მაუსი ზოგჯერ უპრაკუნოდ აკლიკებს ხოლმე და ინტერნეტში უკვე არაერთგზის გადავეყარე ნარატივს - რელიგია ხალხის სამართავად მოიგონეს, მორწმუნე ადამიანებს ღმერთი კომფორტისთვის სჭირდებათ, რომ თავი უკეთესად იგრძნონ, პასუხისმგებლობა მოიხსნან, რომ თავისი წარუმატებლობა რაღაც უხილავ ძალებს გადააბრალონ და ა.შ. აღარაფერს ვამბობ იმ ქილიკსა და დაცინვაზე, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, მორმწუნე ადამიანების მიმართ ისმის და საზოგადოების გარკვეულ ფენებში ნორმადაც არის მიჩნეული (მე რა, რომ ეს ფენები ხშირად ჩაგრულთა დამცველებად გვევლინებიან - დაცინვა დაჩაგვრა არ არის).


წყარო

      კამათი იმის შესახებ, რელიგია ხალხის სამართავად მოიგონეს, ოპიუმია ის თუ ბიზნესი, ძალიან შორს წაგვიყვანს და ვფიქრობ, არც ნოვატორები ვიქნებით ამ საკითხის განხილვაში, მითუმეტეს, რომ ღმერთთან კავშირის აღდგენა (religare) ცდება ამ ბლოგის იდეას, ამიტომ ზემოხსენებული ნარატივის მეორე ნაწილზე - მორწმუნე ადამიანის კომფორტულობაზე ვისაუბროთ.

      მოდით, დავსვათ ასეთი კითხვა - მართლაც არიან თუ არა მორწმუნენი უდარდელები? რწმენის სიმტკიცის მტკივნეულობაზე რამდენიმე კვირის წინ უკვე დავწერე - თუ რწმენის ერთგულებას რა სიმწარე გააჩნია (იხილეთ აქ), ასევე, წარმატების ქრისტიანულ ფორმულაზე პავლე მოციქული წერდა და გამეორებას აზრ არ ექნება (აქვე: უხეირო წარმატება და პარადოქსი) და ამჯერად, ცოტა გავაფართოვოთ სარწმუნოებრივი მწუხარების ამბავი.

      ვინაიდან, ბოლო დღეებში qwellynews-შიც მხოლოდ ხანძრების თემა დომინირებს, ამ მაგალითზე შევხედოთ.

      ურწუნო მეხანძრე-მაშველი, უმაღლესი დონის სპეციალისტი, გამოცდილი, გამოწრთვნილი, გამობრძმედილი, ღირსების არაერთი ორდენით დაჯილდოებული, ყველა ღონეს ხმარობს გადაარჩინოს ხანძარმოკიდებული სახლი, შიგნით ადამიანებით. არც უშინდება და არც ნებდება დიდ ცეცხლს და თავს სწრავს საკუთარ საქმეს და მოვალეობას. საბოლოოდ, ვერავის უშველა, მაგრამ ამ მონდომებამ ისე დააუძლურა, რომ გავარვარებული სახლიდან მისი გამოყვანა და გადარჩენა სხვა მაშველებს მოუწიათ.

      და მორწმუნე მეხანძრე-მაშველიც ანალოგიური CV-ით და ისტორიით.

      როგორც წესი, ბედნიერებაც და უბედურებაც, უდარდელობა და დარდიანობაც, გრძნობადი სამყაროს ნაწილია და ამავე დონეზეა ვარაუდები გამოსათქმელი.

      ორივე მათგანი დამწუხრებულია. ორივე მათგანს მეგობრები ამშვიდებენ სტანდარტული ტექსტით - შენ რაც შეგეძლო, ყველაფერი გააკეთე! და მართლაც ასეა, რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა, თავგანწირვის ჩათვლით და რომც მომკვდარიყო რომელიმე მათგანი, ამით გარემოება არ შეიცვლებოდა, ვერავის უშველიდა და ის ოჯახი მაინც დაიწვებოდა.

      ამ ორი ადამიანის იდენტურ ისტორიებს, იდენტური ტკივილიც აქვთ (მეხსიერების, დროის მდინარებისა და სინდისის მერყეობით), მაგრამ მორწმუნე ადამიანის ტკივილს ემატება ღმერთის დაკარგვის ტკივილიც, რადგან მორწმუნემ იცის - რომ ის რაც „კაცთაგან შეუძლებელ არს ესე, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს“. რომ კი - ელიამ ილოცა და იწვიმა; კი - ბრმადშობილმა ირწმუნა და თვალი აეხილა; კი - პეტრეს სწამდა და მისი ჩრდილი კურნავდა; კი - ქველის საქმით ცნობილი ტაბითა გაცოცხლდა. და, ნუთუ მას, იმდენი რწმენაც არ აქვს, რომ ხანძარი ჩააქროს? ოჯახს უშველოს? ნუთუ, სულ არ სწვდება მისი ხმა და ლოცვა ღმერთს? ან საერთოდ, იცის რომ ლოცვა? სულ ეს ესმის ყურში: მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა და ... იოტი ოდენა რწმენა და ...

