სიყვარულია გზა სიშორე ცრემლი გოდება.
შეახებ ხელს და აღარასდროს განმეორდება.

სიყვარულია სიმარტოვე ხელის სიშორე
ხორციელ ვნებას ავყვებით და უმალ ვიშორებთ,

სიყვარულია ტაჯ-მაჰალის თეთრი ცრემლები,
სიყვარულია მე რომ ასე თავზე ვევლები.

სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო არჩია,
უნდა შესწირო ყველაფერი რაც გაგაჩნია,

სიყვარულისთვის დაენარცხა ქვაზე ტაბიძე,
სიყვარულისთვის სასთუმალზე რაღაც გვაღვიძებს,

სიყვარულია თამარი რომ დარჩა თამარად,
სიყვარულს ბევრიც ეცადო ვერსად დამალავ,

სიყვარულია ქვის ჩუქურთმა ყინწვისის ფრესკა,
სიყვარულისთვის კვაზიმონდო ზარებს რეკავდა,

სიყვარულია ათასერთი ღამის ზღაპარი,
სიყვარულია ჩაუმქრალი სხივი, ლამპარი.

სიყვარულისთვის სერაფიტა სუნთქავს ქვიშაში,
თქვი სიყვარულო შენი ძალა მაინც რაშია?!!

სიყვარულია ტაჯ-მაჰალის თეთრი ცრემლები
სიყვარულია მე რომ ასე თავზე ვევლები...

ნახვა: 545

ტეგები: Qwelly, qwellyland, გზა, პოეზია, სიკვდილი, სიყვარული

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

არჩევნები 2020 - წინა ღამე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 30, 2020.
საათი: 11:34pm 0 კომენტარი

      ვიდრე მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს აირჩევს ქვეყანა, არჩევნების წინა ღამე ყველაზე გრძელიაო, უთქვამთ ანტიკურ ცესკოელებს. დღეც სრულად ხვალინდელ არჩევნებს მიეძღვნა, თუმცა იყო გუშინდელი ავტოსაგზაო შემთხვევა და ტრაგედია, იყო მოსამართლეების კონფერენცია, ფინანსები და ყარაბაღზე მოლაპარაკებებიც. კოვიდის სტატისტიკა - დადასტურებული შემთხვევა - 37263, გამოჯანმრთელებული - 19810, გარდაცვლილი - 285, კარანტინში - 3070. ლარის ფასი - აშშ დოლარი 3.2327…

გაგრძელება

(ა)პოლიტიკური აქცია

გამოაქვეყნა თამუნა ქადაგიძე_მ.
თარიღი: ოქტომბერი 29, 2020.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

ეს ქოცია

და ის კი ნაცია,

გადაირია მთელი ნაცია?!

მაგრამ ჩვენი ძმა პაოლო

ერთი უბრალო კაცია.

გავიდა ერთხელ მიტინგზე,

არც აცხელა,

არც აცია;

ყურის დაგდება უნდოდა,

მაგრამ ხალხს გაუტაცნია.

რა ქნას ბატონმა პაოლომ?

ერთი უბრალო კაცია.

გამორჩეულად არასდროს

არც ახურავს, არც აცვია;

და მოუწია მიტინგზე

პოლიტიკური აქცია;

სიტყვით გამოსვლაც მოსთხოვეს

შეიქნა გაწა - მაწია. .…

გაგრძელება

გაერთიანებული ოპოზიციის ყრილობა, კოვიდის წინსვლა და გადახდილი კომუნალურები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 29, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      არჩევნებამდე ერთი დღეღა რჩება და ცხადია, ყველაზე ვრცელი ამბავი სწორედ მას მიეძღვნა, თუმცა დილა პრემიერმა დაიწყო და მთავრობის გეგმები გაგვაცნო, საღამო კი ნაციონალური მოძრაობის ყრილობამ დაასრულა თავისუფლების მოედაზე. კორონაც არსად წასულა, შემთხვევები მატულობს და სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 35567, გამოჯანმრთელებული - 16904, გარდაცვლილი - 273, კარანტინში - 3324. ლარის ფასი - აშშ დოლარი 3.2338 ლარია.

საქართველოს და…

გაგრძელება

მოდა კორონას ხანაში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 24, 2020.
საათი: 10:59pm 1 კომენტარი

      იტალიური დიზაინი ანტიკური ხანიდან ცნობილი, პოპულარული და დაფასებულია. თანამედროვე სამყაროშიც ბევრი არაფერი შეცვლილა - იტალიური დეფილეები, მოდის კვირეულები, დიზაინერები და მოდელები მსოფლიოს მოდის სტანდარტს ქმნიან. ცნობილი ბრენდები მათ გარშემო ტრიალებს, მაგრამ კორონამ აქაც შეიტანა თავისი კვალი. დეფილე ძალიან განსახვავებულად და დისტანციის სრული დაცვით ჩატარდა - საუბარია მოსკინოს (Moschino) კოვიდ-დეფილეზე. წარმოიდგინეთ ამდენი ახალი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters