Qwelly | blog | ბლოგი | ჩანაწერები

   ლუკრეცია უორენ-სმიტი რიჯენტს-პარკის დიდ ხეივანში, ქმრის გვერდით იჯდა და ცას უცქერდა.
– შეხედე, სეპტიმუს, შეხედე! – დაიყვირა მან.
ექიმმა ჰოლმსმა უთხრა, ეცადეთ, თქვენი ქმარი ფიქრმა არ წაიღოს, ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინეთო (სერიოზული არაფერი სჭირდა, უბრალოდ, ცოტათი შეუძლოდ იყო). ჰო, ისინი რაღაცას მანიშნებენ, გაიფიქრა სეპტიმუსმა და მაღლა აიხედა. ეს მინიშნება სიტყვებით არ გადმოიცემოდა. მათი ენა არ ესმოდა, მაგრამ ყველაფერი ცხადი და გასაგები იყო. ეს დიდებული, ღვთიური სილამაზე. სეპტიმუსს თვალები ცრემლით აევსო, როცა ზეცას ახედა და დაინახა, რომ კვამლით დაწერილი სიტყვები ნელ-ნელა ქრებოდა და უძირო ზეცის მიღმა ინთქმებოდა. ზეცაცთავისი მარადიული გულმოწყალებითა და სიკეთით გულუხვად უწყალობებდა არნახულ სილამაზეს. ერთ ფორმას მეორე ცვლიდა. სიტყვები ზეცას თითქოს თავიანთ სურვილს უმხელდნენ: მუდამ უანგაროდ მიანიჭებდნენ მას სილამაზეს! სეპტიმუსს ცრემლები ღვარად სდიოდა.
ცაზე „ირისი“ ეწერა. ეს ირისის რეკლამაა, უთხრა ვიღაც ძიძამ რეციას. მათ ერთად დაიწყეს დამარცვლა: „ი“, „რ“, „ი“... „ს... ი...“ – თქვა ძიძამ. სეპტიმუსს მოეჩვენა, რომ მან ნაზი, საამო, ორგანივით ყურთასმენის დამტკბობი ხმით დაიჩურჩულა: „ს... ი...“. კუტკალიასავით უხეში ხმა ხერხემალზე სასიამოვნოდ შეეხო და მის თავში შეიჭრა. ხმოვანმა ტალღებმა ტვინის ზედაპირს მიაღწია და გაქრა. საოცარი აღმოჩენა იყო: ზოგიერთი ატმოსფერული მოვლენის დროს (ადამიანმა, უპირველესად, მეცნიერულად უნდა იმსჯელოს, მეცნიერულად!) ადამიანის ხმას ძალუძს, ხეს სიცოცხლე შთაბეროს. საბედნიეროდ, რეციამ მუხლზე ხელი ღონივრად დაადო. სეპტიმუსი თითქოს სკამს მიეყინა. ლუკრეცია რომ არ შეხებოდა, გაგიჟდებოდა, რადგან ხედავდა, როგორ ირხეოდნენ თელები. იხრებოდნენ და ისევ სწორდებოდნენ. მათი სხივმოსილი ფოთლები მკრთალდებოდა და მუქდებოდა, ტალღასავით ცისფრად და მწვანედ იფერებოდა. ცხენის ფაფარივითა და ქალის თმაში გარჭობილი ბუმბულივით ირხეოდა. რა ამაყად და საუცხოოდ, მოხდენილად იხრებოდნენ და იმართებოდნენ ხეები. სეპტიმუსს ეჩვენებოდა, რომ მალე გაგიჟდებოდა. მაგრამ არა, ეს არ მოხდებოდა. თვალები უნდა დაეხუჭა და ვეღარაფერს დაინახავდა.
   მათ თავი დაუკრეს. ფოთლები და ხეები ცოცხალი არსებები იყვნენ. ფოთლები ირხეოდნენ. უთვალავი ძაფით ეკვროდნენ მის სხეულს. როცა ტოტი იხრებოდა, სეპტიმუსიც თან მიჰყვებოდა. ბეღურები ცაში კამარას კრავდნენ და მოელვარე ჩანჩქერებად ეშვებოდნენ მიწაზე. ეს ლამაზი, თეთრ და ლურჯ ფერებში გადაწყვეტილი, შავი ტოტებით დაფარული სურათი იყო. ჰარმონიული მელოდია ისმოდა. მდუმარებაც ისეთივე დიდებული იყო, როგორიც მელოდია. ბავშვის ტირილი და საყვირის შორეული ხმა მოისმა. ყველაფერი ახალი რელიგიის დაბადებას მოასწავებდა.
– სეპტიმუს! – შესძახა რეციამ. ის საშინლად შეკრთა. ალბათ, ხალხმა შენიშნა,  შადრევანთან მივალ და მალე დავბრუნდები, – უთხრა ქალმა.

*გაგრძელება*

ნახვა: 428

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დოლოვეი, ვულფი, ჩანაწერი

George: დეკემბერი 21, 2015||7:48pm

სახელწოდება უვარგისია (

tamta nagervadze: ნოემბერი 13, 2016||8:38am

el versias sruli wignisas ver vipovi ?

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

რეალობის აღქმა

გამოაქვეყნა Kakha_მ.
თარიღი: ნოემბერი 28, 2021.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

   რეალობა პირობით მოვლენაა, თან ცვლადი და არც ისე შორს არ იძლევა გახედვის საშუალებას, რაც დღეს მონაპოვარი და განმტკიცებული და სწორი გვგონია ის ხვალ არა, ზეგ უკვე დიდი შეცდომააა, ადამიანის ფსიქიკა ძალიან სენსიტიური მოვლენაა, რაც იმას ნიშნავს მეგობრებო რომ დღეს უცებ რომ ვინმემ გვითხრას 18 წლის უკან მომხდარი ფაქტი რაც ყველას ჰგონია რომ…

გაგრძელება

DR8926-300 Nike Air Max 90 "Green Snakeskin" will be released in 2022

გამოაქვეყნა W Y_მ.
თარიღი: ნოემბერი 27, 2021.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

As the Nike Air Max 90 inches approaches its 32nd anniversary, it has some non-original but eye-catching styles. Recently, Tinker Hatfield's iconic design incorporates green snakeskin panels and pink-style children's exclusive suits. Although the new surface layer retains the model's standard mesh sole, synthetic leather and TPU components, most of its upper also has a scaly covering layer. This detail can pay tribute to the upcoming animal-inspired Nike Sportswear series, as other Air Max…

გაგრძელება

როგორ იღებენ ფინალური ფანტაზია XIV მოთამაშეები Taffeta Cloth?

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2021.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Players who have entered the charm of Final Fantasy XIV must have heard of Taffeta Cloth suits, which are known for their attractive appearance. To make this suit, players need Taffeta Cloth, which is specifically for Taffeta Shawl and Loincloth. Any craftsman in Final Fantasy XIV will know that rare crafting materials usually require a lot of polishing. Taffeta Cloth is no exception. Player retainers are the only way to Buy FFXIV Gil.

To obtain Taffeta Cloth, Final Fantasy XIV…

გაგრძელება

აზარტული თამაშების აკრძალვები, სოც. გარემო და დასჯილი პრეზიდენტი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 22, 2021.
საათი: 11:23pm 1 კომენტარი

      როგორც ჩანს თბილი გიორგობა გვექნება და ზამთარსაც, მეტწილად თბილად შევხვდებით. ვნახოთ, როგორ გამართლდება სინოპტიკოსების პროგნოზი. ქვეყანაშიც დათბა და აქციებიც კვლავ ანონსდება. მსჯავრდებული პრეზიდენტი უკეთ არისო და მის სტუდია კვლავ აქტიურია, პრემიერი და მისი ინიციატივები იყო დღეს მეინსტრიმული, განსაკუთრებით აზარტული თამაშები და სოც. დახმარებები. დოლარის ღირებულება - 3.1134 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters