ეგზისტენციალიზმი

ეგზისტენციალიზმი (ექსისტენციალიზმი) - ფილოსოფიური და ლიტერატურული მიმდინარეობა. ჩაისახა პირველი მსოფლიო ომის ბოლოს, გერმანიაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გავრცელდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ამას ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ მან ფილოსოფიის ცენტრში დააყენა ადამიანის არსებისა და არსებობის სიღრმისეული პრობლემები. მოაზროვნე, რომლის პირადმა რელიგიურმა გამოცდილებამ დიდი გავლენა მოახდინა ეგზისტენციალისტებზე სიორენ კირკეგორია. ასევე გავლენა მოახდინეს ნიცშემ და ჰუსერლიმ.

ეგზისტენზიალიზმის ფუძემდებლები:

მარტინ ჰაიდეგერი

   ჰაიდეგერს სურს არა მარტო ცნობიერების გარეთ, არამედ საერთოდ სამყაროს გარეთ გავიდეს და ყოფიერებიდან დაადგინოს ცნობიერების, შემეცნების და საერთოდ ადამიანური მოქმედების ღირებულება. ნათელია, რომ სამყარო მის ფილოსოფიაში არ მოიცავს ყველაფერ იმას, რისი მოაზრებაც შეიძლება. ყოფიერების ბუნების დადგენით და მასთან ადამიანის არსის დაკავშირებით უნდა იქნეს გააზრებული სამყაროს ისტორია, რაც არსებითად ადამიანის ისტორიაა. სამყარო ადამიანთან აუცილებელ კორელაციაშია, ადამიანი არსებობს მხოლოდ, როგორც სამყაროში მყოფი, ხოლო სამყარო მუდამ ისაა, რაშიც ადამიანი, მუნყოფირება (Dasein) ცხოვრობს. როცა ჰაიდეგერი სამყაროს იღებს, როგორც სამყაროში არსებულ ყოფიერთა მთლიანობას ადამიანის გარეშე, იგი ამ სიტყვას ბრჭყალებში სვამს. სამყაროდან გარეთ გასასვლელად კვლევის გამოსავალი უნდა იყოს სამყაროში მყოფი ადამიანი. ესაა პირველადი მოცემულობა. სამყაროსაგან სუბიექტის მოწყვეტა და მერე მათი დაკავშირების ან სუბიექტიდან სამყატოს გამოყვანის ცდა ჰაიდეგერს ევროპული ფილოსოფიის თანდაყოლილი რაციონალიზმის ერ-ერთ საბედისწერო შედეგად მიაჩნია. ადამიანის ცხოვრების დაკარგული საზრისი, ჰაიდეგერის აზრით მხოლოდ ყოფიერებასთან კავშირში შეიძლება იქნეს გაგებული. ეს იქნა, ამავე დროს, ადამიანური სამყაროს და ადამიანის ისტორიის აუცილებლობის გაგება თვით ყოფიერებისათვის. ამ მიზნით, ჰაიდეგერმა ყოფიერების ფენომენოლოგიის შექმნა ისურვა ; ყოფიერება დანახული უნდა ყოფილიყო ისე, როგორც იგი თვით აჩვენებს თავის თავს. ჰაიდეგერი ფიქრობს, რომ ევროპული ფილოსოფია, წარმოადგენს ევროპული ადამიანის არსებობის წესის, მისი ცხოვრებისა და ისტორიის თავისებურებების განმსაზღვრელს. ისტორიული ეპოქები განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ ყოფიერების როგორი გაგება აქვს ადამიანს. რაღაცნაირი გაგება კი უნდა ჰქონდეს ადამიანს. ჰაიდეგერისათვის ეს ურყევი ფაქტია. ყოფიერებასთან მიმართება ქმნის ადამიანის სპეციფიკას. ყოფიების ეს წინაონტოლოგიური გაგება საფუძვლად უდევს ადამიანის, როგორც პრაქტიკულ ისე თითოეულ მოღვაწეობას. ესაა ადამიანის ანუ მუნყოფიერების ყოფიერება, რომელსაც ჰაიდეგერი ექსისტენცს (existenz) უწოდებს. ექსისტენციით ანუ ყოფიერების რაღაცნაირი გაგებით (Versteen) განსაზღვრული მხოლოდ ადამიანია, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი არსებით ფილოსოფოსია, მეტაფიზიკოსია ე.ი. ფიზიკის გარედან უყურებს ფიზიკურ სამყაროს. ყოფიერების უამრავი შესაძლებელი გაგებიდან იგი მუდამ ერთ-ერთს ირჩევს და ეს არჩევანი ქმნის ადამიანის სახეს მის არსებას. დებულება ადამიანი მუნყოფირებაა იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელშიც ღიაა ყოფიერება, იგი ჭეშმარიტად ყოფნაა (Wahrsein), რომელმაც იცის თავის მიმართება ყოფიერებასთან. ამიტომ ადამიანის შინაგანი სტრუქტურის, ადამიანის ყოფიერების ანუ ექსისტენცის ანალიზმა უნდა გაგვიკვალოს გზა საერთოდ ყოფიერებისაკენ. ყოფიერების ევროპული, ტრადიციული გაგების შექმნა, ჰაიდეგერის აზრით ფიქსირებულია პლატონის ფილოსოფიაში ლ. პლატონის "სახელმწიფოს" VII წიგნში, გამოქვაბულისა და მის გარეთ არსებული ჭეშმარიტი სინამდვილის შესახებ, მოთხრობილი მითი იმის დამადასტურებელია, რომ ყოფიერების ახლებური გაგება იქნა დადგენილი, არჩეული. ყოფიერების ადგილას დასმული იქნა ყოფიერი, ე.ი. ყოფიერება გაგებულ იქნა როგორც ერთ-ერთი ყოფიერი, არსებული სხვა არსებულთა გვერდით. ამგვარი გაგება აუცილებლად გულისხმობს ყოფიერებად ჩათვლილი სინამდვილის მიჩნევას წმინდა სინათლედ, რაციონალურად, იგი შეიძლება ადამიანურმა გონებამ ვერ გაიგოს, მაგრამ თავისთავად მაინც სინათლეს და სიცხადეს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე ევროპულმა ფილოსოფიამ მიზნად დაისახა იმ გზების ძიება, რომლებიც ამ სინათლის დანახვას შეგვაძლებინებს.

მიგელ დე უნამუნო

     1880-90 წლებში უნამუნო ბაკუნინის, ლასალიას, მარქსის სოციალისტურმა იდეებმა გაიტაცა. ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა სოციალისტურ ყოველკვირეულში "ლუჩა დე კლასე" {კლასობრივი ბრძოლა}. 1898 წელს, სამი წლის ვაჟის მენინჰიტის ინფექციით გარდაცვალებით გამოწვეული რელიგიური კრიზისის შემდეგ, სოციალიზმს ჩამოსცილდა და ფილოსოფიური კონცეპციის შემუშავებას მიჰყო ხელი. დიდი გავლენა იქონია უნამუნოზე ავგუსტინის შემოქმედებამ და იდეებმა, დაეწაფა შუასაუკუნეების ესპანელ მისტკოსებს, გატაცებით კითხულობდა ბ.პასკალსა და ს. კერკეგორას, რისთვისაც მან დანიური შეისწავლა ტექსტების ორიგინალში საკითხავად.

ვაჟის დაღუპვა დონ მიგელმა აღიქვა როგორც მსოფლიო ტრაგედია, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს მარადიულად სურს ცხოვრება, მაგრამ არ ძალუძს. 1897 წლიდან დაწყებული და მთელი მისი შემოქმედების მანძილზე მის ნაწარმოებებში შეიმჩნევა ფიქრი რწმენასა და ურწმუნობაზე, სიკვდილსა და უკვდავებაზე, მის ყველა ტექსტს ტრაგიკული ნოტა გასდევს.

უნამუნო ავითარებს ღმერთის იდეას როგორც ფუნდამენტური ყოფიერების წყურვილის პროექციას უნივერსუმის უსასრულობასა და პირადი უნივერსუმისა და პირადი უკვდავების გარანტიაზე. უკვდავების რწმენის შენარჩუნების სურვილმა და ამავდროულად რელიგიურ ჭეშმარიტებებში დაეჭვებამ განსაზღვრა უნამუნოს მისწრაფება ე.წ. "კიჰოტიზმისკენ" , ანუ არარსებული იდეალის სახელით ბრძოლისაკენ რასაც გონება უაზრობად აღიქვამს. უნამუნოს ფილოსოფიის ცენტრალური პრობლემა - პიროვნების სულიერი ცხოვრებაა, რომელიც, მისი აზრით, მიმართულია სასრულისა და უსასრულოს წინააღმდეგობრიობაზე: პირადი უკვდავების სურვილს ეწინააღმდეგება რაციონალისტური დარწმუნებულობა არსის მოკვდავობაში, რწმენის მოთხოვნილებას კი - თანამედროვე გონებისთვის რწმენის შეუძლებლობაში.

     უნამუნოს "აგონიის" ცნება შემოაქვს, როგორც ცხოვრების განსაკუთრებით ტრაგიკული აღქმა, რაც გონისა და რწმენის შეურიგებელი დუალიზმით არის გამოწვეული. ("ხალხისა და ადამიანების სიცოცხლის ტრაგიკული შეგრძნების შესახებ" 1913, "ქრისტიანობის აგონია" 1924

ნიჰილიზმი

ნიჰილიზმი (nihil, არაფერი) - მსოფმხედველობა, რომელიც უარყოფს ეთიკური ნორმების, ქცევის წესების ან ზოგადად ადამიანის არსებობის რაიმე აზრს, მიზანს.

ნიჰილიზმს, როგორც ფილოსოფიურ მიმდინარეობას, ხშირად ფრიდრიხ ნიცშეს უკავშირებენ. ხელოვნების მიმდინარეობები, როგორიცაა დადაიზმი, ფუტურიზმი, ასევე ნიჰილისტურ მოძრაობებად მიიჩნევა.

ცოტა რამ ნიჰილიზმის შესახებ

     ყველა ეპოქას თავისი შესატყვისი ღირებულებები აქვს, რაც განპირობებულია ეპოქის ხასიათით. ანტიკურ პერიოდში მას მითოლოგია და ფილოსოფია განსაზღვრავდა. შუა საუკუნეებში გაბატონებული მდგომარეობა მოიპოვა რელიგიამ, რამაც განაპირობა შესაბამის ღირებულებათა წარმოქმნა; აღორძინების ეპოქაში უპირატესობა ჰუმანისტურმა და საერო იდეალებმა მოიპოვეს; ახალ დროში კაპიტალიზმის ჩამოყალიბებას და დამკვიდრებას თან მოჰყვა საბაზრო ეკონომიკის და დემოკრატიის შესაბამისი ღირებულებები. მეცნიერულ – ტექნიკური პროგრესის ეპოქაში წამყვანი ფასეულობა გახდა მეცნიერება და ტექნიკა.

     როგორც ვნახეთ, ეპოქათა ცვალებადობის კვალდაკვალ ხდება ღირებულებათა შეცვლა. იმსხვრევა ძველი და მის ადგილს თანდათანობით იკავებს ახალი. ეს არის ღირებულებათა გადაფასების პროცესი, რომლის შედეგად მიმდინარეობს ძველი ეპოქის გამომხატველი ღირებულებების შეცვლა ახალი ეპოქის შესატყვისი იდეალებით. ეს ნორმალური პროცესია, რადგან მას აუცილებლობით მოითხოვს საზოგადოებრივი პროგრესი.

     სულ სხვა ვითარებასთან გვაქვს საქმე, როდესაც ბჭობა ეხება ნიჰილიზმს. იგი წარმოდგება ლათინური სიტყვიდან "ნიჰილ", რაც ნიშნავს არარას. ნიჰილიზმი არის თეორია, რომელიც მოითხოვს არა ღირებულებათა გადაფასებას, არამედ საერთოდ უარყოფს ყოველგვარი ღირებულების მნიშვნელობას. იგი არ ატარებს პრინციპულ განსხვავებას დადებით და უარყოფით ღირებულებებს შორის. რომელს დაამკვიდრებს ადამიანი – ჭეშმარიტებას თუ სიცრუეს, სამართლიანობას თუ უსამართლობას, კანონიერებას თუ უკანონობას, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ნიჰილიზმისათვის დადებით და უარყოფით ღირებულებებს ერთნაირი ფასი აქვს. ამიტომ სულერთია მათგან რომელს განახორციელებს ადამიანი. ეს არის ღირებულებათა გაუფასურების, დევალვაციის პროცესი, რადგან თუ ჭეშმარიტებასა და მცდარობას, ზნეობასა და უზნეობას ერთნაირი მნიშვნელობა აქვს, მაშინ რა ფასი აქვს მათ შორის განსხვავებას? ყველაფერი დამოკიდებულია პიროვნების ნებაზე. ყოველ ინდივიდს შეუძლია აირჩიოს ის, რაც მას მოესურვება. ვისაც უნდა სიკეთე, შეუძლია განახორციელოს იგი, მაგრამ ვისაც უნდა ბოროტება, იმავე უფლებით შეუძლია მისი განხორციელება. ყველაფერი შესაძლებელია, ამიტომ ნებადართულია.

     ნიჰილიზმის პრაქტიკული შედეგია ვოლუნტარიზმი – თვითნებობა და განუკითხაობა. არავის არაფერი ეკისრება, ვისაც რა უნდა, ის აკეთოს. არ არსებობს ობიექტური კრიტერიუმები, რომლის მიხედვით შესაძლებელი იქნებოდა ვინმეს ქმედების შეფასება და განსჯა, რადგან არ არსებობს სავალდებულო და საყოველთაო მნიშვნელობის ღირებულებანი. ყველა ღირებულება სუბიექტურია, ასე ვთქვათ, ერთნაირად ფასობს. ამიტომ ვისაც რა უნდა, იმას აირჩევს და გააკეთებს. ამ მხრივ ადამიანს აქვს აბსოლუტური, შეუზღუდავი თავისუფლება.

     ნიჰილიზმი იგივე სკეპტიციზმია, ოღონდ ღირებულებათა სფეროს მიმართ. არცერთ მორალს უპირატესობა არ გააჩნია. ყოველ ინდივიდს თავისი მორალი აქვს, ამიტომ ვერავინ სხვას ვერ განსჯის. არ არსებობს საყოველთაო და სავალდებულო მორალი, რომლის მიხედვით შესაძლებელი იქნებოდა ობიექტური განსჯა და შეფასება. ამ მხრივ მეტად საყურადღებოა ფრიდრიხ ნიცშეს თვალსაზრისი.

     ნიცშეს ფილოსოფია აღსავსეა ნგრევის პათოსით. მას სურს დაამხოს ევროპული ცივილიზაციის ყველა კერპი, მოარღვიოს ფუძე იმ ღირებულებებისა, რომლებიც მრავალი საუკუნის მანძილზე ითვლებოდნენ ადამიანთა მოქმედების უმაღლეს და მყარ საზომად. ტრადიციულ მორალსა და ქრისტიანულ რელიგიაში ის ხედავს დაცემის სიმპტომებს, თანამედროვე ადამიანში – გადაგვარებას. სფერო, რომელიც ხდება ნიცშეს უკომპრომისო კრიტიკის ობიექტი, არის ევროპული კულტურა, მისი ყველა ძირითადი ასპექტი.

     საკუთრივ ნიცშეს ფილოსოფია იწყება ცნობილი თეზიდან – "ღმერთი მოკვდა"(ასე იტყოდა ზარატუსტრა). ამის საფუძველია ტრადიციული უმაღლესი ღირებულებების უაზრობად, გამოგონილად გამოცხადება და მათი გაუფასურება. მაგრამ მალევე "ღმერთის სიკვდილი" და ტრადიციულ ღირებულებათა გაუფასურება ნიცშეში წარმოშობს ამბივალენტურ გრძნობას. ტრადიციულ ღირებულებათა დამხობის შედეგად მოპოვებული თავისუფლებით აღფრთოვანებას თან ერთვის სულიერი სიცარიელის, რაღაც აუნაზღაურებელი დანაკარგის შეგრძნება, რაც გამოწვეული იყო სწორედ "ღმერთის სიკვდილით". არსებობს მოსაზრება, რომ ნიცშეს მთელი დარჩენილი ცხოვრება იყო ამაო სწრაფვა რაღაცით ამოევსო ის სიცარიელე, ის ვაკუუმი, რომელიც "ღმერთის სიკვდილის" შემდეგ გაჩნდა. ნიცშე მოკლებული იყო როგორც რელიგიურ, ასევე სხვა სულიერ ორიენტირებს და თვლიდა, რომ თავად ის და მთელი მისი ეპოქა სულიერი კრიზისის, ნიჰილიზმის ტყვეობაში იმყოფება. ამისი მიზეზი, მისი აზრით, მხოლოდ ქრისტიანული რელიგიაა. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ შურისძიების გრძნობით აღსავსე ნიცშე მთელი მრისხანებით თავს დაატყდა ქრისტიანობას. ნიცშე თვლის, რომ სწორედ ქრისტიანულმა რელიგიამ დაამხო ათასწლოვანი პერსპექტივის მქონე რომის იმპერია, დაასამარა ჯანსაღი ანტიკურობა და გადაიქცა კაცობრიობის სულიერი დაავადების – ნიჰილიზმის – წყაროდ.

ბიბლიოგრაფია:

კ.ბაქარაძე,"ექსისტენციალიზმი",1962წ.

XX საუკუნის ბურჟუაზიული ფილოსოფია.

თბილისი.1970წ. "განათლება"

O.Poggeneir,Der Denkweg W.Heideggers, 1963.

ნახვა: 7959

ტეგები: Qwelly, ფილოსოფია

ლიკა: დეკემბერი 27, 2012||3:15pm

საიდანაა ეს ტექსტი ნიჰილიზმის შესახებ?

ლაშა: დეკემბერი 27, 2012||3:19pm

კახაააა... საიდანაო გეკითხება ლიკუნა... :)

Kakha: აპრილი 21, 2015||12:02pm

პასუხი დროულია :D ეგზისტენციალიზმი - ნიჰილიზმი საიდან არის თუ მარტო ტექსტი? :D

Kakha: ივნისი 14, 2015||5:52pm

ლიკა ნიცშეს კვლევით იყო მგონი დაინტერესებული ))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მოშორებული ავი ჩვენება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: თებერვალი 22, 2019.
საათი: 3:30pm 0 კომენტარი

ბუმერანგი (ამონარიდი)

      მოვითქვი სული, მოვიშორე ავი ჩვენება, და ახლა უკვე ქვეითად გავუდექი გზას. ცეცხლოვანი ჩირაღდნების ნიაღვრები აღარ ჰბურავდნენ შორს…

გაგრძელება

ხაზარაძის გადადგომა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 21, 2019.
საათი: 11:28pm 1 კომენტარი

      მოვლენების ამგვარ განვითარებას არავინ მოელოდა. გულშემატკივრებიც მრავლად ჰყადა და რაც მთავარია პოლიტიკისთვის - ფულიც არ ჰქონდა სადმე საძებარი, გავლენებიც არ უნდა აკლდეს, მაგრამ მაინც გადადგა -…

გაგრძელება

დაპირისპირებული მაიამი და ფილადელფია

გამოაქვეყნა thechampionrings_მ.
თარიღი: თებერვალი 21, 2019.
საათი: 1:30pm 0 კომენტარი

Preview: Miami vs Philadelphia

      Sixers begin second half without Embiid vs. Heat

      The Philadelphia 76ers(Philadelphia 76ers championship rings) will look to begin a post All-Star break…

გაგრძელება

პოლიციასთან ურჩობა, საგუნდო გამოსვლები, ინფრასტრუქტურის მინისტრი პარლამენტში და ფასიანი პარკინგი მთელს ქალაქში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 20, 2019.
საათი: 10:30pm 1 კომენტარი

      კვირის განზოგებაზე, დღის მთავარი ამბები რამდენიმე ძველი თუ ახალი მიმართულებებით გადანაწილდა - ერთი რომ ქართული ოცნება შეიკრიბა გუნდურად და გუნდური განცხადებაც გაავრცელა, შემდეგ ძველი თემა იყო…

გაგრძელება

Qwelly World

free counters