არ ვიცი თუ დაგაინტერესებთ თქვენ ეს ჩემი პოსტი, მაგრამ მე პირადად საინტერესოდ მომეჩვენა და ვიფიქრე, რომ არც თქვენ გაწყენდათ ☺

cherchil, cherchili, flemingi, magnita, penicilini, penicillin, qwelly, მაგნიტა, პენიცილინი, პნევმონია, პოსტი, უინსტონ_ჩერჩილი, ფლემინგი, შვილი, ჩერჩილი

      მისი სახელი იყო ფლემინგი და ის ღარიბი შოტლანდიელი ფერმერი იყო. ერთხელ, ფერმაში მუშაობისას განწირული ყვირილის ხმა მოესმა. ფლემინგმა უმალ დაყარა თავისი ხელსაწყოები, მიატოვა საქმე და იქით გაიქცა, საიდანაც ხმა მოდიოდა. ადგილზე მისულ ფერმერს საზარელი სურათი დახვდა– პატარა ბიჭუნა ტალახის ტბაში ჩავარდნილიყო, რომელიც თანდათან ითრევდა და ამოსვლის საშუალებას არ აძლევდა. შეძრწუნებულმა ფლემინგმა დიდი ძალისხმევის შედეგად მაინც მოახერხა ბიჭუნას გადარჩენა და უვნებელი გაუშვა სახლში.

      მეორე დღეს, ფლემინგის ღარიბული სახლის ჭიშკართან მდიდრული ეკიპაჟი გაჩერდა, საიდანაც წარმოსადეგი დიდგვაროვანი ბატონი გადმოვიდა და წინა დღეს გადარჩენილი ბიჭუნას მამად გაეცნო მასპინძელს. დიდგვაროვანმა ფლემინგს შვილის სიცოცხლის გადარჩენის სანაცვლოდ ფინანსური დახმარება შესთავაზა, მაგრამ კეთილშობილმა ფერმერმა იუარა და განაცხადა, რომ გააკეთა ის, რაც იყო საჭირო და ამისათვის არანაირი ანაზღაურება არ სჭირდებოდა. ამ დროს, ოთახში ფლემინგის მცირეწლოვანი შვილი შემოვიდა და კართან მორიდებით დადგა. დიდგვაროვანმა შენიშნა ბიჭუნა და ახლა ასეთი გარიგება შესთავაზა: მას სურდა, ფერმერს ნება დაერთო, მისი შვილისთვისაც იმავე დონის განათლება მიეცა, როგორსაც დიდგვაროვანთა შვილები იღებდნენ და თუ ეს ბიჭუნაც ისეთივე ღირსეული კაცი დადგებოდა, როგორიც მამამისი იყო, მაშინ ორივე გულწრფელად იამაყებდა მისი წარმატებით.

      ფერმერი ფლემინგი დათანხმდა ამ წინადადებას და როგორც მოსალოდნელი იყო, მისმა შვილმაც დიდგვაროვანი ბავშვებისათვის განკუთვნილ ბრიტანეთის საუკეთესო სკოლებში მიიღო განათლება. საბოლოოდ კი, ლონდონში არსებული წმ.მერის ჰოსპიტალის სამედიცინო სკოლა დაამთავრა. თუმცა, ფერმერის ვაჟის მიღწევები ამით არ ამოწურულა, რადგან ის, მსოფლიოში ცნობილ სერ ალექსანდრ ფლემინგად იქცა– ადამიანად, რომელმაც აღმოაჩინა პენიცილინი.

      მაგრამ ეს ყველაფერი არ არის და ისტორიაც ამით არ სრულდება.

      გადის წლები. ფერმერის მიერ გადარჩენილი და უკვე გაზრდილი ბიჭუნა პნევმონიით ავადდება. ექიმები მის შემთხვევას უმძიმესს და უიმედოს უწოდებენ, მაგრამ, ხდება საოცრება და ის ისევ სასწაულებრივად უსხლტება სიკვდილს. ამჯერად, მას ახალგამოგონილი წამალი–პენიცილინი იხსნის.

cherchil, cherchili, flemingi, magnita, penicilini, penicillin, qwelly, მაგნიტა, პენიცილინი, პნევმონია, პოსტი, უინსტონ_ჩერჩილი, ფლემინგი, შვილი, ჩერჩილი

      დიდგვაროვანის სახელი, რომელმაც განათლება მისცა ფერმერ ფლემინგის შვილს, იყო ლორდი რენდოლფ ჩერჩილი-პიროვნება რომელიც ფოტოზეა აღბეჭდილი, ხოლო მისი შვილი, რომელიც ჯერ ტბაში დახრჩობას და შემდეგ პნევმონიას გადაურჩა, იყო სერ უინსტონ ჩერჩილი, რომლის ბავშვობის ფოტო სურათით ვამთავრებ ამ პოსტს. :)

cherchil, cherchili, flemingi, magnita, penicilini, penicillin, qwelly, მაგნიტა, პენიცილინი, პნევმონია, პოსტი, უინსტონ_ჩერჩილი, ფლემინგი, შვილი, ჩერჩილი

ნახვა: 346

ტეგები: cherchil, cherchili, flemingi, magnita, penicilini, penicillin, qwelly, მაგნიტა, პენიცილინი, პნევმონია, მეტი...პოსტი, უინსტონ_ჩერჩილი, ფლემინგი, შვილი, ჩერჩილი

tamuna: იანვარი 23, 2013||3:26am

მართლა ძალიან საინტერესო იყო. მადლობა ლაშა

ლაშა: იანვარი 23, 2013||3:30am

მაგნიტუსა თავისი სიდიადით! ისე მომეწონა, აი სახეზე რომ სიამოვნების ღიმილი გადაუვლით ხოლმე!!! ბრავო!!! :* შესანიშნავი ხარ ჩემო მაგნიტუსა!

magnita: იანვარი 23, 2013||3:34am

madloba lasha :* chemi lasha )) :*:*

ლაშა: იანვარი 23, 2013||3:47am

არაფრის tamuna, მე უბრალოდ თქვენამდე მოვიტანე და აი, მაგნიტუსა თამუნას კი მართლაც ეკუთვნის მადლობა :*

magnita: იანვარი 23, 2013||4:07am

:* arafris :*

Tamila Moshiashvili: აგვისტო 29, 2013||7:33pm

ძალიან კარგი პოსტია :) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ცისფერი ჩხიკვის უცნაური სიტყვები

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: დეკემბერი 3, 2019.
საათი: 3:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ჩემი პაწიები თამაშით გაერთნენ, ხმამაღალი ჭყივილით დასდევდნენ ერთმანეთს მწვანე მდელოზე. კარგა ხანს…

გაგრძელება

ორპარტიათა აქტივისტები და ახალი განაჩენი მელიას

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 2, 2019.
საათი: 11:34pm 1 კომენტარი

      დეკემბერი დადგაო და ცამ ფერის ცვლის ნაცვლად, გააგრძელა წინა დღეების სითბო-სიცივე, წვიმა-ქარი, მზე და ღრუბელი. ამბობენ, კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება ასეო (მერე ალბათ ზამთარიც დადგება).…

გაგრძელება

კლასიკა სხეულზე, სხეული ტილოზე

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2019.
საათი: 10:35pm 1 კომენტარი

      შეუძლებელია კლასიკა გაიმეორე, თუკი ეს კლასიკა უკვე ვიღაცამ შექმნა, მაგრამ შეიძლება კლასიკა შენი ნამუშევრების თანმდევი გახადო. ფრთოსანი ფრაზა კი გამომივიდა შესავალში, მაგრამ ჩვენი დღევანდელი…

გაგრძელება

რკინის კედლები პარლამენტთან და ბიძინას შეფასებები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 28, 2019.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      როცა ბიზნესმენი ინტერვიუს აძლევს, თურმე შიეძლება მეორე დღის მეინსტრი მთლიანად ამ ინტერვიუს მიეძღვნას, ცხადია აქციების ფონზე. რუსთაველზე, პარლამენტთან აქციები არ წყდება და ახლა პოლიციამ რკინის…

გაგრძელება

Qwelly World

free counters