Qwelly, ბლოგი, განხილვა, მწერლები, რემარკი, ქველი

      ერიხ მარია რემარკი (Erich Maria Remarque), გერმანელი მწერალი დაიბადა 1898 წელის 22 ივნისს, ქალაქ ოსნაბრიუკში (ქვედა საქსონია). სწავლობდა საეკლესიო სკოლაში, კათოლიკურ სამასწავლებლო სემინარიაში, შემდეგ კი პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, ჯარში გაიწვიეს, დასავლეთის ფრონტზე გაგზავნეს. 1917 წელის ივლისში რემარკი მძიმედ დაიჭრა ყუმბარის აფეთქებისას, ომის დასრულებამდე ჰოსპიტალში მკურნალობდა. რემარკს რამდენიმე სასიყვარულო რომანი ჰქონდა, ყველაზე გახმაურებული – სახელგანთქმულ მსახიობ მარლენ დიტრიხთან, რომელიც 1937 წელს გაიცნო (მათი სასიყვარულო მიწერ–მოწერა 2000 წელს წიგნად გამოიცა). 1925 წელს იგი ჩავიდა ბერლინში, აქ მას შეუყვარდა პრესტიჟული ჟურნალის რედაქტორის ქალიშვილი, მოცეკვავე ქალი ილზე (იუტა) ზამბონა. რომლის ქორწინებასაც აფერხებდნენ გოგონას მშობლები, თუმცა რემარკმა მიიღო ჟურნალში რედაქტორის თანამდებობადა მალე ცოლადაც მოიყვანა იუტა, რომელიც ტუბერკულოზით იყო ავად, იგი შემდეგ რემარკის ლიტერატურული გმირი ხდება რომანი "სამი მეგობარი". გაქალაქებულჟურნალისტს ისე ეჭირა თავი თითქოს თავისი "უჩინო წარსულის" დავიწყებას ცდილობდა: იცვამდა ელეგანტურად, იუტასთან ერთად ხშირად სტუმრობდა თეატრს, დიდ საკონცერტო დარბაზებს, მოდურ რესტორნებს... 500 მარკად იყიდა ბარონის ტიტული გაღარიბებული არისტოკრატისგან. 1958 წელს რემარკს ცოლად მოყავს ჩარლი ჩაპლინის ყოფილი მეუღლე, ჰოლივდის მსახიობი – პოლეტ გოდარი. ისინი ამერიკაში დაქორწინდნენ, ერთად ბრუნდებიან შვეიცარიაში და სიკვდილამდე ერთად ცხოვრობდნენ. რემარკმა სიცოცხლის უკანასკნელი ორი წელი, პოლეტთან ერთად, რომში გაატარა. 1970 წელის ზაფხულში მას გულმა უმტყუნა (უკვე მესამედ). იგი დააწვინეს ლოკარნოს საავადმყოფოში, სადაც 25 სექტემბერს გარდაიცვალა. დაასაფლავეს შვეიცარიაში უბრალოდ, ყოველგავრი ცერემონიის გარეშე. მარლენმა გამოგზავნა ვარდები... პოლეტმა ისინი საფლავზე არ დადო...

      ერიხ მარია რემარკი XXI საუკუნის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი გერმანელი მწერალია. მისი რომანები უფროსი და საშუალო თაობის ქართველი მკითხველისთვის მეტად ახლობელი იყო, თუმცა ახალგაზრდა თაობას სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, მისი სახელიც კი არ გაუგია. ვეცდილობ საკმაოდ მკაფიოდ გაგაცნოთ რემარკის ბიოგრაფია და მოგითხოთ მისი რომანების შესახებაც, დიდი იმედი მაქვს დაინტერესდებით.

რემარკი და მისი რომანები

  1. "ოცნებების მანსარდა" – 1920
  2. "გემი" – (დაუმთავრებელი რომანი, გამოქვეყნდა 1998 წელს).
  3. "სადგური ჰორიზონტზე" –1927
  4. "დასავლეთის ფრონტი უცვლელია" – 1929 (ეკრანიზაცია–1930, რემარკი ამბობდა რომ ეს წიგნი "თავისით დაიწერა" ნახევარი წელი ედო მაგიდაზედა არ იცოდა რომ შექმნა საუკეთესო ნაწარმოები ომსა და თავის ცხოვრებაზე. )
  5. "დაბრუნება" – 1930
  6. "სამი მეგობარი" - 1936 (ეკრანიზაცია 1938. ეს რომანი პასუხობს მრავალ კითხვას, რომელიც ხშირად ჩვენც გვიჩნდება ჩვენ ცხოვრებაში, მაგალითად: რა არის ნამდვილი მეგობრობა? სიყვარული? ცხოვრების ალღოს უნარი? რას ნიშნავს იყო მარტოხელა? არის თუ არა ფული თავისუფლება, თავისუფლება კი – სიცოცხლე? უნდა დამორჩილდე თუ არა ბედს? ადვილი იქნებოდა თუ არა ცხოვრება, მას თავად ადამიანი რომ არართულებდეს? რას ნიშნავს იყო მდიდარი? ამ კითხვებზე პასუხი ძალიან ცოტაა, იმასთან შედარებით, რასაც ამ წიგნიდან მიიღებს მკითხველი).
  7. "გიყვარდეს მოყვასი შენი" – 1941
  8. "ტრიუმფალური თაღი" – 1945 (მწერალმა დაწერა რომანი რომლის მთავარო გმირი ჟოან მადუ, მარლენის პროტოტიპი იყო).
  9. "სიცოცხლის ნაპერწკალი" – 1952 (ეს იყო პირველი წიგნი, რომელიც მას თვითონ არ განუცდია – ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკზე).
  10. "ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა" – 1954 (ეკრანიზაცია 1958. ესაა საოცრად ამაღლებული, ნატიფი და გულში ჩამწვდომი ამბავი სიყვარულისა. რემარკისთვის გიყვრდეს და იცოცხლო სინონიმებია, სიცოცხლის მთავარი პრობლემა – სიკვდილია! სიცოცხლეს მხოლოდ სიყვარული ამართლებს და ასულდგმულებს! ეს რომანი ერთი ამოსუნთქვით იკითხება).
  11. "შავი ობელისკი" – 1956
  12. "ნასესხები სიცოცხლე" – 1961
  13. "ზეცას არ ჰყავს ფავორიტები" – 1961
  14. "ღამე ლისაბონში" – 1962
  15. "აჩრდილები სამოთხეში" – (შემოკლებული და გადამუშავებული ვარიანტი დაუმთავრებელი რომანისა "აღთქმული ქვეყანა". გამოქვეყნდა 1971 წელს).
  16. "აღთქმული ქვეყანა"– (დაუმთავრებელი რომანი, გამოქვეყნდა 1998 წელს).

      რემარკის მოთხრობები

  1. "ახალგაზრდა ოქროსფერთვალებიანი ქალი" – 1919 (პირველი მოთხრობა)
  2. "მდუმარება ვერდენის ირგვლივ"– 1930
  3. "მტერი" – 1931
  4. "კარლ ბრეგერი ფლერიში" – 1931
  5. "იოზეფის ცოლი" – 1931
  6. "ანეტას სიყვარულის ამბავი" – (კრებული გამოქვეყნდა1997 წელს).

      რემარკის პიესა

  1. "უკანასკნელი აქტი" – 1955

      რემარკის კონოსცენარი

  1. "ბოლო გაჩერება" – 1956

      რემარკი ხშირად ექცეოდა კრიტიკის ქარცეცხლში, ყოველ მის რომანს მოყვებოდა როგორც დაგმობა და უარყოფა, ასევე დიდება და პოპულარობა. რემარკის ფრაზები იმდენად მრავლისმთქმელია, რომ მათ დრო ვერაფერს დააკლებს. რემარკს არ აქვს "ჰეფი ენდი" – რემარკი სასტიკია, ცხოვრებასავით... რემარკი საოცარი რეალიზმით, საოცარი დამჯერებლობით აღწერს თავისი გმირების ტრაგიკულ ხვედრს და მის ნაწერში ცხოვრებას ეს ტრაგიზმი თითქოს ახალგანზომილებას სძენს, ადამიანურობისა და სიყვარულის ჰიმნად იქცევა.

ნახვა: 2633

ტეგები: Qwelly, ბლოგი, განხილვა, მწერლები, რემარკი, ქველი

ლაშა: ოქტომბერი 11, 2016||1:23pm

ოხ ეს ქალები! დაელაგებინა ის ყვავილები, დაჭკნებოდა და ქარი წაიღებდა (( 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters