დილით, ადრიანად გამეღვიძა მაგრამ შუქი არ იყო... ცოტა სიცხიანს წიგნის ყოველი აბზაცის წაკითხვის შემდეგ თვალები მეწვოდა, ფანჯრიდან იგრძნობოდა გარეთ ავდარი, თოვლ-ჭყაპი და ათასი უბდურება უნდა ყოფილიყო, ამიტომ გადავწყვიტე Qwelly_სთვის რაიმე პოსტზე მეფიქრა და ასეთი რამ მოვიფიქრე... 

       კარგი იქნებოდა ყოველი გავლილი თვე რომ შემეფასებინა და მნიშვნელოვანი მოვლენები ამომეკრიბა. თქვენც ამას გირჩევთ. მოდი დავიწყოთ და თუ რამე გამომრჩება რაც თქვენთან ერთად გარდამხდენია, შემახსენეთ თუ არადა, თქვენ თქვენი დაწერეთ. 

       ყველაფერი დაიწყო ზუსტად ისე, როგორც უკვე ბოლო 10 წელია იწყება (უფრო ადრეც, მაგრამ ისინი კარგად არ მახსოვს). უთოვლო პირველი იანვარი, მილოცვები და დღეგრძელობები, სატელევიზიო გადაცემებიც იგივე (უბრალოდ თითოოროლა განსხვავებული სახე), სუფრის წევრებად მხოლოდ მე, დედ-მამა და ბებია და მამაპაპური ღვინის სმა, სადღეგრძელო, ლამაზი ისტორიები, კამათი მამასთან და ა.შ. 

       ჰო, წელს ახალი ნაძვის ხე მქონდა: 

       მომდევნო რამდენიმე დღეც არ იყო მაინცდამაინც უალკოჰოლო და მშრალად ჩავლილი, მაგრამ სანერვიულო და საჩხუბარო ბევრი მქონდა. მოგეხსენებათ იმ ხანად გავრცელდა სურვილების შესრულების უცნაური მეთოდი - მცხეთაში, წმინდანის საფლავზე მისვლა და თხოვნა. ამ დღეების წყალობთ ფეხით შემოვიარე მცხეთა. თან უბრალოდ შაბათ-კვირის მსახურებები დაემთხვა და სასიარულოც მრავლად იყო. 

       მწუხარებას ლხინი ცვლისო და ...

       მერე იყო შობა - ყველაზე დიდებული და ლამაზი ღამე მთელს იანვარში. მადლი მახარობელსას გალობით, მადლითაღვსილებმა გავათენეთ ის ღამე და მეორე დღეს უკვე ცუდი ამბები დაიწყო, როგორც წერეთელი ამბობდა, მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განაო? ჰოდა, პატრიარქის ეპისტოლის გარჩევა-ვანხილვას მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვარიდებდი თავს, მაგრამ ახლო მეგობრებთან საუბრისას ამ თემას მაინც ვერ გავურბოდი. 

       წელს, როგორც გასული წლის იანვარში, რამდენიმე საათში შემოსულთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა Qwelly_ზე. ამჯერად ლიკუნას ვიდეოს წყალობით - გორული შუაგზური სიყვარული...

       ჩვენ, ქართველები ხომ იმითაც გამოვირჩევით რომ ერთი წლის განმავლობაში ორი ახალი წელი გვაქვს. ახლა ტკბილად მახსენდება, მაგრამ იმ წუთას მეც გული გადამიქანდა, როცა მხიარულმა ფოიერვერკმა ისე შეაშინა ჩემი ორი ძმიშვილი, თითქმის ერთი საათის განმავლობაში პირდაუხურლად ტიროდნენ.

       (P.S. "პირდაუხურლად" - ეს არ ვიცი რანაირი სიტყვაა, მაგრამ გამოდგება)

       მერე სწავლაც დაიწყო უნივერსიტეტში და ერთ კვირაში გამოცდებიც.

       სიხარული იყო 16 იანვარიც. ჩემს თეონას და ჩემს რატის პატარა გიორგი შეეძინათ და ჩემი ბაბალეც აღფრთოვანებულია თავისი ახალი გასართობით. ვიმედოვნოთ დეიდა ინოს ჯაფა შეუმსუბუქდა ☺

       როგორც წესი, იანვარში უდიდესი სიხარული ყოველთვის საეკლესიო დღესასწაულებს უკავშირდება. ახლაც ასე იყო - 19 იანვარი - ნაღლისღება, მართალია რამდენიმე წლის წინ, როცა ღამისთევით ვიზეიმეთ ეს დღესასწაული, უფრო ბევრი და კარგი მოგონება დამრჩა, მაგრამ არც წელს იყო ნაკლები სიხარული. ეს დღე კიდევ იმით გამოირჩა, რომ ჩემი ბიძაშვილის შვილის დაბადების დღე ამ დღეს აღვნიშნეთ და შესანიშნავი საღამოც გავატარე მის საყვარელ ადამიანებთან ერთად. მართალი მასპინძლები ძალიან გავაბრაზე სულ რაღაც 2 საათიანი დაგვიანებით, მაგრამ სიყვარულს ხომ ვერაფერს მოუხერხებდნენ? ასე რომ მიმიღეს. იმავ დღის წყალობით Qwelly_ს კიდევ ერთი წევრი შეეძინა და ამან უფრო გამამხიარულა. 

       22 იანვარს - ჩემი "ლოდომ დიჟი კაცუნა" უკვე 4 წლისაა. მხიარულების და გადარეულობის დღის შემდეგ, საღამოს ოჯახურ გარემოში დავლოცეთ და დღეგრძელობა, მზენათელობა ვუსურვეთ თორნიკეს. 

       ჩემი რამდენიმე მეგობარიც სწორედ იანვარში მოევლინა ქვეყნიერებას, ამიტომ ეს თვე კიდევ უფრო განსაკუთრებულია.

       ორივე გამოცდა წარმატებით ჩავაბარე ← ეს რომ არ დამეწერა, ჩემი ამპარტავნება მოკვდებოდა ☺

       რა თქმა უნდა თვე ისე როგორ გაივლიდა იმაზე გულსატკენი ამბებიც არ ყოფილიყო, რაც დავწერე, არც ეს თვე იყო გამონაკლისი და არც მე და ჩემი საახლობლო. Qwelly_ზეც, მეგობრებშიც და პირად ცხოვრებაშიც იყო დღეები და წუთები როცა ძალიან მეტკინა გული, მაგრამ როგორც წესი ცუდის მოგონებას იშორებენ ხოლმე, ჰოდა მეც არ დავწერ ამ ტკბილმოსაგონარ პოსტში! 

       კიდევ ერთი კარგი ამბავი ისაა რომ დღეს თოვლი მოვიდა! მაგრამ იქვე ცუდიც - უკვე 31 იანვარია! და როგორც მუდამ მცარ გზაზე მდგარი სინოპტიკოსები იწყებიან მომდევნო თვე უფრო და უფრო ყინვიანი იქნება! 

       ბებია ამბობს - ვიდრე მარტი წინ გაქვს ზამთარს ნურც აძაგებ და ნურც აქებო. მეც ამ შეგონებით დავასრულებ ამ დღეს და დაველოდები როდის ჩადგება ხეში წყალი! 

მეორე მეთორმეტედი →

ნახვა: 631

ტეგები: Qwelly, ბლოგი, თვე, მოგონებები, ქველი, შეჯამება

ლაშა: თებერვალი 1, 2014||1:59am

jana არც იმდენი არ დამილევია რომ არ მახსოვდეს რას ვქადაგებდი :D ჰა, რა ვთქვი ასეთი, მითხარი თორემ დავილიე ამხელა ადმინი :( :D 

jana: თებერვალი 1, 2014||2:02am

 ეხლა ეგ მართლა ვინ გაკადრა ,რომ ეგრე დათვერი :) ანუ ვერ ხვდები რას ვგულისხმობ იმ დგის მთავარ მოვლენაში :) :) :)

jana: თებერვალი 1, 2014||2:03am

 :)

ლაშა: თებერვალი 1, 2014||2:05am

jana რამე ვიცეკვე? :D ნამდვილად ვერ ვხვდები :) 

jana: თებერვალი 1, 2014||2:09am

 ოჰ  ლაშა როგორ წარმოვიდგენდი რომ ეს გემახსევრებოდა ან უბრალოდ ვერ მიხვდებოდი რაზე ვამბობდი...:) აი "თამადა"რომ,იყავი ამავს ვგულისხმობდი ამ ყველაფერში :) :D :D :D

ლაშა: თებერვალი 1, 2014||2:12am

jana აბა ეგ რა მოსატანი იყო მთელი თვის შეჯამების პოსტში :D :* ♥

jana: თებერვალი 1, 2014||2:20am

 ოჰ ლაშა ეხლა ისეთი დაღლილი ვარ ამ კითხვაზე სრული პასუხის გაცემის თავი ნამდვილად არ მაქვს :) და მაგის პასუხს ხვალ მოგაწვდი :) :) :D :D :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters