სულს თავისი სხეული გააჩნია და ის შეიძლება გტკიოდეს, რადგან რაღაცას განიცდი, შეიძლება გეზიზღებოდეს, რადგანაც თავს სრულფასოვნად ვერ გრძნობ. შეიძლება გიყვარდეს კიდეც, რადგან ფიქრობ მიმქრალი სანთელივით ბჟუტვა არ შეგიძლია, ფეხზე წამოდგები და ცეცხლი ხელახლა გეკიდება...

      ამოისუნთქე, ეს ხომ ცხოვრებაა...

      შენ არაფერს იწონებ და იწუნებ, არავის კიცხავ, რადგან გგონია, შენი ასეთი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ მეტად უაზრო განწყობილებაა. ჩვენ ხომ იმისთვის არ ვართ გაჩენილნი ქვეყნად, რომ საკუთარი ზნეობრივი ცრურწმენები გამოვამზეუროთ სხვა ადამიანების წინაშე და მათ ვუქადაგოთ ჩვენი ზრახვანი...

      შენი ცხოვრება შენივე იდუმალებაშია...

      ყურადღებას არ უნდა აქცევდე რას იტყვიან ამ ქვეყნის ქედმაღალი და მარად ცინიკურად მომღიმარი მდაბიოები. არც შენთვის სასიამოვნო და ახლობელი ადამიანების ცხოვრებაში უნდა ჩაერიო. თუ პიროვნება მოგწონს და გიზიდავს, რასაც უნდა წარმოადგენდეს და რა საქმიანობასაც უნდა ეწეოდეს, შენს თვალში ფასდაუდებელი მშვენიერების და სიამის მომნიჭებელი არსების ღვთიური განსახიერება უნდა იყოს...

      გათამამდი, შენ ხომ სხვანაირი ხარ...

ნახვა: 1275

ტეგები: qwelly, ეპილოგი, სული, ტკივილი, ქედმაღლობა, ცინიზმი

roma: ივლისი 11, 2015||11:52pm

მიყვარს ეს ბავშვი :)

ლაშა: ივლისი 12, 2015||12:23am

დარწმუნებული ვარ ჩვენც შეგვიყვარდება რომა, ყოველშემთხვევაში ეპილოგი ამას წინასწარმეტყველებს )) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კანონიერების გამოკვლევა, დაპირისპირება დმანისში და ბერობიდან განყენება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2021.
საათი: 11:16pm 0 კომენტარი

      უპირველესად გილოცავთ ღმრთისმშობლის შობას. დღის მთავარი პოლიტიკური ამბები კი უკავშირდება საარჩევნო დებატებს. დღეს მეინსტრიმში იყო ასევე სისხლიანი ბანერები, დმანისში არეულობა, ფარული ჩანაწერების კანონიერება თუ უკანონობა, მგზავრობა თბილისში და სივერაგე ოკუპაციაში. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1163 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 21 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

ბილბორდების ბედი, საიას სარჩელი და ფარული საქმის კომისია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      სანამ არჩევნები არ ჩატარდება, მოგვიწევს ასეთი ამბები ავიტანოთ - ჩანაწერები და მიყურადებები, კომპრომანტების გამოქვეყნება და მერე მათზე კომენტარები, ახალი გამოძიებები და ასე წრეზე სიარული. დღეს ბილბორდების თემაც აქტუალური იყო - ე.წ. სისხლიანი ბილბორდები. ასევე მეგის ქარდავა და საიას სარჩელი. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1099 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 20 სექტემბერი,…

გაგრძელება

თითებზე ასხმული ქალაქები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 19, 2021.
საათი: 10:24pm 1 კომენტარი

      დიდი ხანია ოქრომჭედელი არ ყოფილა ჩვენი ბლოგის სტუმარი. დღეს ოლა შეხტმანი (Ola Shekhtman) უნდა გავიცნოთ. ოლას უყვარს მოგზაურობა და მოგზაურობისას, ამა თუ იმ ქალაქის სუვენირების შეგროვება. ერთხელაც გადაწყვიტა რომ თავად შეექმნა მუდმივი თანამგზავრი სუვენირი. ქალაქში ჩასვლისას, ოლა ფართო პეიზაჟებს აკვირდება, სწავლობს, ხატავს და ერთ სიბრტყეზე გადააქვს. შემდეგ იწყება ყველაზე რთული. თითოეული მისი ბეჭედი ხელით არის დამუშავებული, დახერხილი,…

გაგრძელება

ექსტრადირების ამბავი, კოკაინი და მიყურადება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2021.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება კოვიდის მეხუთე ტალღაზე საუბარი და შესამზადებლად ვაქცინაციის წახალისება. დღის მთავარ ამბებში კვლავ საარჩევნო „სისუფთავეა“, ასევე ფარული ჩანაწერები ნელ-ნელა გამომზეურება მტყუან-მართლის გარკვევის პარალელურად. მეგის ქარდავას ექსტრადაცია განხორცილდება. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

Qwelly World

free counters