შესაწირი ცხვრები, მომავალი წლის ბიუჯეტი, ციხის წერილი, არჩევნების წინასწარი შედეგები, სავალუტო ფონდის შექება და სწავლამოძულე ფაროსანა

      ყოველი ახალი კვირა ახალი იმედების და მოლოდინების დასაწყისია, განსაკუთრებით კი დიეტის მოყვარულებს, ახალი ბიზნესის ან სწავლის დამწყებებს უყვართ ხოლმე გადადება - ორშაბათიდან ვიწყებ! რიგით მეექვსე ორშაბათია წლევანდელ შემოდგომას და ამ დღის და გასული უქმეების ნიუსები გადავიკითხოთ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 9 ოქტომბერი, 2017/

      გასული უქმეები, დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი იყო, იმდენად რამდენადაც ქალაქმა იდღესასწაულა - #თბილისობა2017 გაიმართა. ტრადიციულად, თბილისობის დღესასწაულზე საპატიო მოქალაქეები დაასახელეს: იოჰანეს ჰანი, რომელიც ევროკომისარი გახლავთ, კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას და კიდევ 11 ადამიანს - ლადო ათანელი, თამაზ ტყემალაძე, რომან შაქარიშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, მერაბ თავაძე, გულიკო ჩაფიძე, დემიკო ლოლაძე, ეთერ ქემერტელიძე, ზაირა დავარაშვილი, ვაჟა დურგლიშვილი, თამაზ ყურაშვილი. თბილისობა იზეიმეს კიევში, ვილნიუსში, ნიუ იორკში.

      ტრადიციას არ ღალატობენ ნიუს გვერდები და პატრიარქის საკვირაო ქადაგებასაც წარმოაჩენენ ხოლმე, საკუთარი შეხედულებისამებრ. ზოგი წერს, რომ პატრიარქმა ცხვრის შეწირვისკენ მოგვიწოდა, ზოგიც კი ხაზს უსვამს იმას, რომ პატრიარქმა ლოცვისა და მარხვისკენ მოგვიწოდა. მისი ქადაკება კი ასეთი იყო: „ყოველი ადამიანი მიდის წინ ან უკან. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოს ეკლესია მიდის წინ, ქართველი ხალხი მიდის წინ. ეს ზოგიერთს აღიზიანებს. ჩვენ უკან ვერ დავიხევთ, ვერ წავალთ უკან, ძალიან ბევრს ვფიქრობთ იმის შესახებ, რა უნდა გავაკეთოთ მომავალში. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს იყოს სათნო ღვთისათვის და სასარგებლო ადამიანისთვის. ხშირად მეკითხებიან, ამ 40 წლის განმავლობაში რა გაკეთდა ყველაზე მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი გაკეთდა ის, რომ ჩვენ დავიბრუნეთ უძველესი ტიპიკონი შვიდი ლოცვისა. შვიდი ლოცვა ღვთის დიდი წყალობაა. შვიდი ლოცვა სასწაულებს ახდენს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განახლდა გვარების დალოცვა. ჩვენ ვლოცავთ გვარებს, მაგრამ ალბათ ეს არ არის საკმარისი. რაღაც უფრო უნდა გაძლიერდეს ლოცვა. ჩვენი ლოცვა არ არის ფანატიკური მოქმედება. ჩვენი ლოცვა უშუალო კავშირია ღმერთთან. ჩვენ ბევრი გვიფიქრია იმის შესახებ, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი გვარები, ჩვენი ოჯახები. ერთმა ჯგუფმა გამოთქვა ასეთი აზრი, რომ კარგი იქნებოდა ერთი დღე და ღამე გვარს ელოცა და ემარხულა. თქვენ გახსოვთ, სახარებაში წერია, რომ ბოროტი ძალა ლოცვითა და მარხვით განიდევნება. შემოვიდა აზრი და მე ძალიან მომწონს ეს, რაც ძნელი არ არის – ერთი დღე და ღამე ადამიანმა ილოცოს და იმარხულოს. იქნება სპეციალური ლოცვები – მადლობის ლოცვები, წმინდა სამების ლოცვები, ჩვენ უნდა დავიწყოთ წმინდა სამებით, ამ წმინდა ტაძრიდან. დავუშვათ, დღეს 12 საათიდან, მეორე დღის 12 საათამდე წაიკითხავენ ლოცვებს. შესაწირი უნდა იყოს სამი ცხვარი. სამი ცხვარი გამოყენებული იქნება გაჭირვებული ოჯახებისათვის. ვფიქრობ, ეს საოცარ შედეგს მოიტანს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გაძლიერდეს ხალხში სიყვარული და პატივისცემა. ძველი რომაელები ამბობენ, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელიაო. ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და ამას ვერ ვიტყვით, ვერ ვიმოქმედებთ ამ კანონით. ადამიანი ადამიანისთვის სიყვარულია, ძმა არის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ძმებს დავეხმაროთ, ვინც არ უნდა იყოს. მით უმეტეს, თუ გაჭირვებულია ადამიანი და არის ცოდვაში ჩავარდნილი, მას უნდა დავეხმაროთ. ჩვენ მოვამზადებთ ამ ლოცვებს და მოკლე ხანში დავიწყებთ ამ სულიერ კიბეზე ასვლას. ეს იქნება სულიერი კიბე, რომელიც სასუფეველში მიგვიყვანს“.

      ავიაციის ის რაოდენობა, რომელიც ცეცხლის ჩაქრობას მოხმარდა საკმარისი იყო, მაგრამ ფაროსანასთან საბრძოლველად არ აღმოჩნდა საკმარი - სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად დამატებითი ავიაციის ჩართვას ითხოვს. სურსათის ეროვნული სააგენტო - ტემპერატურის მატებასთან ერთად, ფაროსანა საცხოვრებლებიდან კვლავ ნათესებში ინაცვლებს, სადაც კონკრეტული ლოკაციები იწამლება. აზიური ფაროსანას გამო, ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა.

      გავიშალოთ მსოფლიოს მასშტაბით - გიორგი კვირიკაშვილი სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა და შეხვედრაზე განაცხადა - უნდა გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომ სუამის ფორმატი კიდევ უფრო განვითარდეს და კიდევ უფრო ძლიერად იყოს წარმოჩენილი საერთაშორისო არენაზე. სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრები მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. პავლო კლიმკინი - სუამ-ის ქვეყნებს გვაქვს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით საერთო გამოწვევა, რომელიც შექმნილია რუსეთის ფედერაციის მიერ. ელიზაბეთ რუდი - ჩვენ განვაგრძობთ სუამ-ის წევრ ქვეყნებთან ახლო თანამშრომლობას კონფლიქტების მოგვარების, ტრეფიკინგსა და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში. ვიქტორ დოლიძე - საქართველოს თანამშრომლობა ნატო-სთან დღითიდღე მატულობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვიქტორ დოლიძე - ევროკავშირში უვიზო მიმოსვლისას დარღვევები ძალიან მინიმალურია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ იმოქმედებს რეჟიმის შეჩერებაზე. მიხაელ როთი - საქართველო სწორი მიმართულებით მიდის. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს.

      ოპოზიციის დაპირისპირება პოზიციას მართალი ეგონაო, თუ როგორც არის, მაგრამ მაინც - დედამიწის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი - ”ევროპულმა საქართველომ” ივანიშვილი გააძლიერა. დეგრადაციის ახალი საზომი - ასტრონომიული - გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს - გულწრფელად მძიმე საყურებელია შენი ასტრონომიული დეგრადაცია.

      ცხადია, ოპოზიციის ეს დაყოფა არჩევნებს უკავშრდება, ამიტომ თემის ლოგიკური გაგრძელება #არჩევნები2017 - არჩევნების თემაზე "ედისონ რისერჩი" წინასწარი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც:

  • კახის - 34%
  • ზალიკოს - 14%
  • ალეკოს - 14%
  • ელენეს - 5%
  • ირმას - 2%
  • გუგავას - 2%
  • კუკავას - 1%
  • ვაშაძეს - 1%
  • შერგელაშვილის - თითქმის 1%; 
  • არ გადამიწყვეტია - 13%
  • უარი პასუხზე - 7%
  • არავის - 6%

      პირდაპირ კავშირშია არჩევნები და ცესკო - ცესკო დევნილებს შეახსენებს, რომ არჩევნებში ხმის მისაცემად ე.წ. დევნილის მოწმობის წარდგენა აღარ სჭირდებათ. ბრალდებების უარყოფის და თავის მართლების რეჟიმიც ახლავს არჩევნებს - „ქართული ოცნება“ - საბავშვო ბაღების არც ერთი თანამშრომელი „ქართული ოცნებისგან“ პარტიულ დავალებას არ იღებს. ლევან ნატროშვილის ინფორმაციით, პროკურატურა საარჩევნო კამპანიაში საბავშვო ბაღების თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზე გამოძიების დაწყების საფუძველს ვერ ხედავს. გიორგი ვაშაძე –ყველა კანდიდატს უნდა ჰქონდეს დებატების თანაბარი შესაძლებლობა.

      კონსტიტუცია კიდევ განიხილება და დგას დღის წესრიგში - გია ვოლსკის განცხადებით, კონსტიტუციასთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციების სისწორე ვენეციის კომისიის და სხვა ექსპერტების შეფასებებმა დაადასტურა. ანა დოლიძე - პრეზიდენტის მცდელობა იყო და იქნება, რომ კონსტიტუცია ერთპარტიული დოკუმენტიდან გახდეს მთელი პოლიტიკური სპექტრის კუთვნილება.

      კონსტიტუციის შემდეგ, პარლამენტი უკვე ახალ ბიუჯეტს განიხილავს - სალომე სამადაშვილი - ქვეყნის ბიუჯეტი არ უზრუნველყოფს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. გია ვოლსკი - 2017 წელთან შედარებით, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვან ცვლილებებს გვთავაზობს. პარლამენტის კომიტეტი გარემოს დაცვის სამინისტროსთვის საბიუჯეტო დაფინანსების 8 მილიონი ლარით გაზრდას ითხოვს. გიორგი კაკაურიძე - მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შემდეგ, ვალის კლების ტენდენცია გვექნება. გიორგი კაკაურიძე - საგარეო საქმეთა სამინისტროში ბიუჯეტის ზრდა ძირითადად საელჩოების დაფინანსებაზე მოდის და არა ადმინისტრაციულ ხარჯებზე. აკაკი ზოიძის განცხადებით, თუ თამბაქოს კონტროლის კანონთან დაკავშირებით ბიუჯეტში დაფინანსება არ გაიზრდება, კომიტეტი ბიუჯეტის კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. დიმიტრი ცქიტიშვილი ბიუჯეტის განხილვაზე - ყველა დეპუტატი ფინანსისტი არ არის და ჩვენთვისაც რთულია ამდენი ციფრის ერთდროულად აღქმა. გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, ვერტმფრენების და სახანძრო მანქანების შესაძენად გარკვეული თანხების მობილიზება ხდება. დიმიტრი ქუმსიშვილი - 2018 წლის ბიუჯეტი კვლავ რჩება ჩვენი 4- პუნქტიანი გეგმის მხარდამჭერ დოკუმენტად. ე.წ. მოსმენების სამსახურისთვის ახალი შენობის მშენებლობა იგეგმება. ირაკლი აბესაძე - მთლიანობაში ეს ბიუჯეტი არ პასუხობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების უმნიშვნელოვანეს ამოცანას. მინისტრის მოადგილემ თავდაცვის უწყების 2017 და 2018 წლის ბიუჯეტებს შორის არსებული განსხვავების მიზეზი განმარტა.

      მსჯავრდებულებიც იწერებიან. მაგალითად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ე.წ. მატროსოვის ციხიდან წერილი გამოაგზავნა. ამონარიდები წერილიდან: „ბუნებრივია, ჩვენ მოვახერხეთ ჩემი უდანაშაულობის დადასტურება სასამართლოზე. მეორე საკითხია, გაითვალისწინა თუ არა ეს მოსამართლემ. შეუძლებელია სხდომებზე დაიცვა თავი და გამართლდე, როდესაც განაჩენი სხდომებამდე წინასწარ აქვს გამოტანილი მოსამართლეს. მქონდა მიზეზი არ დავსწრებოდი განაჩენის გამოცხადებას. საბოლოოდ ყველამ ნახა, რომ ეს მიზეზი გამართლდა“, - „სამწუხაროდ, საეკლესიო სასამართლო დღეს საქართველოში არ არსებობს“ - [შორენა თეთრუაშვილმა და მეუფე იაკობმა] „ყველას მისცეს სიგნალი, რომ არავინ გაბედოს მათი არაკეთილსინდისიერი საქმიანობის სააშკარაოზე გამოტანა“.

      რატომ დაკარგეს ექიმებმა ექიმობა?! - 67 ექიმისთვის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება, ძირითადად დედათა და ბავშვთა მომსახურების სფეროში, ქირურგიულ და დიაგნოსტიკურ შეცდომებს უკავშირდებოდა.

      ვერ ვსწავლობთ სხვის გამოცდილებაზე? ალ კაპონეც კი ასე დაიჭირეს და ამათ რა ეგონათ? - საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა.

      ფასდაკლებები ჯარიმებზე - ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის sms-ით მიღების შემდეგ, ჯარიმის 10 დღეში გადახდის შემთხვევაში, პირი 20%-იანი შეღავათით ისარგებლებს. 1 ნოემბრიდან ჭკვიანი კამერები იწყებენ პატრულირებას. შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, 2018 წლის ბოლოსთვის ქვეყნის მასშტაბით, 3 ათასამდე ”ჭკვიანი კამერის” დამონტაჟება იგეგმება.

      ცურვა კარგია ეკონომიკაშიც, თურმე - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი - მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლების კურსს მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში. დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენ შევძელით ახალი, ზრდაზე ორიენტირებული ფისკალური მოდელის შექმნა, რომლის მიზანი ეკონომიკური ზრდა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერებაა. მერსედეს ვერა-მარტინი - საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით განსაზღვრული ყველა ციფრობრივი კრიტერიუმი შესრულებულია და უმეტეს შემთხვევებში, მნიშვნელოვანი გადაჭარბებით. მერსედეს ვერა მარტინი - სსფ 2017 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 4.3%-მდე ზრდის და საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პროგრამას შთამბეჭდავად აფასებს. დიმიტრი ქუმსიშვილი - პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით მიმდინარეობს, მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას ეფუძნება. მერსედეს ვერა-მარტინი - ხელისუფლება აგრძელებს ფისკალური რისკების მართვას, საგადასახადო სამსახურის გაძლიერებას. დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს იმ რეჟიმს, რომელიც დღეს აქვს, ეს არის მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. კობა გვენეტაძე - სექტემბრის მონაცემებით, ეროვნული ბანკის რეზერვებმა 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

      დაბალი კრიმინალიც არ დაგვამშვიდებს - გიორგი მღებრიშვილი - საქართველოში კრიმინალის დონე ძალიან დაბალია, მაგრამ ეს დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს.

საზღვარგარეთულები:

      ოკეანე არ ვიცი, მაგრამ ოკეანის გადაღმა ტრადიციულად აქტიურობს მილიარდელი პრეზიდენტი - დონალდ ტრამპი - „მხოლოდ ერთი რამე იმუშავებს“ ჩრდილოეთ კორეის პრობლემასთან დაკავშირებით. მისი მოპასუხე ამჯერად იყო კიმ ჩენ ინი - აშშ ცდილობს ჩრდილოეთ კორეის დამოუკიდებლობის გაგუდვას და არსებობის უფლებაზე უარის იძულებას. ტრამპი მუქარებს ან შეგონებებს აგრძელებს - დონალდ ტრამპი - ირანი ცუდი მოთამაშეა, რომელსაც შესაბამისად უნდა მოექცე. კიდევ ერთი ამერიკული ნიუსი შეჩერებულ ვიზებს ეძღვნება - აშშ-მა თურქეთში არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა. 1 - 1_იო თურქეთმა - თურქეთის მთავრობამ აშშ-ს გადაწყვეტილებას უპასუხა და არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა. მოკლედ, ამერიკას არავინ არაფერს აღარ არჩენს! რუსეთში აშშ-ს ახალი ელჩი - რუსეთის ხელმძღვანელობასთან ერთად მუშაობას ვაპირებ, რათა პრაგმატიზმის საფუძველზე მოვახდინოთ ურთიერთობების წარმართვა.

      ახალი მეზობლები არაფერში მჭირდებაო ერდოღან, მაგრამ განა სახლის შეცვლას, ქვეყნის საზღვრებს გულისხმობდა - რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი თავის საზღვრებთან ახალი სახელმწიფოების შექმნას არ დაუშვებს. სტამბოლში აშშ-ს გენერალური საკონსულოს კიდევ ერთი თანამშრომლის დაკავებაზე გასცეს ორდერი. თურქეთის იუსტიციის მინისტრი -ანკარა აშშ-სგან არასაიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას ელოდება.

      ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ - დიმიტრი მედვედევმა მსოფლიო ლიდერებს „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებისთვის ძალისხმევის გაერთიანებისკენ მოუწოდა.

სირიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი - აშშ იარაღს „ისლამურ სახელმწიფოს“ და სხვა ექსტრემისტურ დაჯგუფებებს აწვდის.

      ნატოც შფოთავს ნატოს საზღვრებთან რუსეთის აქტიურობისას - იენს სტოლტენბერგი - შეშფოთებული ვართ ჩვენს საზღვრებთან რუსეთის სამხედრო აქტიურობის განვითარებით. რუმინეთის პრეზიდენტი - ნატო რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის მიერ ალიანსთან ურთიერთობის გაღრმავების მსურველი მეზობლების დაშინების მცდელობებს გმობს.

      დემოკრატიას სჭირდება აღდგენა - ესპანეთის ვიცე-პრემიერი - თუ კატალონიის პარლამენტი ცალმხრივად დამოუკიდებლობას გამოაცხადებს, ესპანეთის მთავრობა დემოკრატიის აღსადგენად ზომებს მიიღებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 127

ტეგები: qwellynews, არჩევნები, ბიუჯეტი, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მრავალფეროვანი qwellynews - კვლევები, ჯანდაცვა, პენიტენცია, სამთავრობო ცვლილებები, იმპიჩმენტი, ელჩობა, პროკურატურა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 17, 2020.
საათი: 11:40pm 4 კომენტარი

      ქველინიუსის მთავარი აბავი - ქართული სოციალური ქსელი, მილიონიანი მკითხველით - დიახ, www.qwelly.com-ის მკითხველთა რაოდენობა მილიონზე მეტია. დღის სხვა ამბებში, NDI-ის კვლევის შედეგებია,…

გაგრძელება

იღბლიანი მოვლენები

გამოაქვეყნა Kakha_მ.
თარიღი: იანვარი 17, 2020.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

   21 ოქტომბერით თარიღდება. როგორია ანარეკლი არაფრის? სწორად გამიგეთ, ეს მომენტია როცა დგახარ და ხედავ დაუსრულებელ სივრცეს, ეს ძლიერი ემოციის მქონე მომენტია, და თუ ზიხარ მაშინ წარმოსახის დიდი ძალის მქონე ხარ, მაგრამ ეს უნდა დაინახო, თუ რა მასშტაბისაა სივრცე, რომელიც დაუსრულებელია და სივრცე რომელიც შენი გონებაა, ის ასეთივეა დაუსრულებელი და ემოციური, პირველად ეს ნისლიან შემოდგომის დღეს ჩანს (ემთხვევა მოვლენას, როცა ადამიანის გონი მუდმივ ხეტიალშია და ნისლზე…

გაგრძელება

ძვირი წამლები ვადის გარეშე, არჩევნები აფხაზეთში და შოთაძე გენპროკურორად

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 16, 2020.
საათი: 7:00pm 1 კომენტარი

      როდესაც NDI კვლევას აქვეყნებს, მაშინვე დღის მთავარი ამბავი სწორედ კვლევის შედეგები ხდება, კვლევის პროცესის, კითხვარის, შერჩევის და მთელი წინარე პროცესის გამოუკვლეველად. დღესაც ასე იყო - შედეგების განხილვას, მოწონება-დაწუნებას დაეთმო მთელი დღე. ასევე დღის მთავარი თემა იყო აფხაზეთში მიმდინარე პროცესები, შოთაძის სავარაუდო დაბრუნება პროკურატურაში - გენერალურ პროკურორად, ასევე სერგეენკოს მინისტრობისას მედიკამენტების ვადაგასულობის…

გაგრძელება

ადამიანის უფლებებზე მორიგი შენიშვნები, უსაქმური შენობა, სემეკის ტარიფოლოგია და გადამდგარი რუსეთი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 15, 2020.
საათი: 11:30pm 2 კომენტარი

      ზამთარი კუდის ქნევას თავს არ ანებებს და ამ შუა ღამისას წვიმა-თოვლი წამოაყარა, ალბათ ნალექი იქნება, მაგრამ სითბო შენარჩუნდება - თოვლს არავინ ელის. ამას გარდა, ქვეყანაში მთავარი თემა, ამჯერად, მორიგი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა-რეკომენდაციებია - ადამიანის უფლებები. დღის მეორე თემა, პარლამენტარების თავშეყრის ქუთაისურ შენობას ეხებოდა, ასევე რუსეთის გადამდგარ მთავრობასა და სემეკის ტარიფებს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 15…

გაგრძელება

Qwelly World

free counters