ედმუნდ ჰუსერლი 

   ახალგაზრდა მათემატიკოსი ე.ჰუსერლი დაიბადა 1859 წელს. ფრანც ბრენტანოს გავლენით მივიდა ფილოსოფიასთან. მისი პირველი შრომები რიცხვის ცნებასა (1887) და არითმეტიკის ფილოსოფიას (1891) ეხება. აქ ჰუსერლი მათემატიკური კანონების ფსიქოლოგისტურ ახსნას ცდილობს. „ლოგიკური გამოკვლევებით“ (1900) იწყება ჰუსერლის ბრძოლა ფსიქოლოგიზმის წინააღმდეგ,ჰუსერლი ასწავლიდა ჰალეში, შემდეგ  გეტინგემში, დაბოლოს ფრაიბურგში, 1928 წ. დაითხოვეს უნივერსიტეტიდან,ნაცისტების ხელისუფლების სათავეში მოსვლის დროს  მისი როგორც ებრაელის სიცოცხლე მუდმივ საფრთხეში იყო. ამ ვითარებაში 1935 წ ვენაში ჰუსერლი კითხულობს ლექციას - ევროპული ადამიანის კრიზისი სადაც ფილოსოფიას თვლის თავისი არსებობისათვის მებრძოლო ადამიანის საქმედ. ეს ახალი პერიოდია მის ფილოსოფიაში,როცა იგი არსის სფეროდან რეალურ ცხოვრების სფეროში დაეშვა, ესაა უკანასკნელი პერიოდიც. ჰუსერლის არქივი,რომელიც უამრავ  გამოუქვეყნებელ ხელნაწეს შეიცავს, ლუვენშია, ჰუსერლიანას ყველა ტომია გამოსული.

   მეორე საუკუნის იდეალისტურ ფილოსოფიაში ჰუსერლის ნააზრევს ცენტრალური ადგილი უჭირავს, ჰუსერლის სახელთან არის დაკავშირებული ფსიქოლოგიზმისა და რეალიტივიზმის მკაცრი და საფუძვლიანი კრიტიკა,ნომინალიზმის რადიკალური უარყოფა და იდეალურის არსებობის ენერგიული დაცვა; ლოგიკის მორ,ატიულობის დაძლევა და წმინდა ლოგიკის თეორიულ-საგნობრივი ბუნების ცხადყოფა; ეიდეტური მოძღვრება ენისა და მნიშვნელონის შესახებ და წმინდა გრამატიკის იდეაის ახალი დასაბუთება, ფენომენოლოგიური ფსიქოლოგიის დაფუძნება და ახალი კონცეფცია მთელისა და ნაწილის ბუნების შესახებ და სხვ. მთავარზე უმთავრესი ჰუსერლის ნააზრევში მაინც არის მისი ფენომენოლოგია. ფენომენოლოგიის შექმნით მოიპოვა ჰუსერლმა სააცობრიო სახელი და ფენომელოგიით ვლინდება მისი ორიგინალობის ძირითადი შინაარსი, ის დიდი რეზონანსი,რომელიც ჰქონდა ჰუსერლის ლოგიკურ გამოკვლევებს,საკმარისი იქნებოდა მისი  ფილოსოფიური პოპულარობისათვის მაგრამ ფენომენოლოგიურმა ფილოსოფიამ მას ბევრად დააჭარბა,მისი გავლენა განიცადა არა მარტო იმ თაობამ,რომელიც  ფილოსოფიას დაეწაფა ფენომენოლოფიის არსებობის პერიოდში,არამედ ისეთმა მკვლევარებმაც,რომელთაც საკუთარი ფილოსოფიური გზა ქონდა შერჩეული ფენომენოლიგიის გაჩენამდე. ამ ვითარების საიულისტრაციოდ საკმარისი იქნება  შელერის,იასპერსის  ფენდერის,ჰარტმანის დასახელება რომელთაც აღიარეს ფენომენოლოგიის დიდი გავლენა საკუთარ ფილოსოფიურ ძიებაზე,ჰუსერლის უშუალო ხელმძღვანელობით შეიქმნა ფენომენოლოგიური სკოლა,რომელიც ისე გაიზარდა და გაფართოვდა, რომ საერთაშორისო ფილოსოფიური მოძრაობის სახე მიიღო. ყველგან სადაც კი ფილოსოფიური ძიება წარმოებდა,გაჩნდნენ ჰუსერლის მიმდევრები, ფენომენოლოგიის გავრცელებაში დიდი როლი შეასრულა ჰუსერლის მიერ გამოცემულმა წელიწდეულმა, რომელშიც დაიბეჭდა ჰუსერლი „იდეები წმინდა ფენომენოლოგიისა და ფენომენოლოგიური ფილოსოფიის შესახებ“ მარტინ ჰაიდეგერის„ყოფიერება და დრო“ ფენდერის ლოგიკა. შელერის „ფორმალიზმი ეთიკაში“ და მატერიალურ ღირებულებითი ეთიკა“ მ.გაიგერის „ესთეტიკური ტკბობის ფენომელოგია“ ა.რაინახის „სამოქალაქო სამართლის აპრიორული საფუძვლები“ ო.ბეკერის „მათემატიკური არსებობა. მათემატიკური ფენომენების ლოგიკა და ონტოლოგია“ ამ გამოკვლევებმა მეტ-ნაკლები სიღრმის დაღი დააჩნიეს იდეალისტური ფილოსოფიის განვითარებას, ფენომენოლოგიამ გავლენა მოახდინა აგრეთვე სპეციალურ მეცნიერებათა თვითშემეცნებაზე, ფენომენოლოგიური თვალსაზრისის გამოყენება იყო ნაცადი ფსიქოლოგიაში,ლოგიკაში,ეთიკაშ,ესთეტიკაშ, რელიგიის  ფილოსოფიაში,მეტაფიზიკაში,სოციოლოგიაში,სამართლის თეორიაში, ლიტერალურის თეორიაში,მათემატიკის დაფიძნების საქმეში, ნატურფილოსოფიაში და ისტორიაში,ფენომენოლოგიის ესოდენ ფართო გამოყენება იყო იმავე დროს ამ მოძღვრების სერიოზული შემოწმება, რამაც სხვათა შორის გამოიწვია თვით ფენომენოლოგიის შინაგანი დიფერენცია,ამჟამად ლაპარაკია რამდენიმე ფენომენოლოგიზე, რომელთა შორის ჰუსერლის ჰუსერლის ფენომენოლოგიას ასახელებენ,როგორც ერთ-ერთს,ამას დაერთო ის,რომ 1950წ, „ჰუსერლიანას“ გრიფით დაიწყო გამოქვეყნება ჰუსერლის იმ შრომებისა,რომელნიც არ იყვნენ მანამდე ცნობილი და მთელ რიგ ახალ მომენტებს შეიცავენ,დაიწყო  ჰუსერლის ხელახალი შესწავლა და მანამდე შეთვისებული ინტერპრეტაციის შემოწმება,ამჟამად  არ არსებობს საერთო შეთანხმება ფენომენოლოგიის მიერ განვლილი საფეხურების თაობაზე მისი მეტ-ნაკლები ნათესაობის შესახებ სხვა ფილოსოფიურ სისტემებთან.

   არითმეტიკის ფილოსოფია ჰუსერლის პირველი ნაშრომი გჰამიზნული იყო,როგორც ფსიქოლოგიური და ლოგიკური გამოკვლევა ერთდროულად,კვლევის შედეგმა მისი ავტორი არ დააკმაყოფილა,განსაკუთრებით იმ პუნქტში სადაც ფსიქოლოგიას ევალებოდა პასუხის გაცემა რიცხვის ფილოსოფიურ პრობლემებზე, ეს ჰუსერლის ფსიქოლოგიზმს დაბრალდა,თვითპნ ჰუსერლიც  ამ წარუმატებლობას ამგვარად ხსნიდა, საფიქრებელი იყო რომ შემდგომს კვლევა-ძიებას ფსიქოლოგიური თვალსაზრისი მთლიანად ჩამოშორდებოდა და ფილოსოფიური კვლევის ერთადერთ გზად ლოგიკური გზა იქნებოდა მიჩნეული ჰუსერლის „ლოგიკური გამოკვლევები“ „პროლეგომენები“ (1900) რამდენიმე ამართლებს ამ ვარაუდს , ფსიქოლოგიური თვალსაზრისი აქ უკუგდებულია და პრინციპულად შეუძლებლადაა მიჩნეული ლოგიკის ცხადყოფა ფსიქოლოგიის საშუალებით,ლოგიკის თეორიის შექმნა ფსიქოლოგიური ხასიათის კვლევით,მაგრამ ფსიქოლოგიზმის უარყოფა მხოლოდ უარყოფითი ინსტანცია იყო წმინდა ლოგიკის დასაბუთების გზაზე, ჯერ არ ჩანს ის ფორმა შემეცნებისა  ის მეცნიერება, რომელიც  „პროლეგომენების“ იდეებს, საერთოდ  დაწმინდა ლოგიკის ცნებას ფუძემდებლად ევლინება. ფილოსოფიური აზრი,რომელიც  მოწონებით შეხვდა ჰუსერლის ანტიფსიქოლოგიზმს, ჯერ კიდევ ვერ ხედავს ამ კითხვის საჭიროებას, არ ეძებს იმ მეცნიერების სახელს,რომელმაც  ლოგიკის ცხადყოფა იკისრა, არ ცდილობს იმ მეთოდის გაცნობიერებას რომელმაც შესაძლებელი გახადა ჰუსერლის „ლოგიკური გამოკვლევების“ მეორე წიგნში შეფასდა როგორც უკან  გადადგმული ნაბიჯი „პროლეგომენებიდან“ „არითმეტიკის ფილოსოფიისკენ“ უფრო მეტიც: თუ „არითმეტიკის ფილოსოფიაში“ ფსიქოლოგიურ კვლევას გვერდში ედგა ლოგიკური კვლევა, როგორც სწორუფლებიანი თვალსაზრისი, ახლა აქ თვითონ  ლოგიკა გვევლინება ფსიქოლოგიაზე დამყარებულად. „დესკრიფციულ ფსიქოლოგიას“ ეკისრება შემეცნების ცხადყოფა მთლიანად.

   ჰუსერლის აზრთა წყობის ამგვარი ინტერპრეტაცია მცდარია, საქმის ნამდვილი ვითარება სრულიად საწინააღმდეგოა და ამჯამად გარკვეულად უნდა ჩაითვალოს, რომ ეს სწორი გაგება არ იყო. ამას დაგვანახებს ჰუსერლის მიერ შექმნილი წმინდა ფენომენოლოგიის გაცნობა. რა არის ფენომენოლოგია? ჰუსერლი ამოდის ფაქტის (Tatsache) ანალიზიდან, ფაქტი იაზრება, როგორც ემპერიული მოცემულობა, დრო და სივრცეში მიმდინარე ხდომილება, იგი ჰუსერლის აზრით მიუთითებს იმაზე, რაც არ ხდება, ე.ი. რაც დრო და სივრცეში არსებობით არ განისაზღვრება, იმისათვის რომ ფაქტის დესკრიფცია მოხდეს მისი ერთ ადგილიდან და ერთ მომენტიდან მეორე ადგილზე და მეორე მომენტში გადასვლაზე ვისაუბროთ,საჭიროა, აუცილებელია ვიგულისხმოთ უცვლელობის ნიშანი, როგორც ცვალებადობის პირობა,ვარიაციების ამ უცვლელ მომენტს ჰუსერლი ეძახის არსს (Wesen).  არ არსებობს მისი აზრით, ფაქტი არსის გარეშე,სულ ერთია,იქნება ფაქტი წარმოდგენილი სტატიკურად თუ დინამიკურად. ფაქტში იგულისხმება ემპერიული მოცემულობა,რომელიც მიუთითებს იმაზე რაც არის მასში განხორციელებული,ფაქტობრიობა,რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმისი რაც შესაძლებლობის სახით მანამდე არსებობს,არსი ამ შესაძლებლობას წარმოადგენს.ფაქტი განხორციელებული,დრო და სივრცეში მოვლენილი არსია,შესაძლებლობა მეტია ფაქტობრიობაზე:ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი არსისეული ემპერიულად არის მოცემული,მაგრამ თუ რაიმე მოცემულია რეალურად,მასთან მოცემული იქნება აუცილებლად მისი არსიც.

   რაც უფრო იმიჯნება ჰუსერლი ემპერიიდან და ემპირიულ მეცნიერებიდან,მით უფრო იზრდება მისი პასუხისმგებლობა იმ საშუალებების დასაძენად,მით უფრო იზრდება მისი პასუხისმგებლობა იმ საშუალებების დასაძებნად, რომელტაც შესაძლებელი უნდა გახადონ ეიდეტური მეცნიერების მუშაობა ემპირიისა და ემპირული მეცნიერების მონაცემების გარეშე, ის რასაც  ემყარება ეიდეტური შემეცნება,ნათლად და გარკვევით უნდა იყოს ნაჩვენები,უნდა მოინახოს ის მეთოდი რომელიც ეიდეტური მეცნიერების საგანს ყველასთვის დასანახს გახდის, თუ მოვლენის „დანახვის“ მეთოდი სათანადოდ არ არის დამუშავებული,თუ მისი მოხმარება მხოლოდ რჩეულთა ხვედრია, ამ მოვლენის არსებობაში მხოლოდ  ისინი დარწმუნდებიან, ეს უკარნახებს ჰუსერლის საგანგებოდ იზრუნოს ეიდეტური მეცნიერების საგნისათვის საჭირო მეთოდზე,ეს არის მთავარი ჰუსერლის ნააზრევში, როგორც მნიშვნელობის ისე ფილოსოფიური ორიგინალობის თვალთაზრისით, ამ მეთოდს ფენომენოლოგიური რედუქცია ქვია, როცა ჰუსერლის ადგილს ვეძებთ ფილოსოფიის ისტორიაში, პირველ რიგში ამ მეთოდის თავისებურებებს უნდა მივაქციოთ ყურადღება,შეიძლება ითქვას რომ ფენომენოლოგია არის ფენომენოლოგიური მეთოდი ე.ი. ძიება, დამყარებული იმ ვითარებაზე, რომელიც იქმნება ფენომენოლოგიური რედუქციის წყალობით.

   „ჭეშმარიტი თემა ფენომენოლოგიისა არ არის არც სამყარო,ერთო მხრით და არც მის წინ მდგარი ტრანსცედენტალური სუბიექტურობა, არამედ  სამყაროს ქმნადობა ტრანსცედენტალური სუბიექტურობის კონსტიტუციაში“ ამაბობს ე.ფინკი.

   ის რაც უკავშირდება ფსიქოლოგიზმის დაძლევას ლოგიკაში,ლოგიკური ერთიანობის თავისთავადობის თეზისს,ჭეშმარიტის, აქსიოლოგიურისა და „პრაქტიკის“ დამოუკიდებლობას ემპირიულ ვითარებიდან, რეალურ სამყაროდან,არის ტრადიქიულად გაგებული პლატონიზმი, პლატონიზმი არის ჰუსერლის კონცეფციაში,მაგრამ ის რითაც უმთავრესად სახელი გაითქვა ჰუსერლმა,არის არა ეს,არამედ წმინდა ფენომენოლოგია,რომელიც ლოგიკასა და ლოგიკურ სამყაროს ამორთავს „ფჩხილებში ჩასვავს“ და ტრანსცედენტური კონსტიტუციის ერთ საგნად აქცევს. „პლატონიზმი“ ფენომენოლოგიისათვის არის არა პასუხი ფილოსოფიურ კითხვაზე , არა პრობლემის გადაჭრა, არამედ  თვითონ თემა,პრობლემა,ტრანსცედენტალური ფენომენოლოგიის ძების სფეროს ერთ-ერთი მომენტი. თუ ვიტყვით რომ  პლატონმა ეიდეტიკა დაასაბუთა,უნდა ვთქვათ, რომ ჰუსერლმა ის მიიღო, გაამდიდრა,ახალი საბუთებით და შემდეგ სხვა რედუცირებულ  ინსტანციებთან ერთად ის ფენომენოლოგიური კონსტიტუციის საგნად  აქცია,ფენომენოლოგიური შემეცნება საზრისსა და გაგებას ეძებს, თავისთავად აღებული ევიდენტობა, მაშინაც კი როცა ის აპოდიქტურობას  აღწევს, არ იძლევა შმეცნების წყურვილის  სრულ დაკმაყოფილებას. ფენომენოლოგია ამ უკანასკნელსა და ამომწურავ შემეცნებას ეძებს. გონებას სურს გაიგოს არა მარტო ის, თუ როგორი არის სამყარო,როგორია მისი კანონზომიერება და აღნაგობა,არამედ ისიც თუ რატომ არის ის ისეთი, როგორ მოხდა რომ ის ასეთია და არა სხვაგვარი. ფენომენოლოგიას სურს „იხილოს“ როგორ „იქმნება“ სამყარო ტრანსცედენტალურ ცნობიერებაში, როგორ ეძებენ სამყაროს მოვლენები საზრისს ფენომენოლოგიურ კონსტიტუციაში, ეს იგულისხმება ჰუსერლის ფოლოსფოიურ გამოთქმაში : „მისვლა თვით საგნებთან“.

   თანამედროვე ფილოსოფიაში არსებობს რამდენიმე ფენომენოლოგია, რომელთა შორის ჰუსერლის ფენომენოლოგია უპირველესია სხვა ფენომენოგიათა შორის : შელერის, ფენდერის, ჰაიდეგერის და სხვ. 

სპეციალურად: www.Qwelly.com _ისათვის

*ეგზისტენციალიზმი და ნიჰილიზმი*

ნახვა: 1024

ტეგები: Qwelly, არითმეტიკა, ემპერია, ვებერი, თეორია, ონტოლოგია, ჰუსერლიანა

ლიკა: აპრილი 26, 2014||7:15pm

ლაშა, შენ ეს პოსტი აუცილებლად უნდა ნახო! :დ :დ 

ლაშა: აპრილი 26, 2014||7:56pm

ლიკა მადლობა შენ და მადლობა Kakha-ს, სულზე მომისწარით :)) 

Kakha: აპრილი 29, 2014||10:35pm

ედმუნდის შრომას რომ აფასებთ რას ამბობთ, რა სულზე მოსწრებაზეა საუბარი, ოღონდაც თქვენ გინდოდეთ :DD

Kakha: აპრილი 8, 2015||1:50pm

ჰუსერლი დღეს იუბილარია :D 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The 2-0 Cardinals will be focusing on the Jaguars

გამოაქვეყნა Weiweismart_მ.
თარიღი: ოქტომბერი 26, 2021.
საათი: 5:15am 0 კომენტარი



The Madden series has had mixed reviews in recent years, with critics acquiescing to the long-standing complaints of hardcore fans and casual players. EA has begun to introduce new features and game modes to Madden to emphasize the …

გაგრძელება

სიენას ფოტოკონკურსის გამარჯვებულები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 24, 2021.
საათი: 10:52pm 0 კომენტარი

      სილამაზე სუბიექტურია. მართალია ყველას თავისებურად ესმის ის, მაგრამ მსოფლიოში არაერთი კონკურსი ტარდება რომელიც სხვადასხვა სილამაზეს გამოავლენს. საბოლოოდ, ჟიური ირჩევს ერთს, მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს რომ საზოგადოება ამ არჩევანს გახდის მისთვის მოსაწონს. სიენას საერთაშორისო ფოტო დაჯილდოება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული ფოტოდაჯილდოებაა. ათასობით ფოტო იღებს მონაწილეობას და გამარჯვებლები 11 სხვადასხვა კატეგორიაში ჯილდოვდებიან.…

გაგრძელება

ხმელი ფოთოლი მარადისობად

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 23, 2021.
საათი: 10:02pm 0 კომენტარი

      ხელოვნების თანამედროვე ნიმუშები ძვირადღირებული პროდუქციისგან არ იქმნება - ბუნებას უკეთ უნდა ვაკვირდებოდეთ. ამ სიტყვების ავტორი მე არ ვარ, ის ესპანელ ხელოვან ლორა დალა ვეკიას (Laura Dalla Vecchia) ეკუთვნის. დიახ, პირდაპირი მნიშვნელობით ბუნების ნაჩუქარ ფოთლებს იყენებს მოლბერტებად. არსად არ დადის და არაფერის ეძებს - უბრალოდ მიწაზე იყურება და ჩამოცვენილ ფოთლებს, ბუმბულებს აგროვებს. მისი არტი, სწორედ ამ ხმელ ფოთლებზე იქმნება - ქარგას.…

გაგრძელება

ელდერ სქროლის ონლაინ შესაძლებლობები

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: ოქტომბერი 22, 2021.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Elder Scrolls Online has been very popular among players in recent years, so we have introduced in detail some methods to help players play Elder Scrolls Online better. If you are interested, let's take a look!

First of all, during the game, we recommend that players keep active skills at hand, which means they need to put them on the quick selection bar. This is particularly useful because it gives players the opportunity to use these active skills in battle and maximize them. In…

გაგრძელება

Qwelly World

free counters