თუმცა სიცივისგან გათოშილი ვიყავი, მაინც გამაცინა მისმა მეტამორფოზამ, ჩემთვის უკვე ნაცნობი სახის გამოკრთომამ.

      თქვენი მონა მორჩილი მსახური გახლავართ! ვეუბნები, ასეთად გიცნობდით და სასიამოვნოა, რომ აქ ამ დარბაზში, პრივატისიმუმს მიტარებთ რადგან მიმიკრიამ აგრე გარდაგქმნათ, იმედია ახლა მაინც დამიკმაყოფილებთ ცნობისმოყვარეობას და სულ იოლად დამიმტკიცებთ, რომ ჩემგან დამოუკიდებლად არსებობთ, თუ მხოლოდ ისეთ რამეებზე კი არ მესაუბრებით რაც ჩემდა თავადაც ვიცი, არამედ ისეთებზეც რისი ცოდნაც მწყურია. თქვენ მთელი ლექცია ჩამიტარეთ ქვიშის დროზე, რომლითაც ვაჭრობთ და ტკივილის შესახებ, რომელიც დროდადრო უნდა აანაზღაურო ბრწყინვალე ცხოვრება, მაგრამ არაფერი გითქვამთ აღსასრულზე იმაზე, თუ რა იქნება ბოლოს, მარადიულ საზღვარზე. აი რა მაინტერესებს და თქვენ კი თუმცა კარგა ხანია აქა ყუნციხართ ამ საკითხზე ჯერ კრინტი არ დაგიძრავთ. შეიძლება ისე გარიგება რომ ფასი არ იცოდე? აბა დაროშეთ! როგორ ცხოვრობენ ეშმაკის საბრძანებელში? რა მოელით თქვენთან შეკრულთ შავეთში?

      ის (ხითხითით და კიკინით): გინდა რამე შეიტყო? Pernicies-ზე, confutation-ზე? ამას მე ზედმეტ ცნობისმოყვარეობას ვუწოდებ! სწავლულის ახალგაზრდულ შემართებად მივიჩნევ! ჯერ ხომ უამრავი დრო გაქვს და თვალუწვდენელი სარბიელი, ჯერ ხომ წინ იმდენი ამაღელვებელი ამბავი გელის, რომ სხვაც ბევრი რამ გექნება გასაკეთებელი, ნაცვლად იმისა, რომ ბოლოზე იფიქრო ანდა თუნდაც ის წამი არ გამოგეპაროს, რომლიდანაც აღსასრულზე ფიქრის დრო დადგება, მაგრამ მე როდი გეუბნები უარს და არც რამის შელამაზება არა მჭირდება, რადგან ესოდენ შორეული ამბებით აბა როგორ შემიძლია სერიოზულად დაგადარდიანო? ოღონდ იოლი კი არ არის, კაცმა რომ თქვას ამაზე ლაპარაკი, ანდა უფრო სწორად სრულიად შეუძლებელია, რადგან მისი არსი სიტყვებით ვერ გამოიხატება, შეიძლება უამრავი სიტყვა დახარჯო, მაგრამ ისინი ყველანი, მხოლოდ შემცვლელები იქნებიან იმ სახელებისა, რომლებიც არ არსებობს, მათ პრეტენზია ვერ ექნებათ იმის აღნიშვნისა რაც უნდა აღინიშნოს. სიტყვით თვალსაჩინო შეიქმნეს. ჯოჯოხეთის ხვაშიადი და მოუწყვლელობა ის გახლავთ, რომ მისი დეფინიცია შეუძლებელია, რომ იგი ენისთვის დაფარულია, რომ მხოლოდ არსებობს, მაგრამ გაზეთში ვერ მოხვდება, ვერ გამოაშკარავდება, სიტყვების მეშვეობით კრიტიკული შემეცნების ობიექტად ვერ იქცევა, ვინაიდან სიტყვა თქმები: " ქვესკნელი", "ჯურღმული", "გაუვალი გალავანი", "დუმილის სავანე", "დავიწყება", "უსასოობა" სუსტი სიმბოლოებია. რას იზამ ჩემო კეთილო მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლოებით უნდა დავკმაყოფილდეთ როცა ჯოჯოხეთზე ვლაპარაკობთ, რადგან იქ ყველაფერი თავდება, არა მხოლოდ მიმთითებელი სიტყვა, არამედ საერთოდ ყველაფერი – ეს მისი მთავარი მახასიათებელიც კია, უზოგადესი ნიშან თვისება, და აგრეთვე ისიც რასაც იქ ახალმოხვედრილი უწინარეს ყოვლისა იტყობს და რაც თავდაპირველად თავისი, ასე ვთქვათ ჯანსაღი გრძნობათა ორგანოებით არც ძალუძს აღიქვას და არც სურს გაიგოს, რადგან ერთთავად გონება უშლის ხელს ანკიდევ გაგების უნარის რაღაც სხვა შეზღუდულობა, მოკლედ, რადგან ეს დაუჯერებელია თავზარდაცემამდე დაუჯერებელი, თუმცა იქ მოხვედრილს მაშინვე სალმის ადგილას, ამცნობენ ხოლმე, რომ "აქ ყოველივე მთავრდება", ყოველგვარი გულმოწყალება, სიბრალული, დანდობა, პატივისცემის ნატამალიც კი გაოგნებული მომხდურის ვედრებით აღსავსე ღაღადისისა: " ასე არ შეიძლება, არ შეიძლება სულს მოექცეთ!" – მაგრამ ასე ექცევიან ასე ხდება და თანაც ისე, რომ სიტყვიერადაც პასუხს ვერ აგებინებ ჩქამგაუვალ, ღვთის ყურთასმენისთვის ღრმად ჩამარხულ სარდაფში, სახელდობრ მარადისობაში. არა ამაზე ლაპარაკს მადლი არა აქვს, ეს ენის გარეშეა, ენა ვერ მოიცავს არაფერი არ ესაქმება, არაფრით არ არის მასთან დაკავშირებული, რის გამოც რიგიანად არ უწყის ხოლმე, დროის რომელი ფორმა გამოიყენოს მის მიმართ და უჩარობის გამო მყოფადით გადის იოლად. განა ასე არ არის ნათქვამი: " იქ იქნება ჭირთა თმენანი და კბილთა ღრჭენანი". კეთილი ეს ორივე სიტყვა ენის საკმაოდ ექსპრესიული სფეროდან არის ამორჩეული, მაგრამ მიუხედავად ამისა, სიმბოლიკა მაინც სუსტია, და წესიერად ვერ მიუთითებს იმას რაც " იქ იქნება", სადაც, ანგარიშს არ იძლევიან დავიწყებაში სქელ კედლებს შორის. სწორია რომ ჩქამგაუვალობის შიგნით კაი გვარიანი ხმაური იქნება, უზომოც კი, შორიდანვე ყურთასმენის წამღები გუზგუზი და ბუყბუყი, ღრიალი, გმინვა, ღმუილი, ხრიალი, წივილი, წიკვინი, მოთქმა, ვიშვიში და მწვალებელთა ყიჟინა. ასე რომ, არცერთს საკუთარი ხმა არ ესმის, რადგან საყოველთაო ღრიანცელში ინთქმება, უსიერ უშქარ ჯოჯოხეთურ ზარსა და ვაებაში, დაუჯერებელი და უპასუხისმგებლო ამბების მარადიული თარეშის გამო აღმოხდენილ სამარცხვინო კრიმანჭულში. არ უნდა დაგავიწყდეს აგრეთვე უსაშველო ავხორცული გმინვაც, რაც ხმაურის მორევს ერთვის, რადგან დაფარგლული არ არის, არავითარი კოლაპსით. არავითარი გულის წასვლით არ შეიძლება დამთავრდეს – ამის ნაცვლად სამარცხვინო ჟინად გადაგვარდება ხოლმე. ამიტომ ზოგი ვისაც სათანადო ინტუიცია გააჩნია ჯოჯოხეთის ავხორცობაზეც ლაპარაკობს, მაგრამ ამგვარი ჟინის გაჩენა კავშირშია გამასხარავებისა და გათახსირების ელემენტთან, წამება რომ უსუსურ გაქირდვას უტოლდება და მუდამ თან ახლავს ამაზრზენი მანჭვა–გრეხა და ცხენის ჭიხვინის მსგავსი სიცილი. ამას ემყარება სწორედ მოძღვრებაც იმის შესახებ, რომ შეჩვენებულთ სატანჯველად დაცინვაცა და შერცხვენაცა აქვთ მისჯილი, დიახ რომ ჯოჯოხეთი განსაზღვრულ უნდა იქნეს, როგორც სრულიად აუტანელი მაგრამ მაინც მარადიული ტანჯვისა და შერცხვენის საშინელი კონგლომერატი. უსაზარლესი ტკივილის განსაცდელად იძულებულნი არიან საკუთარი ენა დაიკვნიტონ, მაგრამ ამის გამო ერთობა კი არ არის მათ შორის, არამედ ზიზღითა და სიძულვილით არიან გამსჭვალულნი ურთიერთის მიმართ. წუწუნსა და ვაის ძახილში, დასცინიან უბინძურესი სალანძღავი სიტყვებით თავლაფს ასხამენ ერთიმეორეს, თანაც ყველაზე ფაქიზნი და ყველაზე ამაყნი, რომელთაც ბაგიდან უხამსი სიტყვა თავიანთ დღეში არ დასცდენიათ, იძულებულნი არიან ბილწსიტყვაობაში ყველას გადააჭარბონ. მათი თავლაფდამსმელი ტანჯვა–წამების ერთ ნაწილს სულ უფრო და უფრო ბინძური გამოთქმების გაუთავებელი ძიებაც შეადგენს.

      მე: – მოითმინეთ, ეს პირველად არის, რომ ტანჯვას შეეხეთ, რასაც წაწყმედილნი იქ განიცდიან; იქნებ ისიც გაითვალისწინოთ, რომ არსებითად მხოლოდ ჯოჯოხეთის ზოგად ეფექტებზე მიკითხავთ ლექციას და არა იმაზე, რაც წაწყმედილთ იქ კონკრეტულად მოელით, საქმის ვითარების შესაბამისად.

      ის: – ყმაწვილის ცნობისმოყვარეობას და დაურიდებლობას იჩენ. მე ამას საგანგებოდ გავხაზავ, მაგრამ ჩემო კარგო იმასაც მშვენივრად ვხედავ, რაც ამის უკან იმალება. იმიტომ მიწყობ დაკითხვას, რომ გინდა შეგაშინო, ჯოჯოხეთით შეგაშინო. გუნებაში უკან მოქცევის და გადარჩენის შენი ეგრედ წოდებული სულის ხსნის და პირობიდან გადახვევის აზრი გიჭიატებს და იმის ცდაში ხარ როგორმე attrition cordis დაგემართოს ანუ გული შეგიშინდეს იქაური სატანჯიოს წინაშე. ალბათ გაგონილი გექნება, რომ შიშით ადამიანს ძალა შესწევს ეგრედ წოდებული სასუფეველი მოიპოვოს. უნდა მოგახსენო, ეს სრულად მოძველებული თეოლოგია გახლავს. მოძღვრება attrition-შესახებ მეცნიერებამ უარყო. დამტკიცდა, რომ საჭიროა contritio, ნამდვილი ჭეშმარიტად პროტესტანტული ჭმუნვა ცოდვის გამო, რაც უბრალოდ საეკლესიო სასჯელით მონანიების შიშს კიარ გულისხმობს, არამედ სარწმუნოებისაკენ შინაგან მოქცევას, – ამის უნარი შეგწევს თუ არა, ეს საკუთარ თავს შეეკითხე, შენი სიამაყე პასუხს არ დაგიგვიანებს. რაც დრო გავა მით უფრო ნაკლებად გექნება ამისი უნარიც და სურვილიც, რომ contrition-ს დასჯერდე, ვინაიდან ექსტრავაგანტული მყოფობა, რაც მოგელის დიდი ფუფუნებაა და იქიდან არც აცივო არც აცხელო, ერთბაშად, ისევ მხსნელ საშუალო მყოფობას დაუბრუნდე იოლი საქმე არ არის. ამიტომ – შენს დასამშვიდებლად ვამბობ ამას – თვით ჯოჯოხეთიც კი რაიმე არსებითად ახალს ვერ შეგძღვნის – მარტო იმას რასაც მეტ–ნაკლებად მიჩვეული ხარ, და თანაც ზვიადად მიჩვეული, იგი არსებითად გაგრძელებაა შენი ექსტრავაგანტული მყოფობისა. თუ ორი სიტყვით გამოვხატავთ, მისი არსი ან თუ გნებავს მისი მარილი ის არის, რომ თავის მკვიდრთ მხოლოდ ორი რამის არჩევის საშუალებას აძლევს: უკიდურესი სიცივისა ან უკიდურესი სიცხისა, რომელიც გრანიტსაც კი ალხობს. ამ ორ მდგომარეობას შორის წინ და უკან დაქრიან ისინი ღმუილით, რადგანაც ერთ მდგომარეობაში მეორე ესახებათ ზეციურ სიამეთ, მაგრამ იმწამსვე ისიც აუტანელი ხდება, და თანაც ამ სიტყვის სწორედ ჯოჯოხეთური მნიშვნელობით. ასეთი დაპირისპირებულობა ვგონებ შენთვის მოსაწონი უნდა იყოს.

      მე: – მოსაწონია. მაგრამ ამასთანავე მინდა გაგაფრთხილოთ: მაინცდამაინც განაღდებული ნუ გეგონებათ ჩემი თავი. თქვენი თეოლოგიის ერთგვარმა ზედაპირულობამ შეიძლება შეგაცდინოთ, ვინაიდან მიგაჩნიათ, რომ სიამაყე ხელს შემიშლის ხსნისათვის აუცილებელ ჭმუნვაში, და არ ითვალისწინებთ ქედმაღლური ჭმუნვის არსებობას. კაენის ჭმუნვა მაგალითად, რომელსაც მტკიცედ სწამდა, რომ მისი ცოდვა შესანდობად ერთობ დიდი იყო. kontritio სასოების გარეშე, რწმენის ნატამალის გარეშე, რომ შეიძლება მოწყალებასა და შენდობას ეწიო, სულ კლდესავით, მტკიცე რწმენა ცოდვილისა, რომ მეტისმეტი ჩაიდინა და არანაირი გულმოწყალება არ იკმარებს მისი ცოდვის მისატევებლად, – მხოლოდ ეს არის ჭეშმარიტი ჭმუნვა, და გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ: იგი ყველაზე ახლოსაა ხსნასთან, ყველაზე მიმზიდველია გულმოწყალებისათვის. დამეთანხმებით, რომ ჩვეულებრივმა ყოველდღიურმა ცოდვილმა მაინცდამაინც არ შეიძლება დააინტერესოს გულმოწყალება. ამ შემთხვევაშო წყალობის აქტს სიმწვავე აკლია, მტკნარი უღიმღამო პროცედურაა. საერთოდ ორდინარულ ამბებთან თეოლოგიური ცხოვრება მწყრალად არის. ცოდვა იმდენად უსაშველო, რომ მის ჩამდენს ხსნისა და შენდობის იმედი იმთავითვე გადაწყვეტილი აქვს, გახლავთ ხსნისკენ მიმავალი თეოლოგიური გზის დასაწყისი.

      ის: – რა ჭკვიანი ხარ ! სად გინდა მერე მაგნაირი სიწრფელე ნახო, მაგნაირი მიამიტი თავზეხელაღებულობა და სასოწარკვეთილება, რაც წინამძღვარი იქნებოდა ხსნისკენ მიმავალ მაგ შენ უწმინდურ გზაზე შესადგომად? განა ნათელი არ არის შენთვის, რომ შეგნებული გააზრებული გამოწვევა, რასაც დიდი ბრალი გულმოწყალებისთვის წარმოადგენს, თვითონვე შეუძლებელსა ხდის შეწყალების აქტს ?

      მე: – და მაინც მხოლოდ ამ non plus iltra-ს მივყავართ დრამატულ თეოლოგიური არსებობის მაქსიმალურ გამძაფრებამდე ანუ უსაშინლეს დანაშაულამდე, ხოლო ამ უკანასკნელის მეშვეობით კი – უსასრულო გულმოწყალების უკანასკნელ და ყველაზე დამაჯერებელ გამოწვევამდე.

      ის: – ურიგო არ არის. ლამის გენიალურიც კია. ჰოდა ახლა ის მინდა გითხრა, რომ ზუსტად შენნაირი თავის პატრონები შეადგენენ ჯოჯოხეთის მოსახლეობას. ისე იოლი კიარ არის ჯოჯოხეთში მოხვედრა; დიდი ხანია იქ ტევა აღარ იქნებოდა, ალიასა და მუსიას რომ ვუშვებდით შიგ. მაგრამ ისეთი თეოლოგიური ტიპი ისეთი გაქექილი ვინმე როგორიც შენ ხარ, აზრთა სპეკულაციით სპეკულაციას, რომ ეწევი, რადგან მამისაგან დაგყვა ამის მიდრეკილება, – ძალიან აფსუსი იქნება, ეშმაკის კერძი არ გახდეს.

      ამის თქმისას და უკვე ცოტათი ადრეც ჯეელი ისევ ნირს იცვლის. ღრუბელივით სხვდასხვა მოყვანილობას იძენს და თან ეტყობა, არც იცის რა ემართება: უკვე დივნის სახელურზე კი აღარ ზის ჩემ წინ დარბაზში არამედ ისევ კუთხეში მიყუჟულა, ისევ გათახსირებულ სალახანას წააგავს, კეპიანი ავსული, უფერული თვალებდაწითლებული, და მსახიობის მდოვრი, ცხვირისმიერი ხმით მეუბნევა: – ჩვენი საუბარი, რომ დასასრულს უახლოვდება, ალბათ არაფერი გაქვს ამის საწინააღმდეგო, და მგონი შევთანხმდით კიდეც. მე საკმაოდ ბევრი დრო და ხანი მოგანდომე რათა ყველაფერში გამერკვიე, – იმედია ამას აღიარებ. მე კიდევ ის უნდა ვაღიარო, რომ შენც ძალზე სახარბიელო შემთხვევა ხარ. დიდი ხანია თვალი გვიჭირავს შენზე, შენს მარდსა და ქედმაღალ გონებაზე, შენს საუცხოო ingenium –სა და memoria-ზე. სწორედ მათ ნიჭიერებამ და მეხსიერებამ გიკარნახეს ღვთისმეტყველება შეგესწავლა, ასე მოგეპრიანა, მაგრამ სულ მალე აღარ ისურვე თეოლოგუსი გრქმეოდა წმინდა წერილი მერხში შეუძახე და ამიერიდან სულ ერთიანად მუსიკის figures, characteribus და incantationibus გქონდა საქმე, რაც ჩვენც არანაკლებ გვაძლევდა ხელს, შენი ქედმაღლობა ელემენტარულისაკენ მიილტვოდა, პირველსაწყის სტიქიურისაკენ, და მის მოპოვებას შენთვის ყველაზე შესაფერის ფორმაში ფიქრობდი, იქ, სადაც იგი ვითარცა ალგებრული ჯადოქრობა სათანადო მოზომვასა და გაანგარიშებასთან არის დაკავშირებული და თან გამუდმებით ჯიქურად ეწინააღმდეგება ჭკუა გონებასა და სიფხიზლეს, მაგრამ განა ჩვენ არ ვიცოდით, რომ ერთობ ჭკვიანი გულცივი და უბიწო ხარ მაგ სტიქიონისთვის, განა არ ვიცოდით, რომ იგი გაღიზიანებდა ხოლმე შენ მორცხვობისა და გონიერების გამო თავგაბეზრებული იყავი? ამიტომ საგანგებოდ ვიზრუნეთ, რომ ხელში ჩაგვარდნოდი, მე მინდა ვთქვა ჩემს პატარებს მეთქი, ესმერალდას მეთქი, რათა აგეკიდებიან ზარხოსის დოზა მიგეღო, ტვინის ის aphrodi-suacum-ი, რომელსაც ესოდენ სასოწარკვეთილი მიელტვოდი სულით და ხორცით. მოკლედ ჩვენ შპესერვალდის დახვლანჯული გზაჯვარედინი და მოჯადოებული წრე არა გვჭირდება. ერთმანეთთან გარიგებულები ვართ ხელშეკრულება გვაქვს დადებული, და შენ შენი სისხლით დაუდექი ამას თავდებათ, შენი თავი დაგვპირდი, ჩვენი ნათლული ხარ უკვე, ხოლო ჩემი ეს სტუმრობა მარტოოდენ კონფირმაციად ჩათვალე. დრო დაგვესესხე ჩვენი, გენიალური დრო, აღმაფრთოვანებელი დრო, მთელი ოცდაოთხი წელიწადი ab dato recessi და მას მიჯნად გიდებთ. როცა ეს ვადა გავა, მანამდე კი ჯერ ძალიან შორს არის, – ამოდენა დრო მთელი მარადისობაა, – მაშინ წაგიყვანთ. სამაგიეროდ ყველაფერსი ხელს შეგიწყობთ და დაგეხმარებით, ჯოჯოხეთი გაგანებივრებს, ოღონდ თუ ყველა აქაურ მკვიდრს განუდგები,, თელ ზეციურ დასსა და მთელ კაცობრიობას. ეს აუცილებელია.

      მე (თან საშინლად ცივად მიბერავს): – რაო? ესეც ახალი ამბავია! ეს პირობა რაღას ნიშნავს?

      ის: – უნდა განუდგე, მორჩა და გათავდა. შენ გგონია ეჭვიანობა მარტო ზესკნელშია? და ქვესკნელში კი არა? შენ ჩვენთვის ხარ აღთქმული, ფაქიზო ქმნილებავ, ჩვენი დანიშნული ხარ, სიყვარულის უფლება არა გაქვს.

თომას მანი - დოქტორი ფაუსტუსი

Doctor, Faustus, Thomas Mann, დოქტორი, თეოლოგია, თომას მანი, ლიტერატურა, მხატვრული, ფაუსტუსი

ნახვა: 345

ტეგები: Qwelly, ამონარიდი, ბლოგი, თეოლოგია, ლიტერატურა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:43am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters