სისხლის ჯგუფი უარყოფითი მაქვს, ხასიათიც და ადამიანებისგან თითის ანაბეჭდებით განვსხვავდები მეთქი მინდოდა მეთქვა, მაგრამ... ბევრი ვეძებე თუ ცოტა ვეძებე, როცა სხვების თითები შევამჩნიე, მივხვდი რომ უთითებო ვიყავი. ალბათ ამიტომაც დავიწყე ოცნება თითებზე. ყოველ ღამე თითებიანი ანგელოზები მესიზმრებოდნენ, შეიძლება ეშმაკებიც იყვნენ, მაგრამ მე რას გავიგებდი ან რას დავეძებდი, მთავარია რომ თითები ქონდათ.

არ მახსოვს როგორ გადავიტანე ის ამბავი ბავშვები, რომ ძილის დროს ცერა თითს წოვენ ხოლმე, მგონი დიდად არც შევწუხებულვარ.

მერე საბავშვო ბაღში მიმიყვანეს. უამრავი თითი გავიცანი. პატარები, ფუმფულები. ფაფას საკუთარი თითებით ჭამდნენ და სათამაშოებსაც საკუთარი თითებით ეპატრონებოდნენ. რომ ჩაებღაუჭებოდნენ კარგი დედის შვილი იყავი წაგერთმია. ბიზნესის ფაკულტეტზე რას ასწავლიან არ ვიცი და თუ კარგად დააკვირდებით თურმე თითები შ.პ.ს. "მესაკუთრეობის" საუკეთესო მასწავლებელია.

სკოლაში თითებზე დაკვირვების ბევრად უფრო მრავალფეროვანი გარემო იყო. აქ თითები გაცილებით ჭკვიანები და კომუნიკაბელურები იყვნენ. თითები იწეოდნენ, როცა რამე სათქმელი ქონდათ, თითები წერდნენ, თითები ცვლიდნენ წკრიალა ხურდებს კრემიან ფუნთუშებზე. და ჩემთვის რომ გეკითხათ, ადამიანები კი არა თითები მელაპარაკობდნენ, მიღიმოდნენ, მესალმებოდნენ. თითები ცხოვრობდნენ, მოძრაობდნენ...

მე ვკითხულობდი წიგნებს თითებიან გოგონებზე, თითებიან ბიჭებზე. ვიცინოდი თითებიან ტომ სოიერზე, მიყვარდა თითებიანი დევიდ კოფერფილდი და ვაღმერთებდი ჰემინგუეის, რომელმაც ,,კილიმანჯაროს თოვლიან მთაზე“ ფეხი დაკარგა თითებიანად.

მე ვკითხულობდი თითებზე და ყველაფერი კარგად იყო, მანამ სანამ ერთ მშვენიერ დღეს მეგობარმა წითელი მანიკური არ მომიტანა. მაშინ მე დავკარგე ფერებზე წარმოდგენა და შემძულდა თითები. და ახლა უკვე

არ მჯერა, რომ ცა ცისფერია და მე შავი თვალები მაქვს.

არ მჯერა, რომ გიჟები სულელები არიან და სულელები გიჟები.

არ მჯერა, რომ შირჩამოცმული მანქურთები ქუდებს ვერ იხდიან (მათ ხომ თითები აქვთ?).

არ მჯერა, რომ დედამიწა ჯორდანო ბრუნომდე ბრუნავდა.

არ მჯერა დარვინის, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანები საუკეთესო ჯიშის მაიმუნები არიან. ასე რომ იყოს, სამოთხეში ვაშლებს კი არა ბანანებს ჩაკბეჩდნენ. და კიდევ, ზოგს რომ შეხედავ დარწუნდები, რომ უეჭველი ვირი იყო მისი წინაპარი. არადა "პლატეროზე" უკეთესი ადამიანი ჯერ არ შემხვედრია.

P.S. ამბობენ მარილებს აჩენსო, მაგრამ დღემდე მშურს იმ ადამიანების თითებს რომ იტკაცუნებენ.

01.09.2014

ნახვა: 119

ტეგები: antiadamiani, blog, fingers, qwelly, qwellyblog, qwellypost, tamar chyoidze, tamuna chyoidze, ანტიადამიანი, ანტიადამიანის ბლოგი, მეტი...ბლოგი, თამარ ჭყოიძე, თამუნა ანტიადამიანი ჭყოიძე, თამუნა ჭყოიძე, თამუნა ჭყოიძის ბლოგი, თითები, თითი, ქველი, ქველიბლოგი, ჩანაწერი, ჩანახატი

khatuna zitanishvili: ოქტომბერი 29, 2014||8:35pm
მოვერიდები აწი თითების ტკაცუნს))))
თა _ მო: ოქტომბერი 29, 2014||10:28pm

ჩემს თითებს,სისხლგაყინულებს,მხოლოდ შენი თითები თუ გაათბობენ :))))

თამუნა ჭყოიძე: ოქტომბერი 30, 2014||10:37am

:D ამ ზამთარში შეგიძლია ატკაცუნოთ

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ფიცარ-ფიქსელის არტი

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 8, 2019.
საათი: 11:47pm 0 კომენტარი

      ახალგაზრდებს შეიძლება არ ახსოვდეთ, მაგრამ მძიმე 90-იანებში, ერთგვარი ხელოვნება იყო დაწრილი შეშის ისე დასაწყობება, რომ რაც შეიძლება ბევრი დატეულიყო, ქალაქის-სოფლის იერსახე არ დაგემახინჯებინა და რაც…

გაგრძელება

ნაძვის ხის დეკორაცია

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 7, 2019.
საათი: 11:34pm 1 კომენტარი

      მართალია თვე მხოლოდ ახლა დაიწყო, მაგრამ ბევრგან უკვე ნაძვის ხეები აბრდღვიალდნენ და ვიდრე მთელი საქართველო საახალწლო განწყობაზე გადაერთვება, მინდა რამდენიმე იდეა მეც გაჩვენოთ ნაძვის ხის მორთულობისა…

გაგრძელება

მცხეთიდან ქუთაისში გადატანილი აქციები, ოცნების შიდა სამზარეულო და სასამართლოების საქმიანობა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 6, 2019.
საათი: 9:08pm 1 კომენტარი

      დეკემბრის სიცივეები ჯერ ახლა იწყება, მაგრამ მზიანობაც არ ეპუება ზამთარს. ქვეყანაში კი ისევ არეულობა და მიტინგებია, საპროტესტო გამოსვლები და აქციები, რუსეთთან კომფლიქტები და სასამართლო საქმეები…

გაგრძელება

ცისფერი ჩხიკვის უცნაური სიტყვები

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: დეკემბერი 3, 2019.
საათი: 3:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ჩემი პაწიები თამაშით გაერთნენ, ხმამაღალი ჭყივილით დასდევდნენ ერთმანეთს მწვანე მდელოზე. კარგა ხანს…

გაგრძელება

Qwelly World

free counters