      მესმის, ასეთ დროს მნიშნელოვანია ის გარემოებაც, რომ ადამიანმა არ იცის რა უნდა და ხშირად სურვილები მას უარესს უშვებიან (გავიხსენოთ: სურვილების ეშმაკის გამოსვლა), მაგრამ თავად რწმენის სიძლიერე? მორწმუნისთვის ღმერთდაკარგულობის განცდა და ტკივილი?

      დიახ! მორწმუნე ადამიანი არ აბრალებს გარეშე ძალებს თავის წარუმატებლობას - პირიქით, მათ მეტი წუხილი აქვთ ისევ საკუთარი თავიდან გამომდინარე, რომ გარდა იმ მარცხისა, რომელიც ურწმუნო ადამიანისთვისაც მცარე გადასატანი იქნებოდა, დაემარტა კიდევ ერთი - უფალო, რატომ არ გესმის ჩემი?! ... (ცხადია, სინანულსაც სჭირდება ცოდნა, რომ „სინანულის მოფიქრება“ არ გამოგვივიდეს სინანულის ნაცვლად, თორემ შედეგი - ნაყოფი სინანულისა - სახარბიელო არ იქნება).

- და... ნუგეში? რომ მწუხარება უიმედობად არ იქცეს?
- ამაზე მოგვიანებით!

ნახვა: 196

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ვარიაცია, სარწმუნოება, ტკივილი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

თითებზე ასხმული ქალაქები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 19, 2021.
საათი: 10:24pm 1 კომენტარი

      დიდი ხანია ოქრომჭედელი არ ყოფილა ჩვენი ბლოგის სტუმარი. დღეს ოლა შეხტმანი (Ola Shekhtman) უნდა გავიცნოთ. ოლას უყვარს მოგზაურობა და მოგზაურობისას, ამა თუ იმ ქალაქის სუვენირების შეგროვება. ერთხელაც გადაწყვიტა რომ თავად შეექმნა მუდმივი თანამგზავრი სუვენირი. ქალაქში ჩასვლისას, ოლა ფართო პეიზაჟებს აკვირდება, სწავლობს, ხატავს და ერთ სიბრტყეზე გადააქვს. შემდეგ იწყება ყველაზე რთული. თითოეული მისი ბეჭედი ხელით არის დამუშავებული, დახერხილი,…

გაგრძელება

ექსტრადირების ამბავი, კოკაინი და მიყურადება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2021.
საათი: 11:26pm 1 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება კოვიდის მეხუთე ტალღაზე საუბარი და შესამზადებლად ვაქცინაციის წახალისება. დღის მთავარ ამბებში კვლავ საარჩევნო „სისუფთავეა“, ასევე ფარული ჩანაწერები ნელ-ნელა გამომზეურება მტყუან-მართლის გარკვევის პარალელურად. მეგის ქარდავას ექსტრადაცია განხორცილდება. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პროტესტები საარჩევნოდ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 16, 2021.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      როგორც ჩანს დაანონსებული წვიმები მხოლოდ ქობულეთს აუხდა მძიმედ - ძლიერმა წვიმამ სახლები დაიტბორა, რამდენიმე სოფელში კი მეწყრული პროცესები განვითარდა. ქვეყანაში ისევ მოსმენების ამბავია აქტუალური და კვლავ სუს მიმართ ისმის კითხვები და პროტსტები. ცხადია, ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება და მის გარშემო ტრიალებს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1141 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 16…

გაგრძელება

საარჩევნო ტრადიცია - მოსმენები, მიყურადებები და ჩანაწერების გამომზეურება, მერე კომენტარები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 15, 2021.
საათი: 10:30pm 1 კომენტარი

      გამოდარებას არ შეგარგებენ რა, ხვალ და ზეგ წვიმა და ძლიერი ქარი გველოდებაო. დღეს კი მეინსტრიმული აღმოჩნდა ჩვენი საარჩევნო ტრადიცია - ფარული მიყურადების, მოსმენოების, ჩანაწერების მოულოდნელი გამომზეურება და სკანდალ-სკანდალ ნიუსები. დღის მთავარი თემა სწორედ ეს იყო. მეორე მთავარი ამბავია მოახლოებული არჩევნები. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 15…

გაგრძელება

Qwelly World

free counters