდ შეეგება ხელისგულს სრულიად მშრალი თმა, სველი ძენძის ნაცვლად (წყალში დიდხანს ყოფნის გამო მისი თმა ძენძს დაემსგავსა), მაგრამ ახლა ამისთვის აღარ ცხელოდა, წყალში გადაგდების შიშს გაკვირვებაც დაერთო. კაცთაგანი რატომ არავინ ჩანსო.

      ერთი-ორჯერ კიდევ დაიძახა ნოემ, მისი გაოცება სულ უფრო და უფრო მატულობდა. ბოლოს და ბოლოს, რა ხდება ამ კიდობანზე, რატომ არავინ მეხმიანება და არც თვალით მენახვებაო.

      მეტი დაკვირვებით მოავლო თვალი იქაურობას. ბანის შუაგულში მომცრო ნაგებობათა მწკრივები ჩანდა. უწინარეს ყოვლისა, მათკენ აიღო გეზი,ცხოველებით სავსე გალიებთან აღმოჩნდა. ერთერთი მათგანი საფრინველე იყო, მამლის ყივილი სწორედ იქიდან მოისმოდა. ნოემ აქ აღარ შეჩერებულა, გზა განაგრძო. აუჩქარებლად გაუყვა ფართოდ გაშლილ, ხით მოპირკეთებულ ბანს, ნაბიჯებს მოზომილად ადგამდა, სიფრთხილე საქმეს არ აწყენდა... ძალიან გასაკვირი იყო, კაცთაგანი რომ არავინ ჩანს ირგვლივ.

      ამ სიარულში ღიობი აღმოაჩინა, საიდანაც სიღრმეში ჩამავალი კიბე მოჩანდა. აქ ნოე შედგა. თუ სადმე ვინმე ხართ, გამოდით, ხმა გამეცითო, დაიძახა. აქაც ამაოდ დაშვრა პასუხის მოლოდინში. ერთხანს იყოყმანა, მერე გამბედაობა მოიკრიფა და კიბეს ჩაუყვა კიდობნის წიაღისკენ. ხელთ ჩირაღდანი იპყრა... ჩირაღდნები და ტალკვესი ღიობის გვერდით ეწყო.

      მალე დასრულდა ვიწრო კიბე, ნოე კიდობნის შიგთავსში ჩაეშვა. მაღლა ასწია ჩირაღდანი, მიმოიხედა. ყოველმხრივ მიმავალი დერეფნები დაინახა ჩირაღდნის მობარბაცე შუქზე. ღიობი და ვიწრო კიბე დერეფნების განშტოებათა შუაგულს კვეთდნენ. აქაც ხმამაღლა დაიძახა ნოემ, თუ სადმე ვინმე ხართ, გამოდით, თვალით დამენახვეთო. საკუთარი ხმის ექი მიიღო პასუხად. სხვა აღარაფერი გაუგონია. უმცირესი ჩქამიც კი არ ისმოდა კიდობნის ჩაბნელებული წიაღიდან.

      ერთი-ორჯერ კიდევ დასძახა ნოემ, ცოტა ხანს შეიცადა, დააყურა. მერე ერთერთ დერეფანს გაუყვა. ძალზე ფრთხილობდა. ბევრად უფრო მეტად, ვიდრე ღია ბანზე სიარულისას. ჩირაღდანი მაღლა ეჭირა, დაკვირვებით იხედებოდა აქეთ-იქით, ვინმე ძეხორციელს ეძებდა. დერეფნის ორივე მხარეს ჩაბნელებული გასასვლელები ილანდებოდნენ. სათავსო სათავსოს მისდევდა... ერთი თვალის გადავლებითაც ჩანდა, ბევრი სასიკეთო რამერუმეებით სავსე უნდა ყოფილიყო ის სათავსოები, მაგრამ ნოეს მათი დათვალიერებისთვის არ ცხელოდა. სულ უფრო და უფრო შორს მიიწევდა კიდობნის წიაღისკენ, დაძახილსაც ხშირად იმეორებდა... ბოლოს და ბოლოს უნდოდა ენახა ვინმე, ძეხორციელთაგანი, თავისი თავი წარედგინა მისთვის. ის სავალალო ამბავიც ეთქვა, რისი მოწმეც ღია ბანზე გახდა უნებლიეთ. არსად არავინ ჭაჭანებდა, თავის დაძახილზე ექოს გარდა ვერანაირ პასუხს ვერ ღებულობდა ნოე, მისი გაკვირვებაც სულ უფრო და უფრო მატულობდა.

      ბოლოს სისხლიან კვალს გადააწყდა. შავად ზიმზიმებდა შედედებული სისხლის გუბეები. რაღაც ნამტვრევებიც მრავლად ეყარა, დაფხრეწილი სამოსელი და იარაღი, სისხლით მოსვრილი. ნოე შეცბუნდა, ცოტა არ იყოს, შეშინდა. მაშინვე გამოტრიალდა, ისევ ღია ბანს დაუბრუნდა. იჯდა მოფარდაგულზე და თავს იმაზე ფიქრით იმტვრევდა, ნეტავი რა ხდება ამ კიდობანზეო. ერთი რამ კი ცხადია, რაღაც მეტად არასასიკეთო ამბავი დატრიალებულაო.

      დაისვენა, ძალა მოიკრიფა ნოემ. ლუკმაც გაღეჭა, თუმცა გემო ვეღარ ჩაატანა. სული და გული უშფოთავდა. რაც უფრო მეტად უფიქრდებოდა საკუთარ ყოფას, მით უფრო უცნაური და საჩოთირო ეჩვენებოდა, ვერ მოესაზრებინა, რა შეიძლებოდა ეღონა. კაციშვილი არ ჩანდა, მგონი არც აპირებდა გამოჩენას.

      და როგორც მაშინ, დიდი გასაჭირის დროს, კორტოხზე ყოფნისას, ახლაც წყალობა გაახსენდა. ნეტავი რას იღონებდა ჩემს ადგილასო, ჰკითხა თავის თავს. ამაზე ვერანაირი საყურადღებო პასუხი ვერ მიიღო და ბოლოს ასე დაასკვნა, ალბათ ვერც ის გაარიგებდა რაიმესო.

      ამასობაში დღე მიიწურა, ნაცრისფერ წვიმიან ცას ბინდი მოეძალა. მეტი ლოდინი აღარ შეიძლებაო, თქვა ნოემ. წამოდგა, ღმერთს შესთხოვა ნება მომეცი, მიცვალებული წყალს მივაბაროო. ზუსტად ასე თქვა, აღასრულა კიდეც, რახან ცოცხალთაგანი ვერავინ ნახა. კიდობანზე მიცვალებულთად ერთად ყოფნა ძალიან უმძიმდა.

      წამით გაიტლაშუნა წყალმა და მაშინვე პირი შეიკრა. ბევრად უფრო ადრე იკრავს პირს წყალი, ვიდრე მიწაო, თქვა ნოემ, ამ სურათის შემყურემ, და იქვე იმართლა თავი, ჩემი მხრით ვცადე საცდელი, ბევრჯერ მოვუხმე აქაურობის მკვიდრებს (თუ სადმე არიან და ვერ ვხედავ), არავინ გამომეხმაურა, აბა, სხვა რა უნდა მეღონაო. თუკი ვინმე გამოჩნდება ამ კიდობანზე და რაიმეს მკითხავს,სწორედ ასე ვეტყვიო. არც ის უნდა დამავიწყდეს, „ტიკი“ რომ ახსენა სიკვდილის წინ. იქნებ მიხვდნენ, რისი თქმა უნდოდა ამით...

      აღასრულა რა ეს სევდიანი საქმე, რამდენიმე წამით თავდახრილი იდგა ნოე კიდობნის მოაჯირთან, გუნებაში გაესაუბრა მარადისობის გზაზე შემდგარ უცნობს: „არ ვიცი, ვინა ხარ, რა კაცი ხარ, - ასე მიმართა მას ნოემ, - ერთადერთი სიტყვა „ტიკი“ გავიგონე შენგან. არც ის ვიცი, რისი თქმა გინდოდა, თუმცა ამას ახლა აგარ აქვს დიდი მნიშვნელობა და ფასი. შენი წილი სატანჯველი მიიღე უკვე. შენს სულს ღმერთი მიიღებს, სხეული მღვრიე წყალს დარჩება. იქ სხვებიც მრავლად არიან... განა ერთი და ორი შემხვდა, როცა მღვრიე წყალს ვებრძოდი. ალბათ მეც მათთან ერთად ვიქნებოდი, ამ კიდობანს რომ არ გადავყროდი. ცოტა დამაკლდა, სულ ცოტა, სწორედ დროზე ჩავაფრინდი თოკის კიბეს. ვერაფერს ვგრძნობდი, მაინც მოვფორთხავდი მაღლა. ვუშველე ჩემს თავს, ისევ ცოცხლებში ვარ. ჩანს, ასეთი იყო ღმერთის ნება...

      აქ ნოეს უცბად გაახსენდა, რომ საკუთარ თავზე კი არა, გარდაცვლილ უცნობზე უნდა ელაპარაკა. „ვერც შენთვის სათქმელ სიტყვას მოვაბი თავი, მოუბოდიშა ნოემ უცნობ სულს, - ნუ გაიკვირვებ, მე ხომ თავმოუბმელს მეძახიან...

გათავისება

      მშვიდი და საამო იყო შემდგომი დილა, თუ არ ჩავთვლით წვიმის გამუდმებულ შხაპუნს კიდობნის სახურავზე, რომელიც ნოეს იმდენად აღარ აღიზიანებდა. რამდენიც უნდა, იმდენი იშხაპუნოს წვიმამ, ოღონდ ჩემს სასთუმლამდე ვერ მოაღწიოსო, ამბობდა გულში. უმეტესწილად იწვა რბილ, მშრალ (რა ბედნიერებაა) ხალიჩაზე და ტკბილად თვლემდა. როდესაც შიმშილი შეახსენებდა თავს, მხოლოდ მაშინ თუ წამოდგებოდა ფეხზე, მთვრალივით ბარბაცებდა ამ დროს. ცოტას წაიხემსებდა, გაივლ-გამოივლიდა ღია ბანზე, სულს და გულს ატკბობდა ნანატრი სიმშრალით, საამოდ რომ ეგებოდა ფეხქვეშ. მერე ისევ მიწვებოდა, კვლავ ეძლეოდა უშფოთველ ძილს, კიდობნის რწევას აყოლილი. ბოლომდე ახლაღა ჩახვდა, თუ რაოდენ გატანჯული, რა ზომამდე ძალაგამცლილი იყო, რა უმოწყალოდ ათრია წარღვნამ. დასახრჩობად ვეღარ მოიხელთა, მაგრამ ღდინი ნამდვილად გააცალა. ნათქვამია, დიდ გასაჭირში ადამიანს რაღაც დამატებითი, დაუმარცხებელი ძალა და ღონე ეძლევაო. ალბათ მართალია ეს თქმა, თორემ აბა რამ გააძლებინა მღვრიე წყალში იმდენხანს, თანაც წვიმა განუწყვეტლივ რომ დასდიოდა თავზე. კიდევ კარგი, საღსალამათი გადარჩა ამ გასაჭირს. აღარაფერი აწუხებდა, მოისვენა სულმაც და სხეულმაც, მოაჯირს მიღმა დარჩა მღვრიე წყალი. საოცარ მყუდროებას გრძნობდა, კიდობნის მშრალ წიაღს თავშეფარებული. ერთი ის ჰქონდა გულში ხინჯად, ალბათ ვინმე დამადგება თავზე და მკითხავს, აქ რა დაგრჩენიაო, მაგრამ ამაზე ცდილობდა არ ეფიქრა.

      არავინ იცის, რამდენი დღე გაატარა ნოემ ტკბილ ძილბურანში, თვითონ არ დაუთვლია დღეები, სხვა კი არავინ იყო, ეს საქმე რომ ეთავა. კარგად დაისვენა, მოღონიერდა, თვალშიც უფრო კარგად გამოიხედა, იქაურობა მეტი დაკვირვებით მოათვალიერა.

      მეტად დიდებული ქმნილება გამოდგა ეს კიდობანი, ასე იღბლიანად რომ არგუნა განგებამ; მკვიდრი, საიმედო, ფართოდ, ხელგაშლილად ნაგები. ცხენი გაჭენდებოდა მისი ერთი ბოლოდან მეორემდე. წყალშიაც მკვიდრად, ღმად იჯდა, მდგრადობას ყოველთვის ინარჩუნებდა, რა ციფიან ნიაღვრებსაც არ უნდა გადაჰყროდა. ნოესთვის ესოდენ სანატრელი სიმშრალე სუფევდა კიდობნის ყოველ კუთხე-კუნჭულში. წვიმის ერთმა წვეთმაც კი ვერ გააღწია ციური მნათობებით მოხატულ სახურავში, ასე რომ გააკივრვა ნოე. აფიქრებინა, სამოთხეში მოვხვდიო.

      კიდობანი პირთამდე აევსო ყოველგვარ სიკეთეს. ჯერ მარტო ღია ბანზე რამდენი რამ იყო დახვავებული. გალიები, სხვადასხვა ოთხფეხით და ფრინველებით დასახლებული. თიხის მოზრდილი ქოთნები, რომლებშიაც ნაირნაირი მცენარეები ხარობდნენ; სხვადასხვა ბოსტნეული, მწვანილი, კენკრა... ერთერთ ქოთანში ვაზის ნერგი ამოცნო ნოემ. პირდაპირ გული აუჩუყდა, თავის თავს მაშინვე პირობა მისცა, როგორც კი მიწაზე ფეხს დავადგამ (ბოლოს და ბოლოს ალბათ გადაიღებს ეს ოხერი წვიმა), მაშინვე ვაზის ნერგს გადავრგავ მიწაზეო. როცა იქნება, მისგან დაწურული ღვინო უნდა დავლიოო.

      რაც შეეხება კიდობნის წიაღს, იქ საოცარ აღმოჩენათა ნამდვილი კრიალოსანი ელოდა ნოეს. აღარ იცოდა, საით გაეხედა; დერეფანი დერეფანს კვეთდა, სათავსო სათავსოს მისდევდა, ყველა მათგანი რაიმეს სთავაზობდა, საკვები იქნებოდა თუ სხვადასხვანაირი ნივთები; ტანსაცმელი, იარაღი, ჭურჭლეული, თანაც ყველაფერი ძვირფასი და საგანგებო... მიმოდიოდა ნოე, ათვალიერებდა კიდობნის კუთხეკუნჭულს და მუდამ განცვიფრებული რჩებოდა მისი სიმდიდრით და საიმედოობით. ალბათ სწორედ ესაა ქალაქის რჩეული ადამიანებისთვის და მდიდრებისთვის შეთხზული კიდობანი, ივარაუდა მან. აკი ამბობდნენ, ყოველგვარი სიკეთით და დოვლათითaa სავსე, მორთვა-მოკაზმვაც არ დააკლესო. ზევახიც ალბათ სწორედ ამ კიდობნისკენ მოიჩქაროდა.

      ნოემ ნახა ერთერთ სათავსოში უამრავი გრაგნილი, რომლებზეც მისთვის მეტად უცხო ნიშნები იყო აღბეჭდილი. რაღაც უცნაური ხელსაწყოებიც ელაგა, რომელთა დანიშნულება მან ვერ ამოიცნო. ხელი არაფრისთვის უხლია... მე თუ არა, ვინმე სხვას გამოადგება ოდესმე ეს ყველაფერიო, თქვა და გვერდით სათავსოში გადაინაცვლა, სადაც ნაირნაირი ნამცხვრების მთელი მთები იყო დახვავებული.

      ერთი სიტყვით, ნოე აღარ შეუწუხებია, აღარც სინესტეს და აღარ შიმშილს, რაც კიდობანზე შედგა ფეხი. შორს დარჩა ის დღე, როდესაც პირველად გატეხა პური კიდობნის ღია ბანზე, ახლა ყოველდღე ნაირნაირ ყუათიან საუზმეს მიირთმევდა. თუნდაც მხოლოდ საფრინველე ჩამოევლო, მეტიც არ უნდოდა, ქათმები გამუდმებით დებდნენ კვერცხს.

      ძალაუნებურად კიდობნის მსახურებას მიჰყო ხელი ნოემ. გულხელდაკრეფილი ვეღარ დაჯდებოდა, ვერ დაელოდებოდა ვინმე მომსვლელს, თუ ასეთი ვინმე არსებობდა საერთოდ... უწინარეს ყოვლისა, გალიების ბინადარ ცოცხალ არსებებს მიხედა, ოთხფეხს, ფრინველებს... თქვენს საცოდაობას ვეღარ ვუძლებო, უთხრა მათ. არც ისე ძალიან გასძნელებია, გალიებამდე ვიწრო ღარები იყო გაყვანილი, მათი საშუალებით ყოველგვარი ნამუსრევი მოაჯირს მიღმა წყალში იყრებოდა. პატარა ხელის წაშველება სჭირდებოდა, რათა გალიები სუფთად ყოფილიყო შენახული.

      თიხის ქოთნებში ჩარგულ მცენარეებსა სჭირდებოდათ მოფერება და ზრუნვა, რათა ტანი აეყარათ, ნაყოფი მოეცათ და იქაურობა გაელამაზებინათ. არ გამოჰპარვია ნოეს, თუ როგორ ალამაზებდნენ კიდობნის გია ფართო ბანს, სიმშვიდეს და მყუდროებას ქმნიდნენ. გამორჩეულ ყურადღებას, ცხადია, ვაზის ნერგს არგუნებდა. შენგან დაწურულ ღვინოს დავლევო, ხშირად იმეორებდა. მამალსაც საგანგებოდ მკაცრად დაუქშევდა, თუ ნერგების ახლომახლო შენიშნავდა, ნორჩი ყლორტები არ კორტნოსო. ის მამალი თავიდანვე გამოარჩია ნოემ, გამოფხიზლებაში დამეხმარაო. საფრინველედან გამოუშვა, ღია ბანზე თავისუფლად სეირნობის ნება მისცა. მამალიც დააბიჯებდა მედიდურად, ცალი თვალით ათვალიერებდა ნოეს. ხანდახან მოაჯირზე შეფრინდებოდა, ომახიან ყიყლიყოს დასძახებდა. მერე ისევ ბანს უბრუნდებოდა, აზრადაც არ მოსდიოდა, მოაჯირს მიღმა ავად მობუყბუყე წყალში გადამხტარიყო, საამისოდ ნადმვილად ყოფნიდა ჭკუა...

      თავის რუმბსაც მიხედა ნოემ, რა ვიცი, როდის და როგორ დამჭირდებაო. მოაჯირზე გადაფინა, გააშრო, მერე ისევ გაბერა, მოაჯირთან მიუჩინა ადგილი. მწყემსურ ტყაპუჭზეც იზრუნა. დიდად აფასებდა ორივეს,მართლაც კარგი სამსახური გამიწიესო. თუმცაღა, რა თქმა უნდა, ამჯობინებდა, აღარ დასჭირვებოდა რაიმე იმის მსგავსი,რაც ერთხელ უკვე გადაიტანა.

      გადიოდნენ დღეები, რომელთაც არავინ ითვლიდა. ისევ ისე წვიმდა, გაბმულად, თანაბარზომიერად. ცაზე ტყვიისფერი ღრუბლები იგრაგნებოდნენ, ცისკიდურს სქელი ნისლი ბურავდა... კიდობანი ნელა მიირწეოდა, კაცმა არ იცის, საით. ხანდახან შედარებით მომძლავრებულ დინებას გრძნობა ნოე... ეს მაშინ, როცა კიდობანს ღვარცოფი შემოუტევდა და წარიტაცებდა. ხან კი სრულიად უძრავად იდგა, თითქოს მარადისობას შეეზარდაო. მსახურებდა ნოე თავის დიდებულ თავშესაფარს, მყუდრო კიდობანს, ასე იღბლიანად რომ გადაეყარა... გულდადებით და მუყაითად ირჯებოდა, ისე როგორც უწინ, სახელოსნოში, სადაც წყალობამ მიუჩინა ადგილი... და როგორც ის სახელოსნო, კიდობანიც სხვის მიერ იყო შექმნილი, ნოეს ხელი აქ არაფერში ერია. აქაც და იქაც (სახელოსნოში) ნოეს საქმე სხვისი ხელიდან გამოსული ქმნილების მსახურება გახლდათ, რასაც იგი ყოველთვის გულდასმით ასრულებდა. ანუ, წყალობას სიტყვები რომ მოვიშველიოთ, გახსნილი შუბლით შეეძლო სხვათა ნამუშაკარისთვის შეეხედა.

ნახვა: 227

ტეგები: Qwelly, ამონარიდი, ბლოგი, მოთხრობა, ქადაგიძე, წარღვნა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters