არსებობს სხვადასხვა სახის მოსაზრებები, იმასთან დაკავშრებით, როგორ და რანაირად უნდა იქნას გადმოცემული ესა თუ ის მოვლენა ან ინფორმაცია (რამდენიც აზროვნებს იმდენია ვერსიაა)...  რა ფასი ექნებოდა ადამიანის ყველა გრძნობას, შემეცნებას, ქმედებას, მათ რომ არ შეეძლოთ პირდაპირ (ან წმინდა) მოვალეობად გაერთიანება? რომელიც სწორედ მასწავლებელს ან აღმზრდელს აკისრია (თუ პედაგოგიკის ჭრილიდან შევხედავთ), რამდენადაც თავის განსაზღვრულ სოციალურ წრეში იგი განვითარებადი, მოზარდი ბავშვის მიმართ საზოგადოებრივ სამსახურს ეწევა, ამ სიტყვის უმაღლესი გაგებით. სწორად გამიგეთ ეს არ არის პედაგოგიკის გაკვეთილი, არამედ საკუთარი თავისკენ, ფიქრის შემობრუნებისკენ ცდა ან მოწოდება უფროა, ვიდრე ჯეჯელავას კრიტიკა. განვითარების ეპოქა, რომელშიც ჩვენ დღესდღეობით ვიმყოფებით, (დასავლეთ კონტინენტზე ასე საუბრობენ) XV საუკუნის შუიდან დაიწყო. აქედან გამოძახილის საფუძვლებიდან მხოლოდ დღეს გვეძლევა გარკვეულწილად შემეცნება იმისა, თუ რა უნდა გაკეთდეს ჩვენს ეპოქაში სწორედ ფიქრის და აზროვნების(განგებ არ არის ნახსენები აღზრდა) ამოცანასთან დაკავშირებით. აქამდე, მაშინაც კი, როცა ადამიანები საუკეთესო განზრახვით მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროებში (მაგ. ფილოსოფია, პედაგოგიკა და სხვ.) და ძველ სულისკვეთების ხარჯზე, მაგრამ უნდა  გვახსოვდეს, რომ ყოველ ცალკეულ ეპოქას საკუთარი განსაკუთრებული ამოცანა აქვს, ეს ეპოქა არ დაწყებულა მაგრამ აგერ ტრამპი უკვე პრეზიდენტია, ცუდი მენეჯერიც (უფრო სწორი იქნება ხისტი) მკვიდრდება მრგვალ ოთახში, როცა გასწავლიან რომ ცუდი მენეჯერი ვერ აღწევს ვერაფერს, მსოფლიოს წინაშეა მაგალითი რომ აღწევს, და რაც არ უნდა წინ და უკან იაროს ქეით პერიმ და ბიონსემ + მადონამ ვერაფერს შეცვლიან, როგორც ჩანს ცუდად ან საერთოდ არ ფიქრობდნენ. (უკანასკნელი საუბარი არ არის მიბმული კრიტიკას იგი დამოუკიდებელი გახლავთ).

ნახვა: 160

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ფიქრები, ჩანაწერი

Maiko: თებერვალი 10, 2017||11:30pm

ტრამპის პრეზიდენტობამ ეპოქის ამოცანის შესრულება ცოტა გადადო :D 

ლაშა: თებერვალი 11, 2017||1:11pm
საქმე ისაა, ტრამპის ცუდ მენეჯერობას სასამართლოს დამოუკიდებლობა ბოჭავს! ამიტომ, თუ მას საბოლოოდ, საქართველოს პრეზიდენტივით, მხოლოდ ვეტოს უფლება დარჩება, ეს კიდევ მიღწევად ჩაითვლება?
ლაშა: თებერვალი 11, 2017||1:12pm
ცხადია არ ვკამათობთ იმაზე, რომ თავად პრეზიდენტად არჩევა, არჩევნებში გამარჯვება უდიდეს წარმატებაა.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მქარგავი ფუტკრები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 20, 2019.
საათი: 3:19pm 1 კომენტარი

      ამჯერად ერთობლივი თანამშრომლობა უნდა გაგიზიაროთ. როგორც წესი ფუტკრებს არ სჭირდებათ დამატებით დახმარება იმისთვის, რომ ოჯახები შექმნან, სახლები აიშენონ, თაფლი მოაგროვონ და გამოიკვებონ ახალ…

გაგრძელება

სამეფო გვირგვინის მტრედი

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 19, 2019.
საათი: 10:21pm 3 კომენტარი

      როგორც წესი, ჩემი ბლოგი, ხელოვანებს, შემოქმედებს და მისთანათ ეძღვნება ხოლმე (რა თქმა უნდა, გამონაკლისი პოსტებიც არსებობს). დღეს არ დავარღვევ ამ ტრადიციას და ამჯერად უზენაეს შემოქმედს და…

გაგრძელება

ფილმის სოციოლოგიური ანალიზი - პოლანსკის მდგმური

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 4:00pm 7 კომენტარი

ქეთევან პოპიაშვილი

მდგმური / THE TENANT

      რომან პოლანსკის ფილმი „მდგმური“, როლანდ ტოპორის ნაწარმოებზე დაყრდნობით, 1976 წელს საფრანგეთშია…

გაგრძელება

გველის და ადამის მსგავსება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - აღარასოდეს ვითამაშებ ადამთან, - ვეუბნები გველს, - ბევრჯერ გავებუტე და ისევ შევურიგდი, აწი აღარ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters