ზიგმუნდ ფროიდი

(ფსიქოანალიზის ნარკვევები)

ფსიქიკურის ბუნება

     ფსიქოანალიზი უშვებს ერთ წინაპირობას, რომელიც ფსიქოლოგიური აზროვნებისათვის დღესაც სადავოა, თუმცა მისი გამართლება მისსავე შედეგშია მოცემული. იმის შესახებ რასაც ფსიქიკას (სულიერ ცხოვრებას) ვუწოდებთ, ჩვენთვის ცნობილია ორი რამ, ჯერ ერთი სხეულებრივი  ორგანო და მისი მოქმედების არე, ტვინი(ნერვიული სისტემა) მეორეც ჩვენი ცხოვრების აქტები, რომლებიც უშუალოდ გვაქვს მოცემული და ვერავითარი აღწერით ვერ გახდებიან ჩვენთვის უფრო ნაცნობი და შინაგანი  მათ შორის არსებული მომართებანი ჩვენთვის უცნობია, პირდაპირი დამოკიდებულება ცოდნის ამ წერტილებს შორის მოცემული არ არის და კიდევაც რომ იყოს უკეთეს შემთხვევაში ეს იქნებოდა ცნობიერების პროცესების  ზუსტი ლოკალიზაცია და ამ უკანასკნელტა გაგებისათვის იგი ვერაფერს შემოგვთავაზებს.

      ჩვენი ორივე ვარაუდი  ცოდნის ამ საფუძვლებს ანუ საწყისებს უკავშირდება. პირველი ეხება ლოკალიზაცია. ჩვენ ვუშვებთ რომ სულიერი ცხოვრება არის ფუნქცია იმ აპარატისა რომელიც განფენილია და ტელესკოპის, მიკროსკოპის და მისთანათა მსგავსად შედგება მრავალ ნაწილისაგან. ასეთი წარმოდგენის თანმიმდევრული აგება მეცნიერული სიახლეა.

     აღნიშნული ფსიქიკური აპარატის ცოდნამდე მიგვიყვანა ადამიანური არსების ინდივიდიალური განვითარების შესწავლამ.   ამ უძველეს  ფსიქიკურ პროვინციასა თუ ინტანციას  ვუწოდეთ იგი. მის შინაარსში შედის ყველაფერი რაც  მემკვიდრებითაა მიღებული, დაბადებით თანდაყოლილი კონსტიტუციონალურად განსაზღვრული,  მაშასადამე უპირველეს ყოვლისა  სხეულის ორგანიზაციიდან მომდინარე  ლტოლვები, რომლებიც აქ პირველად მის ფორმებში   ჩვენთვის უცნობ ფსიქიკურ გამოხატულებას პოულობენ

    ჩვენი გარემომცველი რეალური სამყაროს ზემოქმედებით  იგი_ს  ერთმა ნაწილმა განსაკუთრებული განვითარება განიცადა თავდაპირველად ქერქის ფენამ რომლეიც აღჭურვილი იყო განღიზიანებლის მიმღები ორგანოებითა  და გაღიაზიანების დაცვითი  ორგანიზაციით, შეიქმნა განსაკუთრებული სტრუქტურა, რომელიც ამიერიდან შუამავლობს  იგი_ს  და გარესამყაროს შორის,ჩვენი სულიერი  ცხოვრების აღნიშნული სფეროს ვუწოდებთ მე_ს

 

მე_ს უმთავრესი მახასიათებლები: 

     გრძნობად აღქმასა და კუნთურ აქტივობას შორის წარმოქმნილი დამოკიდებულების მე_ს.  განკარგულებაში ნებისმიერი მოძრაობანი, მისი (მე_ს) ამოცანაა თვითდაკვირვება; ამას კი თავისთავად ახორციელებს ეცნობა გამღიზიანებლებს, მათ შესახებ გამოცდილებას აგროვებს(მეხსირებაში)  ზეინტენსიურ გამღიზიანებელს თავს არიდებს (მათგან გაქცევით) ზომიერ  გამღიზიანებლებს ხვდება (შეგუებით) და ბოლოს სწავლობს, თუ მიზანდასახულად უკეთესობისაკენ როგორ შეცვალოს გარესამყარო(აქტივობა). შინაგანად იგი_სთან  დაპირისპირებული იმით, რომ აღწევს ლტოლვათა პრეტენზიებზე ბატონობას, მე წყვეტს, შეიძლება თუ არა მათი დაკმაყოფილება, ან შეიძლება თუ არა დაკმაყოფილება, გადაიწიოს გარესამყაროში ხელსაყრელ დროში და ვიტარებაში ან საერთოდ  დაითრგუნოს მათი აღგზნებანი. მე ქცევას თავის შიგნით არსებულ ან მასში შეტანილ გამღიზიანებელთა დაძაბულობაშე ყურადღების მიმართვით მართავს, მათი (გამღიზიანებლების ინტესივობის) ზრდა შეიგრძნობა საერთოდ როგორც  უ ს ი ა მ ო ვ ნ ე ბ ა   მათი შემცირება კი როგორც სიამოვნება, ალბათ ამ გაღიზიანებატა არა აბსოლუტურ სიდიდეში, არამედ მათ ცვლილებათა რიტმში არის რაღაც რაც შეიგრძნობა სიამოვნებად და უსიამოვნებად, მე მიისწრაფვის სიამოვნებისკენ განერიდება უსიამოვნებას მოსალოდნელ განჭვრეტილ უსიამოვნების ზრდას პასუხი გაეცემა  შ ი შ ი ს  ს ი გ ნ ა ლ ი თ  დროდადრო მე წყვეტს კავშირს გარემოსამყაროსთან და გადადის ძალის მდგომარეობაში რაშიც ის მნიშვნელოვნად ცვლის თავის აგებულებას, ძილის მდგომარეობიდან უნდა დავასკვნათ, რომ აგებულება იქმნება სულიერი ენერგიის განსაკუთრებული განაწილებისგან.

 

ბიბლიოგრაფია:

©"ლარი" N1

ხელოვნება.თბილისი 1991წ.

*ნაწილი მეორე*

*ზიგმუნდ ფროიდი იდენტიფიკაცია და ჰიპნოზი*

*ზიგმუნდ ფროიდი (1856 - 1939)*

*ზიგმუნდ ფროიდი - ლტოლვათა შესახებ*

წიგნი : ზიგმუნდ ფროიდი ფსიქოანალიზის შესავალი

ნახვა: 2170

ტეგები: qwelly, ნარკვევები, ფსიქოანალიზი

ლაშა: აგვისტო 16, 2013||7:48pm

მადლობა კახუჩ ამ ექსკლუზივისთვის :) 

Tamila Moshiashvili: აგვისტო 17, 2013||3:18pm

ეს მხოლოდ ერთი ნაწილია?

Kakha: აგვისტო 17, 2013||3:49pm

კი თამილ, ეს ერთი ნაწილია, გაგრძელებაც აქვს და ძალიან საინტერესოა მისი მომდევნო ნაწილი :)))))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ფილმის სოციოლოგიური ანალიზი

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 4:16pm 0 კომენტარი

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

 

                                                გველის და ადამის მსგავსება

 …

გაგრძელება

განახლებული ხელოვნება

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2019.
საათი: 11:43pm 0 კომენტარი

      სიქსტის კაპელის მონახულების შემდეგ, მათი გაცოცხლება და რეალისტური სურათების შექმნა გადაწყვიტა. ტედზე მოხსენება სწორედ ამ ამბის თხრობით დაიწყო ახალგაზრდა სამხრეთ კორეელმა არტისტმა, მხატვარმა…

გაგრძელება

გველის ტყავი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 9, 2019.
საათი: 9:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ისევ შევესწარი (ვინ იცის, მერამდენედ), გველის ტყავის გამოცვლას. ასეთ დროს სხვა ყველაფერი მავიწყდება,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters